11 დეკემბერი მთის საერთაშორისო დღეა – “მთა საქართველოს ცოცხალი ფარია” 

დღეს, 11 დეკემბერს, მსოფლიოში მთის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ამ თარიღს საქართველო წელს პირველად უერთდება. გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2002 წელს მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას მთის საერთაშორისო დღის აღნიშვნისკენ. ​ამ დღესთან დაკავშირებით თბილისში, საგამოფენო ცენტრ “ექსპო ჯორჯიაში” დღეს, პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ, მთიანი რეგიონების განვითარების 2019-2023 წლების სტრატეგიის ძირითად მიმართულებებზე ისაუბრა. მამუკა ბახტაძე იმედოვნებს, რომ მთის საერთაშორისო დღის აღნიშვნა საქართველოში ტრადიციად იქცევა, მით უფრო, რომ ქვეყნის ნახევარზე მეტი მთიანი რეგიონებია. ხოლო მთაში მცხოვრები თითოეული ადამიანი საქართველოს ცოცხალი ფარია. “ჩვენ განსაკუთრებული დამოკიდებულება გვაქვს მთის და მთის ხალხის მიმართ. თქვენ უღალატო ხალხი ხართ, ასე იყო ისტორიულად, ასეა…

მეტი...

მთის მოსახლეობის ფულადი დახმარებისთვის 110 მლნ ლარი დაიხარჯა ​

​მთის შესახებ კანონის ფარგლებში, მოსახლეობის ფულადი დახმარებისთვის დღემდე 110 მილიონ ლარზე მეტია დახარჯული. აქედან, დაახლოებით 19 მილიონი ლარი ახალდაბადებულ ბავშვებზე გაიცა, 61 მილიონი – საპენსიო დანამატისთვის, მასწავლებლებსა და მწვრთნელებზე დანამატის სახით გაიცა დაახლოებით 20 მილიონი ლარი; 8 და 9 მილიონი ლარი სოციალურ პაკეტზე და სამედიცინო პერსონალისთვის დანამატის სახით; დაახლოებით 315 საწარმო სარგებლობს საგადასახადო შეღავათებით. როგორც პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ „ექსპო ჯორჯიაში“ დღეს, მთის განვითარების სტრატეგიის წარმოდგენისას განაცხადა, მთის მკაცრ პირობებში ცხოვრების სირთულიდან გამომდინარე თითოეული მთაში მცხოვრები ადამიანის ღვაწლი განსაკუთრებით დასაფასებელია. მისივე თქმით, მთის საკითხებზე მუდმივად მუშაობს მთის ეროვნული საბჭო და მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდი,…

მეტი...

მთაში, 4 სეზონზე გათვლილი ტურისტული ინფრასტრუქტურა განვითარდება 

პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ „ექსპო ჯორჯიაში” დღეს, მთის განვითარების სტრატეგია​წარმოადგინა და განაცხადა, რომ ასეთი სტრატეგია საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დღიდან რომ ჰქონოდა, ბევრი პრობლემა დღეს უკვე დაძლეული იქნებოდა. სტრატეგიის ერთ-ერთი პრიორიტეტია მაღალმთიანი დასახლებების მდგრადი განვითარება და ამ მიზნით მცირე, საშუალო და მიკრობიზნესის ხელშეწყობა, ფერმერული მეურნეობის და კოოპერაციის განვითარება, ბაზარზე მოთხოვნადი პროდუქტების ხელშეწყობა და მათი წარმოების მხარდაჭერა. ​როგორც პრემიერი აცხადებს, გაგრძელდება სატრანსპორტო მიმოსვლის გასაუმჯობესებლად  გზების რეაბილიტაცია და დაიგება ახალი გზები, რაც მაღალმთიანი რეგიონების ეკონომიკური და ტურისტული პოტენციალის სრულად გამოყენების შესაძლებლობას შექმნის. მისივე ინფორმაციით, განვითარდება ოთხ სეზონზე გათვლილი ტურისტული ინფრასტრუქტურა და სერვისები, ეკოტურიზმის პროგრამები, გაგრძელდება კულტურული…

მეტი...

ტყვიის მატების მთავარი წყარო დაბინძურებულ ნიადაგზე მოყვანილი საკვებია

ეკოლოგ-ექსპერტი ხათუნა ახალაია საქართველოში ექსპორტირებული ყველა იმ პროდუქციასა თუ ნივთზე კონტროლის გამკაცრებას ითხოვს, რომელიც ტყვიის შემცველობის მაღალ რისკ ჯგუფად ოთვლება. „საქართველოში შამოტანილი ჭურჭელიც და საღებავებიც უნდა გაკონტროლდეს, რადგანაც, ადამიანის ორგანიზმში ტყვიის მატების ერთ-ერთი წყარო შეიძლება სწორედ ეს იყოს“, – აღნიშნული განცხადება გაეროს ექსპერტმა „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა. „ადამიანის ორგანიზმში ტყვიის დონის მატების გამომწვევი მიზეზი ტყვიით დაბინძურებული ნიადაგიდან მიღებული საკვებია. ასევე, საღებავები, რომლითაც იღებება არა მარტო ოთახები, არამედ სათამაშოები. სარისკოა ჭურჭელიც, რომელიც ისეთი საღებავებით არის დამუშავებული, რომელთა შემცველობაში ტყვიის მაღალი კონცენტრაციაა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დასკვნებიდან დასტურდება, რომ ბავშვებსა და მოზარდებში ანემიის…

მეტი...

აშშ-ს დიპლომატის დაბლოკვის შესახებ ინფორმაცია ტყუილია და დამაზიანებელი – საგარეო საქმეთა სამინისტრო

​საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხათუნა თოთლაძე კატეგორიულად უარყოფს, ქართული მხარის მიერ აშშ-ს ელჩობის კანდიდატის დაბლოკვის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას და აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია, ხოლო მედიის მხრიდან მსგავსი ინფორმაციის გავრცელება დამაზიანებელია. ” ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და ამ საკითხზე განმარტებები პოლიტიკოსებმაც გააკეთეს. ამერიკის შეერთებულ შტატებზე ვსაუბრობთ, რომელიც საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია, ამიტომ ვფიქრობ, რომ მსგავსი ხასიათის განცხადებების გამეორება დამაზიანებელია, მათ შორის მედიის მხრიდან“, – განაცხადა ხათუნა თოთლაძემ. შეგახსენებთ, რომ ამერიკული გამოცემა Foreign Policy ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერს,  რომ საქართველოს მთავრობამ აშშ-ის ელჩად ამერიკელი დიპლომატის ბრიჯიტ ბრინქის კანდიდატურა იმის…

მეტი...

თბილისში, ჩიქოვანის ქუჩაზე ძველი ავტოფარეხების ადგილას სკვერი მოეწყო

თბილისის საბურთალოს რაიონში, კერძოდ, ჩიქოვანის ქუჩის N 16-ში, უკანონო ავტოფარეხების ადგილას, მწვანე  სივრცე მოეწყო.  30-მდე ავტოფარეხის დემონტაჟი, ადგილობრივი მცხოვრებლების თხოვით განხორციელდა.  ტერიტორიაზე მოეწყო სკვერი, სადაც თანამედროვე საბაღე ფურნიტურა დაიდგა, დამონტაჟდა სხვადასხვა ატრაქციონი და განათების სისტემა; ასევე, განახლდა საბავშვო გასართობი მოედანი, სადაც დაიგო კაუჩუკის საფარი. ტერიტორია სხვადასხვა ხე-მცენარით გამწვანდა, საფეხმავლო ბილიკები კი ფილებით მოპირკეთდა. საცხოვრებელი კორპუსის ეზოში ასფალტის ახალი საფარი დაიგო. განხორციელებული სამუშაოები დღეს, თბილისის მერმა, კახა კალაძემ დაათვალიერა და განაცხადა, რომ  დედაქალაქის მერიას ანალოგიური მიდგომა ექნება ყველა იმ ადგილთან დაკავშირებით, სადაც ავტოფარეხების დემონტაჟი განხორციელდება. „ყველა ვხედავთ, რა ლამაზი სკვერი მოეწყო იმ…

მეტი...

სესხების განულებასთან დაკაშირებული ვებგვერდი ამოქმედდა

სესხების განულებასთან დაკავშირებული ინიციატივის ფარგლებში, სპეციალური ვებგვერდი – www.vali.ge ამოქმედდა.  ვებგვერდზე ყოველდღიურად დაემატება მომხმარებელთა ბაზები, რომლებსაც სესხები გაუნულდებათ. ვალდებულება ყველა იმ მოქალაქეს გაუნულდება, რომელიც სესხის ვადაგადაცილების გამო  „შავ სიაში“ 2018 წლის პირველ იანვრამდე მოხვდა და რომელთა ფინანსური ვალდებულებაც არ აღემატება 2000 ლარს. ვებგვერდზე მოქალაქეების პირველ ნაკადს უკვე შეუძლია დარეგისტრირება. დღეს ატვირთულ ბაზებში წარმოდგენილია ექვსი ბანკის მომხმარებლები: სს „საქართველოს ბანკი“, სს „თიბისი ბანკი“, სს „ლიბერთი ბანკი“, სს „სილქ როუდ ბანკი“, სს „ხალიკ ბანკი საქართველო“, სს „იშბანკი საქართველო“. როგორც “ქართული ოცნების” ოფიციალური ფეისბუქგვერდი იტყობინება,  ე.წ შავი სიიდან მოქალაქეების ამოღება 15 დეკემბრიდან,  სხვადასხვა პერიოდულობით განხორციელდება და…

მეტი...

ბიძინა ივანიშვილის დედა 96 წლის ასაკში გარდაიცვალა

მმართველი პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე, ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის დედა, ციცინო ივანიშვილი, 96 წლის ასაკში გარდაიცვალა. იგი  საჩხერეში ცხოვრობდა. ინფორმაციას პარტია “ქართული ოცნების” პრესსამსახურში ადასტურებენ.  

მეტი...

ტყვიაზე კვლევა მხოლოდ საქართველოში ტარდება, რადგან მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია

გაერო-ს ბავშვთა ფონდის სოციალური პოლიტიკის სპეციალისტის თინათინ ბაუმის განცხადებით, თითოეულ ოჯახს, რომელმაც კვლევაში მონაწილეობა მიიღო, მათი პირადი შედეგები გაეგზავნებათ, იქიდან გამომდინარე რა მაჩვენებელი ექნებათ. როგორც თინათინ ბაუმმა „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა, თუ ბავშვის სისხლში აღმოაჩნდება დიდი რაოდენობით ტყვია, ბავშვი, შესაბამისი კონსულტაციისათვის, სხვადასხვა კლინიკაში გადამისამართდება. მისივე ინფორმაციით, პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს მუშაობა ტყვიით მოწამვლის წყაროების დასადგენად. “ტყვიაზე კვლევა მხოლოდ საქართველოში ტარდება, რადგანაც მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია. გარდა იმისა, რომ ამ კვლევის ფარგლებში ინდივიდუალურ შედეგებს მივიღებთ, მნიშვნელოვანია, რომ ამ შედეგებზე დაყრდნობით შესაძლებელი გახდება სახელმწიფოს მხრიდან სწორი პოლიტიკის დაგეგმვა თუ რა უნდა იყოს შემდგომი ნაბიჯი. ეს კვლევა მხოლოდ საქართველოსთვის…

მეტი...

არასრულწლოვნები პიროტექნიკას ვერ იყიდიან – კანონი მკაცრდება, გამყიდველი კი დაისჯება

პიროტექნიკის არასრულწლოვანისათვის მიყიდვა აიკრძალება. აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტში უკვე შესულია და ბიუროზეც განიხილეს. სანქცია ადმინისტრაციული წესით დასჯას ითვალისწინებს. „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შესატანი ცვლილებების მიხედვით, პიროტექნიკის არასრულწლოვანისათვის მიყიდვა გამოიწვევს ფიზიკური პირის – 100 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 200 ლარით დაჯარიმებას. აღნიშნული ქმედების ერთი წლის განმავლობაში განმეორებით ჩადენა კი, გამოიწვევს ფიზიკური პირის – 200 ლარით, ხოლო იურიდიული პირის 400 ლარით დაჯარიმებას. კანონპროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, პიროტექნიკურ ნაკეთობებზე არასრულწლოვანთა თავისუფალი წვდომის საფრთხე არაერთხელ დადასტურდა. საახალწლო დღეებში, პიროტექნიკის გამოყენებით დაზიანების ათეულობით ფაქტი დაფიქსირდა. „2018 წლის იანვარში, თბილისში მოქმედ სამედიცინო დაწესებულებებში პიროტექნიკით გამოწვეული ტრავმული…

მეტი...

ბავშვებში ტყვიის გამოკვლევაზე მშობლები უარს ამბობენ – როგორ მიმდინარეობს გაეროს კვლევა

სისხლში ტყვიის შემცველობაზე 2-დან 8 წლამდე ბავშვებში მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევა, საქართველოს მასშტაბით უკვე ორი თვეა მიმდინარეობს. მკვლევარები, რომლებიც ოჯახებში შემთხვევითი შერჩევის გზით შედიან, წინააღმდეგობას აწყდებიან მშობლების მხრიდან. ისინი უარს ამბობენ, მათი შვილებისთვის სისხლის ანალიზის აღებაზე. როგორც “მედიცანეტ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე, გაეროს ბავშვთა ფონდის სტატისტიკისა და მონიტორინგის ოფიცერმა ანდრია ნადირაძემ განაცხადა, მშობლები კვლევაში მონაწილეობაზე უარს ხშირად ოჯახის პედიატრის რჩევით ამბობენ. ერთ-ერთი არგუმენტი ის არის, რომ არ არსებობს ტყვიაზე მკურნალობის მეთოდი და აზრი არ აქვს მის დატესტვას. ​ანდრია ნადირაძის განმარტებით, ეს აბსოლუტურად მცდარი ინფორმაციაა. თუ ტყვია ცოტათი არის მომატებული ბავშვის ორგანიზმში უნდა…

მეტი...

ფქვილის გაძვირების გამო წაგებაზე მივდიოდით – მალხაზ დოლიძე პურზე ფასის მატებაზე

პურის მრეწველთა კავშირის თავმჯდომარე მალხაზ დოლიძე, პურზე ფასების მომატებას ფქვილის გაძვირებას უკავშირებს და აცხადებს, რომ უკანასკნელი სამი დღის განმავლობაში ერთი ტომარა პურის ფქვილი თითქმის 10 ლარით გაძვირდა. როგორც “მედიაცენტრ მთავარს” მალხაზ დოლიძემ განუცხადა, ფქვილის გაძვირება, ასევე, უკავშირდება ხორბლის იმპორტთან დაკავშირებულმა ცვლილებებმა. “ზაფხულის პერიოდიდან, კერძოდ აგვისტოში, ხორბლის შემოტანასთან დაკავშირებული იყო ხმაური. ამ ხმაურში ყოველთვის ჩანს პურის მწარმოებელი და არ ჩანს ფქვილის მწარმოებელი. ერთი ტომარა ფქვილის ღირებულება 37 ლარიდან 45- 46 ლარამდე გაიზარდა. ბოლო სამი დღეა, ფქვილის ღირებულებამ კიდევ მოიმატა და გახდა 47 ლარი. მეპურისთვის ეს კრიტიკული ზღვარია. ვაფრთხილებდით ყველას, რომ თვითღირებულებაში ვეღარ…

მეტი...

„მეორე ტური რომ შესაძლებელი გახდა, ეს წინგადადგმული ნაბიჯია“ – ინტერვიუ საერთაშორისო დამკვირვებელთან

ქსკლუზიური ინტერვიუ „რადგანაც მეორე ტურის ჩატარების საჭიროება გაჩნდა, ეს უკვე  დემოკრატიული პროცესების განვითარების მნიშვნელოვანი საფეხურია.  თუ პოსტსაბჭოურ ქვეყნებს გადავხედავთ, მსგავს პროცესებს ვერც კი წარმოიდგენთ…საქართველოს მაგალითზე შესაძლებელი ხდება პოსტ საბჭოთა სივრცის ერთგვარი პროგნოზირება, რაც მომავლის გარკვეულწილად მოდელირების შესაძლებლობას იძლევა. ქალბატონი სალომეს შემთხვევა მაგალითია,  რომ წინა თაობის ემიგრანტებიც კი ბრუნდებიან საქართველოში“ –  აღნიშნა საერთაშორისო დამკვირვებელმა, ანგელა მერკერის „ქრისტიანულ დემოკრატიული“ პარტიის  (ფრაიბურგის) თავმჯდომარის მოადგილემ, ევროკავშირის ექსპერტმა და კონფლიქტოლოგმა,  ელიკო   წიკლაური-ლამიხმა, „მედიაცენტრ მთავართან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში. ელიკო წიკლაური-ლამიხი: „მინდა ქალბატონ სალომეს და ქართველ ხალხს მივულოცო ეს წარმატება. ძალიან სიმბოლური და მნიშვნელოვანი რამ მოხდა საქართველოში  პირველი ქალი პრეზიდენტი ამიერკავკასიაში. გახსოვთ, რომ…

მეტი...

თბილისის ქუჩებში ნარჩენების სეპარირებისთვის სპეციალური ურნები განთავსდება

თბილისის ქუჩებში მალე, საყოფაცხოვრებო ნარჩენების განსაცალკევებელი, სპეციალური ურნები განთავსდება, რომელიც 5 განყოფილებისგან შედგება:  პლასტიკური ბოთლების, შერეული ნარჩენის, ქაღალდის, მინის სექციისგან და სიგარეტის ნარჩენის ჩასაგდებად. ახალ ურნებზე შესაბამისი სექცია გათვალისწინებულია  მწეველებისთვისაც. საპილოტე პროექტი პირველ ეტაპზე, ტურისტულ ზონებში – რუსთაველის გამზირზე,  ორბელიანისა და გუდიაშვილის განახლებულ მოედნებზე, ასევე, აღმაშენებლის გამზირზე განხორციელდება. ახალი ურნები თბილისის მერმა, კახა კალაძემ საზოგადოებას სოციალური ქსელის მეშვეობით წარუდგინა. მისი თქმით, დედაქალაქის მერიამ ქალაქში განსათავსებლად ნარჩენების სეპარაციის ისეთი ურნები შეისყიდა, რომელიც რამდენიმე განყოფილებისგან შედგება. „საპილოტე პროექტი პირველ ეტაპზე, ახალ აღმაშენებელზე განხორციელდება, სადაც უკვე რეაბილიტაციაა ჩატარებული. ასევე, ორბელიანისა და გუდიაშვილის მოედნებზე, თუმცა…

მეტი...

საახალწლო განათებების მონტაჟის გამო რუსთაველის გამზირი დროებით გადაიკეტება

თბილისის ქუჩებში საახალწლო განათებების მონტაჟი იწყება. აღნიშნული სამუშაოებიდან გამომდინარე, დღეს, 00:00 საათიდან 07:00 საათამდე, რუსთაველის გამზირი, პირველი რესპუბლიკის მოედნიდან – თავისუფლების მოედნამდე გადაიკეტება. სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფი“  ახორციელებს. თბილისის მერია ბოდიშს უხდის მოქალაქეებს შეფერხებისთვის.

მეტი...

“800-მდე ტრავმირებული ცხოველი შემოვიდა ერთ წელიწადში” – ვახტანგ ლომჯარია

თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს უფროს ვახტანგ ლომჯარიას განცხადებით, ერთი წლის განმავლობაში სააგენტოში 800-მდე ტრავმირებული ცხოველი შევიდა. არის შემთხვევები, როდესაც ცხოველი ცხელი წყლით არის დამწვარი, ან კიდურის მოტეხილობა აქვს. ასეთ დროს, ძნელია იმის დადგენა არის თუ არა ის ადამიანის მიერ გამოვლენილი სისასტიკის მსხვერპლი. როგორც ვახტანგ ლომჯარიამ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, საქართველოში ჯერ კიდევ სერიოზული პრობლემაა ცხოველების მიმართ ადამიანების სასტიკი მოპყრობა. ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია სკოლებში სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამის შეტანა და ამ თვალსაზრისით მოზარდების ცნობიერების ამაღლებაზე ზრუნვა. „ 800 – მდე ტრავმირებული ცხოველი შემოვიდა სააგენტოში წლის განმავლობაში, თუმცა რთულია დავადგინოთ და…

მეტი...

ცხოველების მიმართ ა​რასათანადო მოპყრობაზე სასჯელი გამკაცრდება 

​თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს უფროს ვახტანგ ლომჯარიას განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით მომზადდა კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს ცხოველის მიმართ სასტიკი და არასათანადო მოპყრობის გამო სადამსჯელო ზომების გამკაცრებას. როგორც ვახტანგ ლომჯარიამ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განმარტა, კანონპროექტში, რომელსაც პარლამენტი მალე განიხილავს, საუბარია არასრულწლოვანთა მიერ ცხოველთა სასტიკ მოპყრობაზე. „ერთ შემთხვევაში ადგილი გვაქვს სისხლის სამართლის კოდექსის 259 მუხლთან, რომელიც გულისხმობს ცხოველის მიმართ სასტიკ მოპყრობას, ხოლო არასათანადო მოპყრობის მხრივ საუბარია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 104 მუხლში ცვლილებებზე. იზრდება საჯარიმო სანქციები,“ – განაცხადა ვახტანგ ლომჯარიამ. მისივე თქმით, ადამიანის ღირსების პარალელურად, ცხოველის უფლებებისა და მისი სიცოცხლის დაცვაც…

მეტი...

პიროტექნიკის აფეთქების ხმა შესაძლოა ცხოველის აგრესიის მიზეზი გახდეს – ვახტანგ ლომჯარია  

თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მოქალაქეებს ურჩევს, ახალ წელთან დაკავშირებულ სადღესასწაულო დღეებში მაქსიმალურად მოერიდონ პიროტექნიკის გამოყენებას, განსაკუთრებით იქ სადაც შინაური ცხოველები არიან. ხმაურით გამოწვეულმა შიშმა, შესაძლოა ცხოველში ფსიქიკური აშლილობა და  აგრესია გამოიწვიოს, შესაბამისად ის საშიში გახდეს ადამიანებისთვის. “პიროტექნიკის გამოყენებამ, აფეთქების ხმამ შესაძლოა გამოიწვიოს შიში, რაც შეიძლება გახდეს გარკვეული ფსიქიკური აშლილობის, მათ შორის აგრესიის მიზეზი. რა თქმა უნდა, ფსიქიკური აშლილობის მქონე ადამიანიც და ცხოველიც საჭიროებს განსაკუთრებულ მოპყრობას. ცხოველთან მიმართებაში ასეთი ფაქტები შეიძლება დაფიქსირდეს საახალწლოდ. ასეთ შემთხვევაში გთხოვთ, მოგვმართოთ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს, რათა ჩვენ, შესაბამისი რეაგირება მოვახდინოთ. ასეთი ცხოველი საშიშია საზოგადოებისთვის”, – განაცხადა ცხოველთა…

მეტი...

საბანკო დავალიანებების ჩამოსაწერად შექმნილი ვებსაიტი დღეიდან ამოქმედდება – პრემიერი “შავ სიებზე”

პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადებით, 2019 წელს, დაახლოებით 600 ათასი მოქალაქე შეხვდება  ვალების გარეშე და აღარ იქნებიან ე.წ. შავ სიაში. ვებსაიტი, რომელიც საბანკო დავალიანებების ჩამოსაწერად შეიქმნა, დღეს, 18:00 საათიდან ამოქმედდება და მოქალაქეები დარეგისტრირებას შეძლებენ. როგორც მამუკა ბახტაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, პირველი ორი დღის განმავლობაში საიტზე ჩაეშვება „საქართველოს ბანკის“, „თიბისი ბანკისა“ და „ლიბერთი ბანკის“ ბაზები. “მე განვაცხადე, რომ 15 დეკემბრიდან 30 დეკემბრის ჩათვლით, პერიოდულად ამოვიღებდით ჩვენს მოქალაქეებს ე.წ. შავი სიიდან. დღეს, 18:00 საათზე ჩაეშვება ვებსაიტი, სადაც ჩვენი მოქალაქეების ნაწილი შეძლებს დარეგისტრირდეს. ამ შემთხვევაში ჩვენ ვსაუბრობთ რამდენიმე დიდ, კერძო ორგანიზაციაზე. მუშაობა მიმდინარეობს 24-საათიან რეჟიმში. ინფორმაცია…

მეტი...

სოციალურად დაუცველებისთვის ფონდი „ერთმანეთისთვის“ ბათუმში დაფუძნდა

„სარაგბო კლუბ ბათუმი-ს“ ინიციატივით, აჭარის სპორტულ საზოგადოებასთან, პარტნიორ კომპანიებთან და გულშემატკივრებთან ერთად, საქველმოქმედო-სპორტული ფონდი “ერთმანეთისთვის” დაფუძნდა. როგორც „სარაგბო კლუბ ბათუმი-ს“ ხელმძღვანელი ზვიად უნგიაძე „მედიაცენტრ მთავართან“ საუბრისას აცხადებს, ფონდის მიზანია რეგიონში იმ ოჯახების დახმარება, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება. „ფონდი მიზნად ისახავს ამ ეტაპზე, ჩვენს რეგიონში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიან ოჯახებისთვის მძიმე სოციალური ფონის გაუმჯობესებას, კერძოდ მატერიალურ – მორალურ მხარდაჭერას. ჩვენი ფონდის სახელწოდება, სლოგანი “ერთმანეთისთვის” ნათლად გამოხატავს ჩვენს უანგარო დამოკიდებულებას ქველმოქმედებისადმი და სურვილს, რომ მაქსიმალურად ყველა იმ ოჯახს აღმოვუჩინოთ დახმარება, რომელიც ამ საჭიროებების წინაშე დგას“ – აღნიშნა უნგიაძემ „მედიაცენტრ მთავართან“…

მეტი...

“ქართულ მიწას ვერ გაყიდით!  მშვიდობიანი აჯანყება იწყება” – საპროტესტო აქცია იუსტიციის სახლთან  

სასოფლო-სამეურნეო მიწების უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე​ გაყიდვის დაკანონებასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, საზოგადოებრივი და პოლიტიკური ორგანიზაციების წარმომადგენლები, რიგით მოქალაქეებთან ერთად დღეს, დილიდან მართავენ საპროტესტო აქცია  იუსტიციის სახლთან. როგორც “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, მოძრაობა “ქართული მარშის” წარმომადგენელმა კონსტანტინე მორგოშიამ განაცხადა, აქციის მონაწილეებმა იუსტიციის სახლის ორივე შესასვლელის პარალიზება მოახდინეს. აქციის წარმომადგენლები ამჟამად იმყოფებიან იუსტიციის სახლში მოლაპარაკებებზე. მისივე თქმით, სასოფლო – სამეურნეო მიწის ფართობების რეგისტრაციის მოთხოვნით იუსტიციის სახლში უკვე  2560 განაცხადია შესული. საუბარია ექვსდღიან ვადაზე, რადგან 16 დეკემბრიდან, ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ ახალი კონსტიტუცია ამოქმედდება, სადაც წერია, რომ ქართული მიწის უცხოელებზე გაყიდვა აკრძალულია. “ჩვენი ორი…

მეტი...

“ქართული მარში” პოლიტიკურ ორგანიზაციად ჩამოყალიბებას და არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს 

საზოგადოებრივი მოძრაობა “ქართული მარშის” ერთ-ერთი ლიდერი კონსტანტინე მორგოშია აცხადებს, რომ “მარში” შესაძლოა პოლიტიკურ ორგანიზაციად ჩამოყალიბდეს და საპარლამენტო არჩევნებში სხვა პოლიტიკურ გაერთიანებებთან ერთად, ბლოკის სახით მიიღოს მონაწილეობა. ​როგორც “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე კონსტანტინე მორგოშიამ დღეს განაცხადა, მიმდინარეობს მოლაპარაკებები სხვადასხვა პოლიტიკურ ორგანიზაციებთან. “არჩევნების პირველმა და მეორე ტურმა გვანახა, რომ “ქართულ ოცნებასაც” და “ნაციონალურ მოძრაობასაც” ​დაკარგული აქვთ ამომრჩეველთა უმრავლესობის ნდობა. მათი რეიტინგი არის მთლიანი მოსახლეობის 36-37%. ასეთი უმრავლესობა მართავს ქვეყანას დღეს, საკონსტიტუციო უმრავლესობით, რაც თავისთავად დიდი პრობლემაა. არც ერთი ეს პოლიტიკური ძალა არ გამოხატავს ხალხის ნებას და იმ სულისკვეთებას, რაც მოსახლეობაში არსებობს. ზუსტად ის ცენტრი, რომელსაც საზოგადოება…

მეტი...

სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციას მსოფლიოს ქვეყნების პრეზიდენტები და პარლამენტის თავმჯდომარეები დაესწრებიან

ახლად არჩეული პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციაზე დასასწრებად საქართველოში, შესაძლოა, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების პირველი პირები და პარლამენტების თავმჯდომარეები ჩამოვიდნენ. როგორც ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა ლაშა ჭვანიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სტუმრების სია შედგენილია, თუმცა ოფიციალურ დადასტურებას დღის ბოლომდე ელოდებიან. რაც შეეხება ინაუგურაციის დეტალებს, ლაშა ჟვანიას ინფორმაციით, არჩეული პრეზიდენტის სურვილია, გმირთა მემორიალთან პატივი მიაგოს დაღუპულთა ხსოვნას. ხოლო მთაწმინდის პანთეონის მონახულება პროტოკოლით არის განსაზღვრული. ​პ რეზიდენტის ინაუგურაციაზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეების დასწრებასთან დაკავშირებით, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მისმა რამდენიმე კოლეგამ უკვე მიიღო მოწვევა და დაადასტურეს ჩამოსვლა. „უკვე დადასტურებული აქვს რამდენიმე…

მეტი...

ახალი კარვების ქალაქი მთავრობის კანცელარიასთან გაიშლება

საზოგადოებრივი მოძრაობა “ქართული მარში”, მთავრობის კანცელარიასთან მჯდომარე საპროტესტო აქციის გამართავს და კარვების ქალაქის გაშლას გეგმავს. მათი მოთხოვნაა არჩევნების შესახებ კანონში ცვლილების შეტანა და რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა. ​როგორც “ქართული მარშის” ერთ-ერთმა ლიდერმა კონსტანტინე მორგოშიამ განაცხადა, კარვების გაშლას დაახლოებით ორ კვირაში გეგმავენ და გაგრძელდება მანამდე, სანამ მმართველი პარტია “ქართული ოცნება” თავის დანაპირებს არ შეასრულებს და კანონმდებლობას არ შეცვლის. “მთავრობა ვერ ფლობს ვითარებას, ამისთვის მარტო პრეზიდენტის ინაუგურაციის თემა კმარა, ვერ ჩამოყალიბებულან სად გამართონ ღონისძიება. საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში რა ხმებიც მიიღო “ოცნებამ”, ისიც კი არ იყო სრულად მათი მხარდამჭერების. საზოგადოების დიდი ნაწილი არ…

მეტი...

თბილისის მერიამ ძვლის ტვინის და ღვიძლის ტრანსპლანტაციის​ 7 ოპერაცია დააფინანსა

თბილისის მერ კახა კალაძის წინასაარჩევნო დაპირებისამებრ, დედაქალაქის მერია ძვლის ტვინის ან ღვიძლის ტრანსპლანტაციის​ ოპერაციებს უკვე ერთი წელია აფინანსებს. ამ დროის განმავლობაში უკვე 7 ოპერაცია დაფინანსდა. ერთი პაციენტის დასაფინანსებლად მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური 60 000 ლარს გამოყოფს. როგორც “მედიაცენტრ მთავარს” თბილისის მერიაში განუცხადეს, მერიის პროგრამით შეუძლიათ ისარგებლონ ​მუნიციპალიტეტში ბოლო ერთი წლის განმავლობაში უწყვეტად რეგისტრირებულმა, ძვლის ტვინის ან ღვიძლის ტრანსპლანტაციის საჭიროების მქონე საქართველოს მოქალაქეებმა, მათ შორის, იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის მქონე პირებმა, რომლებსაც დევნილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით, რეგისტრირებულ მისამართად თბილისი უფიქსირდებათ. იმისათვის, რომ მოსარგებლე პირი ჩაერთოს ქვეპროგრამაში, ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის…

მეტი...

“ასე კარგად თუ იცის ისტორია ახალმა პრეზიდენტმა, მივესალმები” – ისტორიკოსი ინაუგურაციაზე

​საქართველოს ისტორიაში პირველი ქალი პრეზიდენტი, ქართველი ემიგრანტების შთამომავალი, სალომე ზურაბიშვილი გახდა. საზოგადოების დიდი ნაწილი ამბობს, რომ არჩევნებში მისი კანდიდატურის მხარდაჭერა იძულებითი გადაწყვეტილება იყო, რადგან მოსახლეობას სხვა ალტერნატივა არ ჰქონდა. ნაწილი კი მიესალმება იმ ფაქტს, რომ ქვეყნის ისტორიაში პირველად პრეზიდენტის სავარძელს ქალი დაიკავებს, რომელიც ევროპაში და ევროპულ ღირებულებებზეა აღზრდილი. ახალი პრეზიდენტის სურვილია, მისი ინაუგურაციის საზეიმო ღონისძიება თელავში, ქართლ-კახეთის მეფე ერეკლე II -ის სასახლის ეზოში გაიმართოს, რასაც საზოგადოებაში მითქმა-მოთქმა მოჰყვა. ზოგისთვის ეს ფაქტი მიუღებელია მხოლოდ იმიტომ, რომ სალომე ზურაბიშვილი არ არის ბაგრატიონთა შთამომავალი, ზოგი კი ამბობს, რომ გეოგრაფიული ადგილის შერჩევა პრეზიდენტის გვარიშვილობასთან…

მეტი...

ქართული მიწა არ იყიდება! – პროტესტი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომელიც სასოფლო-სამეურნეო მიწების უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე​ გაყიდვას აკანონებს, ხვალ, ორშაბათს 10 დეკემბერს 9:00 საათზე, იუსტიციის სახლის წინ გაიმართება აქცია. აქციის ორგანიზატორები ინფორმაცია სოციალური ქსელით ავრცელებენ: “​სრულიად საქართველოს საზოგადოებას! ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის მიერ, კონსტიტუციის ახალი რედაქციის ამოქმედებამდე 9 დღით ადრე, 2018 წლის 7 დეკემბერს, მიღებულ იქნა ქართულ სახელმწიფოზე უპრეცედენტო მასშტაბის ზიანის მომტანი გადაწყვეტილება, ძველი (ჯერ კიდევ მოქმედი) კონსტიტუციის მოქმედების ფარგლებში გაუქმებულიყო მორატორიუმი სასოფლო-სამეურნეო მიწების გაყიდვისა უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე, რაც ხელს უხსნის ამ უკანასკნელთ განაახლონ წარმოება იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრში მიწაზე საკუთრების უფლების მოპოვებისთვის.…

მეტი...

პრეზიდენტის ინაუგირაციისთვის კახეთში მოსახლეობას თბილისიდანაც ჩაიყვანენ

პრეზიდენტის ინაუგირაციის ადგილი კვლავ უცნობია. დასახელებულ ერთ ლოკაციას – თელავს წინანალიც დაემატა, წინანდალს კი თბილისი. ამ ეტაპისთვის არსებული ინფორმაციით, პრეზიდენტის ინაუგურაციის საკითხზე შექმნილი კომისია ღონისძიებების სწორედ აღნიშნულ ლოკაციებზე განიხილავს. რაც შეეხება ინაუგურაციისთვის თბილისის დატვირთვას, საუბარია მთაწმინდის პანთეონისა და გმირთა მემორიალის გვირგვინით შემკობაზე. ბოლო ინფორმაციით, ინაუგურაციის ღონისძიება, კერძოდ კი პრეზიდენტის ფიცი 15:00 საათზე გაიხსნება. კომისია თბილისიდან კახეთში მოსახლეობის ტრანსპორტირების საკითხსაც განიხილავს. როგორც კომისიის თავმჯდომარე, კახი კახიშვილი აცხადებს, საბოლოო გადაწყვეტილებას მას შემდეგ მიიღებენ, რაც საზეიმო ღონისძიებაზე დასასწრები სტუმრების შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო დააზუსტებს. „განვიხილეთ შესაძლო სცენარი, რომელიც რა თქმა უნდა, უნდა…

მეტი...

“ქალბატონ სალომეს ხომ არ მოუპარავს, ისევ ჩვენ არ მოვიპარეთ?” – პატრიარქი არჩევნებზე

„ერთი ხმითაც მეტი რომ იყოს, უკვე ადამიანი გამარჯვებულია არჩევნების დროს. მინდა ვთხოვო ყველას, მთავრობის წარმომადგენლებს, ოპოზიციას, შეურაცხყოფას ნუ მიაყენებთ ერთმანეთს, გიყვარდეთ ერთმანეთი“ – განაცხადა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას. პატრიარქი ოპოზიციური პარტიების ბრალდებებსაც გამოეხმაურა, რომეოიც არჩევნებზე ხმების მოპარვას ეხებოდა და აღნიშნა, რომ ჩვენმა ერმა ბევრი უარყოფითი მხარე გამოავლინა: „აი ეს პერიოდი, რომელიც ჩვენ განვვლეთ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით, ეს იყო გამოცდა ჩვენი ერის. ჩვენმა ერმა ბევრი უარყოფითი მხარე გამოავლინა. ეს ძალიან საწყენია. ძალიან ხშირად ისმოდა ასეთი სიტყვები, რომ მოიპარეს ხმები. ქალბატონ სალომეს ხომ არ მოუპარავს, ისევ…

მეტი...

ინაუგირაციის ერთ-ერთი ლოკაცია შესაძლოა მთაწმინდაც იყოს

საქართველოს პრეზდენტის ინაუგირაცია რამდენიმე ნაწილად დაიყოფა, რომელიც სხვადასხვა ქალაქებში გადანაწილდება. ღონისძიების საბოლოო სცენარი ინაუგირაციამდე 1 კვირით ადრე ჯერ კიდევ კიდევ არ არსებობს, თუმცა, ცნობილია, რომ თავად ახლად არჩეულ პრეზიდენტის სურვილია, ღონისძიების თუნდაც სიმბოლური ნაწილი დედაქალაქშიც გაიმართოს. „პრეზიდენტის სურვილია, იმ რიტუალურ ღონისძიებებში მიიღოს მონაწილეობა, რომელიც, ადრე, ბრძანებულებით იყო გაწერილი. ეს შეიძლება იყოს თბილისში, მთაწმინდის პანთეონი, გმირთა მემორიალი ან სხვაგან. კონკრეტულ ლოკაციაზე დადასტურებით ვერაფერს გეტყვით. მთავარია, ინაუგურაცია იყოს ლამაზი, მაგრამ არა პომპეზური“, განაცხადა პრეზიდენტის ინაუგურაციის საკითხზე შექმნილი კომისიის თავმჯდომარემ კახი კახიშვილმა ჟურნალისტებთან.

მეტი...

პრეზიდენტის ინაუგურაცია რამდენიმე ქალაქში გაიმართება

პრეზიდენტის ინაუგურაციის საკითხზე შექმნილ კომისიას ინაუგურაციის ადგილთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია. ამ ეტაპისთვის, კომისია ინაუგურაციის ლოკაციად 2 ქალაქს განიხილავს, რომელსაც შესაძლოა მესამეც დაემატოს. თელავი და წინანდალი, ამ დროისთვის კომისია ამ ორ ლოკაციაზე მსჯელობს. „საგარეო საქმეთა სამინისტროსგან საბოლოო დასტურს ველოდებით, უცხოელი პარტნიორების მხრიდან ინაუგირაციას ვინ დაესწრება. საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად სტუმრების რაოდენობას მნიშვნელობა აქვს. ამ კითხვაზე პასუხი ორშაბათისთვის გვეცოდინება. დღევანდელი მდგომარეობით კი ინაუგურაციის ადგილად თელავი და წინანდალი განიხილება, თუმცა, ეს შეიძლება შეიცვალოს“, – აღნიშნა პრეზიდენტის ინაუგურაციის საკითხზე შექმნილი კომისიის თავმჯდომარე კახი კახიშვილმა მედიასთან.

მეტი...

ოლიმპიური და არაოლიმპიური სახეობების სპორტსმენები პრემიას მიიღებენ

თბილისის საკრებულომ სპორტსმენებისთვის ჯილდოების გადაცემის წესი დაამტკიცა. სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარის გიორგი ჩაკვეტაძის განცხადებით, ოლიმპიური და არაოლიმპიური სახეობების სპორტსმენები პრემიას მიიღებენ „თბილისში პირველად, ოლიმპიური და არაოლიმპიური სახეობების სპორტსმენებისთვის პრემია გაიცემა. პრემიის გაცემა მათი წარმატების გათვალისწინებით მოხდება. დარწმუნებული ვარ, რომ ახალი ინიციატივით, სხვადასხვა ასაკის სპორტსმენებს მიეცემათ კიდევ უფრო მეტი მოტივაცია, მომავალში მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატებზე წარმატებით იასპარეზონ,”- განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ. საკრებულოს სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარის ინფორმაციით, ოლიმპიურ და არაოლიმპიურ სახეობებში გამარჯვებულ მსოფლიო და ევროპის ჩემპიონებს გადაეცემათ 1000-დან 7000 ლარამდე თანხა I, II, და III ადგილების შესაბამისად. მისივე…

მეტი...

ყალბი პირადობის მოწმობების შესაძლო დამზადების ფაქტზე „ლანჩხუთი პლუსის“ რედაქტორი დაიკითხა

ლანჩხუთში ნაპოვნ პირადობის მოწმობებთან დაკავშირებით გამოძიება რამდენიმე ადამიანს გამოკითხავს.  ყალბი პირადობის მოწმობების შესაძლო დამზადების ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, ლანჩხუთში, გაზეთ „ლანჩხუთი პლუსის“ რედაქტორის ქეთევან ვაშაკიძის და მარეხ ორაგველიძის გამოკითხვა მიმდინარეობს. როგორც მთავარ პროკურატურაში აცხადებენ, ამ ადამიანებს, მედიასაშუალებაში ინფორმაციის გასვლის შემდეგ დაუკავშირდნენ. გამოძიება ასევე გამოკითხავს იმ პირებს, რომლებიც სატელევიზიო სიუჟეტში ფიგურირებდნენ და ლანჩხუთის საკრებულოს წევრის კახა ასკურავას მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით საუბრობდნენ. ლანჩხუთის საკრებულოს დეპუტატი „ნაციონალური მოძრაობიდან“ კახა ასკურავა მთავარ პროკურატურაში 3 დეკემბერს მას შემდეგ გამოიკითხა, რაც მან სოციალური ქსელით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ლანჩხუთში გადაყრილი პირადობის მოწმობები აღმოაჩინა“, – ნათქვამია პროკურატურის მიერ…

მეტი...

საქართველოში პრეზიდენტის ძლიერი ინსტიტუტი ვერ შეიქმნა, არ არსებობს ტრადიცია – ჯაბა სამუშია 

ისტორიკოსისა და ყოფილი დეპუტატის, ჯაბა სამუშიას მოსაზრებით, საქართველოში ვერ მოხერხდა პრეზიდენტის ძლიერი ინსტიტუტის ფორმირება, რასაც ხელი ბევრმა ფაქტორმა შეუშალა. პრეზიდენტის ინსტიტუტის შესუსტებაში ერთ-ერთი მთავარი როლი ყოფილ სახელისუფლებო პარტია “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” ეკუთვნის. როგორც ჯაბა სამუშიამ “მედიაცენტრ მთავარში” სტუმრობისას დღეს განაცხადა, პრეზიდენტის ინაუგურაციის პროცესი საქართველოში კანონმდებლობით არ რეგულირდება და ამას სხვადასხვა მიზეზები აქვს. თვალი რომ გადავავლოთ მთლიანად პრეზიდენტის ინსტიტუტის ფორმირების პროცესს, დავინახავთ, რომ იყო ჩავარდნა, მერე ისევ გაძლიერება და ისევ ჩავარდნა. ვერ მოხერხდა ამ ინტიტუტის ერთიანი სახის ჩამოყალიბება, ამის გამო, არ გაგვაჩნია რიტუალი, რომლის მიხედვითაც უნდა წარიმართოს პრეზიდენტის ინაუგურაცია. ჯაბა სამუშიას თქმით,…

მეტი...

პრეზიდენტის ინაუგურაციის პარალელურად თელავში, ოპოზიცია აქციებს გეგმავს

საქართველოს ახალარჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის საზეიმო ღონისძიების პარალელურად თელავში, შესაძლოა „გაერთიანებული ოპოზიციის“  საპროტესტო აქცია გაიმართოს. როგორც პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თინა ბოკუჩავა აცხადებს,  საპროტესტო აქციის გასამართად რამდენიმე ვარიანტს განიხილავენ ება, საიდანაც ხელისუფლებას უფრო ეფექტიანად მიაწვდნენ თავიანთ მოთხოვნებს. “ჩვენ რომ გვსურდეს რომელიმე კონკრეტული ქალაქის დაანონსება, ამას გავაკეთებდით. განიხილება ბევრი სხვადასხვა ლოკაცია იმისთვის, რომ ხელისუფლებას უფრო ეფექტიანად მივაწვდინოთ ჩვენი მოთხოვნები, მათ შორის არის თელავი”, – განაცხადა ბოკუჩავამ.შეგახსნებთ, რომ საქართველოს ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია 16 დეკემბერს, თელავში, ქართლ-კახეთის მეფე ერეკლე მეორეს სასახლეში გაიმართება. არსებობს მოსაზრება, რომ პრეზიდენტის ინაუგურაციის დედაქალაქიდან რეგიონში გადატანით, ხელისუფლება ოპოზიციასთან…

მეტი...

თამარ მეფის მსგავსად, იმედია სალომე გამოკვეთილ ადგილს დაიკავებს საქართველოს ისტორიაში – სამუშია

“თამარ მეფეს, საქართველოს ისტორიაში თავისი ადგილი აქვს. ვიმედოვნებ სალომე ზურაბიშვილსაც თავისი, გამოკვეთილი ადგილი ექნება საქართველოს ისტორიაში”, – ამის შესახებ, თბილისის საკრებულოს ყოფილმა დეპუტატმა, ისტორიკოსმა ჯაბა სამუშიამ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ჯაბა სამუშია, ახალარჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციის თელავში ჩატარების იდეას დადებითად აფასებს და აცხადებს, რომ თელავი მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში მოექცევა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. მისივე შეფასებით, სალომე ზურაბიშვილის თამარ მეფესთან გაიგივება მხოლოდ და მხოლოდ სიტყვების თამაშია. “თელავის მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში მოქცევით, საქართველოს რეგიონების პოპულარიზაციას შევუწყობთ ხელს, რაც ცუდი ნამდვილად არ არის. ყველაფრის დედაქალაქში კონცენტრირება შეცდომად მიმაჩნია. გამომდინარე იქიდან,…

მეტი...