„რადიკალ პრაიდისტებო, თქვენ ქვეყანასაც და ლგბტ თემსაც აზარალებთ, თქვენ ოკუპანტს ახარებთ“ – „სამეფო კლუბი“  

 „რადიკალ პრაიდისტებო, თქვენ დათვურ სამსახურს უწევთ საქართველოში მცხოვრებ ლგბტ-თემს, თქვენ მათ, ჩვეულებრივი ცხოვრების საშუალებას უსპობთ, თქვენ მათ აიძულებთ საზოგადოებას, თქვენ გინდათ ისინი სიძულვილის საგნად აქციოთ, არა მარტო ჩვენი – მართლმადიდებლების, არამედ საქართველოს, მაჰმადიანების, იუდეველების, გრიგორიანელების და სხვა მორწმუნეების თვალში“ – აღნიშნული განცხადება „სამეფო კლუბის“ სპიკერ გაიოზ მამალაძეს ეკუთვნის.  როგორც „სამეფო კლუბიდან“ „მედიაცენტრ მთავარს“ აცნობეს,  „პრაიდის“ ორგანზატორები იმას აკეთებენ, რაზეც ოკუპანტები ოცნებობენ.  „თქვენ ცდილობთ, აგრესია გამოიწვიოთ მათ მიმართ საზოგადოების მხრიდან, თქვენი უპრინციპო და უგუნური ქმედებებით, უზრდელობით, გინებით, უხამსობით, უკულტურობით, რელიგიური სიწმინდეების შეურაცხყოფით, თქვენი უაზრო სიჯიუტით,სახელმწიფოს ინტერესების უგულებელყოფით; თქვენ აკეთებთ იმას, რაზეც…

მეტი...

ამერიკა „ლგბტ პრაიდთან“ დაკავშირებით საკუთარ მოქალაქეებს აფრთხილებს

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში, ამერიკის მოქალაქეებს, რომლებიც საქართველოში იმყოფებიან, აფრთხილებს და ურჩევს, „თბილისი პრაიდთან“ დაკავშირებით ფრთხილად იყვნენ. „ლგბტ საზოგადოების მხარდამჭერები და წევრები „ღირსების კვირეულის“ აღსანიშნავად, 22 ივნისს, მარშის ან/და სახალხო ივენთის გამართვას გეგმავენ. ჩვენი მოლოდინით ღონისძიებაზე უამრავი ადამიანის შეკრება მოხდება. ეს საქართველოში „ღირსების კვირეულთან“ დაკავშირებული სახალხო ღონისძიებების პირველი შემთხვევაა. წარსულში სახალხო ღონისძიებები ამ საზოგადოების წევრებისა და მხარდამჭერების თვითგამოხატულების საშუალებას წარმოადგენდა, რასაც მწვავე და ზოგჯერ ძალადობრივი რეაქცია ჰქონდა კონტრ-დემონსტრატებისაგან. აშშ მთავრობის წარმომადგენლებს მიეცათ რჩევა, რომ მოერიდონ იმ ადგილებს, სადაც ხალხის დიდი ნაკადი იქნება შეკრებილი. მოერიდონ მსვლელობაში მონაწილეობას, გამოიჩინონ სიფრთხილე თავშეყრის…

მეტი...

მეუფე გარდაცვლილად გამოაცხადეს, თუმცა, ის, ცოცხალი აღმოჩნდა

ქუთაის-გაენათის ეპარქიის წინამძღოლის,  მეუფე კალისტრატე  ცოცხალია. მართალია მისი მდგომარეობა მძიმეა, თუმცა, არ გარდაცვლილა, როგორც ეს საინფორმაციო საშუალებებმა გაავრცელეს. „მედიაცენტრი მთავარი“ რამდენიმე სასულიერო პირს დაუკავშირდა. მათ დაგვიდასტურეს, რომ მეუფე კალისტრატე მძიმედაა, თუმცა, გვითხრეს, რომ მედიით გავრცელებული ინფორმაცია მის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სიმართლეს არ შეესაბამება.     ინფორმაცია ინტერვენციული მედიცინის ცენტრშიც გადავამოწმეთ, სადაც გვითხრეს, რომ, მეუფის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, თუმცა, მკურნალობის კურსს გადის.

მეტი...

“შეიძლება, 20% კი არა საქართველოს 100% იყოს ოკუპირებული” – ამერიკელი ექსპერტი

აშშ-ის თავდაცვის მდივნის ყოფილი მოადგილე, პრეზიდენტობის კანდიდატის, ჯო ბაიდენის საგარეო პოლიტიკის მრჩეველი, მაიკლ კარპენტერი, რომელიც ცოტახნის წინ საქართველოში იმყოფებოდა, სადაც პოსტსაბჭოთა ქვეყნებში რუსულ გავლენებსა და მათი თავიდან აცილების გზებზე ქართველ ექსპერტებთან, ამერიკელ და ევროპელ კოლეგებთან ერთად მსჯელობდა, Twitter- ზე პოსტს აქვეყნებს.  მაიკლ კარპენტერი, საქართველოსა და რუსეთის პოლიტიკურ მდგომარეობას აფასებს და აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობა მეზობელს რუსეთთან, საფრთხეს ვერ აცნობიერებს.  “საქართველოში 3 დღე გავატარე. არ ვარ დარწმუნებული, რომ ხელისუფლება სრულად აცნობიერებს რუსეთთან ღია კარის პოლიტიკის შედეგებს. ამდენი “ტურისტით” (FSB) და ამდენი მიწით, რომელსაც რუსი ბიზნესმენები ყიდულობენ, შეიძლება, ერთ დილას გაიღვიძონ და აღმოაჩინონ, რომ არა 20%, არამედ…

მეტი...

საპატრიარქო სასულიერო პირებს თავის შეკავებას ურჩევს

საქართველოს საპატრიარქო ე.წ. LGBT პრაიდთან და მასთან დაკავშირებულ დაპირისპირებასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ავრცელებს. „მედიაცენტრი მთავარი“ საპატრიარქოს განცხადებას უცვლელად გთავაზობთ. „ბოლო დროს ე.წ. LGBT-პრაიდთან დაკავშირებულმა მოვლენებმა უკიდურესად დაძაბა ვითარება ქვეყანაში. აღნიშნულთან მიმართებაში საქართველოს საპატრიარქომაც თავისი მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება დააფიქსირა. ჩვენ გვესმის, რომ ემოციური ფონი გამძაფრებულია, მაგრამ სრულიად მიუღებლად მიგვაჩნია და ვემიჯნებით აგრესიის შემცველ განცხადებებს, როგორც მოძღვრებისგან, ისე მრევლისგან. პირველ რიგში მოვუწოდებთ სასულიერო პირებს, თავი შეიკავონ თვითნებურად გამართული ბრიფინგებისაგან, შეუთანხმებელი საჯარო განცხადებებისა და ისეთი ქმედებებისგან, რომელიც ქრისტიანულ სწავლებას ეწინააღმდეგება“, – ვკითხულობთ განცხადებაში.

მეტი...

„პრაიდის ჩატარება მიუღებელია, ასევე მიუღებელია ძალადობა“ – გია ჟორჟოლიანი

მმართველი გუნდის ყოფილი წევრის, „სოციალ-დემოკრატი“ გია ჟორჟოლიანისთვის, ე.წ ღირსების მარშის ჩატარება მიუღებელია.  როგორც დეპუტატმა “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მიუღებელია აგრესია და ძალადობა. მისი თქმით, გამოხატვის თავისუფლება უნდა არსებობდეს, თუმცა, ის, არ უნდა ქმნიდეს საზოგადოების დესტაბილიზაციის საფრთხეს. “გამოხატვის თავისუფლება უნდა იყოს, მაგრამ გამოხატვის თავისუფლება არ უნდა ქმნიდეს საფრთხეებს და მაღალ რისკებს არ უნდა წარმოშობდეს საზოგადოების დესტაბილიზაციისა. ერთი შეხედვით თემა მარტივია და რთულია ამას შეეწინააღმდეგოს ადამიანი.ნებისმიერ შემთვევაში პრაიდის ჩატარება მიუღებელია იმ მიზეზების გამო რაც მე უკვე ვთქვი. ასევე, მიუღებელია არის ნებისმიერი ძალადობა და ძალადობის მეშვეობით საკუთარი ნების რეალიზება,” -განაცხადა გია ჟორჟოლიანმა “მედიაცენტრ მთავარში”.…

მეტი...

„ძალიან დიდი ფულია გადახდილი, რატომ უნდა დაგიცვა, თუ პროვოკაციაზე მოდიხარ“ (ვიდეო)

„როცა შსს ამბობს, რომ ჩვენ ვერ დაგიცავთ, ეს გულწრფელი პოზიციაა. თავად პოლიციას ეუხერხულება მათი დაცვა. პოლიცია უხერხულ მდგომარეობაშია. რატომ უნდა დაგიცვა, როცა პროვოკაციაზე მოდიხარ? რატომ გინდა, მაინც და მაინც, რუსთაველზე ჩაიართ? თუ თქვენთვის აღლუმია მნიშვნელოვანი, ადგილს მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს. ძალიან დიდი ფულია გადახდილი“ – გიორგი ლომია „მედიაცენტრ მთავარში“.

მეტი...

„ჰეტეროსექსუალებმა რუსთაველზე ტრუსიკით რომ იარონ ვინმე მოიწონებს?!“ (ვიდეო)

„როცა შსს ამბობს, რომ ჩვენ ვერ დაგიცავთ, ეს გულწრფელი პოზიციაა. თავად პოლიციას ეუხერხულება მათი დაცვა. პოლიცია უხერხულ მდგომარეობაშია. რატომ უნდა დაგიცვა, როცა პროვოკაციაზე მოდიხარ? რატომ გინდა, მაინც და მაინც, რუსთაველზე ჩაიართ? თუ თქვენთვის აღლუმია მნიშვნელოვანი, ადგილს მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს. ძალიან დიდი ფულია გადახდილი“ – გიორგი ლომია „მედიაცენტრ მთავარში“.

მეტი...

დეპუტატი ხელისუფლებას LGBT-ებისთვის მათივე სახელობის ბაღის გამოყოფას სთავაზობს (ვიდეო)

დეპუტატი გიორგი ლომია სახელმწიფოს სთავაზობს, ლგბტ თემს ერთი კონკეეტული ადგილი, თუნდაც ბაღი გამოუყონ, რომელიც სიწმინდეებთან არ არის დაკავშირებული, რომელიც მათი სახელობის იქნება, სადაც მათ თავისუფლად შეკრების შესაძლებლობა ექნებათ და ამ თემის გარდა, სხვა არავინ მიეკარება. ეს განცხადება გიროგი ლომიამ „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა.

მეტი...

სამშენებლო დარღვევა სისხლის სამართლის წესით დაისჯება

„ზოგიერთი სამშენებლო დარღვევა, კერძოდ, K1 და K2 პარამეტრის დარღვევა, სიმაღლის პარამეტრის დარღვევა, უნებართვო მშენებლობა, მუნიციპალური ინსპექციის მიერ გაცემული მშენებლობის შეჩერების შესახებ აქტის შეუსრულებლობა სისხლის სამართლებრივად დასჯადი გახდება“, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა კომპანიას დაეკისრება K1 და K2 პარამეტრის დარღვევის, ასევე სიმაღლის პარამეტრის დარღვევის, უნებართვო მშენებლობის, მუნიციპალური ინსპექციის მიერ გაცემული მშენებლობის შეჩერების შესახებ აქტის შეუსრულებლობისთვის, რაც ნიშნავს ამ აქტის დაუმორჩილებლობას და მშენებლობის უკანონოდ გაგრძელებას. „მე დავავალე ვიცე-მერს, ბატონ ირაკლი ხმალაძეს და შესაბამის სამსახურებთან ერთად დაიწყო მუშაობა საკანონმდებლო ცვლილებებზე. დღედ უკვე დასრულებულ პაკეტს…

მეტი...

თუ პრაიდი მაინც ჩატარდება, კომბლებს შიშველი ხელები ჩაანაცვლებს

ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ მხარდამჭერებს კომბლების სხვენში შელაგებისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე, მისი გამოყენების საჭიროება არ დგას. თუმცა, თუ გადაწყვეტილება შეიცვლება და ე.წ. პრაიდი მაინც ჩატარდება, კომბლებს შიშველი ხელები ჩაანაცვლებს. „ჩვენ მოძრაობა შევქმენით იმისთვის, რომ დაგხმარებოდით წესრიგის შექმნაში, მაგრამ მე ძალიან დიდხანს ვიფიქრე, თითქმის არ მძინებია გასულ ღამესაც, სრულიად ვაცნობიერებ ამ გადაწყვეტილების პასუხისმგებლობას და ჩვენს ძმებს ვეუბნები, რომ მოდით წავიდეთ ამ ხიფათზე, ვენდოთ ჩვენს სახელმწიფოს, მივიდეთ იქ შიშველი ხელებით იმისთვის, რომ დავშალოთ ნებისმიერი კორდონი და გავათრიოთ ეს იდიოტები იქიდან. თუ თქვენ შეცვლით თქვენს გადაწყვეტილებას და მათ ჩაატარებინებთ პრაიდს, მერე…

მეტი...

ექსპლუატაცია მიუღებელ კორპუსში შესახლება იკრძალება

ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ახალი საკანომდებლო ინიციატივით, დასრულებულ მშენებლობაში, შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების გარეშე მოქალაქეები ვერ შესახლდებიან. „გასულ ზამთარს ბუნებრივი აირის აფეთქების რამდენიმე მძიმე შემთხვევა დაფიქსირდა. სამწუხაროდ, ამ შემთხვევების შედეგად, გვყავდა დაშავებულები და დაღუპულები. საცხოვრებელ კორპუსებში, სადაც ეს შემთხვევები მოხდა,  შესახლებული იყვნენ ადამიანები, თუმცა შენობა არ იყო ექსპლუატაციაში მიღებული. ეს ნორმა 2009 წელს გაუქმდა და სწორედ მაშინ გახდა დაშვებული ექსპლუატაციაში მიუღებელ კორპუსში შესახლება. ვფიქრობ, აღნიშნული ნორმა თავის დროზე სამშენებლო სექტორის ხელშეწყობის მიზნით გაუქმდა, რომ ამ მიმართულებით პრობლემა არ შექმნილიყო, თუმცა უკვე ათი წელი გავიდა და იკვეთება, რომ ეს უსაფრთხოების თვალსაზრისით,…

მეტი...

მერია, ექსპლოატაციაში მიუღებელი შენობებისთვის ამნისტიას ცხადებს

თბილისში, 600-ზე მეტი დასრულებული, თუმცა ექსპლოატაციაში მიუღებელი საცხოვრებელი შენობა-ნაგებობებისთვის თბილისის მერია ამნისტიას აცხადებს. როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ექსპლოატაციაში შევა ყველა შენობა-ნაგებობა, რომელსაც სამშენებლო დარღვევები 2019 წლის 16 მაისის მდგომარეობით უფიქსირდებოდა, თუმცა აქვე განსაზღვრულია გამონაკლისებიც. „ამნისტია არ შეეხება ისეთ დარღვევებს, რომლებიც დაკავშირებულია უსაფრთხოებასა და ქალაქის ვიზუალურ სტანდარტთან, თუმცა შეეხება ისეთ დარღვევებს, რომელთა გამოსწორებაც ფიზიკურად უკვე შეუძლებელია“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა. მისივე თქმით, სამომავლოდ ანალოგიური დარღვევები სისხლის სამართლის დანაშაული იქნება.

მეტი...

„შეალაგეთ კომბლები სხვენში, „პრაიდი“ არ იქნება, ეს შსს-ს საჩუქარია“ – ლევან ვასაძე

ბიზნესმენი ლევან ვასაძე მხარდამჭერებსა და მოხალისეებს მიმართავ და მოუწოდებს, ლგბტ „პრაიდისთვის“ მომზადებული კომბლები სხვენში შეინახონ. ეს განცხადება ვასაძემ ვიდეომიმართვის სახით გაავრცელა, სადაც ამბობს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, „პრაიდი“ არ შედგება. „კომბლები შეაწყვეთ სხვენში. როგორც გახსოვთ, კომბლები არასდროს იყო განკუთვნილი ამ უბედური მამათმავლების და მათი პროპაგანდისტებისთვის. ეს იყო იმ შემთხვევისთვის, თუ პოლიცია ჩვენ შეგვდგებოდა წიხლებით და დაგვიწყებდა ცემას. რადგანაც შსს-მ თქვა, რომ პრაიდი არ იქნება და რადგანაც მათ ეს სიტყვა პირველ დღეს შეგვისრულეს, აი, ახლა ბოლო საჩუქარი ჩვენგან სახელმწიფოს: კომბლები სხვენში და ჩამოვიღოთ მაშინ, როდესაც მოვა ის მთავრობა, რომელიც კიდევ…

მეტი...

„კატეგორიულად არ ვიზიარებ ლგბტ შეხედულებებს, ვერანაირი თეორიებით ვერ იქნება მათი თეორიები გამყარებული“

„ღმერთმა ადამიანი შექმნა კაცად და ქალად და მათ შორის კავშირი აკურთხა, ასე ხდება გამრავლება“ – აცხადებს პარლამენტის წევრი, დეპუტატი მირიან წიკლაური და ამბობს, რომ გადახვევა ჯანმრთელი ვერ იქნება. „მე ერთი ქართველი, ტრადიციულ ოჯახში გაზრდილი, მართლმადიდებელი კაცი ვარ და მაქვს ჩემი დამოკიდებულება ლგბტ საკითხების მიმართ. კატეგორიულად არ ვიზიარებ ლგბტ შეხედულებებს. ვერანაირი თეორიებით ვერ იქნება მათი თეორიები გამყარებული, რადგან, არსებობს ადამიანის წარმოშობის ორი თეორია. ერთი საღვთო სჯული, მეორე ევოლუციური თეორია, რომლიც დარვინმა ჩამოაყალიბა. საღვთო თეორიით, ღმერთმა ადამიანი შექმნა კაცად და ქალად და მათ შრის კავშირი აკურთხა და ასე ხდება გამრავლება. ეს არის…

მეტი...

“ეს ჩემი ინიციატივა იყო” – დავით სერგეენკო თანამდებობის დატოვებაზე 

საქართველოს ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, თანამდებობიდან წასვლა მისი ინიციატივით მოხდა. როგორც დავით სერგეენკომ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მინისტრის თანამდებობაზე ეკატერინე ტიკარაძის კანდიდატურას რეკომენდაცია მან გაუწია. „ჩვენ გარკვეული პერიოდის განმავლობაში გვქონდა ინტენსიური კონსულტაციები, წინასწარ მომზადებული რეფორმების ახალი ფაზა, როგორ იქნებოდა ოპტიმალური, რათა სწორად დაგეგმილიყო სწორად დანერგილიყო და განხორციელებულიყო. ჩვენ შევთანხმდით, რომ ასეთი ცვლილება იქნებოდა უფრო მეტი შედეგის მომტანი. არ დაგიმალავთ, რომ ეს ჩემი ინიციატივა იყო, მე ვთხოვე პრემიერს, განგვეხილა ასეთი ცვლილებები, რათა უკეთესი შედეგი მიგვეღო. მე გავუწიე რეკომენდაცია ქალბატონ ეკას, რადგან ჩვენ 10 წელზე მეტი თანამშრომლობის გამოცდილება გვაქვს სხვადასხვა სფეროში…

მეტი...

“დაგეგმილია ჩემდამი ფიზიკური განადგურება, რომ დაბრალდეს მთავრობას და ბიძინა ივანიშვილს”- ლევან ვასაძე

ბიზნესმენ ლევან ვასაძის განცხადებით, მისი მკვლელობა იგეგმება. მისი თქმით, მკვლელობის მოტივი, ქვეყნაში არეულობის გამოწვევაა, რომელიც ბიძინა ივანიშვილს და საქართველოს მთავრობას დაბრალდება.   “გვაქვს ინფორმაცია, რომ დაგეგმილია ჩემდამი ფიზიკური განადგურების მცდელობა. ეს ინფორმაცია უშიშროების მხრიდან გვაქვს. იმედია, არ მოხდება, მაგრამ ეს იგეგმება იმისთვის, რომ დაბრალდეს მთავრობას, ბიძინა ივანიშვილს და აირიოს ქვეყანა. გუშინ დილიდან ჩვენ გადავედით მშვიდ რეჟიმში, თუმცა ჯერ ლელო ბოლომდე არ გაგვიტანია. სახელმწიფომ გადმოდგა ჩვენ მიმართ რაღაც დადებითი ნაბიჯები. ბოლომდე ვერ ვენდობით, მზაობაში ვართ და სიმშვიდეს ვინარჩუნებთ. თავიდანვე ვთქვი, რომ ჩემი ღრმა რწმენით, ეს ყველაფერი მიმართული იყო სახელმწიფოს დესტაბილიზაციაზე და ლოგიკურია ასეთი სვლა.…

მეტი...

ბიძინა ივანიშვილის ოჯახის ექიმი და სტომატოლოგი – ვინ არის ჯანდაცვის ახალი მინისტრი 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ახალი მინისტრი, 42 წლის, ეკატერინე ტიკარაძე უხელმძღვანელებს  როგორც საჩხერის რაიონულ საავადმყოფოში “მედიაცენტრ მთავარს” განუცხადეს, ახალი მინისტრი, რომელიც რამდენიმე წუთის წინ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ წარადგინა, პროფესიით სტომატოლოგი და ბიძინა ივანიშვილის ოჯახის პირადი ექიმია.  ეკატერინე ტიკარაძე 2015 წლის სექტემბრიდან საჩხერის რაიონული საავადმყოფოს და მმართველი არასამეწარმეო პირის “დოსტაქარის” დირექტორია.  როგორც საჩხერის რაიონულ საავადმყოფოში “მედიაცენტრ მთავარს” განუცხადეს, ეკატერინე ტიკარაძე, თბილისში ერთ-ერთ კლინიკაში მუშაობდა და საჩხერის რაიონულ საავადმყოფოში პერიოდულად ჩადიოდა, სადაც თანამედროვე სიახლეებს ნერგავდა, ინპლანტებისა და გადანერგვის მიმართულებით.  საჩხერის საავადმყოფოს მმართველის პოსტზე ეკატერინე ტიკარაძე 2015 წელს პირადად დავით სერგეენკომ…

მეტი...

მართლმადიდებლობა მსოფლიოს გადასარჩენად – 4 კონტინენტის დელეგაცია თბილისში

მართლმადიდებლური ფესვებისა და ტრადიციების გაძლიერება ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა, რის გამოც, საქართველო 4 კონტინენტიდან ჩამოსული 25 ქვეყნის დელეგაციის მასპინძელია. ღონისძიება ხვალ იხსნება, თუმცა, მანამდე, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის დამფუძნებელმა და საერთაშორისო მრჩეველმა, ბერძენმა დოქტორმა კოსტას მიგდალისმა „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენცია გამართა და იმ ძირითად გზავნილებზე ისაუბრა, რომელიც დელეგატებს მთელ მსოფლიოსთვის აქვთ. „ის, რისთვისაც ჩვენ ამ ხნის განმავლობაში ვიღწვით, არის ის, რომ შეიქმნას საპარლამენტთაშორისო აზრი და ჩამოვაყალიბოთ მიდგომები, რომელიც დაფუძნებული იქნება მართლმადიდებლურ ტრადიციებზე. ყველა ქვეყნას თავისი პრობლემა აქვს და ვცდილობთ, ვიპოვოთ მათი გადაჭრის გზები საპარლამენტთაშორისო ურთიერთობებზე დაყრდნობით. საპარლამენტთაშორისო ურთიერთობებით ვცდილობთ, თითოეულ პარლამენტში მართლმადიდებლობა იქნას…

მეტი...

„გამოხატვის თავისულფება არ დავურღვიოთ არც ლგბტ აქტივისტებს და არც კონტრ-აქციის მონაწილეებს“ – ზაქარია ქუცნაშვილი

„რადიკალიზმი არის ქართული საზოგადოებრივი და მათ შორის, პოლიტიკური ცხოვრების ნაწილი. ჩვენ, ქართველებს, ხშირ შემთხვევაში, გვიჭირს აზრის გამოხატვა ზომიერ, კულტურულ, არგუმენტირებულ ფორმაში და თუ ეს გამოხატვა გადის ქუჩაში ან პარკში იქ რადიკალიზმი მზეობს“ – აღნიშნა დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე ლგბტ თემის კვირეულზე საუბრისას. დეპუტატის შეფასებით, მთელი დამოუკიდებლობის პერიოდის გამოწვევა სწორედ ის არის, რომ ქართული საზოგადოება, პოლიტიკური მოღვაწეებიც კი თავიანთ პოზიციას რადიკალური ფორმით აყალიბებენ. „შეფასება მარტივია. ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ კანონის ფარგლებში. ჩვენ გვაქვს მიღებული სპეციალური კანონი დისკრიმინაციის აკრძალვის, კანონი გამოხატვის თავისუფლების შესახებ და სიტყვის, სამართლის დაცვის. ამ სამ კანონს…

მეტი...

„წაიღოს აღიარება“ – 25 ქვეყნის მართლმადიდებელი დელეგატი რუსეთს გზავნილს თბილისიდან უგზავნის

მართლმადიდებლები მსოფლიო მასშტაბით, საქართველოში იკრიბებიან. ევროპული რელიგიის, მართლმადიდებელი ქრისტიანობის მსოფლიოში პოპულარიზაციის მიზნით, საქართველოში 19-22 ივნისს მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა იმართება. თბილისი 26-ე შეხვედრის მასპინძელი ქვეყანაა. ღონისძიების ერთ-ერთი ორგანიზატორმა, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა და ასამბლეის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ზაქარია ქუცნაშვილმა, საბერძნეთის დელეგაციის წარმომადგენელთან ერთად, „მედიაცენტრ მთავაში“ პრესკონფერენცია გამართა, სადაც ის ძირითადი გზავნილები გააჟღერა, რასაც ასამბლეა მსოფლიოს უგზავნის. „საპარლამენტო ანსამბლეის მიზანია, ბერლინის კედლისა და საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ, იმ ვაკუუმის შევსება, რა ვაკუუმიც წარმოიშვა აღმოსავლეთ-დასავლეთს შორის. ძირითადია: ქრისტიანული ფასეულობების პოპულარიზაცია, შემწყნარებლობისა და ექსტრემიზმის გავლენების შემცირება და ადამიანის უფლებებისთვის ბრძოლა“ – აღნიშნა დეპუტატმა. ორგანიზაცია 4…

მეტი...

„არ შეიძლება, ასეთ პროვოკაციებს და წამოწყებებს ერი გადაყვეს“ – მამა პეტრე ლგბტ კვირეულზე

„ამ ეტაპზე ისეთი დაძაბული სიტუაციაა, რომ საჯარო გამოსვლები გვეკრძალება. მძიმე ფონია ზოგადად, ვფიქრობ, შსს აუცილებლად ჩაერევა. დაპირისპირება რომ არ მოხდეს, ორივე მხარეს გააკონტროლებენ. შსს-მ მკვეთრი განცხადება გააკეთა და ამისი იმედი მაქვს“, – განუცხადა მამა პეტრემ „მედიაცენტრ მთავარს“. სასულიერო პირი დარწმუნებულია, რომ დღევანდელი აქცია, ორივე მხრიდან დაძაბულობის, დაპირისპირებისა და ადამიანების დაშავების გარეშე ჩაივლის და ამის იმედს მობილიზებული შსს-ს დანაყოფები აძლევს. ამბობს იმასაც, რომ სექსუალური უმცირესობები ასე, საჯაროდ არ უნდა პროპაგანდირებდნენ და მშვიდი ცხოვრებით იცხოვრონ. „ვთვლი, რომ ასე საჯაროდ გამოსვლები და მანიფესტაციები არ უნდა ხდებოდეს. როდესაც ისინი სიტყვის თავისუფლებას ითხოვენ, სხვა ადამიანების…

მეტი...

“თუ გაგვწევენ და ძალას გამოიყენებენ, გააკეთონ, ჩვენ დავდგებით“ – დეკანოზი

„ცოდვა წახალისებით გადაედება ადამიანს, როცა ერთი უყურებს მეორის უზნეობას, ისიც იგივეს აკეთებს“, – აცხადებს „მედიაცენტრ მთავართან“ დეკანოზი დავით ნოზაძე, რომელიც ლგბტ საზოგადოების მიერ დაგეგმილ კვირეულს ეწინააღმდეგება. მისი თქმით, ცოდვა გადამდებია. როგორც დეკანოზმა „მედიაცენტრ მთავართან“ საუბრისას აღნიშნა, ის იქ დადგება, სადაც საჭიროა და თუ გაწევენ, ძალით გაწიონ. „ცოდვა, ერთი ადამიანიდან გადაედება მეორე ადამიანს. ეს ხდება არა გრიპის ვირუსივით, არაფრის შეხებით, არამედ წახალისებით. როცა ერთი უყურებს მეორეს უზნეობას, ისიც სჩადის უზნეობას. საეკლესიო კრებამ დაგმო ეს ცოდვა. ანუ ქართულმა ცნობიერებამ, მენტალიტეტმა, აზროვნებამ ამ ცოდვას უთხრა უარი. ეკლესია შეეწინააღმდეგება ამას. ისე როგორც ამას აკეთებდა…

მეტი...

“ხდება ამ პრობლემის გაზვიადება, თავზე მოხვევა საზოგადოებისთვის” – პრემიერი “ლგბტ პრაიდზე”

“ჩვენ ვცხოვრობთ სამართლებრივ სახელმწიფოში და როდესაც არის ნიშნები, რომ სამართლის დარღვევას აქვს ადგილი, ბუნებრივია, მას მოჰყვება შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა სამართლებრივ ჩარჩოებში”, – ასე შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენები, ლგბტ თემსა და კონტრ აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირებაზე. მისივე თქმით, ბოლო დღეების განმავლობაში განვითარებული მოვლენები აჩვენებს, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები არიან მოწოდების სიმაღლეზე. „ბოლო დღეების განმავლობაში რაც ვიხილეთ, კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები არიან მოწოდების სიმაღლეზე. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს პოლიციელებს. მათ შეძლეს ძალიან მნიშვნელოვანი ბალანსის დაცვა, თუმცა აქვე მინდა გითხრათ, როგორც რიგითმა მოქალაქემ ჩემი შთაბეჭდილება – ვფიქრობ,…

მეტი...

ლგბტ თემის კონტრ-აქციაზე დაკავებული, კვირეულის წინააღმდეგ მშვიდობიან აქციაზე ისევ გამოვა

„დამაკავეს საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილზე ცენზურის გამო“ – აცხადებს 14 ივნისს მთავრობის კანცელარიის წინ დაკავებული, 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილე მიხეილ გრძელიშვილი, რომელიც ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. ის სასამართლოს გადაწყვეტილების მოლოდინშია და იმედს იტოვებს, რომ ადმინისტრაციულ სასჯელს შეუფარდებენ. როგორც მიხეილ გრძელიშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, კანცელარიიდან, კონტრ-აქციაზე, ლგბტ თემის წასვლას ითხოვდა: „დაიწყო ქაოსი. მამაოს მიმართ მოხდა ძალადობა. ვცდილობდი, შუაში ჩავმდგარიყავი და არავინ დაზარალებულიყო. ამასობაში, მომკიდეს ხელი და წამიყვანეს. რის შემდეგაც დამაბრალეს ფაშიზმი, რომ ვარ გაწევრიანებული ძალიან ბევრ ორგანიზაციაში, ვმოქმედებ რუსეთის სახელით და ასე შემდეგ. არ ვარ არც ფაშისტი და არც არავის…

მეტი...

ხილსა და ბოსტნეულში პესტიციდების ნარჩენები არ გამოვლინდა

სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, ხილსა და ბოსტნეულში პესტიციდების ნარჩენების ნორმა ზღვარს არ აღემატება როგორც სააგენტოში “მედიაცენტრ მთავარს”განუცხადეს, თბილისისა და რეგიონების სასურსათო ობიექტებში შემოწმდა მარწყვი, ვაშლი, ბალი, პომიდორი, ახალი კარტოფილი, კიტრი, სტაფილო, კომბოსტო, ბადრიჯანი, ხახვი და ნიორი. ნიმუშებიდან პესტიციდების ნარჩენების ნორმასთან შეუსაბამო არცერთ პროდუქტში არ გამოვლინდა.  “დედაქალაქსა და რეგიონებში სარეალიზაციო ობიექტებიდან აღებულია ყველაზე ხშირად მოხმარებადი ხილისა და ბოსტნეულის ნიმუშები, რომლებიც კვლევისთვის აკრედიტებულ ლაბორატორიას გადაეცა. გამოკვლეული 21 ნიმუშიდან პესტიციდების ნარჩენების ნორმასთან შეუსაბამობა არცერთში არგამოვლენილა,”-განუცხადეს “მედიაცენტრ მთავარს” სააგენტოში.

მეტი...

„დავასახელებთ იმ ადამიანებს, რომლებიც ფორმას გაიხდიან, თუ „გეი პრაიდი“ ჩატარდება“

ომის ვეტერანთა გაერთანება „ფარი“-ს წარმომადგენელი ერმილე ნემსაძე, აცხადებს, რომ მთავრობის კანცელარიასთან ლგბტ თემსა და კონტრაქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება, პოლიციამ გამოიწვია. როგორც ერმილე ნემსაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ხელისუფლება, საზოგადოებას შორის ცუდ ფონს ქმნის, რომელიც კარგად არ დასრულდება. „ მთავრობის კანცელარიასთან გამართულ აქციაზე ინცინდენდი გამოიწვია იმან, რომ პოლიცია დაუპირისპირდა სასულიერო პირს. მიაყენა შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია აქციის მონაწილეების აღშფოთება. აქედან დაიწყო ყველაფერი. თავად ხელისუფლება ქმნის ძალიან ცუდ ფონს, რომელიც შეიძლება ტრაგიკული მოვლენებით დასრულდეს. ამ ქვეყანაში, ჩვენ მივეჩვიეთ იმას, რომ ომის მონაწილეებს სცემენ გმირთა მოედანზე, ჩვენ მივეჩვიეთ იმას, რომ ცილისწამება ხდება არაფრის…

მეტი...

„ბრძოლა დაწყებულია, ლიდერის მხრიდან უკან დახევა ღალატის ტოლფასი იქნება“ – სოლიდარობა ლევან ვასაძეს

„ლევან ვასაძის დამარცხება, ჩვენი ყველას დამარცხება იქნება, ხოლო მისი გამარჯვება საქართველოს გამარჯვება იქნება“ – „ქართული მარში,“ „დემოგრაფიული აღორძინების ფონდის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს, ბიზნესმენ ლევან ვასაძეს თანადგომას უცხადებს და საგანგებო განცხადებას ავრცელებს. როგორც „ქართული მარშის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სანდრო ბრეგაძემ „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადა, ლევან ვასაძემ უდიდესი პასუხისმგებლობა აიღო საკუთარ თავზე, ხელთათმანი ნასროლია, რაც იმას ნიშნავს, რომ უკან დახევა არ იქნება. „მეგობრებო, მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა მთელს რიგ ტაქტიკურ საკითხებში, ყველაფერი გვერდით უნდა გადავდოთ. დღეს, ბატონო ლევან ვასაძის დამარცხება, ჩვენი ყველას დამარცხება იქნება, ხოლო მისი გამარჯვება საქართველოს გამარჯვება იქნება. ამიტომ, ყველა ქართველი პატრიოტის ვალია,…

მეტი...

„ღიად, ასფალტზე გამოფენილი პროდუქტი არ უნდა იყიდო, საშიშია“ – პესტიციდებით დაბინძურებული ბოსტნეული

ეკოლოგ ხათუნა ახალაიას განცხადებით, სამაცივრე მეურნეობები ნესვსა და საზამთროს არ იღებენ, რადგანაც, ძალიან ბევრი ნიტრატია გამოყენებული და ასეთი პროდუქცია არ ინახება. მისივე შეფასებით, „ძალიან რთულია, გქონდეს წვდომა თუ როგორ იქნა მოყვანილი ესა თუ ის სასოფლო სამეურნეო პროდუქცია. პროდუქტების დაბინძურება დაკავშირებულია ინფორმაციის არქონასა და გაუნათლებლობასთან. ბოსტნეული როცა დაბინძურებული წყლით ირწყვება, ისიც ბინძურდება და ძირითადად, ასე ხდება კიდევ. ცნობილია, რომ პესტიციდებს მინიჭებული აქვს კლასები, თუ რა გავლენას ახდენს ის ორგანიზმზე. „გლიფოსატი,“ რომელსაც ფერმერები ხშირად იყენებენ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მხრიდან მიჩნეულია, როგორც კარცენოგენი. ეს შეიძლება იყოს სიმსივნის გამომწვევი. სხვა პრეპარატებიც, რომელსაც ფერმერები იყენებენ,…

მეტი...

პროდუქტების ძირითადი დამაბინძურებელი წყალი და სასუქებია – სარისკო პროდუქტების ჩამონათვალი

კიტრი, პომიდორი, ყაბაყი, ბადრიჯანი, წიწაკა – ეს იმ პროდუქტების მცირე ჩამონათვალია, რომლის მოხმარებაც შესაძლოა, ადამიანის ჯანმრთელობისთვის სარისკო იყოს. ძირითადად, იმ შემთხვევასთან გვაქვს საქმე, როცა ადამიანის ჯანმრთელობა ფერმერის კეთილსინდისიერებაზეა დამოკიდებული. „არასწორად მოყვანილი საკვები პროდუქტი სარისკოა ადამიანის ჯანმრთელობისთვის. სასოფლო სამეურნეო პროდუქციის წარმოების ძირითადი დამაბინძურებული არის სარწყავი წყალი და პესტიციდები. ეს ყველაფერი კი, ბუნებრივია, ადამიანის ჯანმრთელობაზე ნეგატიურ გავლენას ახდენა. დაბინძურებული საკვების მიღება არაერთი დაავადების მაპროვოცირებელია, მათ შორის კიბოს უჯრედების“ – აღნიშნა გაეროს ექსპერტმა, ეკოლოგმა ხათუნა ახალაიამ „მედიაცენტრ მთავარში“. მისი შეფასებით, საშიშია ღია გრუნტში მოყვანილი ყველა პროდუქტი. მთავარი შეცდომა კი, რომელსაც ფერმერები უშვებენ, შხამ-ქიმიკატების…

მეტი...

არალეგალური რაზმის შექმნასთან დაკავშირებით შსს გამოძიება დაიწყო

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ , ბიზნესმენ ლევან ვასაძის მიერ, „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგოდ, სახალხო რაზმების ორგანიზებასთან დაკავშირებით, გამოძიება დაიწყო.  როგორც შსს განცხადებაშია აღნიშნული, ნებისმიერი დაუმორჩილებლობა პოლიციის მიმართ, იქნება აღკვეთილი და მოხდება დანაშაულის ჩამდენი თითოეული პირის ქმედების სამართლებრივი შეფასება.  „საზოგადოებას შევახსენებთ, რომ დაუშვებელია, კანონიერი სახელმწიფო სტრუქტურების შემცვლელი ნებისმიერი წარმონაქმნის შექმნა, მისი ხელმძღვანელობა, მასში გაწევრიანება ან მისი შექმნისკენ მოწოდება. ამასთან, ქვეყანაში საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფა კანონით მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს ფუნქციაა. შესაბამისად, როგორც პოლიციის, ისე სხვა სახელმწიფო უწყების ფუნქციის შესრულების ნებისმიერი მცდელობა დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი. ძალადობის, პოლიციის მიმართ დაუმორჩილებლობის და კანონის დარღვევის თითოეულ ფაქტზე…

მეტი...

კომბლებითა და ქამრებით შეიარაღებული რაზმები „გარყვნილების“ წინააღმდეგ პატრულირებას იწყებენ

ბიზნესმენი, “დემოგრაფიული აღორძინების ფონდის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯობარე ლევან ვასაძე, ეროვნული ინტერესების დაცვის სახელით სრულ მობილიზაციას აცხადებს. ბიზნესმენის განცხადებით, ხელისუფლება ვერ უზრუნველყოფს ქვეყანაში წესრიგს და დღეიდან რაზმების შექმნას იწყებს. რეგისტრაცია ხალხმა ვერის ბაღში გაიარა. მისი განცხადებით, სახელმწიფო ხალხის ნებას უნდა დაემორჩილოს და ლგბტ თემს ქუჩაში გამოსვლის უფლება არ მისცეს. პირები, რომლებიც მის ორგანიზაციაში დარეგისტრირდებიან მიმდინარე კვირის განმავლობაში ქალაქში პატრულირებას ქამრებითა და კომბლებით შეიარაღებული დაიწყებენ. “გვეყოლება ათეულები, ათისთავებით. ეს ათეულები შეიკრიბება ათ-ათ ასეულებად, ათი ასეული შეადგენს ათასეულს და იქნება ლეგიონი. ერთი კვირის განმავლობაში იმუშავებენ თბილისში, გაინაწილებენ ქალაქს და იქნება ქალაქის პატრულირება. იარაღი…

მეტი...

ფრთხილად ყვავებთან, ყვავების თავდასხმა და ადამიანების დაკორტნა თბილისში

თბილისში, ყვავების მხრიდან ადამიანზე თავდასხმისა და დაკორტნის  არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა. თავდასხმის შემთხვევაში,  თუ ჭრილობა ტეტანუსზე აცრა აუცილებელია. „მედიაცენტრ მთავარი“  იმუნიზაციის ცენტრის ანტირაბიული სამსახურის უფროსს ბადრი ბაზაევს ესაუბრა, რომელიც ამბობს, რომ ყვავებისაგან დაკორტნილი პაციენტები მასაც ჰყავდა.   „ეს ჩვეულებრივი ამბავია, ხდება ხოლმე, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ადამიანებმა „კასკით“ უნდა იარონ. რომელი ყვავი, როდის, როგორ ხასიათზე გაიღვიძებს რა ვიცით. ჩვეულებრივი ამბავია, თუმცა, ყოველ დღე არ ხდება. ძაღლი რომ გიკბენს, ანალოგიურია. როგორც ჩანს,  ყვავს ბუდიდან გადმოუვარდა ბარტყი ან კვერცხი და სავარაუდოდ, იცავდა იმ ტერიტორიას. ეგ იყო და ეგ და სწორედ ამ…

მეტი...

„ქართველი ხარ, შენი ჭირიმე?“ – „ყვავილების ქვეყანა“ მანჰეტენზე და აცრემლებული ემიგრანტი

ნინო ტაბატაძე ამერიკის შეერთებულ შტატებში  მცხოვრები ერთ-ერთი წარმატებული ემიგრანტია. ბევრი უნახავს, ჩვეულებრივიც და უჩვეულოც; მიღებულიც და მიუღებელიც, თუმცა, მანჰეტენზე, „ყვავილების ქვეყანამ“ სერგო ზაქარიაძის გმირი გაახსენა და შუა მანჰეტენზე ემოციისგან „ღრიალის“ განწყობაზე დააყენა. „ლანჩზე გამოვედი,  შუა მანჰეტენზე ვარ, ჩემი ოფისის წინ მშენებარე კორპუსია, სულ მუშები ფუსფუსებენ. უსწრაფესი ნაბიჯებით ჩავუქროლე, ბევრი რამე უნდა მოვასწრო ამ ლანჩის დროს. უცებ ქუჩის ხმაურში მესმის „ყვავილების ქვეყანააა,“ მეგონა, რომ მომეჩვენა და შევანელე. დავინახე მამაჩემის ტოლი სანდომიანი კაცი, სამშენებლო მასალას ურევდა ერთმანეთში და ხმადაბლა, მოწყენილი სახით ქართულად ღიღინებდა. ცოტა მაკლდა სერგო ზაქარიაძის გმირივით, „ქართველი ხარ, შენი ჭირიმე“…

მეტი...

„დაგეგმილია მკვლელობა  ზვარაკად უნდათ შესწირონ  არასამთავრობოს წევრი ან მამათმავალი“ – ლევან ვასაძე

აღნიშნული განცხადება, ლევან ვასაძემ დღეს, ვერის პარკში შეკრებისას სიტყვის გამოსვლის დროს განაცხადა. „უშიშროების ოფიცრებმა შემატყობინეს, რომ გლობალისტები ძალიან მაგრად მუშაობენ რომ ჩვენ შეგვარცხვინონ და გამოგვაჩინონ გიჟებად, ფანატიკოსებად და ფაშისტებად. დაგეგმილია კაცის მკვლელობა იქით მხარეს.  ზვარაკად უნდათ, რომ შესწირონ რომელიმე უბედური ან არასამთავრობოს წევრი ან მამათმავალი და  ჩვენ დაგვაბრალონ. კატეგორიულად ვაცხადებ, ყველა, ვინც ამ უდიდეს ცოდვას ჩაიდენს, არის მტერი ჩვენი, საქართველოსი და ჩვენ მასთან არაფერი კავშირი არ გვაქვს“ –  განაცხადა ლევან ვასაძემ. მისივე განცხადებით,  სპეციალური ლეგიონი შეიქმნება, რომელიც ქალაქში პატრულირებას მოახდენს და ოპერატიულად იმოქმედებს. „ნებისმიერ კორდონს, რომელსაც ჩვენი პოლიცია დაგვიყენებს, აუცილებლად გავარღვევთ.…

მეტი...

ლევან ვასაძე ლგბტ თემს კომბლების რევოლუციას ჰპირდება

დღეს, 20:00 საათზე, ვერის პარკში დაანონსებული „კაცების შეკრება“ შედგა. ერთ-ერთი აქტიური გამომსვლელი ლევან ვასაძე ლგბტ პრაიდის ორგანიზატორებს, სიფრთხილისკენ მოუწოდებს, რომ მათ მოქნეული კომბალი არ მოხვდეთ.     „მიიღებთ მსოფლიოში პირველ კომბლების რევოლუციას, ჩვენ მოვდივართ შიშველი ხელებით იმისთვის, რომ არ ჩაგატარებინოთ გარყვნილების აღლუმი… ვფიქრობდი, რა არის ქართული ზღაპრებიდან სიმბოლო, რაც მე უნდა მქონდეს ასეთ დროს? კომბლე გამახსენდა. ეს კომბალი არ მოხვდება არცერთ გარყვნილ ადამიანს, ქათამს, არასამთავრობოს და არც პოლიციელს, თუ ისინი ცემას არ დაგვიწყებენ, მაგრამ თუ ისინი შეგვდგებიან, თავს არ გაგალახინებთ, გამორიცხულია“ – აღნიშნა ლევან ვასაძემ სიტყვით გამოსვლისას. ბიზნესმენის განცხადებით, ისინი ძალადობას მხარს…

მეტი...