იქნებ ვინმემ გვიპასუხოს, რატომ არის საქართველოში სურსათი უფრო ძვირი, ვიდრე მეზობელ ქვეყანაში?! – პაატა მანჯგალაძე

„როგორ ხდება, რომ საქართველოში ბევრად უფრო ძვირია სურსათზე ფასები, ვიდრე ჩვენს მეზობელ სომხეთში, რომელსაც საქართველოს გავლით მიეწოდება ეს პროდუქტები. იგივეს ვსაუბრობთ საწვავთან დაკავშირებით – თუ ტერმინალში მოტანილი საწვავი ღირს 1.65 ლარი, როგორ ხდება, რომ ბენზინგასამართ სადგურებში საწვავი უკვე 3 ლარზე მეტი ღირს. ერთი დეპუტატიც არ გამოჩნდა „ქართული ოცნებიდან“, რომელიც ამ სამართლიან კითხვებს გასცემდა პასუხს“, – ამის შესახებ პლენარულ სხდომაზე დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა. მისი თქმით, ხვნა-თესვის სამუშაოები ახლოვდება და ხალხს ძალიან უჭირს მაღალი ფასების პირობებში მიწის დამუშავება, ამიტომ რჩება ერთადერთი არჩევანი – ან შეეგუონ სიღარიბეს ან გაიქცნენ საქართველოდან. „ფასები მაღალია,…

მეტი...

ყველაფერს აკეთებს ხელისუფლება იმისათვის, რომ საქართველოში ჩატარდეს სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები – პრემიერი

თქვენ იცით ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ საქართველოში ჩატარდეს სამართლიანი არჩევნები, კერძოდ, კანონმდებლობა შეიცვალა ფუნდამენტურად, მათ შორის დაინერგა ელექტრონული ხმის მიცემის, დათვლის, ამომრჩეველთა რეგისტრაციის სისტემა, რაც ძალიან ბევრ რამეს აზღვევს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვის პასუხად განაცხადა. მისივე თქმით, გარდა ამისა, განხორციელდება ძალიან მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილება ცესკოსთან დაკავშირებით. „გარდა ამისა, დღეს ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება განხორციელდება კანონმდებლობაში, როდესაც ცესკოში აღმოიფხვრება ჩიხური მდგომარეობა. შესაბამისად, ყველაფერს აკეთებს ხელისუფლება იმისათვის, რომ საქართველოში ჩატარდეს გამართული, სამართლიანი, თავისუფალი არჩევნები,“- განაცხადა პრემიერმა. ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რაზე იყო საუბარი იენს სტოლტენბერგთან დახურულ კარს მიღმა…

მეტი...

სამწუხაროდ, საქართველოში ბავშვები დასაცავები არიან, პირველ რიგში, შიმშილისგან – ანა ბუჩუკური

„სამწუხაროდ, საქართველოში ბავშვები დასაცავები არიან პირველ რიგში, შიმშილისგან. ქვეყანაში ვეჯახებით მდგომარეობას, რასაც ჰქვია ბავშვთა მალნუტრიცია. ეს არის მდგომარეობა, რომელიც ძირითადად, ვითარდება საკვების დეფიციტის დროს. ანუ მაშინ, როდესაც ბავშვი ვერ იღებს მისთვის საჭირო ყველა საკვებ ნივთიერებას“, – ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პოლიტიკური ჯგუფის „საქართველოსთვის“ წევრმა ანა ბუჩუკურმა განაცხადა. მისი თქმით, ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში კვებითი დეფიციტი იწვევს ფიზიკური განვითარების თვალსაზრისით პრობლემას და ხშირად კოგნიტური განვითარების შეფერხებას, რაც საბოლოო ჯამში, იწვევს დაბალ მიღწევას სკოლაში, ინტელექტუალური შესაძლებლობების შემცირებას და ა.შ. მისივე თქმით, 2022 წელს საჯარო სკოლებში უნდა დაწყებულიყო სასკოლო კვების პროგრამა თუმცა, სამწუხაროდ,…

მეტი...

ხელისუფლებისგან ვითხოვთ პასუხს კითხვაზე: რა იწვევს იძულებით ემიგრაციას? – თინა ბოკუჩავა

„800 ათასი მოქალაქე წავიდა საქართველოდან 2012 წლის შემდეგ და დატოვა ქვეყანა. საქართველოში იცლება სოფლები, იცლება ოჯახები“, – განაცხადა ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშიას“ თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. „რატომ იცლება ქვეყანა და რა იწვევს მასობრივ ემიგრაციას? – ეს არის ჩვენი მთავარი კითხვა, რომელზეც გვინდა მივიღოთ პასუხი „ქართული ოცნებისგან“ და პირადად პრემიერ-მინისტრისგან. 800 ათასი მოქალაქე წავიდა საქართველოდან 2012 წლის შემდეგ და დატოვა ქვეყანა. მხოლოდ 30 ათასმა მოქალაქემ, 2022 წელს, მოითხოვა თავშესაფარი ევროკავშირის წევრ ქვეყნებში. საქართველოში კი იცლება სოფლები, იცლება ოჯახები“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ. მისი თქმით,…

მეტი...

ნავალნის სიკვდილის გამო, EU-ს მინისტრები 30-მდე პირისთვის სანქციების დაწესებაზე შეთანხმდნენ

ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები, რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის სიკვდილის გამო, 30-მდე ფიზიკური და იურიდიული პირისთვის სანქციების დაწესებაზე შეთანხმდნენ. კონკრეტულად ვინ მოხვდება სანქცირებულთა სიაში, უცნობია. თუმცა, როგორც EU-ს უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, სანქციები მათ შეეხება, ვინც ნავალნის სიკვდილზეა პასუხისმგებელი. მინისტრებმა გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა და ვლადიმერ პუტინი მეხუთე ვადით გახდა პრეზიდენტი.

მეტი...

ნატო-საქართველოს პარტნიორობა არის მაღალ დონეზე – რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ მჭიდრო თანამშრომლობას – პრემიერი

ნატო-საქართველოს პარტნიორობა არის მაღალ დონეზე. რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ მჭიდრო თანამშრომლობას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. პრემიერის თქმით, დიდი ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა ის შეხვედრები, რომელიც შედგა გუშინ იენს სტოლტენბერგთან. „გუშინ გვქონდა არაჩვეულებრივი შეხვედრები ბატონ სტოლტენბერგთან. შემდეგ ვახშმის რეჟიმშიც მეგობრულად გავაგრძელეთ საუბარი ყველა იმ თემაზე, რომელიც უკავშირდება ნატო-საქართველოს პარტნიორობას. ნატო-საქართველოს პარტნიორობა არის მაღალ დონეზე. რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ მჭიდრო თანამშრომლობას, ვეცდებით, კიდევ უფრო მეტად გავაღრმავოთ ეს ურთიერთობები. ძალიან დიდი ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა ის შეხვედრები, რომელიც შედგა გუშინ ბატონ სტოლტენბერგთან“, – განაცხადა პრემიერმა.

მეტი...

არავითარ ინფორმაციაზე, მითუმეტეს, საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომა არ ჰქონია დავით ხიდაშელს – პრემიერი

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საპატრიარქომ შეძლოს საკუთარი დავით ხიდაშელთან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია. თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ტექსტში ძალიან მკაფიოდ ეწერა, რომ არავითარ ინფორმაციაზე, მითუმეტეს, საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომა არ ჰქონია დავით ხიდაშელს, -ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. „მე როგორც ვიცი, დავით ხიდაშელთან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია. თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ტექსტში ძალიან მკაფიოდ ეწერა, რომ არავითარ ინფორმაციაზე, მითუმეტეს, საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომა არ ჰქონია დავით ხიდაშელს. რაც შეეხება ჩვენს გადაწყვეტილებას, ჩვენ ვართ პასუხისმგებლები საკუთარ გადაწყვეტილებებზე. საბოლოო ჯამში, გვქონდა მსჯელობა ამ თემასთან დაკავშირებით. იყო გარკვეული შრომითიო ურთიერთობა, რომელიც…

მეტი...

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საპატრიარქომ შეძლოს საკუთარი პროექტების განხორციელება, განსაკუთრებით საგანმანათლებლო სფეროში – ირაკლი კობახიძე

პროექტების განხორციელება, განსაკუთრებით საგანმანათლებლო სფეროში. აქედან გამომდინარე, არსებობს 25-მილიონიანი საერთო დაფინანსება, მაგრამ ამის მიღმა, ჯერ კიდევ შარშან, წლევანდელ ბიუჯეტში ჩაიდო 30 მლნ-იანი ასიგნება, რომელიც ხმარდება საპატრიარქოს საგანმანათლებლო პროექტებს და ეს დაფინანსება გაიზარდა დამატებით 5 მლნ-ით, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვის პასუხად განაცხადა. მისივე თქმით, ყველაფერი არის გამჭვირვალე და საუბარია რამდენიმე ათეული საგანმანათლებლო დაწესებულების დაფინანსებაზე. „რაც შეეხება საპატრიარქოს დაფინანსებას, 30 მლნ იყო გამოყოფილი საგანმანათლებლო პროექტების დაფინანსებისთვის, ანუ კონკრეტული მიზნობრიობა აქვს, მიმართულია საპატრიარქოსკენ და მიმართულია კონკრეტულად საპატრიარქოს საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსებისკენ. 30 მლნ იყო გამოყოფილი, თუმცა იყო გარკვეული…

მეტი...

ჩვენ ვერ დავტოვებთ ცესკოს ჩიხურ მდგომარეობაში, ეს აბსოლუტურად მიუღებელია – კობახიძე

სალომე ზურაბიშვილს და რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს უნდათ, რომ ცესკო დარჩეს ჩიხში, რა თქმა უნდა, საპარლამენტო უმრავლესო9ბას ვერ ექნება ეს სურვილი, -ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. პრემიერის თქმით, ამ ვეტოს დაძლევა ემსახურება ევროკავშირის 9 პუნქტიდან ერთ-ერთის შესრულებას. „რაც შეეხება ცესკოს საკითხს, ძალიან მარტივად არის აქ საქმე – დღეს არის ერთგვარი ჩიხი შექმნილი ცესკოში, იმიტომ, რომ წელიწადნახევრის წინ არიან არჩეული 6 თვის ვადით ცესკოს მოქმედი თავმჯდომარე, ცესკოს ორი წევრი, ეს არის ერთგვარი ჩიხური მდგომარეობა. ის კანონპროექტი, რომელიც მიიღო პარლამენტმა თავის დროზე, მე, როგორც პარლამენტის წევრი, ვიყავი ჩართული ამ კანონპროექტის…

მეტი...

პოლონეთი და გერმანია ქმნიან კოალიციას უკრაინისთვის ჯავშანტექნიკის მიწოდებისთვის

პოლონეთისა და გერმანიის მთავრობები ქმნიან კოალიციას უკრაინისთვის ჯავშანტექნიკის მიწოდებისთვის, განაცხადა ორი ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა. პოლონეთის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელი, ვლადისლავ კოსინიაკ-კამიში და გერმანიის თავდაცვის მინისტრი, ბორის პისტორიუსი შეხვდნენ პოლონეთში “ვეიმარის სამკუთხედის” ქვეყნების შეხვედრის შემდეგ. თავდაცვის მინისტრებმა განაცხადეს, რომ კოალიციის მუშაობა ჯავშანტექნიკის მიწოდებაზე დაიწყება 26 მარტს და მას შეუერთდებიან სხვა ქვეყნებიც, მათ შორის ბრიტანეთი, შვედეთი და იტალია. ,,ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კოალიცია, რომელიც შეიქმნა”, – უთხრა პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა ჟურნალისტებს. თავდაცვის მინისტრებმა ასევე განაცხადეს, რომ ორი ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას სამხედრო სწრაფი რეაგირების ძალების შექმნაში, რომლის მიზანიც იქნება მოიგერიონ შესაძლო თავდასხმა ევროკავშირის…

მეტი...

თუ გვინდა მშვიდობა, უნდა მოვემზადოთ ომისთვის – შარლ მიშელი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი ამბობს, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ევროკავშირი ,,ომის ეკონომიკაზე” უნდა გადავიდეს და ყველაფერი გააკეთოს კიევის გამარჯვების უზრუნველსაყოფად. მიშელმა გამოაქვეყნა სვეტი ევროპულ გაზეთებში და Euractiv ვებსაიტზე სათაურით ,,თუ ჩვენ გვინდა მშვიდობა, უნდა მოვემზადოთ ომისთვის”, სადაც მან აღწერა ის ნაბიჯები, რომლებიც, მისი აზრით, ევროკავშირმა უნდა გადადგას ამ ამოცანების მისაღწევად. მიშელი წერს, რომ ომის დაწყებიდან ორი წლის შემდეგ – ,,ცხადი გახდა, რომ რუსეთი არ გაჩერდება უკრაინაში, ისევე, როგორც ის არ გაჩერებულა ყირიმში 10 წლის წინ”. მისი თქმით, კრემლი აგრძელებს სიტუაციის დესტაბილიზაციას მოლდოვაში, საქართველოში, სამხრეთ კავკასიაში, დასავლეთ ბალკანეთში და…

მეტი...

ევროკავშირი უკანონოს უწოდებს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის საარჩევნო უბნების გახსნას

ევროკავშირის ოფისი უკანონოს უწოდებს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის საარჩევნო უბნების გახსნას, საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე. ეს შეფასება დღეს, 18 მარტს, სოციალურ ქსელ X-ში გამოაქვეყნა ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში. „ევროკავშირი რჩება სრულად ერთგული საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ“, – წერია ევროკავშირის ოფისის განცხადებაში.

მეტი...

ლიკვიდირებულია “ჰამასის” ერთ-ერთი მეთაური – IDF

ტერორისტული დაჯგუფება “ჰამასის” ერთ-ერთი მეთაური ლიკვიდირებულია, ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, მეთაური ალ-შიფას საავადმყოფოში განხორციელებულ სამხედრო ოპერაციას ემსხვერპლა. ფაიკ მაბუჰი, რომელიც „ჰამასის“ შიდა უსაფრთხოების ძალების ოპერაციებს ხელმძღვანელობდა, შეიარაღებული იყო და ალ-შიფას საავადმყოფოს კომპლექსში იმალებოდა, საიდანაც ტერორისტულ საქმიანობას ახორციელებდა“, – აცხადებს ისრაელის თავდაცვის ძალები.  

მეტი...

დღევანდელი ვიზიტი მნიშვნელოვან ახალ იმპულსს შესძენს ნატო-საქართველოს ორმხრივ ურთიერთობებს – ილია დარჩიაშვილი

„დღეს ნატოს გენერალური მდივნის საქართველოში ჩამობრძანება ნიშნავს ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებში უმაღლეს დონეზე განვითარებულ დინამიკას“ – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა საქართველოში ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის ვიზიტთან დაკავშირებით გაკეთებულ კომენტარში განაცხადა. მინისტრის თქმით, საქართველო ნატოს მნიშვნელოვანი და ღირებული პარტნიორია რეგიონში. საქართველოს ხელისუფლება განაგრძობს ნატოელ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობას და კოორდინაციას როგორც ინდივიდუალურ, ისე ორმხრივ ფორმატებში, მათ შორის, საქართველოში რეფორმების განხორციელების მიმართულებით. „ევროატლანტიკური ინტეგრაცია საქართველოს კონსტიტუციური ნორმა და საგარეო პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტი და ქვაკუთხედია და შესაბამისად ეს დინამიკა გრძელდება“ – ხაზგასმით აღნიშნა დარჩიაშვილმა. მინისტრმა ასევე ყურადღება გაამახვილა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა…

მეტი...

,,მიუღებელია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის არჩევნების ჩატარება. მივმართავ საერთაშორისო საზოგადოებას, სათანადო რეაგირება მოახდინოს” – სალომე ზურაბიშვილი

,,მიუღებელია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის არჩევნების ჩატარება. მივმართავ საერთაშორისო საზოგადოებას, სათანადო რეაგირება მოახდინოს რუსეთის ამ უკანონო ქმედებებზე”. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა იენს სტოლტენბერგთან დღეს ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრისას განაცხადა. ,,ყოვლად მიუღებელი და უკანონოა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება. ეს კიდევ ერთხელ უხეშად ლახავს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და სრულად ეწინააღმდეგება საერთაშორისო ნორმებს. დღეს, როცა კვლავ ოკუპირებულია აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი, მივმართავ საერთაშორისო საზოგადოებას სათანადო რეაგირება მოახდინოს რუსეთის ფედერაციის ამ უკანონო და ქვეყნის სუვერენიტეტის შემლახავ ქმედებებზე”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

მეტი...

პუტინს არჩევნებში გამარჯვება ჩინეთის პრეზიდენტმა მიულოცა

რუსეთის პრეზიდენტ პუტინს არჩევნებში გამარჯვება ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა მიულოცა. ,,თქვენი ხელახალი არჩევა არის რუსი ხალხის თქვენდამი მხარდაჭერის სრული დემონსტრირება” – თქვა სი ძინპინმა Xinhua News-ის ცნობით. ჩინეთმა გააძლიერა კავშირები რუსეთთან ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთის კრიტიკა უკრაინაში ომის მიმართ გაძლიერდა. გავრცელებული ინფორმაციით, ჩინეთი და რუსეთი ამზადებენ “რამდენიმე შეხვედრას” სი ძინპინსა და პუტინს შორის წელს.  

მეტი...

ნატოს გენერალური მდივანი ორბელიანების სასახლეში საქართველოს პრეზიდენტს ხვდება

ნატოს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი, ორბელიანების სასახლეში საქართველოს პრეზიდენტს ხვდება. იენს სტოლტენბერგი თბილისში დღეს ბაქოდან ჩამოვიდა. პირველი შეხვედრა მან პრემიერ კობახიძესთან გამართა, რის შემდეგაც მედიისთვის ერთობლივი ბრიფინგი გაიმართა. ნატოს გენერალური მდივანი საქართველოდან სომხეთში გაემგზავრება.

მეტი...

„ვინც ტაივანის დამოუკიდებლობას აღიარებს, ცეცხლთან თამაშისთვის დაიწვება“ – ოფიციალური ჩინეთი

„რაც უფრო ძლიერი იქნება ერთიანი ჩინეთის პრინციპისადმი ერთგულება, მით მეტი იქნება სრუტის მიღმა მშვიდობის გარანტია“- აცხადებს ჩინეთის საგარეო სამეთა მინისტრი. როგორც ვანგ ი-მ საერთაშორისო მედიასთან შეხვედრისას აღნიშნა, ტაივანის სამშობლოდან გამოყოფას არასდროს დაუშვებენ. „ჩვენი პოლიტიკა საკმაოდ ნათელია – ჩვენ გავაგრძელებთ სწრაფვას მშვიდობიანი გაერთიანებისთვის უდიდესი გულწრფელობით. ჩვენი საბოლოო აზრი ასევე საკმაოდ ნათელია – ჩვენ არასოდეს დავუშვებთ ტაივანის სამშობლოს გამოყოფას. ვინც მსოფლიოში დაუჭერს და მხარს უჭერს „ტაივანის დამოუკიდებლობას“, დაიწვება ცეცხლთან თამაშის გამო და დააგემოვნებს საკუთარი საქმის მწარე ნაყოფს. ჩინეთი ყველას მოუწოდებს, ჩინეთის ერის ინტერესები დაიცვას „ჩინური წარმოშობის ყველა ადამიანმა უნდა დაიცვას ჩინეთის ერის…

მეტი...

ე.წ. არჩევნების ჩატარება უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ტერიტორიებზე, ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს – ბერბოკი

რუსეთში არჩევნები იყო არჩევანის გარეშე, – ასე შეაფასა პუტინის ,,არჩევნები”, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა. ანალენა ბერბოკმა დაგმო ის ფაქტიც, რომ ,,საარჩევნო უბნები” ოკუპირებულ ტერიტორიებზეც გაიხსნა. ,,საარჩევნო პროცესი გვიჩვენებს არა მხოლოდ პუტინის ბოროტ ქმედებებს საკუთარი ხალხის მიმართ, არამედ ასევე მეზობელი ქვეყნების მიმართაც. ე.წ. არჩევნების ჩატარება უკრაინის ტერიტორიებზე, მოლდოვისა და საქართველოს ტერიტორიებზე, ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს. საყურადღებოა, თუ რამდენმა რუსმა გამოხატა საჯაროდ აზრი ამ შაბათ-კვირას, რომ ისინი ვერ ხედავენ პუტინს რუსეთის პრეზიდენტად”, – აღნიშნა ბერბოკმა ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის წინ. ცნობისთვის, 15-17 მარტს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში, რუსეთის ცესკოს მონაცემებით, ვლადიმერ პუტინმა…

მეტი...

„ისრაელის კონფლიქტი ტრაგედიაა კაცობრიობისთვის“ – ჩინეთს პოზიცია

„ისრაელის კონფლიქტი დღეს 21-ე საუკუნეში არის ტრაგედია კაცობრიობისთვის და სირცხვილი ცივილიზაციისთვის. არაფერი ამართლებს კონფლიქტის გაჭიანურებას, ან მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობას“ – აღნიშნული განცხადება ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვანგ ი-მ პეკინში, საერთაშორიო მედიასთან გააკეთა, რომელსაც  „მედიაცენტრი მთავარიც“ დაესწრო. როგორც მინისტრი განმარტავს, პალესტინის ტერიტორიის ოკუპაცია ყურადღების მიღმა არ უნდა დარჩეს. „პალესტინის ტერიტორიების ხანგრძლივი ოკუპაცია უყურადღებოდ აღარ უნდა დაგვრჩეს. პალესტინელების დიდი ხნის ნანატრი სწრაფვა დამოუკიდებელი სახელმწიფოსკენ აღარ უნდა იქნეს არიდებული. რაც მთავარია, პალესტინელების მიმართ ისტორიული უსამართლობა არ უნდა გაგრძელდეს თაობიდან თაობაში“ – განაცხადა ვანგ ი-მ. ოფიციალური ჩინეთი მხარდაჭერას უცხადებს პალესტინის წევრობას გაეროში. „პალესტინელი ხალხისთვის…

მეტი...

საქართველოში უნდა გაგრძელდეს რეფორმები, სამართლის უზენაესობის მიმართულებით, თავისუფალი და ღია არჩევნების ჩათვლით – სტოლტენბერგი

საქართველოში ვიზიტით იმყოფება ნატოს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი, რომელმაც პრემიერმინისტრთან შეხვედრის შემდეგ მედიისთვის განცხადება გააკეთა. ,,საქართველო არის ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორი ნატოსთვის და დიდად ვაფასებთ იმ მნიშვნელოვან წვლილს, რასაც თქვენ ჩვენ მისიებში ახორციელებთ და სრულად ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი არის საქართველოს ნაწილი და ნატო აგრძელებს მოწოდებას რუსეთისადმი, რომ გაიწვიოს საქართველოს ძირძველი ტერიტორიების აღიარების მოთხოვნა. ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის აქტივობები და უკრაინაში მიმდინარე მოვლენები აბსოლუტურად უკანონოა, არც სამართლიანი და არც თავისუფალი იყო არჩევნები რუსეთში, ესეც შემიძლია ვთქვა. რუსეთი აწარმოებს იმპერიალისტურ მისწრაფებებს და უკრაინა არის იმ სიტუაციაში,…

მეტი...

მოხარული ვარ, რომ დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ განვიხილეთ ნატო-საქართველოს თანამშრომლობის საკითხები და ჩვენი ინტეგრაციის პროცესი – ირაკლი კობახიძე

მოხარული ვარ, რომ დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ განვიხილეთ ნატო-საქართველოს თანამშრომლობის საკითხები და ჩვენი ინტეგრაციის პროცესი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ნატოს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან ერთად გამართული ერთობლივი განცხადებების დროს აღნიშნა. მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო ალიანსის ერთ-ერთი ყველაზე ერთგული და საიმედო პარტნიორია. „ბატონო გენერალურო მდივანო ჩემთვის ძალიან დიდი პატივია საქართველოში თქვენი მასპინძლობა. მინდა მადლობა გადაგიხადოთ პირადად თქვენი მხარდაჭერისთვის ჩვენი ქვეყნის მიმართ, ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ. ნატოს გენერალური მდივნის თანამდებობაზე თქვენი 10-წლიანი მოღვაწეობა დაემთხვა უპრეცედენტო გამოწვევებს და სირთულეებს. თუმცა, თქვენი ლიდერობით, მრავალი გამოწვევა გადაილახა და ნატო კვლავაც რჩება…

მეტი...

იურიდიულმა კომიტეტმა „საარჩევნო კოდექსში“ პრეზიდენტის ვეტო არ გაითვალისწინა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, მიმდინარე წლის 20 თებერვალს პარლამენტის მიერ „საარჩევნო კოდექსში“ შეტანილ ცვლილებასთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები განიხილა და მხარი არ დაუჭირა. კანონპროექტით მნიშვნელოვნად იკვეცება პრეზიდენტის უფლებები. სალომე ზურაბიშვილს აღარ ექნება უფლებამოსილება შექმნას კომისია, რომელიც პარლამენტს ცესკოს თავმჯდომარისა და წევრობის კანდიდატებს წარუდგენს. პრეროგატივა კანონის ამოქმედების შემთხვევაში პარლამენტის თავმჯდომარის ხელში გადადის. მმართველი პარტია პრეზიდენტის ვეტოს სავარაუდოდ ხვალინდელ პლენარულ სხდომაზე დაძლევს.

მეტი...

ნატოს გენერალური მდივანი პრემიერ კობახიძეს ხვდება

ნატოს გენერალური მდივანი მთავრობის კანცელარიაში პრემიერმინისტრს ხვდება. იენს სტოლტენბერგში თბილისში დაახლოებით ერთი საათის წინ ჩამოვიდა. საერთაშორისო აეროპორტში მას საგარეო საქმეთა მინისტრი და ნატოში საქართველოს ელჩი დახვდნენ. პრემიერთან შეხვედრის შემდეგ იენს სტოლტენბერგი და ირაკლი კობახიძე ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ. ამის შემდეგ კი ნატოს გენერალური მდივანი პრეზიდენტ ზურაბიშვილს შეხვდება. ცნობისთვის, სტოლტენბერგი თბილისში ბაქოდან ჩამოვიდა, ხვალ კი ის შეხვედრებს უკვე ერევანში გააგრძელებს.

მეტი...

იენს სტოლტენბერგი თბილისშია

ნატოს გენერალური მდივანი საქართველოშია. იენს სტოლტენბერგის თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ცოტა ხნის წინ დაეშვა. აეროპორტში ნატოს გენერალურ მდივანს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ხვდება. ასევე საქართველოს ელჩი ნატოში. სტოლტენბერგი საქართველოს დედაქალაქში ერთდღიანი ვიზიტით იმყოფება. ის შეხვედბა პრემიერ კობახიძესა და პრეზიდენტ ზურაბიშვილს. პრემიერთან შეხვედრის შემდეგ, დაგეგმილია განცხადება მედიისთვის. სტოლტენბერგი თბილისში ბაქოდან ჩამოვიდა, ხვალ კი ის შეხვედრებს უკვე ერევანში გააგრძელებს.

მეტი...

მოხსენით გრიფით საიდუმლო დღევანდელ სამთავრობო ხარჯებს და ჩემი პროცესი ავტომატურად შეწყდება – მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტს

თბილისის საქალაქო სასამართლოში მესამე პრეზიდენტის მორიგი პროცესი იმართება. სასამართლო ე.წ. პიჯაკების საქმეს განიხილავს. პროცესს დისტანციურად ერთვება მიხეილ სააკაშვილი და სალომე ზურაბიშვილს მოუწოდა მოეხსნას გრიფით საიდუმლო დღევანდელ სამთავრობო ხარჯებს. ,,ქალბატონო სალომე ზურაბიშვილს მინდა ვუთხრა, ის ხშირად ამბობს, მას შემდეგ რაც ასობით ათასმა ქართველმა შეაგროვა ხელმოწერა ჩემ გათავისუფლებაზე, ევროპარლამენტმა მიმართა და მრავალი სახელმწიფოს ხელმძღვანელმა, ის ამბობს, რომ ეს არის მორალური საკითხი, ქალბატონო სალომე, მორალური საკითხი არ არის ასევე ის, რომ მოიხსნას გრიფით საიდუმლო დღევანდელ სამთავრობო ხარჯებზე, იმიტომ, რომ მე მასამართლებენ იმაზე, რასაც დღეს ყოველდღე აკეთებს მთავრობა, თქვენ გაქვთ თქვენ უფლებამოსილებაში, მოხსენით და…

მეტი...

ევროპამ, შესაძლოა, რუსეთიდან სოფლის მეურნეობის პროდუქტის იმპორტი აკრძალოს

ევროპამ, შესაძლოა, რუსეთიდან სოფლის მეურნეობის პროდუქტის იმპორტი აკრძალოს. ევროკომისიის ხელმძღვანელმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა და პოლონეთის პრემიერმინისტრმა, დონალდ ტუსკმა განიხილეს გზები, როგორ უნდა დაუჭირონ მათ მხარი ევროკავშირის ფერმერებს. მრავალმხრივი მოლაპარაკების შემდეგ, ევროკომისიის ანგარიშში აღნიშნულია, რომ მხარეებმა ასევე განიხილეს შემდგომი ზომები მარცვლეულის ბაზარზე სიტუაციის მოსაგვარებლად, რაც რუსეთიდან მარცვლეულის იმპორტის საკითხსაც მოიცავს.

მეტი...

,,პუტინმა იცის შიშის დათესვა, მაგრამ თავად NATO-სთან ომის ეშინია” – კალასი

,,პუტინმა იცის შიშის დათესვა, მაგრამ თავად NATO-სთან ომის ეშინია”. ამის შესახებ ესტონეთის პრემიერმინისტრმა კაია კალასმა BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა. ,,ის დიდი ხანია იმუქრება ბირთვული ომით. მაგრამ ეს მხოლოდ სიტყვებია. ის ძალიან კარგად თესავს შიშს ჩვენს საზოგადოებებში. ის უსმენს იმას, რისიც გვეშინია, და თუ ჩვენ გვეშინია ბირთვული ომის, ის ამყარებს ამ შიშებს. ამის შემდეგ ჩვენს საზოგადოებას სურს შეაჩეროს თავისი ქმედებები… თუ გვეშინია, ვიწყებთ თავის შეკავებას. და ეს არის ის, რაც პუტინს სურს… ჩვენ ასევე უნდა ვიფიქროთ იმაზე, რისი ეშინია პუტინს. და მას რეალურად ეშინია NATO-სთან ომის. მას ეს არ სურს. რა თქმა…

მეტი...

,,ვულოცავ ვლადიმერ პუტინს არჩევნებში ბრწყინვალე გამარჯვებას” – მედვედევი

,,ვულოცავ ვლადიმერ ვლადიმეროვიჩ პუტინს რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ბრწყინვალე გამარჯვებას”. წერს რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი ტელეგრამის საკუთარ არხზე. შეგახსენებთ, რომ პუტინის საპრეზიდენტო არჩევნები პარასკევს, 15 მარტს დაიწყო და საარჩევნო უბნები 17 მარტს თბილისის დროით 21:00 საათზე დაიხურა. ვლადიმერ პუტინი რუსეთის პრეზიდენტი მეხუთე ვადით ხდება. მის გარდა, არჩევნებში ფორმალურად 3 კანდიდატი მონაწილეობს. რუსეთი “არჩევნებს” მის მიერ ოკუპირებულ რეგიონებშიც ატარებს, რასაც საერთაშორისო თანამეგობრობა გმობს.

მეტი...

,,რუსეთში არჩევნები აშკარად არ არის თავისუფალი და სამართლიანი” – კირბი

,,რუსეთში არჩევნები აშკარად არ არის თავისუფალი და სამართლიანი იმის გათვალისწინებით, რო პუტინმა პოლიტიკური ოპონენტები დააპატიმრა და მის წინააღმდეგ კენჭისყრაში სხვებს ხელი შეუშალა”. ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა. შეგახსენებთ, რომ პუტინის საპრეზიდენტო არჩევნები პარასკევს, 15 მარტს დაიწყო და საარჩევნო უბნები დღეს, 17 მარტს თბილისის დროით 21:00 საათზე დაიხურა. ვლადიმერ პუტინი რუსეთის პრეზიდენტი მეხუთე ვადით ხდება. მის გარდა, არჩევნებში ფორმალურად 3 კანდიდატი მონაწილეობს. რუსეთი “არჩევნებს” მის მიერ ოკუპირებულ რეგიონებშიც ატარებს, რასაც საერთაშორისო თანამეგობრობა გმობს.

მეტი...

პუტინმა ახსენა ნავალნის გვარი და დაადასტურა, რომ განიხილავდა მის გაცვლას

რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა კვირას საღამოს თავის საარჩევნო შტაბში გამოსვლისას ღიად ახსენა ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი, რომლის გვარის ხსენებასაც, როგორც წესი, თავს არიდებდა და მის გარდაცვალებას კოლონიაში “სამწუხარო მოვლენა” უწოდა. ,,რაც შეეხება ბატონ ნავალნის. დიახ, ის გარდაიცვალა, ეს ყოველთვის სამწუხარო მოვლენაა. ბატონი ნავალნის გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე, ზოგიერთმა კოლეგამ, ზოგიერთმა ადამიანმა მითხრა, რომ არსებობს იდეა, გაცვალონ ბატონი ნავალნი დასავლეთის ქვეყნებში ციხეში მყოფ ადამიანებზე. შეგიძლიათ დამიჯეროთ, ან არა, პირს, ვინც მელაპარაკებოდა, ჯერ არ ჰქონდა დასრულებული წინადადება და მე ვუთხარი: “თანახმა ვარ”. მხოლოდ ერთი პირობით: ვცვლით, რომ არ დაბრუნდეს. მაგრამ, სამწუხაროდ, მოხდა ის, რაც მოხდა”, – თქვა პუტინმა.

მეტი...

პუტინი არჩევნებში გამარჯვებას ზეიმობს და მხარდამჭერებს მადლობას უხდის

პუტინი არჩევნებში გამარჯვებას ზეიმობს და მხარდამჭერებს მადლობას უხდის. ამის შესახებ მან საკუთარ შტაბ-ბინაში სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა. მან ასევე თქვა, რომ “რუსეთის შემდგომი წინსვლისთვის პირობები არსებობს, რის შედეგადაც ქვეყანა უფრო ძლიერი და ეფექტური იქნება”. მისივე თქმით, “გეგმები გრანდიოზულია და მათ შესასრულებლად ყველაფერი გაკეთდება”. ამ დროისთვის კი, რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, დათვლილია ბიულეტენების 50%-ზე მეტი. როგორც რუსული პროპაგანდისტული მედია უწყებაზე დაყრდნობით წერს, არჩევნებში პუტინი იმარჯვებს და მან ხმების დაახლოებით 87% აიღო. შეგახსენებთ, რომ საპრეზიდენტო არჩევნები პუტინის საწინააღმდეგო აქციების, სახელწოდებით: “შუადღე პუტინის წინააღმდეგ” ფონზე მიმდინარეობდა. დემონსტრაციები გაიმართა როგორც რუსეთის ქალაქებში, ისე საზღვარგარეთ.…

მეტი...

დღეს საქართველოს იენს სტოლტენბერგი ეწვევა

დღეს საქართველოს ნატო-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი ეწვევა. 14:50 საათზე ის შეხვდება პრემიერმინისტრს, ირაკლი კობახიძეს, რის შემდეგაც მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გაკეთდება. სროლტენბერგი, ასევე შეხვდება პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილს. 17-19 მარტს სტოლტენბერგს დაგეგმილი აქვს ვიზიტები სომხეთში, აზერბაიჯანსა და საქართველოში.

მეტი...

„ობიექტურობა მეასეხარისხოვანია, მთავარია სასამართლოს ხელისუფლების დაშინების“ – მოსამართლე

მოსამართლე სერგო მეთოფიშვილი მოსამართლეთა ერთი ნაწილის მოწოდებას სასამართლო სისტემაში „ვოტინგის“ სისტემაზე სოციალური ქსელით ეხმიანება და აცხადებს რომ ეს ინიციატივის ინიციატორებისთვის ობიექტურობა მეასეხარისხოვანია. “მსურს გამოვეხმაურო რამდენიმე მოსამართლის აბსოლუტურად არაკოლეგიალურ და სასამართლოს დამოუკიდებლობისთვის აშკარა საფრთხის შემცველ მოწოდებებს სასამართლო სისტემაში ე.წ. ვეტინგის ჩატარებასთან დაკავშირებით. სრული სურათის შესაქმნელად, აუცილებლად უნდა მივუთითო გარკვეულ, ქრონოლოგიურად განვითარებულ მოვლენეზე. ორგანიზაცია ,,სასამართლოს გუშაგმა“(დირექტორი ნაზი ჯანეზაშვილი), მისივე განცხადებით ,,ევროკავშირის რეკომენდაციის საფუძველზე“, 2024 წლის 4 მარტს გამოაქვეყნა იმ 57 მოსამართლის სია (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 24 მოსამართლე, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 6 მოსამართლე წევრი, სხვადასხვა სასამართლოების 24 თავმჯდომარე და პალატების/კოლეგიების 3 თავმჯდომარე),…

მეტი...

ბარიერის გადალახვის 100%-იანი შანსი გვაქვს, თუ ჯაფარიძე ხელს არ შეგვიშლის – ხვიჩია

ბარიერის გადალახვის 100%-იანი შანსი გვაქვს, თუ ჯაფარიძე ხელს არ შეგვიშლის – ამის შესახებ “გირჩის” ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ “ტვ პირველის” პირდაპირ ეთერში განაცხადა., მისი თქმით,  ერთი გირჩი თუ დარჩა ბიულეტენში, ის გადალახავს ბარიერს. გასაგებია, რომ ყველა რისკავს. ვისაც გადალახვის შანსი აქვს, და ჩვენ 100%-იანი შანსი გვაქვს, თუ ზურა ჯაფარიძე ხელს არ შეგვიშლის და რომელიმე პარტიაში შევა. ამას დამატებული, ნაცური პარტიები თუ ერთად შეგროვდება. ზურა ჯაფარიძის პარტია მხოლოდ იმისთვის არსებობს, რომ ჩვენ შეგვიშალოს ხელი. არანაირი სხვა დანიშნულება, კეზერამაც კი იცის, დამფინანსებელმა, რომ არ გააჩნიათ. ნაცებს რატომ ართმევენ ხმებს? ფიზიკურად, დონორი ერთი და იგივე…

მეტი...

ევროპელი ლიდერები იდიოტები, სუსტები, არაობიექტურები არიან – დიმიტრი მედვედევი

რუმინელები, მოგეხსენებათ, ერი კი არა, ცხოვრების წესია, როგორც ჩანს, ვერაფერი გაგვაკვირვებდა. ევროპელი ლიდერები იდიოტები, სუსტები, არაობიექტურები არიან. მაგრამ არა, ისევ მიზეზი მომცეს. – ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი სოციალურ ქსელში წერს. “მათ სურთ, რომ ოქრო რუმინეთში დააბრუნონ.  ის, რომლის ნაციონალიზაცია საბჭოთა მთავრობამ 1918 წელს  ცუდი საქციელის გამო მოახდინა. ისე, მან უარი თქვა დანგრეული იმპერიის ვალების გადახდაზე. რუმინეთმა მიიღო ეს და შემდეგ მიიღო ჩვენგან უარი რეპარაციაზე (ფულადი ან ნატურალური გადასახადი, რომელსაც უხდის ომში დამარცხებული ქვეყანა გამარჯვებულს მიყენებული ზარალის ასანაზღაურებლად) მეორე მსოფლიო ომის დროს ნაცისტური პერიოდის შედეგად. აბა,…

მეტი...