ძლიერი წვიმა რეგიონებში – „მედიაცენტრ მთავარის“ ფოტოკოლაჟი

ძლიერმა წვიმამ დასავლეთ საქართველოს რეგიონების დიდი ნაწილი დააზარალა. დატბორილია ქუთაისის ქუჩებიც, ავტომანქანებს გადაადგილება უჭირთ. ზოგიერთ უბნებს არ მიეწოდება ელექტრო ენერგია.

მეტი...

„პროტესტანტები“ „მედიაცენტრ მთავარში“ შეიჭრნენ და მაჟორიტარ დეპუტატს პრესკონფერენცია ჩაუშალეს (ვიდეო)

სასტვენებით, პლაკატებით და სხვადასხვა ინვენტარით შეიარაღებული“ პროტოტესტის მონაწილეები „მედიაცენტრ მთავარის“ ოფისში შეიჭრნენ, სადაც ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაია პრესკონფერენციას მართავდა. „პროტესტანტი“ ახალგაზრდები მერაბ ქვარაიას გადაწყვეტილებას აპროტესტებდნენ, საუბარია პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლაზე მხარის არდაჭერა. მაშინ, როცა დეპუტატი „მედიაცენტრ მთავარში“ მაჟორიტარულ-პროპორციულ სისტემაზე საუბრობდა, აქციის მონაწილეებმა სასტვენებით, პრესკონფერენციის გაგრძელების საშუალება არ მისცეს. დეპუტატი ახალგაზრდებს ცივილურ ფორმაში საუბარს და ყველა კითხვაზე პასუხის გაცემას სთავაზობდა, თუმცა, ეს შეუძლებელი აღმოჩნდა. „მონებო“… „მონებოს“… ძახილით დეპუტატს პრესკონფერენცია ჩაუშალეს და განუცხადეს, რომ მსგავს დისკომფორტში ყველა მაჟორიტარი დეპუტატი აღმოჩნდება, ვინც, საკონსტიტუციო ცვლილების კანონპროექტი ჩააგდო. დეპუტატს კითხვაზე, რომელ ორგანიზაციებს წარმოადგენდნენ, ახალგარზდებმა…

მეტი...

პირველი 100 მილიონი პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის გადასარჩენად-ფოტოკოლაჟი

ფრანგი მილიარდერი ნოტრა-დამის აღსადგენად ქველმოქმედებაში ერთვება და საკუთარი შემოსავლიდან 100 მინიონი ევროს გაღებას აპირებს. ტაძრის დარჩენილი ნაწილის გადასარჩენად და განადგურებულის აღსადგენად ქველმოქმედებაში ჩართვა ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია. სპეციალური ანგარიში კი დღეს გაიხსნება. კომპანია „Kering“-ის ხელმძღვანელი ფრანსუა-ანრი პინო აცხადებს, რომ ტაძრის დასახმარებლად სპეციალური ანგარიშიც იქნება, რომელშიც ჩართვაც ყველა ქველმოქმედს შეეძლება. ფრანსუა-ანრი პინო მსახიობის სელმა ჰაიეკის მეუღლეა. ტაძრის აღდგენის პირობას საფრანგეთის პრეზიდენტიც იძლევა. „ეს ჩვენი ისტორიაა, რომელიც ახლა იწვის. 800 წლის წინ, ჩვენ შევძელით ამ ტაძრის აშენება. საუკუნეების განმავლობაში ჩვენ ის დიადი გავხადეთ და გავაუმჯობესეთ. ამ ტაძარს ჩვენ ერთად აღვადგენთ”, – განაცხადა საფრანგეთის…

მეტი...

9 აპრილის თემა ქართველი მხატვრების შემოქმედებაში (ფოტო)

1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიის თემაზე ნამუშევრები ქართველმა მხატვრებმა, ნანა ჭკუასელმა და გოგი ხუციშვილმა შექმნეს.საბჭოთა არმიამ, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, მთავრობის სახლის წინ მიმდინარე ანტი-საბჭოთა, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაციის დაარბია. შედეგად 21 ადამიანი, დაიღუპა, ასობით – დაიჭრა და მოიწამლა.

მეტი...

9 აპრილი – შაჰ აივაზოვისა და ჯემალ კასრაძის ფოტომატიანე

მადლობა ფოტოებისთვის საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის არქივს. ფოტოკოლაჟი მოამზადა შორენა პაპაშვილმა

მეტი...

1938 წელს, სტალინური სიებით დახვრეტილთა ნეშტი იპოვეს – ფოტოკოლაჟი

ბათუმში, 1937-1938 წლებში ბოლშევიკური რეპრესიების დროს სტალინური სიების თანახმად დახვრეტილ მოქალაქეთა 150-მდე ნეშტი იპოვეს.

მეტი...

მოსაწყენი სამშენებლო ღობე მოხატეს – ფოტოკოლაჟი

თბილისის ვაკის რაიონში, ჭავჭავაძის გამზირზე, ყოფილი „ლეჩკომბინატის” ტერიტორიაზე შემოვლებული, მოსაწყენი სამშენებლო ღობე, ე.წ სტრიტ-არტის სტილში მოხატეს.  როგორც იდეის ავტორები აცხადებენ, მშენებლობა საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია, ხოლო დიდი ხნით სამშენებლო ღობის ყურება – მოსაწყენი, ამიტომ გადაწყვიტეს, ღობე სამომავლო პარკის იდეის თემატიკით მოეხატათ. “იმედი გვაქვს, ყველას ერთად მოგვეწონება და გავხალისდებით, სტრიტარტის ხელოვნებით”, – წერია “ლეჩკომბინატის” ფეისბუქგვერდზე.  აღსანიშნავია, რომ ჭავჭავაძის გამზირზე, მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის, ლანდშაფტური პარკისა და მუზეუმის მოწყობა იგეგმება.  “ტერიტორიის უდიდესი ნაწილი დაეთმობა საზოგადოებრივ პარკს, რაც ჩვენი აზრით ქალაქის დღევანდელი ეკოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, ძალიან სასარგებლო შედეგს მოიტანს. ტერიტორიის წინა ნაწილში, ჭავჭავაძის ქუჩის მხარეს,…

მეტი...

თბილისში, მიწისქვეშ აგურის კიდევ ერთი ნაგებობა აღმოაჩინეს – გუბაზ შენგელაიას ფოტოკოლაჟი

თბილისში, გუდიაშვილის მოედანზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, გ. აბესაძის ქუჩის მხრიდან, ძველი სარდაფები, აგურის კიბე და ერთი ამოშენებული თაღი გამოჩნდა.

მეტი...

ტიფლისი ამერიკაში – საუკუნის წინ შექმნილი დასახლება

სოციალურ ქსელში, კერძოდ, ჯგუფ “თბილისურ ამარკორდში” გავრცელდა ფოტო, რომელიც აშშ-ში, ვაშინგტონის შტატში, გრანტის ოლქში, არამუნიციპალური თემის – ტიფლისის არსებობის შესახებ გვამცნობს. ფოტოს სოციალურ ქსელში ინტერნეტმომხმარებელი სახელით Ioseb Iaseshvili ავრცელებს.  “საინტერესოა, ვინ იყო, როდის და რა ბედისწერამ მოახვედრა ამერიკაში ამ დასახლების დამაარსებელი?”, – წერს იგი. მის კითხვას სოციალური ქსელის სხვა მომხმარებელი, Shio Deme – გამოეხმაურა. მისი ინფორმაციით, ეს სახელწოდება 1923 წელს დაერქვა დასახლებას, სადაც პირველად, თბილისიდან, საქართველოდან ჩასული ადამიანები დასახლდნენ.  

მეტი...

ემიგრაციაში მოკლული ქართველი ხელოვანის ნამუშევრები – ფოტოკოლაჟი

ქართველი ემიგრანტი ქალი, თამარ მოდებაძე იტალიაში, ქალაქ ნაპოლში, საკუთარ სახლში სასტიკად ნაწამები და მოკლული იპოვეს. თამარ მოდებაძე უცხოეთში მოთხოვნადი და პოპულარული მხატვარი იყო. მისი ნამუშევრები ევროპის სხვადასხვა მუზეუმებშია გამოფენილი. 

მეტი...

ათონელის ქუჩაზე მდებარე პრეზიდენტის სასახლის ფოტოკოლაჟი

​საქართველოს პირველი პრეზიდენტი ქალი, სალომე ზურაბიშვილი თბილისში, ათონელის ქუჩაზე მდებარე პრეზიდენტის სასახლეში დღეს პირველად მივიდა.  ათონელის რეზიდენციის საპრეზიდენტო ფლიგელში სარემონტო სამუშაოები არ დასრულებულა, თუმცა შენობის უკანა მხარეს მდებარე ფლიგელი სრულად გარემონტდა და პრეზიდენტიც დროებით იქ განთავსდა.  

მეტი...

პირველი ქალი პრეზიდენტის ინაუგურაციის ფოტოკოლაჟი

თელავში, “ბატონის სასახლეში“ საპრეზიდენტო ფიცის დადების ცერემონია დასრულებულია. პირველი ქალი პრეზიდენტი პირობას იძლევა, რომ ყველას პრეზიდენტი იქნება. „დღეიდან, კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილებით ვიღებ პასუხისმგებლობას ვიყო ყველას პრეზიდენტი, საქართველოს ყველა მოქალაქის პრეზიდენტი. ეს დემოკრატიის მთავარი პრინციპია, ამ პასუხისმგებლობაზე და ცნობიერებაზე დგას ქართული სახელმწიფო. მე დავიცავ მოქალაქის უფლებებსა და თავისუფლებებს, ვიქნები კანონის უზენაესობის გარანტი, ვიზრუნებ იმისათვის, რომ გავაძლიეროთ სამოქალაქო საზოგადოება და ავამაღლოთ პოლიტიკური კულტურა“ – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა. დღეიდან უკვე ძალაშია საქართველოს ახალი კონსტიტუცია. 2018 წელს ამომრჩეველმა პრეზიდენტი ბოლოჯერ აირჩია. მომავალი საპრეზიდენტო არჩევნები კი 2024 წელს არაპირდაპირი გზით ჩატარდება.  

მეტი...

კიდევ ერთი ველობილიკი თბილისში

თბილისის საბურთალოს რაიონში, კოსტავასა და შარტავას ქუჩებზე საგზაო სამუშაოები დასრულდა. მოეწყო ველობილიკი, რომელიც კოსტავას ქუჩიდან შარტავას ქუჩაზე გრძელდება და ბულაჩაურის ქუჩის გავლით პეკინის ქუჩაზე არ​სებულ ველობილიკს უკავშირდება.

მეტი...

თბილისელი შეყვარებულები – ფოტო სოციალური ქსელიდან

თბილისში, მდინარე მტკვრის მარცხენა სანაპიროზე გადაღებული მტრედების ფოტო, ფეისბუქჯგუფში – “მე თბილისი მჭირს რაც დავიბადე”, გამოქვეყნდა.

მეტი...

არადა, რა კარგად შეიძლებოდა ამ სკვერის მოწყობა – ფოტო სოციალური ქსელიდან

ჟურნალისტი დავით მჭედლიშვილი სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს, სადაც მოსაჭრელად გამზადებული წიწვოვანი ხეებია გადაღებული. ტერიტორიაზე დავარაუდოდ მშენებლობა იგეგმება. “არადა, რა კარგად შეიძლებოდა ამ სკვერის მოწყობა. რატომ გაყიდეთ ეს მიწა, ან რატომ მიეცით აშენების უფლება?”, – წერს ჟურნალისტი ფეიბსუქის საკუთარ გვერდზე  აღნოშნული ტერიტორიის მფლობელის მისამართით.

მეტი...

მატლი “აგროჰაბში” შეძენილ ტყლაპში

თბილისში, სავაჭრო ცენტრ “აგროჰაბში” შეძენილ ტყლაპში მოქალაქემ მატლი აღმოაჩინა. ​როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, ტყემლის ტყლაპი ბავშვისთვის შეიძინა, თუმცა შეძენამდე საგულდაგულოდ დააკვირდა შეფუთვაზე მითითებულ ვარგისიანობის ვადას. “ეს არის “აგროჰაბში” ნაყიდი ტყლაპი, რომელიც ბავშმა შეჭამა და ბოლოს ნახა, რომ შიგნით მატლი იყო. მეორე არ გაგვიხსნია, თუმცა, გარედან მეორეც სავსეა მატლის პატარა მუქი წერტილებით. შეგნებულად არ შევიძინე ტყპალი ღია ბაზრობაზე. სანდოობის მაღალი ხარისხის გამო არჩევანი სავაჭრო ცენტრის სასარგებლოდ გავაკეთე, ვიფიქრე, რომ იქ უფრო ხარისხიან და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტს შევიძენდი, მაგრამ ფაქტი საწინააღმდეგოს ამტკიცებს”, – წერს მოქალაქე.

მეტი...

საქორწინო ფოტოსესია ძველად – ქუთაისის ფოტოატელიეს არქივი

ნეფე-პატარძლის ფოტო მე-19 საუკუნის ბოლოს ქუთაისში, მელქონ კახუჩაშვილისა და ალექსანდრე მიხაილოვის ფოტოსალონშია გადაღებული. ეს ფოტო, სალონის ათასობით სხვა ფოტოსთან ერთად, ეროვნულ არქივში მას შემდეგ მოხვდა, რაც ფოტოგრაფმა ნიკოლოზ საღარაძემ 1950-იან წლებში ფოტოატელიეს კატალოგები ეროვნულ არქივს გადასცა.

მეტი...

“სიმღერა თბილისზე” ავტორს, კომპოზიტორ რევაზ ლაღიძეს ძეგლს დაუდგამენ

რევაზ ლაღიძე – სტუდენტობის წლები. თბილისის კონსერვატორიის კომპოზიციის კლასი ანდრია ბალანჩივაძის ხელმძღვანელობით. რევაზ ლაღიძე შვილებთან ერთად. რევაზ ლაღიძე მეუღლესთან ერთად. გოგი ჭიჭინაძე, დოდო ჭიჭინაძე და რევაზ ლაღიძე. რევაზ ლაღიძე, ლელა, მომღერალი იოვანა მეუღლესთან ერთად. რევაზ ლაღიძე მუშაობის პროცესში.

მეტი...

თეთრია, არც საჭე აქვს მარჯვნივ და არც სამკარიანია – ფოტო სოციალური ქსელიდან

თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, მომავალი წლიდან ტაქსის მომსახურებას დედაქალაქში მხოლოდ თეთრი ავტომობილები განახორციელებენ. გარდა ამისა, ავტომობილი არ უნდა იყოს სამკარიანი და საჭე მარჯვნივ არ უნდა ჰქონდეს.

მეტი...

ვინ იყვნენ პირველი ქართველი “სელფისტები” – ფოტო სოციალური ქსელიდან

ქართული კინოსა და თეატრის ცნობილი მოღვაწეების, მსახიობების სანდრო ჟორჟლიანისა და სესილია თაყაიშვილის, შესვენების დროს გადაღებული მხიარული ფოტო სოციალურ ქსელში, ინტერნეტჯგუფში -“მე თბილისი მჭის, რაც დავიბადე” გამოქვეყნდა. ფოტო წამღვარებული აქვს მინაწერი: “დღეს რომ ყველა სელფაობს და არიან ენის გამოყოფაში,  ეე, ვინ იყვნენ პირველი ქართველი “სელფისტები”, კინოსა და თეატრის შეუდარებელი ლეგენდები – სანდრო ჟორჟოლიანი და სესილია თაყაიშვილი”.

მეტი...

ხორვატი ტურისტი ბორჯომის ქუჩებში დაყრილ ნაგავს ბუნკერში ყრის  – ფოტო სოციალური ქსელიდან

ფოტო სოციალურ ქსელში ვრცელდება მინაწერით – “ხორვატი ტურისტი, რომელმაც ბორჯომის ქუჩებში დაყრილი ნაგავი შეაგროვა და სანაგვემდე მიიტანა”. ინტერნეტმომხმარებელთა ნაწილმა ფოტოზე გადაღებული ტერიტორია ამოიცნეს. მათი ინფორმაციით, ფოტო გადაღებულია სანაპიროზე, “ავერსის” აფთიაქის პირდაპირ. “ხორვატელი სტუდენტის საქციელს კი მოვიწონებთ, მაგრამ ჩვენი ატუდენტები როდის იფიქრებენ თვეში ერთი დღე დაუთმონ ქალაქის დასუფთავებას? ჭუჭყიანი ქალაქი ჩვენ კულტურაზე ლაპარაკობს და ეს ყველას სირცხვილია.”, – წერენ ფეისბუქის მომხმარებლები.

მეტი...

შინაური ცხოველებით მოფენილი დასავლეთის გზატკეცილი – ფოტოკოლაჟი

„მთავარის“  ფოტოკოლაჟი დასავლეთ საქართველოს ტრასაზეა გადაღებული. აღნიშნულ პრობლემას სამწუხაროდ არაფერი ეშველა. მანქანების სავალ გზებზე გამოფენილი შინაური ცხოველები საფრთხეს უქმნის როგორც მგზავრებს, ისე ქვეითებს. არაერთი რეალური, ტრაგიკული ისტორიის მიუხედავად, დასავლეთისკენ მიმავალ მძღოლებსა და მგზავრებს  ბატების, თხების, ძროხების,  ცხენების, ღორების, კამეჩებისა და მათი ფეკალიებისგან არაფერი იცავს,  თუ არა, ისევ საკუთარი სიფრთხილე.

მეტი...

სკამი, რომელმაც უარი თქვა ადამიანების მომსახურებაზე – ზურაბ კუხალაშვილის ფოტო 

დღის ფოტო – თბილისი. თავისუფლების მოედანი, პუშკინის სკვერი, ავტობუსის გაჩერებასთან.

მეტი...

საბერძნეთის ნახანძრალი კურორტი მატი – ექსკლუზიური ფოტოები სტიქიის ზონიდან

მედიაცენტრი “მთავარი”, სტიქიის ზონაში გადაღებული ფოტომასალის მოწოდებისთვის მადლობას უხდის ათენის ქართველ ემიგრანტთა საინფორმაციო ცენტრს

მეტი...

პეტრე ოცხელის მფრინავი მღებავის street ART -ი თბილისში – ფოტოკოლაჟი

თეატრის ქართველი მხატვრის, პეტრე ოცხელი ერთ-ერთი ცნობილი ნამუშევარი “მფრინავი მღებავის” street ART -ი, ამიერიდან მარჯანიშვილის ქუჩის N9-ში მდებარე მრავალსართულიანი სახლის ფასადზე დაიდებს ბინას. პროექტი ხელოვნების სასახლი ინიციატივითა “თი ბი სი ბანკის” მხარდაჭერით განხორციელდა. პეტრე ოცხელის მფრინავი მღებავი პირველი ქართული სამუზეუმო ექსპონატია, რომელმაც ქუჩა და თაყვანისმცემელთა გულები დაიპყრო, ის თანამედროევეობის ყველაზე ცნობად და პოპულარულ ექსპონატად იქცა. “ზუსტად ვიცი, რომ ჩვენ და თიბისი ბანკი ამ დიდებულ მხატვარს, მის შედევრებს მალე მსოფლიოშიც ისევე პოპულარულს გავხდით, როგორც საქართველოში”, – აცხადებენ ხელოვნების სასახლში. პეტრე ოცხელი ცნობილი ქუთაისელი კათოლიკეების ოჯახში დაიბადა. პეტრეს მამამ კავკასიური მაუდის ფაბრიკა…

მეტი...

​თბილისის ბიომრავალფეროვნება – ფოტოკოლაჟი  

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა დაასრულა თბილისის ბიომრავალფეროვნების შესწავლა პროექტ “ბიომრავალფეროვანი თბილისის” ფარგლებში. როგორც გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურში აცხადებენ, ექსკურსიების დროს აღმოაჩინეს უამრავი მცენარის, ფრინველის, მწერის, ამფიბიის და ქვეწარმავლის სახეობა, რომელთა არსებობას მოქალაქეები აქამდე ვერ ამჩნევდნენ. “გვიხარია, რომ პროექტით დაინტერესდნენ მოქალაქეები და გამოცდილი ექსპერტების წყალობით ბევრ ადამიანს მიეცა საშუალება უფრო ახლოს და ღრმად გაეცნოთ თბილისის ველური ბუნება”, – აცხადებენ მერიის სამსახურში.                                                              …

მეტი...

გერგეთის სამების ტაძარში ძველი იატაკი აყარეს და აბანოს ფილებს აგებენ – ფოტოკოლაჟი

სოციალურ ქსელში ვრცელდება ფოტომასალა კომენტარით: – გერგეთის სამებაში ძველი იატაკი აყარეს, იატაკქვეშ გათბობა გაჰყავთ და ეს აბანოს ფილა უნდა დააგონ სავარაუდოდ. ერთი კედელი გახვრეტილია დენის კაბელის ტაძარში შესაყვანად. უკომენტაროდ! ფოტო 20.06.2018

მეტი...