150 000-ზე მეტი ხელმოწერა შეგროვდა – მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით მსვლელობა გრძელდება

მესამე პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით წალენჯიხიდან დაწყებული მსვლელობა გრძელდება. ,,150 000-ზე მეტი ხელმოწერა შეგროვდა პრეზიდენტ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით და ყველას კარგად უნდა ესმოდეს, თუ გვინდა მინიმალურად თავისუფალ გარემოში ჩატარდეს არჩევნები, მნიშვნელოვანია მთავარი ოპოზიციონერი ლიდერი იყოს თავისუფალი და მათ შორის ამ ასი ათასობით ადამიანის ხმა ესმოდეს პრეზიდენტს, რომელიც ვალდებულია გაათავისუფლოს პრეზიდენტ სააკაშვილი იმიტომ, რომ ჩვენი ევროპული მომავლის უზრუნველყოფას სჭირდება თავისუფალი, დემოკრატიული არჩევნები”, – თქვა ენმ-ის თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა. რეგიონების შემდეგ აქციის მონაწილეები თბილისში ჩამოვლენ და ხელმოწერებს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციაში მიიტანენ.

მეტი...

სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის რეზიდენციაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკაში იმყოფება. სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის რეზიდენციაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. ირაკლი კობახიძეს სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა უმასპინძლა. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, გაიმართება ირაკლი კობახიძისა და ნიკოლ ფაშინიანის შეხვედრები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც პრემიერ-მინისტრები მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ. საქართველოს მთავრობის მეთაური ასევე შეხვედრას გამართავს სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან.

მეტი...

ხელი მოვაწერე ,,საარჩევნო კოდექსში” ცვლილების შესახებ კანონს – შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა თქვა, რომ ხელი მოაწერა ,,საარჩევნო კოდექსში” ცვლილების შესახებ კანონს. რამდენიმე დღის წინ მან მედიასთან განაცხადა, რომ თუ პრეზიდენტი, ვეტოს დაძლევის მიუხედავად, ,,საარჩევნო კოდექსში” ცვლილებებს ხელს არ მოაწერდა, ამას თავად გააკეთებდა. ,,დღეს ხელი მოვაწერე “საარჩევნო კოდექსში” ცვლილების შესახებ კანონს, რომელიც საქართველოს პარლამენტს შესაძლებლობას მისცემს, დაძლიოს თითქმის 3 წლის განმავლობაში “19 აპრილის შეთანხმების” მიერ შექმნილი ჩიხი და აირჩიოს ცესკოს პროფესიული წევრები და თავმჯდომარე. საზოგადოებას შევახსენებ, რომ მანამდე მოქმედი რეგულაცია – ხმების 2/3-ით ცესკოს წევრების არჩევა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსის სათადარიგო თავმჯდომარედ გამწესება – არცერთ ქვეყანაში არ არსებობს. ისიც უნდა…

მეტი...

ყველა ცვლილება, რაც კანონმდებლობაში შევა ათეულობით ცვლილების სახით, მოქმედ კონსტიტუციასთან იქნება აბსოლუტურ შესაბამისობაში და არც ერთი არ შეეწინააღმდეგება – მამუკა მდინარაძე

ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებები მინიმუმ, რამდენიმე ათეულ კანონში ცვლილებების შეტანას ითვალისწინებს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „საზოგადოებამ რომ კარგად გაიგოს, ცვლილებები შესაბამის კანონმდებლობაში ალბათ, მინიმუმ, რამდენიმე ათეულ კანონს მოიცავს, ზოგან – ტერმინთან დაკავშირებით, ზოგან შესაძლოა, ძალიან ტექნიკური იყოს, მაგრამ რამდენიმე ათეულ კანონში დაგვჭირდება ჩვენ ცვლილებების განხორციელება. ჩვენ ამას პრინციპების დონეზე თავი მოვუყარეთ, საკანონმდებლო ინიციატივით შემოვედით, კონსტიტუციური კანონის ინიციატივით, რათა მკაფიოდ განისაზღვროს და ყველამ იცოდეს, რა პრინციპებს მივყვებით. თუმცა, მოქმედ კონსტიტუციასთან ყველა ცვლილება, რაც…

მეტი...

გავმიჯნოთ უფლებების დაცვის კონტექსტი პოპულარიზაციისგან. ეს იქნება ამ კანონმდებლობის ერთ-ერთი მთავარი მიღწევა – მამუკა მდინარაძე

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა განაცხადა, რომ ქვეყნის მოსახლეობის 90%-ზე გაცილებით მეტი იმგვარ შეკრებას, რომელიც არატრადიციული ცხოვრების წესის ადამიანების მიერ თავისი სექსუალური შეხედულებების პოზიტიურად წარმოჩენას ითვალისწინებს, უყურებს როგორც პროპაგანდას. ​ „ბავშვს რომ ანიმაციაში ეუბნები – ასე კაცს თუ არ მიეფერე და როგორ შეიძლება გმირი ბედნიერი იყოს, თუ მას ეს მიმართულება არ აქვს აღებული ცხოვრების წესისა, ეს ხომ აშკარა პოპულარიზაციაა? შესაბამისად, ეს შეკრებას შეეხება, შინაარსის ნაწარმოების გავრცელებას შეეხება თუ საჯარო ან კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებებში, სასწავლო პროცესის დროს იმგვარი ინფორმაციის მიწოდებას შეეხება, რომელიც აშკარად შეიცავს პოპულარიზაციის და არა ვინმეს…

მეტი...

ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვა – ,,ქართული ოცნება” საკონსტიტუციო ცვლილებებს აინიცირებს

ჩვენი პასუხისმგებლობაა, ერთი მხრივ, დავიცვათ ნებისმიერი ადამიანის ყველა კონსტიტუციური უფლება და თავისუფლება, როგორი არატრადიციული და განსხვავებული ცხოვრების წესიც არ უნდა გააჩნდეთ ამ ადამიანებს და მეორე მხრივ, ასევე ძალიან პრინციპულად უნდა დავიცვათ ოჯახური ღირებულებები და ჩვენი მომავალი თაობები ფსევდოლიბერალური პროპაგანდის მოსალოდნელი გამოუსწორებელი შედეგებისგან, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მდინარაძემ აღნიშნა, ცვლილებები კანონმდებლობაში, თავის მხრივ, სრულ შესაბამისობაში იქნება საქართველოს მოქმედ კონსტიტუციასთან, თუმცა სამომავლოდ გრძელვადიან პერსპექტივაში აღნიშნული მიზნების მყარი აღსრულებისათვის, დაიაინიცრდება საკონსტიტუციო ცვლილებები. ,,როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ დავაანონსეთ საკანონმდებლო ცვლილებები ფსევდოლიბერალური პროპაგანდის წინააღმდეგ, რასთან დაკავშირებითაც განვსაზღვრეთ ორკვირიანი ვადა,…

მეტი...

შეუძლებელია, ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე დაყენებული იყოს ულტიმატუმი – მამუკა მდინარაძე

შეუძლებელია, ევროპისგან დაყენებული იყოს ულტიმატუმი, ქვეყნის სუვერენიტეტი, სასამართლოს დამოუკიდებლობა ან ევროპაო, ამას არავინ იკადრებს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ვეტინგის თემას ეხებოდა. „თანამედროვე ცივილიზებული სამყარო იბრძვის მოსამართლის დამოუკიდებლობის ხარისხის გაძლიერებისთვის. ვეტინგის სისტემა პირდაპირ მიმართულია მოსამართლის დამოუკიდებლობის შეზღუდვისკენ. არათუ ქვეყნის გარედან, ქვეყნის შიგნიდანაც შემოწმების ამგვარი სისტემა ზღუდავს მოსამართლის დამოუკიდებლობას, აჩენს უდიდეს რისკებს, რომ შემოწმების დროს, მით უმეტეს, არაკეთილსინდისიერი შემოწმების დროს, დაიჩაგროს მოსამართლე, რომელიც, სინამდვილეში, კეთილსინდისიერია. ეს არის ბერკეტი, ჩაერიონ სასამართლოს საქმიანობაში. მით უმეტეს, გარედან რაიმე გადაწყვეტილების მიღება, შემოწმება კატეგორიულად მიუღებელია, ამიტომ ჩვენთვის…

მეტი...

თუ სალომე ზურაბიშვილს მეტი რეიტინგი ექნება, რომ გაზომავს როზნერი, არ გაათავისუფლებს სააკაშვილს, თუ სააკაშვილს მეტი რეიტინგი ექნება, მაშინ შეიწყალებს – მამუკა მდინარაძე

მამუკა მდინარაძე „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას გამოეხმაურა. „თუ სალომე ზურაბიშვილს მეტი რეიტინგი ექნება, რომ გაზომავს პიარ კონსულტანტი ჯერემი როზნერი, არ გაათავისუფლებს სააკაშვილს. თუ სააკაშვილს მეტი რეიტინგი ექნება, ის უფრო საჭირო კაცი აღმოჩნდება მათთვის და მაშინ შეიწყალებს. მოკლედ, რასაც დაავალებენ იმას გააკეთებს სალომე ზურაბიშვილი“, – განაცხადა მდინარაძემ. „ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნითო ასობით ათასი ხელმოწერა შეაგროვეს, რომლებსაც სალომე ზურაბიშვილს გადასცემენ.

მეტი...

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით მსვლელობა დაიწყო

მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით წალენჯიხიდან ავტომობილებით მსვლელობა დაიწყო. წალენჯიხაში შეკრებილებმა უკვე გადაინაცვლეს ქალაქ ზუგდიდში, საიდანაც ქუთაისში ჩავლენ და ყოფილი პარლამენტის შენობის წინ აქცია-პერფორმანსს გამართავენ. აქციები დაანონსებულია გორშიც, ამის შემდეგ კი, პროტესტის მონაწილეები უკვე თბილისში ჩამოვლენ და ხელმოწერებს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციაში მიიტანენ. ,,სიმბოლურია, რომ დღევანდელ დღეს ვიწყებთ გამარჯვებული წალენჯიხიდან, ყველაზე მამაც, ყველაზე გამბედავ ადამიანებთან ერთად. დიახ, დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე, ასიათასობით ჩვენმა მოქალაქემ ხელი მოაწერა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას, ეს დღე აუცილებლად შევა თავისი მნიშვნელობით ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში და სალომე ზურაბიშვილმა ძალიან სწრაფად უნდა გადაწყვიტოს, ის…

მეტი...

„რასაც დღევანდელი ხელისუფლება აკეთებს, ეს არავის არაფერს არ აძლევს“ – გედევან ფოფხაძე

ცვლილება იმისათვის, რომ ახალი მჩაგვრელი მოვიდეს, რომელიც იმავეს გააკეთებს, რასაც დღევანდელი ხელისუფლება, არაფრის მომცემია, – ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „ახალის“ წევრმა, გედევან ფოფხაძემ განაცხადა. „თუ ჩვენ სამართლებრივ სივრცეს შევქმნით, იმ სამართლებრივ სივრცეში ვიღაცა დაისჯება, მერე შეიძლება ვიღაცა ამნისტიით გამოვუშვათ, ვიღაცა ნაკლებად დავსაჯოთ და ანგარიშსწორებად არ გადავაქციოთ ეს ყველიერი, მაგრამ ქვეყანაში უნდა შექმნას სამართლებრივი სივრცე, მე ამის მჯეროდა 13-ში, მჯერა ახლაც, იმიტომ რომ არ შეიძლება, ხელისუფლების შეცვლა დარჩეს, უბრალოდ, ერთი ჯგუფის მოსვლად, მეორე ჯგუფის წასვლის ხარჯზე – ეს ფორმულა უნდა დავივიწყოთ. ან ვქმნით ახალ პოლიტიკურ რეალობას, ან უბრალოდ, ცვლილება იმისათვის რომ…

მეტი...

“ოკუპირებულ სევასტოპოლში ორ რუსულ სადესანტო გემს დავარტყით” – უკრაინის გენშტაბი

უკრაინის გენშტაბი აცხადებს, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებულ სევასტოპოლში ორ რუსულ სადესანტო გემს დაარტყეს. უწყების თქმით, უკრაინის თავდაცვის ძალებმა იერიში დიდ სადესანტო გემებზე – “იამალსა” და “აზოვზე” – მიიტანეს. სარაკეტო იერიში მიიტანეს რუსეთის შავი ზღვის ფლოტის საკომუნიკაციო ცენტრსა და რამდენიმე ინფრასტრუქტურულ ობიექტზეც. ცნობისთვის, გუშინ, 23 მარტს, რუსეთის მიერ ანექსირებულ სევასტოპოლში აფეთქებების ხმა ისმოდა, ყირიმის ხიდი კი ჩაკეტილი იყო. გვიან ღამით მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინელები ფრთოსანი რაკეტებით სევასტოპოლში შავი ზღვის ფლოტის მთავარ საკომუნიკაციო ცენტრს დაესხნენ თავს.

მეტი...

ირაკლი ღარიბაშვილი: “მეორე ფრონტის გადმოტანის საფრთხე არსად წასულა”

24 მარტს საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა გურიაში პარტიის აქტივთან გამართული შეხვედრის დროს განაცხადა, რომ საქართველოს ყველა რეგიონში ჩავა, რათა მოამზადოს პარტია არჩევნებისთვის, რომელიც, მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ აუცილებლად და „ძალიან ძლიერად“ უნდა მოიგოს. „უნდა გავიმარჯვოთ, რომ ქვეყანამ გააგრძელოს მშვიდობიანი, სტაბილური განვითარება, რომ არ მივცეთ საშუალება ჩვენი ქვეყნის მტრებს და ქვეყნის შიგნით მოქმედ მტრულ ძალებს, რომ ქვეყანამ შეწყვიტოს მშვიდობიანი განვითარება. გურიაში ძალიან მაგარი განწყობაა, ჩვენი საამაყო გურულები არიან მოტივირებულები, რომ ეს არჩევნები ძალიან ძლიერად მოვიგოთ გურიაშიც. ჩვენი მთავარი გზავნილია, რომ უნდა მოვახერხოთ მაქსიმალური მობილიზება, რათა ჩვენმა…

მეტი...

ირაკლი ღარიბაშვილი – დავით ხიდაშელს ჩამოვატანინეთ მნიშვნელოვანი რუკები, რომლებიც ქართულ სახელმწიფოს გააძლიერებდა

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, დავით ხიდაშელმა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საქმე გააკეთა. ღარიბაშვილის თქმით, დავით ხიდაშელმა სახელმწიფოს ჩამოუტანა რუკები, მნიშვნელოვანი მასალა. ამასთან, ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, დავით ხიდაშელი ოთხი წლის განმავლობაში ისე მუშაობდა თავდაცვის სამინისტროში, რომ კითხვა არ დასმულა და არ იცის, ახლა რატომ წამოსწიეს ეს საკითხი. „დავით ხიდაშელს ჩვენ ჩამოვატანინეთ ძალიან მნიშვნელოვანი რუკები, რომლებიც ქართულ სახელმწიფოს ძალიან გააძლიერებდა. ჩამოვატანინეთ რუკები, მან ძალიან დიდი საქმე გასწია. მადლობა გადავუხადეთ, რადგან ძლიან მნიშვნელოვანი მასალა ჩამოგვიტანა ჩვენ, სახელმწიფოს. თუ არ ვცდები, ოთხი წელი იყო სიმბოლურად მრჩევლის თანამდებობაზე, ზოგადად რომ იცოდეთ, ძალიან კარგად ერკვევა…

მეტი...

”არ გნებავთ კანონი? დაარქვით ამერიკულს რუსული? მაშინ თავად დადეთ, რაში იხარჯება ფული“ – მდინარაძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის დიდი ნაწილი გაუმჭვირვალეა და საქართველოს მოქალაქეს არ აქვს ინფორმაცია, მეგობარი ქვეყნის ფინანსები და გადამხდელის მიერ გადახდილი ფული საქართველოში რაში იხარჯება. მდინარაძის თქმით, საჭიროა ფინანსების გამჭვირვალობა. „ჩვენ უარი ვთქვით აგენტების შესახებ ამერიკული კანონის მიღებაზე. ბევრი რამ გავითვალისწინეთ და გავითვალისწინეთ ისიც, რომ ჩვენმა ოპონენტებმა შეძლეს საზოგადოების ნაწილის მოტყუება. შესაბამისად, ამ თემას არ ვუბრუნდებით, მაგრამ ოპონენტებისგან და „ენჯეო“ სექტორის წარმომადგენლებისგან გვქონდა დაპირება, რომ კიდევ უფრო გამჭვირვალე იქნებოდა. ხომ ლაპარაკობდნენ, რომ ისედაც გამჭვირვალეა, „ენჯეოს“ დაფინანსებასთან დაკავშირებით გამჭვირვალობის ნატამალი იცით? ვიცით მხოლოდ პოზიტიური ნაწილი. ის, რაც…

მეტი...

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის ცხედარი ფრონტის ხაზიდან ამ დრომდე ვერ გამოჰყავთ

უკრაინაში, დონეცკის ოლქის ქალაქ ავდეევკასთან დაღუპული, აფხაზეთიდან დევნილი მებრძოლის, თენგიზ ჭანიას ცხედარი ფრონტის ხაზიდან ამ დრომდე ვერ გამოჰყავთ. თენგიზ ჭანია იყო აფხაზეთისა და 2008 წლის აგვისტოს ომების მონაწილე. იყო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის დეპარტამენტისა და შსს განსაკუთრებულ დავალებათა მეორე სამმართველოს ყოფილი თანამშრომელი. უკრაინაში იბრძოდა ომის დაწყების პირველივე დღიდან და ამ პერიოდის განმავლობაში ორჯერ დაიჭრა, თუმცა გამოჯანმრთელების შემდეგ, ორივეჯერ ბრძოლის წინა ხაზზე დაბრუნდა. ჭანია ავდეევკა-მარინკას მიმართულებაზე, უკრაინის შეიარაღებული ძალების “აზოვის” მესამე მოიერიშე ბრიგადის შემადგენლობაში იბრძოდა. შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა, როდესაც პერიმეტრზე რუსმა ოკუპანტებმა სარაკეტო იერიში მიიტანეს.რუსეთის სრულმასშტაბიან ომს, 2022 წლის…

მეტი...

“ცალ ფეხზე არ დავდგებით” – მოსამართლეებმა ვეტინგის წინააღმდეგ პრეზენტაცია მოაწყვეს

იუსტიციის უმაღლეს სკოლაში გამართულ კონფერენციაზე ლევან მურუსიძემ, დიმიტრი გვრიტიშვილმა და გიორგი მიქაუტაძემ ყველაზე მეტი დრო ვეტინგის სისტემაზე საუბარს დაუთმეს. მათ ამის თაობაზე პრეზენტაციაც კი მოაწყვეს და 40 წუთის განმავლობაში მოსამართლეებს ვეტინგის სისტემის უარყოფით გავლენაში არწმუნებდნენ. ისინი ამტკიცებდნენ, რომ აღნიშნული ტესტი არა მათი კეთილსინდისირების გამოვლენას, არამედ სისტემიდან მოსამართლეების გაყრას ემსახურებოდა. დიმიტრი გვრიტიშვილმა დღევანდელ კონფერენციაზე ასევე “ოცნების” ნარატივი გაიმეორა და თქვა, რომ “ცალ ფეხზე დგომას” არ აპირებენ. იგულისხმებოდა ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანება. პრემიერმა გუშინ თქვა, რომ ქვეყანას ევროკავშირში ისე შიეყვანს, რომ “ცალ ფეხზე დგომა” არ მოუწევთ.

მეტი...

მე ვარ კეთილსინდისიერი მოსამართლე – ლევან მურუსიძე

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი  ლევან მურუსიძე ამტკიცებს, რომუკვე წლებია სასამართლო სისტემის დისკრედიტაცია და მოსამართლეების დევნა მიმდინერობს. ამის შესახებ მან მოსამართლეთა XXXII კონფერენციის დაწყების წინ ისაუბრა. მურისიძე ირწმუნება, რომ კეთილსინდისიერი მოსამართლეა, თუმცა ვეტინგის მოთხოვნა, რეალურად, ამის გამოვლენას არ ემსახურება. მიდის მოსამართლეების დევნა, დემონიზაცია, ანუ ქმნიან ნოყიერ ნიადაგს იმისთვის, რომ მოხდეს სასამართლო სისტემიდან მოსამართლეების გაყრა. ვინც გამოდის და ამბობს, რომ ქვეყანას არ აქვს სასამართლო სისტემა და ესენი არიან კორუმპირებულები, სპეციალურად ქმნიან ამ აჟიოტაჟს და ამ საფუძველს, ზუსტად ეს ადამიანები ცდილობენ, რომ სასამართლო სისტემა დაიქვემდებარონ. მე ვარ კეთილსინდისიერი მოსამართლე. მაგრამ აქ არავინ აპირებს კეთილსინდისიერების შემოწმებას, ჩანს, რომ…

მეტი...

“ქუდზე ქოცი წელს არჩევნებზე, რომ ესე უკბილოდ არ გამოჩნდეს ჩვენი ბიძინა” – ირაკლი ოქრუაშვილი

“ქუდზე ქოცი წელს არჩევნებზე, რომ ესე უკბილოდ არ გამოჩნდეს ჩვენი ბიძინა და თავი არ მოგვეჭრას ცივილიზებული სამყაროს წინაშე.” წერს ირაკლი ოქრუაშვილი.

მეტი...

რუსებმა კიევს ფრთოსანი რაკეტებით შეუტიეს

რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ძალებმა დღეს დილით უკრაინაზე ბოლო ოთხი დღის განმავლობაში მესამე მასიური სარაკეტო შეტევა განახორციელეს, ლვოვსა და კიევში აფეთქებების ხმები ისმოდა, დედაქალაქში განგაში 2 საათზე მეტხანს გაგრძელდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. „მტერმა კიდევ ერთხელ გამოიყენა X-101/X-555/X-55 ტიპის ფრთოსანი რაკეტები Tu-95MS სტრატეგიული ბომბდამშენებიდან. გაშვება განხორციელდა სარატოვის ოლქის ენგელსის ტერიტორიიდან. საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი განგაში დედაქალაქში 2 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა, რაკეტები კიევს ჯგუფურად, ჩრდილოეთის მიმართულებიდან მიუახლოვდნენ“, – აცხადებენ კიევის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციაში. მათივე ინფორმაციით, საჰაერო თავდაცვის ძალებმა და საშუალებებმა კიევის თავზე და დედაქალაქის მიდამოებში ათობით რუსული რაკეტა გაანადგურეს. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით,…

მეტი...

„ბიბისი“ – „კროკუს სითი ჰოლზე“ თავდასხმის ორი მონაწილე მოკლულია

„ბიბისის“ რუსულენოვანი გამოცემა წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ მოსკოვის საკონცერტო დარბაზში, „კროკუს სითი ჰოლში“ შეჭრილი თავდამსხმელებიდან ორი მოკლულია. წყაროს ცნობით, ერთი თავდამსხმელი შემთხვევის ადგილას დაიღუპა, მეორე კი – ბრიანსკის ოლქში, სადაც პოლიციამ ცეცხლი გაუხსნა სავარაუდო ეჭვმიტანილთა „რენოს“ მარკის ავტომობილს. როგორც „ბიბისი“ წერს, მათი ინფორმაციით, ბრიანსკის ოლქში მოკლული მამაკაცი ტაჯიკეთის მოქალაქეა, თუმცა მედია მის სახელს და გვარს არ ასახელებს. მოსკოვში, „კროკუს სითი ჰოლში“ რამდენიმე შეიარაღებული პირი შეიჭრა და კონცერტზე მისულ მაყურებელს ცეცხლი  გაუხსნა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ „კროკუს სითი ჰოლზე“ თავდასხმა ტერაქტად შეაფასა. ბოლო მონაცემებით, „კროკუს სითი ჰოლში“ თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 133-მდე…

მეტი...

ჯო ბაიდენმა კონგრესს უკრაინის დახმარების შესახებ შეახსენა

ამერიკის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ბიუჯეტს მოაწერა ხელი და კონგრესს უკრაინის დახმარების შესახებ შეახსენა. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებაში წერია, რომელიც თეთრი სახლის ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული. ბაიდენის თქმით, 1,2 ტრილიონი აშშ დოლარის ოდენობის დაფინანსების ორპარტიული კანონპროექტი, რომელსაც მან ხელი მოაწერა, მთავრობას მუშაობის გაგრძელების საშუალებას აძლევს, ამერიკელ ხალხში აკეთებს ინვესტირებას, და აძლიერებს აშშ-ის ეკონომიკასა და ეროვნულ უსაფრთხოებას. „ეს შეთანხმება კომპრომისს წარმოადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ არც ერთმა მხარემ არ მიიღო ყველაფერი, რაც სურდა… მაგრამ მინდა ნათლად ვთქვა: კონგრესის მუშაობა დასრულებული არ არის. წარმომადგენელთა პალატამ უნდა მიიღოს [უკრაინის, ისრაელისა და ტაივანის] დამატებითი…

მეტი...

“პუტინი ერთი დღე-ღამე ფიქრობდა, როგორ დაეკავშირებინა გუშინდელი ტერაქტი უკრაინასთან”- ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა მოსკოვის ოლქში საკონცერტო დარბაზ „კროკუს სიტი ჰოლში“ პარასკევს მომხდარ ტერაქტს. მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ცდილობს, მომხდარისთვის პასუხისმგებლობა „ვიღაც სხვას“ დააკისროს.„მათ ყოველთვის ერთნაირი მეთოდები აქვთ. ეს უკვე იყო. აფეთქებული სახლებიც [მოსკოვსა და რიაზანში 1999 წელს – რედ.] იყო, დახვრეტებიც, აფეთქებებიც. და ისინი ყოველთვის სხვებს სდებდნენ ბრალს,“ აღნიშნა ზელენსკიმ. „გუშინაც მოხდა ყველაფერი ეს და ეს არარაობა პუტინი, იმის ნაცვლად, რომ საკუთარი, რუსეთის მოქალაქეებით ყოფილიყო დაკავებული, მათთვის მიემართა, ერთი დღე-ღამე დუმდა – ფიქრობდა, როგორ დაეკავშირებინა ეს უკრაინასთან. აბსოლუტურად ყველაფრის წინასწარ პროგნოზირება შეიძლება,“ თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.

მეტი...

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა, -აღნიშნულ ინფორმაციას უკრაინაში ქართველი მებრძოლი, ვანო ნადირაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს. მისი ინფორმაციით, ქართველი მებრძოლი ბრძოლის ველზე დაეცა. „ბრძოლაში გმირულად დაეცა ჩვენი ძმა თენგო ჭანია, „აზოვის“ მესამე მოიერიშე ბრიგადა“, – წერს ნადირაძე სოციალურ ქსელში.

მეტი...

„ტერორისტები მიემართებოდნენ უკრაინისკენ, სადაც მათ საზღვრის გადაკვეთაში უნდა დახმარებოდნენ“ – პუტინი

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მოსკოვის ოლქში „კროკუს სიტი ჰოლში“ პარასკევს მომხდარი ტერაქტის შესახებ დღეს გააკეთა განცხადება. მან რუსეთის მოქალაქეებს ტელევიზიით მიმართა. მან 24 მარტის გლოვის დღედ გამოაცხადა. პუტინმა მომხდარს სისხლიანი და ბარბაროსული ტერაქტი უწოდა და მადლობა გადაუხადა იმათ, ვინც წვლილი შეიტანა ადამიანების გადარჩენაში. პრეზიდენტის თქმით, მოსკოვსა და რუსეთის სხვა რეგიონებში ანტიტერორისტული ხასიათის დამატებით ზომებს შემოიღებენ. პუტინმა ასევე განაცხადა, რომ მომხდარში დამნაშავე ყველა ადამიანი დაისჯება. მან აღნიშნა, რომ ტერაქტთან დაკავშირებული ყველა პირი ნაპოვნია და დაკავებულია. პუტინის სიტყვებით, დაკავებამდე ისინი მიემართებოდნენ უკრაინისკენ, სადაც მათთვის უკრაინის მხრიდან თითქოს მომზადებული იყო „ფანჯარა“ საზღვრის გადასაკვეთად. მას…

მეტი...

ოპოზიციას დღის წესრიგში აქვს ცესკო-ს დისკრედიტება, რაც არ გამოუვათ -ირაკლი კობახიძე

ერთადერთი, რაც აქვს ოპოზიციას ახლა დღის წესრიგში, ეს არის ცესკო-ს როგორმე დისკრედიტება, რაც არ გამოუვათ, რადგან ამისთვის არავითარი საფუძველი არ აქვთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ოპოზიციამ იცის, რომ ბოლომდე აგებს არჩევნებს, პარტიების უდიდესმა ნაწილმა იცის, რომ საერთოდ ბარიერის გადალახვის შანსი არ აქვთ. „ერთადერთი არის „ნაციონალური მოძრაობა“, ისიც 15%-ზეა ჩამოსული, რომელსაც აქვს ბარიერის გადალახვის შანსი. ასეთ პირობებში, მთელი მათი აქტივობები მიმართულია სწორედ დოსკრედიტაციისკენ. მეტი არაფერი არ აქვთ ხელმოსაჭიდი, შესაბამისად, მაქსიმალურად ეცდებიან, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ცესკო მთელი ამ წლების განმავლობაში მუშაობდა გამართულად, სათანადოდ ატარებდა არჩევნებს,…

მეტი...

არჩევნებზე ჩვენ ვიღებთ საკონსტიტუციო უმრავლესობას – კობახიძე

სასურველი სურათია ის, რაც დღეს გვაქვს. ამ სურათით ჩვენ ვიღებთ საკონსტიტუციო უმრავლესობას – ამის შესახებ ქვეყნის პრემიერმა განაცხადა. ირაკლი კობახიძის თქმით, დღევანდელი მდგომარეობით “ნაცმოძრაობის” გარდა, სხვა პარტია ბარიერს ვერ გადალახავს. „დღევანდელი მოცემულობა რა არის – „ნაცმოძრაობა“ 15%-მდე ჩამოვიდა, მანამდე 18% ჰქონდა და ახლა 15%-ს ჩამოსცდა, სხვა პარტიები ვერ ახერხებენ ბარიერის გადალახვას. ეს არის დღევანდელი მდგომარეობა და მე მგონია, რომ დაახლოებით ამ მდგომარეობით მივალთ შემდეგ საპარლამენტო არჩევნებამდე, 7 თვეა დარჩენილი და რა თქმა უნდა, სასურველი სურათია ის, რაც დღეს გვაქვს. ამ სურათით ჩვენ ვიღებთ საკონსტიტუციო უმრავლესობას“, – განაცხადა კობახიძემ.

მეტი...

ირაკლი კობახიძე – „ვეტინგი“ ეწინააღმდეგება სამართლის უზენაესობის პრინციპს, თუ ვინმე დაგვისაბუთებს, რომ ასე არ არის, მზად ვართ, ყველა არგუმენტი განვიხილოთ

ჩვენ გვაქვს მყარი არგუმენტები იმასთან დაკავშირებით, რომ „ვეტინგი“ ეწინააღმდეგება სამართლის უზენაესობის პრინციპს, თუ ვინმე არგუმენტებით დაგვისაბუთებს, რომ ეს ასე არ არის და „ვეტინგი“ არ ხელყოფს ჩვენს სუვერენიტეტს, სამართლის უზენაესობას, მზად ვართ, ყველა არგუმენტი განვიხილოთ, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, 2004-2012 წლებში ერთ-ერთი ინსტრუმენტი, რითაც დაიმორჩილა ხელისუფლებამ სასამართლო სისტემა, იყო სწორედ „ვეტინგი“. „ჩვენ არაერთხელ ვთქვით და კიდევ ერთხელ შემიძლია, გავიმეორო, რომ ეს თემა არის აბსოლუტურად დახურული. ეწინააღმდეგება არა მხოლოდ საქართველოს მოქმედ კონსტიტუციას, არამედ ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება კონსტიტუციურ-სამართლებრივ პრინციპებს. პირველ რიგში, ეწინააღმდეგება სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპს. სწორედ…

მეტი...

ვგმობთ მოსკოვში თავდასხმას, ასეთ საშინელ დანაშაულს ვერაფერი გაამართლებს – NATO

ჩრდილოატლანტიკური ალიანსი 22 მარტს, მოსკოვში, “კროკუს სითი ჰოლზე” თავდასხმას გმობს და დაღუპულთა ოჯახის წევრებს სამძიმარს უცხადებს. ცალსახად ვგმობთ მოსკოვში კონცერტის მაყურებლებზე თავდასხმებს. ასეთ საშინელ დანაშაულს ვერაფერი გაამართლებს. ღრმა სამძიმარს ვუცხადებთ დაღუპულთა ოჯახევს“, – წერს ნატოს პრესსპიკერი, ფარა დახლალა. შეგახსენებთ, 22 მარტს, მოსკოვის საკონცერტო დარბაზში რამდენიმე შეიარაღებული პირი შეიჭრა. ნიღბიანები ცეცხლსასროლი იარაღიდან მშვიდობიანი მოქალაქეების მიმართულებით ისროდნენ. შემთხვევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 115-მდე, ხოლო დაშავებულთა რაოდენოა 145-მდე გაიზარდა.  

მეტი...

ახალგაზრდულ პოლიტიკას განსაკუთრებულ ყურადღებას დავუთმობთ – ირაკლი კობახიძე

გვინდა, რომ წელსვე დაინერგოს ეს სტაჟირების პროგრამა, რომელიც მისცემს კურსდამთავრებულებს, სტუდენტებს იმის საშუალებას, რომ თავიდანვე მარტივად ჩაერთონ პროფესიულ ცხოვრებაში როგორც საჯარო დაწესებულებებში, ასევე კერძო სტრუქტურებში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, კურსდამთავრებულთა სტაჟირების პროგრამასთან დაკავშირებით, სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ეს არის ამ ინიციატივის მთავარი არსი და მიზანი. „გვინდა, რომ თქვენთან ერთად განვიხილოთ კურსდამთავრებულთა სტაჟირების პროგრამა, რასთან დაკავშირებითაც თავის დროზე პარლამენტმა მიიღო კანონი, შემდეგ საქართველოს მთავრობის სხდომაზე ამასთან დაკავშირებით გვქონდა ჩვენ განცხადება. გვინდა, რომ წელსვე დაინერგოს ეს სტაჟირების პროგრამა, რომელიც მისცემს კურსდამთავრებულებს, სტუდენტებს იმის საშუალებას, რომ…

მეტი...

ტაჯიკეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო – მოსკოვში მომხდარ თავდასხმაში ტაჯიკეთის მოქალაქეების მონაწილეობის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა

მოსკოვში მომხდარ თავდასხმაში ტაჯიკეთის მოქალაქეების მონაწილეობის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა, – ამის შესახებ ინფორმაციას ტაჯიკეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „ხაზს ვუსვამთ, რომ ტაჯიკეთის მხარეს ტაჯიკეთის მოქალაქეების მონაწილეობის შესახებ ამჟამად გავრცელებულ ყალბ ინფორმაციასთან დაკავშირებით რუსეთის ოფიციალური ხელისუფლებისგან არანაირი დადასტურება არ მიუღია. ამასთან დაკავშირებით, გთხოვთ, რუსეთის სამთავრობო ხელისუფლების მიერ გავრცელებულ ოფიციალურ ინფორმაციას დაეყრდნოთ“, – აცხადებს ტაჯიკეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო. ტაჯიკეთის საგარეო უწყებაში ასევე აღნიშნავენ, რომ გადაუმოწმებელმა ინფორმაციამ შეიძლება ტაჯიკეთის მოქალაქეებისთვის ზიანის მიყენება გამოიწვიოს. ცნობისთვის, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის განცხადებით 11 ადამიანი დააკავეს, მათ შორის 4 „კროკუს სითი ჰოლზე“ განხორციელებულ თავდასხმაში მონაწილეობდა. რუსულმა მედიამ…

მეტი...

დაკავებულების ვინაობა ცნობილია (ახალი დეტალები)

ვინ მოაწყო ტერაქტი რუსეთში? – დაკავებულების ვინაობა ცნობილია. რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო ტაჯიკეთის ორი მოქალაქის ვინაობას ასახელებს, საუბარია ისმონოვ რივოჯიდინზე და ნასრიდინოვ მაჰმადრასულზე, რომელიც მათი ინფორმაციით, მოსკოვში საცხოვრებლად წინა წლის ნოემბერში ჩამოვიდნენ. ასევე ვრცელდება რუსულ ტელეგრამებზე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ე.წ. ტერორისტებს მილიონ რუბლზე მეტს დაჰპირდნენ იმისთვის, რათა ტერაქტი მოეწყოთ და ადამიანები დაეხოცათ. რას აკეთებდი კროპუსში? – ჩავცხრილე ხალხი – ფულისთვის სანაცვლოდ? -კი – რამდენი აიღე ? – ნახევარი მილიონი რუბლი – ვინ მოგცა? – ჯერ არ ამიღია ნახევარი მომცეს – როგორ? – ბარათზე ჩამირიცხეს? – იარაღი ვინ მოგაწონა? – თვითონ მათ მომცეს?…

მეტი...

რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახური: ტერაქტის საქმეზე დაკავებულია 11 ადამიანი, მათ შორის ოთხივე ტერორისტი

რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის („ეფესბე“) ხელმძღვანელმა ალექსანდრ ბორტნიკოვმა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს „კროკუს სითი ჰოლში“ მომხდარი ტერაქტის ყველა მონაწილის დაკავების შესახებ შეატყობინა. „ბორტნიკოვმა ამცნო პუტინს 11 ადამიანის, მათ შორის ოთხივე ტერორისტის დაკავების შესახებ, რომლებიც უშუალოდ ტერაქტის განხორციელებაში მონაწილეობდნენ“, – აღნიშნულია კრემლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, ოთხი ეჭვმიტანილი ბრიანსკის ოლქში, უკრაინის საზღვრის მახლობლად დააკავეს. მიმდინარეობს მუშაობა მათი თანამზრახველების ვინაობის დასადგენად. მოსკოვის ოლქის ქალაქ კრასნოგორსკში „კროკუს სითი ჰოლის“ საკონცერტო დარბაზში შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი 22 მარტს გახსნეს. თვითმხილველის განცხადებით, ინციდენტი ჯგუფ „პიკნიკის“ კონცერტის დაწყებამდე მოხდა – დარბაზის პარტერში სულ მცირე სამი შეიარაღებული…

მეტი...

ინტერპოლი მზად არის, რუსეთის ხელისუფლებას „კროკუს სითი ჰოლზე“ თავდასხმის გამოძიებაში დაეხმაროს

კრიმინალური პოლიციის საერთაშორისო ორგანიზაცია მზად არის, რუსეთის ხელისუფლებას მოსკოვში, „კროკუს სითი ჰოლზე“ თავდასხმის გამოძიებაში დაეხმაროს. ამის შესახებ ინფორმაციას ინტერპოლის გენერალური მდივანი ირგენ შტოკი სოციალურ ქსელში ავრცელებს. „მკაცრად ვგმობ „კროკუს სითი ჰოლზე“ თავდასხმას, რომელიც იყო საშინელი აქტი უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. ჩვენი ფიქრები მსხვერპლებთან, მათ ოჯახებთან და მეგობრებთანაა. ინტერპოლი მზადაა, მხარი დაუჭიროს რუსეთის ხელისუფლების გამოძიებას“, – წერს შტოკი. „კროკუს სითი ჰოლში“ ღამით განხორციელებული თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით სამართალდამცველებმა 11 ადამიანი დააკავეს, მათ შორის, სავარაუდოდ, ოთხი ტერორისტია. ბოლო მონაცემებით, თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 93-მდე გაიზარდა, დაშავებულია 121 ადამიანი. მოსკოვში, „კროკუს სითი ჰოლში“ რამდენიმე შეიარაღებული პირი შეიჭრა და…

მეტი...

რუსეთი მობილიზაციის ახალი ტალღისთვის ემზადება – მედია

რუსეთის ხელისუფლება მობილიზაციის ახალი ტალღისთვის ემზადება. ერთ-ერთ რუსული გამოცემა წერს, რომ კრემლი უკრაინაში მეომარი ჯარის გასაძლიერებლად და, შესაძლოა, ხარკოვისთვის ალყის შემოსარტყმელად, მასობრივი მობილიზაციის ახალ ტალღას გეგმავს. გამოცემის წყაროების თანახმად, ოპერაციის განსახორციელებლად კრემლს 300 000 ადამიანის მობილიზაცია აქვს გამიზნული. რუსეთის პრეზიდენტისა და თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციასთან დაახლოებული პირების თქმით, შესაძლოა წვევამდელებს კონტრაქტის დადება და უკრაინაში ომში წასვლა აიძულონ. ომში რეზერვისტები წაიყვანონ ან სათადარიგო ჯარებში მყოფი რუსეთის მოქალაქეების მობილიზაცია მოხდეს. კონტრაქტის იძულებით დადების იდეა, გამოცემის წყაროების მიხედვით, უკრაინაში მიმავალი მოხალისეების რაოდენობის შემცირების გამო დაიბადა.

მეტი...

რუსი ოკუპანტები ხარკოვის ოლქს თავს დაესხნენ – არიან დაშავებულები

უკრაინული მედია იუწყება, რომ რუსი ოკუპანტები ხარკოვის ოლქს თავს დაესხნენ, რის შედეგადაც პოლიციელი და მაშველები დაშავდნენ. დაზიანდა სასწრაფო დახმარების მანქანები. არსებული ინფორმაციით, შუაღამით, ქალაქზე მტრის უპილოტო საფრენი აპარატის თავდასხმის შედეგად, 150 კვადრატულ მეტრ ფართობზე 3-სართულიან შენობას ცეცხლი გაუჩნდა. მაშველები სწორედ მის ჩაქრობას ცდილობდნენ, რა დროსაც რუსები კვლავ თავს დაესხნენ. შემთხვევის ადგილზე სასწრაფო დახმარება და პოლიციაც იყო მობილიზებული.

მეტი...

როდესაც ადამიანები უმუშევრობის გამო იძულებით ემიგრაციაში მიდიან, ივანიშვილის პარტია ამას სამოგზაუროდ წასვლას და გამოგონილს ეძახის – ბოკუჩავა

“მაშინ, როდესაც ადამიანები გაზრდილი ფასების, უმუშევრობის გამო იძულებით ემიგრაციაში მიდიან, ივანიშვილის პარტია ამას სამოგზაუროდ წასვლას და გამოგონილს ეძახის. იმის ნაცვლად, რომ ივანიშვილის პარტიამ იზრუნოს ხალხის პრობლემების გადაჭრაზე, ისინი ამ პრობლემების გადაფარვას ცდილობენ პროვოკაციებით.“- ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ საგაბგებო ბრიფინგზე განაცხადა. ბოკუჩავას განცხადებით, არაერთი შეტყობინება მიიღო ემიგრანტების მხრიდან, რომლებიც ყვებიან ძალიან მძიმე ისტორიებს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ წავიდნენ საქართველოდან იძულებით ემიგრაციაში გაზრდილი ფასების, უმუშევრობის გამო. ოპოზიციონერი ლიდერი პარლამენტში განვითარებულ გუშინდელ მოვლენებსაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ  პროვოკაციებით ვერ გადაფარავს ივანიშვილის პარტია ვერც მის წარუმატებლობას ევროპაში და ვერც…

მეტი...