„ბრძოლა დაწყებულია, ლიდერის მხრიდან უკან დახევა ღალატის ტოლფასი იქნება“ – სოლიდარობა ლევან ვასაძეს

„ლევან ვასაძის დამარცხება, ჩვენი ყველას დამარცხება იქნება, ხოლო მისი გამარჯვება საქართველოს გამარჯვება იქნება“ – „ქართული მარში,“ „დემოგრაფიული აღორძინების ფონდის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს, ბიზნესმენ ლევან ვასაძეს თანადგომას უცხადებს და საგანგებო განცხადებას ავრცელებს. როგორც „ქართული მარშის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სანდრო ბრეგაძემ „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადა, ლევან ვასაძემ უდიდესი პასუხისმგებლობა აიღო საკუთარ თავზე, ხელთათმანი ნასროლია, რაც იმას ნიშნავს, რომ უკან დახევა არ იქნება. „მეგობრებო, მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა მთელს რიგ ტაქტიკურ საკითხებში, ყველაფერი გვერდით უნდა გადავდოთ. დღეს, ბატონო ლევან ვასაძის დამარცხება, ჩვენი ყველას დამარცხება იქნება, ხოლო მისი გამარჯვება საქართველოს გამარჯვება იქნება. ამიტომ, ყველა ქართველი პატრიოტის ვალია,…

მეტი...

არალეგალური რაზმის შექმნასთან დაკავშირებით შსს გამოძიება დაიწყო

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ , ბიზნესმენ ლევან ვასაძის მიერ, „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგოდ, სახალხო რაზმების ორგანიზებასთან დაკავშირებით, გამოძიება დაიწყო.  როგორც შსს განცხადებაშია აღნიშნული, ნებისმიერი დაუმორჩილებლობა პოლიციის მიმართ, იქნება აღკვეთილი და მოხდება დანაშაულის ჩამდენი თითოეული პირის ქმედების სამართლებრივი შეფასება.  „საზოგადოებას შევახსენებთ, რომ დაუშვებელია, კანონიერი სახელმწიფო სტრუქტურების შემცვლელი ნებისმიერი წარმონაქმნის შექმნა, მისი ხელმძღვანელობა, მასში გაწევრიანება ან მისი შექმნისკენ მოწოდება. ამასთან, ქვეყანაში საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფა კანონით მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს ფუნქციაა. შესაბამისად, როგორც პოლიციის, ისე სხვა სახელმწიფო უწყების ფუნქციის შესრულების ნებისმიერი მცდელობა დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი. ძალადობის, პოლიციის მიმართ დაუმორჩილებლობის და კანონის დარღვევის თითოეულ ფაქტზე…

მეტი...

კომბლებითა და ქამრებით შეიარაღებული რაზმები „გარყვნილების“ წინააღმდეგ პატრულირებას იწყებენ

ბიზნესმენი, “დემოგრაფიული აღორძინების ფონდის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯობარე ლევან ვასაძე, ეროვნული ინტერესების დაცვის სახელით სრულ მობილიზაციას აცხადებს. ბიზნესმენის განცხადებით, ხელისუფლება ვერ უზრუნველყოფს ქვეყანაში წესრიგს და დღეიდან რაზმების შექმნას იწყებს. რეგისტრაცია ხალხმა ვერის ბაღში გაიარა. მისი განცხადებით, სახელმწიფო ხალხის ნებას უნდა დაემორჩილოს და ლგბტ თემს ქუჩაში გამოსვლის უფლება არ მისცეს. პირები, რომლებიც მის ორგანიზაციაში დარეგისტრირდებიან მიმდინარე კვირის განმავლობაში ქალაქში პატრულირებას ქამრებითა და კომბლებით შეიარაღებული დაიწყებენ. “გვეყოლება ათეულები, ათისთავებით. ეს ათეულები შეიკრიბება ათ-ათ ასეულებად, ათი ასეული შეადგენს ათასეულს და იქნება ლეგიონი. ერთი კვირის განმავლობაში იმუშავებენ თბილისში, გაინაწილებენ ქალაქს და იქნება ქალაქის პატრულირება. იარაღი…

მეტი...

„დაგეგმილია მკვლელობა  ზვარაკად უნდათ შესწირონ  არასამთავრობოს წევრი ან მამათმავალი“ – ლევან ვასაძე

აღნიშნული განცხადება, ლევან ვასაძემ დღეს, ვერის პარკში შეკრებისას სიტყვის გამოსვლის დროს განაცხადა. „უშიშროების ოფიცრებმა შემატყობინეს, რომ გლობალისტები ძალიან მაგრად მუშაობენ რომ ჩვენ შეგვარცხვინონ და გამოგვაჩინონ გიჟებად, ფანატიკოსებად და ფაშისტებად. დაგეგმილია კაცის მკვლელობა იქით მხარეს.  ზვარაკად უნდათ, რომ შესწირონ რომელიმე უბედური ან არასამთავრობოს წევრი ან მამათმავალი და  ჩვენ დაგვაბრალონ. კატეგორიულად ვაცხადებ, ყველა, ვინც ამ უდიდეს ცოდვას ჩაიდენს, არის მტერი ჩვენი, საქართველოსი და ჩვენ მასთან არაფერი კავშირი არ გვაქვს“ –  განაცხადა ლევან ვასაძემ. მისივე განცხადებით,  სპეციალური ლეგიონი შეიქმნება, რომელიც ქალაქში პატრულირებას მოახდენს და ოპერატიულად იმოქმედებს. „ნებისმიერ კორდონს, რომელსაც ჩვენი პოლიცია დაგვიყენებს, აუცილებლად გავარღვევთ.…

მეტი...

„არა სიბინძურეს და გარყვნილებას“ – კაცები, მხოლოდ კაცები, დღეს ვერის პარკში იკრიბებიან

20:00 საათზე, ვერის პარკში ხოლოდ ის კაცები იკრიბებიან, რომლებიც საკუთარ თავს მამაკაცებად თვლიან და როგორც თავად აცხადებენ, გარყვნილებას უპირისპირდებიან. შეკრებილებმა დღეს უნდა გადაწყვიტონ, როგორი იქნება მათი სტრატეგია ლგბტ კვირეულის საწინააღმდეგოდ. “უწესობის პროპაგანდირება უნდა აილაგმოს. სახელმწიფო  ვალდებულია, აღკვეთოს ნებისმიერი უწესრიგობა, ნებისმიერი ცუდი საქციელი. როდესაც სახელმწიფო ამას არ აკეთებს, ხალხმა უნდა აიღოს ძალაუფლება საკუთარ ხელში და ხალხმა უნდა აღკვეთოს ძალადობა. როდესაც ოძელაშვილებს დააპატიმრებ, მრავალშვილიან მამებს დააპატიმრებ,  წესრიგის დამცველ ქართველ ვაჟკაცებს დააპატიმრებ შენ თვითონ მოძალადე სახელმწიფო. ქუდზე კაცი დადგება, რამდენიც საჭიროა იმდენი გამოვა, რომ უწესრიგობა ვერ გაბედონ. თუ პოლიცია გარყვნილებისგან ვერ გვიცავს, ხალხი…

მეტი...

ლგბტ პირებისთვის კვერცხების სროლისა და აგრესიისთვის 28 პირი დააკავეს

მთავრობის კანცელარიასთან ლგბტ თემსა და კონტრაქციის მონაწილეებს შორის მომხდარი დაპირისპირების შედეგად 28 ადამიანი დააკავეს. როგორც  შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, სამინისტრო თითოეული ადამიანს იცავდა და დაიცავს კიდეც: „შინაგან საქმეთა სამინისტროს უმთავრესი ამოცანაა საზოგადოებრივი წესრიგის და მოქალაქეთა უსაფრთხოების დაცვა. სამინისტრო იცავდა და დაიცავს თითოეული ადამიანის როგორც შეკრების, ისე გამოხატვის თავისუფლებას, მათი პოლიტიკური შეხედულების, რელიგიური მრწამსის, სექსუალური ორიენტაციის და სხვა ნიშნის მიუხედავად, თუ გამოხატვის თავისუფლება არ გასცდება კანონით დასაშვებ ფარგლებს. გუშინ, მთავრობის კანცელარიის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის მიმდინარეობისას, სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებმა პოლიციის მიმართ წინააღმდეგობის და წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით ადმინისტრაციული წესით დააკავეს 28 პირი, რომლებიც…

მეტი...

„არ ვაპირებთ საჯარო სივრცეების დათმობას, უკან დახევა არ იქნება“ – ლგბტ თემი

„თანასწორობის მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ლგბტ აქტივისტის გიორგი თაბაგარის განცხადებით, ლგბტ თემი დათმობას არ აპირებს და კვირეული გეგმის მიხედვით ჩატარდება. „გვქონდა კომუნიკაცია ხელისუფლების სხვადასხვა წარმომადგენლებთან. ორშაბათიდან გავაგრძელებთ მოლაპარაკებებს მათთან. ეს არ არის იმ სახის დაშლა… ჩვენ  უბრალოდ მივდივართ, იმიტომ, რომ, რაღაც ქვეტექსტი შეიძლება იყოს, წინ გვაქვს მომდევნო კვირა, ჩვენ არ ვაპირებთ საჯარო სივრცეების დათმობას, ჩვენი მხრიდან უკან დახევა არ იქნება. უბრალოდ, ამ ეტაპზე გადავწყვიტეთ დავუბრუნდეთ მოლაპარაკების მაგიდას“ – განაცხადა გიორგი თაბაგარმა მთავრობის კანცელარიის წინ მედიასთან. ლგბტ თემი მედიას მიმართავს და მოუწოდებს, რომ 18-24 ივნისს დაგეგმილი კვირეულის გასაშუქებლად სპეციალური აკრედიტაცია გაიაროს. „თბილისი…

მეტი...

ბრიტანეთი თბილისს მოუწოდებს, ლგბტ მარშის უსაფთხოება დაიცვას

18-24 ივნისს, თბილისში, ლგბტ ჯგუფის მხრიდან დაგეგმილ კვირეულზე ბრიტანეთში, თემთა პალატაში იმსჯელეს. ბრიტანეთი საქართველოს ხელისუფლებას აკრიტიკებს და მიმართავს, სექსუალური უმცირესობების დაიცვას. შოტლანდიელმა დეპუტატმა მარტინ დოჰერტი-ჰიუჯმა ხელისუფლების გადაწყვეტილება გააკრიტიკა და რუსულ ანტი-ლგბტ პოლიტიკის გავლენებზე ისაუბრა. როგორც დეპუტატმა აღნიშნა, თბილისში პრაიდის მონაწილეებს აქვთ პრობლემები. „სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს მათ უსაფრთხოებას. 2013 წელს, ჩვენ, ერთხელ უკვე ვნახეთ რუსეთის მიერ დაფინანსებული ანტი ლგბტ მოქმედებები და ახლა იგივე არ უნდა დავუშვათ. თუ საჭიროა, დავიბაროთ საქართველოს ელჩი. თუ საჭიროა, საქართველოს მთავრობას უნდა მიეცეს ახალი მითითებები, რომ აუცილებლად უზრუნველყოს გეი პრაიდის უსაფრთხოება“, – აღნიშნა თემთა პალატის სპიკერმა. უფლებადამცველი,…

მეტი...

„LGBT ჯგუფები უცხო ქვეყნებს ცრუ ინფორმაციას აწვდიან და შევიწროების მოტივით, დაფინანსებას იღებენ“

საქართველოს საპატრიარქო საქართველოში აკრედიტებულ სხვადასხვა ქვეყნის საელჩოებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, სახალხო დამცველს და სხვა ინსტიტუციებს მიმართავს და სთხოვს, ნუ წაახალისებენ LGBT ჯგუფების მიერ დაგეგმილ ღონისძიებებს. როგორც საპატრიარქოში აცხადებენ, LGBT ჯგუფები უცხო ქვეყნებს არასწორ ინფორმაციას ავრცელებენ, თითქოს, ისინი საქართველოში იდევნებიან. „სამწუხაროდ, LGBT გარკვეული ჯგუფები და მათი მხარდამჭერები უცხო ქვეყნებს ისე აწვდიან ინფორმაციას, თითქოს საქართველოში ისინი დიდად შევიწროებულნი და დევნილები არიან და ამ მოტივით სერიოზულ დაფინანსებას იღებენ. მათ სურთ თავისი აქტივობა ისე წარმოაჩინონ, როგორც დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლა, სინამდვილეში კი ეწევიან თავისი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და პროპაგანდას და მისი ოფიციალურად დაკანონება აქვთ განზრახული“, –…

მეტი...

„ცხოვრების წესი, რომლსაც LGBT პირები ეწევიან, სოდომურ ცოდვას წარმოადგენს“ – საპატრიარქო “გეი პრაიდის” წინააღმდეგ

საპატრიარქო ხელისუფლებას მოუწოდებს, არ დაუშვან “გეი პრაიდის” კვირეულის ჩატარება. საქართველოს საპატრიარქო ე.წ. გეი პრაიდის კვირეულთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, აღლუმი საზოგადოებაში მღელვარებას გამოიწვევს. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ეკლესია ემიჯნება ცოდვას, მაგრამ არა მონანულ ცოდვილს, რომელსაც სიყვარულით იწყნარებს და ეხმარება ღმერთთან დაბრუნებაში. „როგორც ცნობილი გახდა, ა.წ. 18-23 ივნისს სურთ ამიერკავკასიაში პირველად ჩაატარონ ე.წ. გეი პრაიდი თბილისში, რაც ყოვლად მიუღებლად მიგვაჩნია. ცხოვრების წესი, რომლსაც LGBT პირები ეწევიან, სოდომურ ცოდვას წარმოადგენს და ამდენად ეწინააღმდეგება როგორც ქრისტიანულ სარწმუნოებას და ტრადიციული რელიგიების მოძღვრებებს, ისე ზოგადად მორალურ ღირებულებებს. ხაზს ვუსვამთ, რომ ეკლესია ემიჯნება ცოდვას,…

მეტი...

საპატრიარქოს განცხადების საფუძველზე, შესაძლოა, ჩვენს ქვეყანას ავაცილოთ არასასურველი მოვლენები“ – სანდრო ბრეგაძე

„ქართული მარში“ საპატრიარქოს მიმართავს და სთხოვს, ლგბტ აქტივისტების „ღირსების მარშთან“ დაკავშირებით მკაფიო პოზიცია დააფიქსიროს. „მივმართავ საქართველოს სამოციქულო ეკლესიას, მის საჭეთმპყრობელს, უწმინდეს და უნეტარეს ილია მეორეს, წმინდა სინოდს, მთელი ქართველი ერი მოუთმენლად ელოდება საქართველოს საპატრიარქოს განცხადებას „გეი პრაიდთან“ დაკავშირებით. საქართველოს საპატრიარქოს განცხადება უნდა იყოს მკაფიოდ ჩამოყალიბებული და დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ თუ განცხადება იქნება ადეკვატური და რეალური, შესაძლებელია, რომ საპატრიარქოს განცხადების საფუძველზე, ჩვენს ქვეყანას ავაცილოთ ის შესაძლო არასასურველი მოვლენები, რომელიც შეიძლება განვითარდეს. სირაქლემას პოზაში ვერ ჩადგება ვერც პოლიტიკური პარტიები, ვერც საერო პირები, ვერც საზოგადო მოღვაწეები, ვერც სასულიერო პირები და ვერც ვერცერთი…

მეტი...

„არ არსებობს არანაირი შანსი, რომ „მამათმავლებისა“ და „ლესბოსელების“ აღლუმი გაიმართოს თბილისში“ – სანდრო ბრეგაძე

„რამოდენიმე დღეა დარჩენილი ამ ავადსახსენებელი კვირეულის დაწყებამდე. ერთი რამ იცოდეს ყველამ, არც ერთ შემთხვევაში, ლგბტ მარში არ ჩატარდება. არ არსებობს არანაირი შანსი იმისა, რომ „მამათმავლებისა“ და „ლესბოსელების“ აღლუმი გაიმართოს საქართველოს დედაქალაქში“ – აღნიშნული განცხადება „ქართული მარშის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სანდრო ბრეგაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა. მისი ინფორმაციით, არავინ არავისზე ძალადობს, არავინ არავის უსწორდება, არავინ არავის აყენებს შეურაცხყოფას და ყველამ უნდა იცხოვროს თავისი ცხოვრებით ისე, რომ საზოგადოების და ერის გაღიზიანება და პროვოცირება არ მოახდინოს. „ფიქრიც კი ამოიგდონ იმ გარყვნილმა და მოღალატე ძალებმა, რომლებიც ცდილობენ უმცირესობის ხარჯზე თანხების მოძიებას და თავისი კეთილდღეობის მოწყობას. ეს…

მეტი...

„საქართველო დგას უდიდესი განსაცდელის წინაშე! 18-25 ივნისს დაგეგმილია გარყვნილების ზეიმი“ – „მარშის“ მიმართვა

“ქართული მარშის“ დამფუძნებელი და ერთ-ერთი ლიდერ სანდრო ბრეგაძე, 18-24 ივნისს, თბილისში. ლგბტ საზოგადოების მიერ დაგეგმილ „ღირსების მარშთან“ დაკავშირებით, საქართველოს საპატრიარქოსა და პოლიტიკურ პარტიებს მიმართავს და პოზიციის დასაფიქსირებლად 3 დღიან ვადას აძლევს. მიმართვის ტექსტი „ქართული მარშს“ წარმომადგენლებმა „მედიაცენტრ მთავარში“ გააჟღერეს. „მოგმართავთ ქართულ პოლიტიკურ სპექტრს, არსებულ ყველა პოლიტიკურ ძალას! საქართველო დგას უდიდესი განსაცდელის წინაშე! 18-25 ივნისს თბილისში დაგეგმილია გარყვნილების ზეიმი, ე.წ გეი-პრაიდი, რომელიც უნდა დასრულდეს მამათმავლების აღლუმით. ყოველივე ცალსახად წამოადგენს ქართველი ერისთვის უდიდესი შეურაცხყოფის მიყენების მცდელობას, რომელიც მიმართულია მართლმადიდებლობის, ეკლესიის, ზნეობის, მორალის, ტრადიციების წინააღდეგ. ქართული საზოგადოების ღირსეული შვილები მზად არიან, საკუთარის სიცოცხლის…

მეტი...

„ლგბტ-ები მრევლშიც მყავს, ცოლ-შვილიანებიც არიან, ამ ცოდვიდან გამოსვლა რთულია, თუმცა, გამოდიან“ – დეკანოზი

„მე მრევლში მყავს ასეთი ხალხი. ყველაზე მეტ ყურადღებას მათ ვაქცევ. ყველაფერს ვაკეთებ, რომ აქედან ამოვიდნენ და მადლობა ღმერთს, ცდილობენ და გამოდიან. ჩემთვის მრევლი უძვირფასესია და მინდა, რომ გვერდში დავუდგე. წარმოიდგინეთ, თავიან შეკრებებზე გვიცავენ ჩვენ. იმიტომ, რომ დაინახეს ეკლესია როგორი თბილი და ტკბილია, ოღონდ მონანიებული ქრისტიანებისათვის“ – განუცხადა დეკანოზმა დავით ქვლივიძემ „მედიაცენტრ მთავარს“. როგორც დეკანოზმა „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადა, ასეთ ადამიანებს გვერდში დგომა სჭირდებათ რომ ამ სენს გაუმკლავდნენ. „ადამიანს აქვს სინდისი. როცა მას სინდისი არ ასვენებს, მოდის ეკლესიაში. ასეთ ადამიანს გვერდში უნდა დაუდგე, აუხსნა, უთხრა, რომ ღმერთს ყველა უყვარს და ყველაზე დიდი…

მეტი...

რა კავშირია აღდგომის შვიდეულსა და ლგბტ კვირეულს შორის“?! – დეკანოზი „მთავარში“

სასულიერო პირების განცხადებით, ლგბტ საზოგადოება, კვირეულის გამართვის გადაწყვეტილებით ღმერთს უპირისპირდება. რა კავშირშია ლგბტ საზოგადოების კვირეული აღდგომის შვიდეულთან, დეკანოზებმა „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრეს. „აღდგომიდან ერთი კვირა რა არის? – ბრწყინვალე შვიდეული. რას ვზეიმობთ? – აღდგომას. ესე იგი, „მათ“ მოიფიქრეს, რომ ერთ დღიანი მსვლელობა კი არ უნდა ჰქონდეთ, შვიდეული უნდა ჰქონდეთ. აქაც ეკლესიას უპირისპირდებიან“ – განაცხადა დეკანოზმა ვახტანგ დავითაშვილმა „მედიაცენტრ მთავართან“. დეკანოზის შეფასებით, ეკლესია ყველაფერს გააკეთებს, რომ, საქართველოში ლგბტ კვირეული არ შედგეს. „კაცი, რომელიც არის ცოდვაში, იმისათვის, რომ გადარჩეს უნდა იყოს მორიდებული, თავი უნდა ჰქონდეს ჩაღუნული. ახლა, ამათ, ერთი კვირა ჩვენ უნდა გვარიგონ…

მეტი...

„ერი უნდა გავაფრთხილოთ, ისეთი აგრესიულები არიან, არამარტო ადამიანების, არამედ, ღმერთის წინააღდეგ იბრძვიან“

„მე აქ იმიტომ მოვედი, მამები აქ იმიტომ ვართ, რომ ხელiსუფლება და ერი გავაფრთხილოთ, ესეთი კვირეული არ უნდა შედგეს,“ – ეს განცხადება დეკანოზმა ვახტანგმა „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა და იმ კვირეულზე ისაუბრა, რომლითაც ლგბტ პირები ეკლესიას უპირისპირდებიან. „ეს ხალხი ამბობს, რომ ისინი არიან მშვიდები, წყნარები, არ დევნიან და ა.შ. არადა, ყველაფერი პირიქითაა. იცით ცისარტყელა რისი სიმბოლოა? ღმერთისა და კაცის შერიგების. ცისარტყელა პირველად ცაზე მაშინ გამოჩნდა, როდესაც, წარღვნის დროს, 8 მართალი კაცი დარჩა – ნოე, თავისი შვილები და ცოლი. ღმერთმა უთხრა რომ ცოდვა აღარ არის, შევრიგდით. ამათ (ლგბტ პირებმა) ნახეთ, რა აიღეს სიმბოლოდ?…

მეტი...

„ოსები და აფხაზები ლგბტ პრაიდის ჩატარების შესახებ რომ გაიგებენ, სისხლის ბოლო წვეთამდე იბრძოლებენ, არ შემოუერთდნენ საქართველოს“

„საქართველო კავკასიური ქვეყანაა. კავკასიის მენტალიტეტი იცით რაც არის. ჩვენთან ცხოვრობენ ოსები და აფხაზები. ეს არის კავკასიური მენტალიტეტის ხალხი. იქ უფროს-უმცროსობა, ოჯახის ტრადიციები, კაცობა, ვაჟკაცობა, ქალწულობა, ერთ-ერთ მთავარ ტრადიციას წარმოადგენს. თავისი სიმაღლე აქვს. წარმოიდგინეთ, ოსები და აფხაზები, რომ გაიგებენ, რომ თბილისში მამათმავლების კვირეული ჩატარდა, სისხლის ბოლო წვეთამდე იბრძოლებენ, რომ აღარ შემოუერთდნენ საქართველოს,“ – აღნიშნული განცხადება დეკანოზმა დავით ქვლივიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა. როგორც სასულიერო პირებმა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნეს, ვინც ლგბტ პრაიდი და მათი ქმედებების სახალხო აფიშირების მომხრე და მხარდამჭერია, ის საქართველოს მტერია. „ვინც ამისი მომხრეა, საქართველოს გაერთიანების მტერია. დღეს საქართველოში…

მეტი...

„ეს სასიკვდილო ცოდვაა, ნადგურდება ოჯახები, ინგრევა სახელმწიფოები“ – დეკანოზი

“ეს ქმედება არის სასიკვდილო ცოდვა. ამ ქმედების გამო ნადგურდებიან პიროვნებები, ნადგურდებიან ოჯახები, ინგრევა სახელმწიფოები. წაღვნის მიზეზიც ეს იყო. სოდომი და გომორი ამის გამო დაიწყო და დღეს ამის მაგალითი მკვდარი ზღვაა“ – აღნიშნული განცხადება დეკანოზმა დავით ქვლივიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა. სასულიერო პირები 18-24 ივნისს დაგეგმილ ლგბტ კვირეულს დიდ ცოდვად აფასებენ და აცხადებენ, რომ ის არ უნდა შედგეს. „ამის გამო ინგრეოდა უდიდესი იმპერიები. რომის იმპერია ამის გამო დაინგრა, ბიზანტიის იმპერია ამიტომ დაემხო. წარმოდიგინეთ რა მოუვა საქართველოს, პატარა ქვეყანას, მსგავსი რამ რომ მოხდეს. ეს იქნება დაღუპვის დასაწყისი. ღმერთი დაგვსჯის ამის გამო. ამიტომ ვართ…

მეტი...

„ძიშოვკა“, ნაგავი – „უფლებადამცველი“ ჟურნალისტს

18-24 მაისს დაგეგმილ ლგბტ აღლუმთან დაკავშირებით მომზადებულ სტატიების გამო გაღიზიანებული „უფლებადამცველი“ და ლგბტ საზოგადოების აქტიური წარმომადგენელი ქალბატონი ნინო ბოლქვაძე, ჟურნალისტ და „მედიაცენტრი მთავარის“ დირექტორს სალანძღავ სმს შეტყობინებას უგზავნის. „ფუ რა ძიშოვკა ნაგავი ყოფილხარ და რა სწორად მივხვდი, რომ ახლოს არ უნდა მოგკარებოდი“ – წერს ქალბატონი ლგბტ „უფლებადამცველი“ მედიაორგანიზაციის წარმომადგენელს. მისი გაღიზიანება კი შემდეგმა სტატიებმა გამოიწვია: „მედიაცენტრი მთავარი“ მიმართავს საქართველოს სახალხო დამცველს ნინო ლომჯარიას, ასევე, უფლებადამცველ ორგანიზაციებს და სთხოვს, სათანადო რეაგირება მოახდინოს აღნიშნული „უფლებადამცველი“ ქალბატონის ქმედებაზე. „ვითომ უფლებადამცველი, რომელიც მსგავს სალანძღავ შეტყობინებებს აგზავნის, კარგად წარმომიდგენია, როგორ იცავს ადამიანის უფლებებს, რადგან, როგორც…

მეტი...

„მეც მინდა ფული მქონდეს“ – ლგბტ-ები ალაპარაკდნენ

18-24 ივნისს ლგბტ საზოგადოება თბილისში მასშტაბურ მსვლელობა-კვირეულს გეგმავს. საზოგადოების არაერთგზის პროტესტის მიუხედავად, ისინი კვირეულზე უარს არ ამბობენ და ამ საზოგადოების შევიწროებაზე საუბრობენ. მიუხედავად იმისა, რომ მათ, საჯაროდ არაერთხელ წამოაძახეს, რომ ამ ყველაფერს ფულის საშოვნელად აკეთებდნენ, ისინი მსგავს შეფასებებს ჩაგვრად და შევიწროებად აფასებდნენ. ნინო ბოლქვაძე ლგბტ საზოგადოების ერთ-ერთი აქტიური წარმომადგენელი, აქტივისტი, ბორდის წევრი და დამცველია. ის აღიარებს, რომ მისი მიზანი ფულის შოვნაა, რადგანაც მატერიალური არაფერი გააჩნია. „მეც მინდა, რომ ფული მქონდეს, არანაირი მატერიალური ქონება არ გამაჩნია, მაქვს მცირე შემოსავალი, აღარ ვთანამშრომლობ ლგბტ ნჯო-ებთან. მიხარია, რომ არ მყავს არანაირი უფროსი. რასაც ვთვლი…

მეტი...

„უცხოელები გეი-პრაიდზე თბილისში მამათმავლებს ეპატიჟებიან“ – სანდრო ბრეგაძე

„ქართული მარშის“ დამფუძნებელი და ერთ-ერთი ლიდერი სანდრო ბრეგაძე განცხადებას ავრცელებს, სადაც წერს რომ უცხოელები გეი-პრაიდზე თბილისში მამათმავლებს ეპატიჟებიან. „ეს ორი უცხოელი თავის ტვიტერზე აქვეყნებს მოწოდებას და 18 ივნისს გეი-პრაიდზე თბილისში ეპატიჟებიან მამათმავლებს! რა კარგი სანახაობა იქნება არა, ესენი რომ ჩაივლიან გაჯგიმულები-აღლუმით-მარშით დედაქალაქის ქუჩებში?!! — ყველამ გაითავისოს – არ დავუშვეეეებთ !!! 1% შანსი არაა რომ ამათი ველური და გარყვნილი როკვა დავუშვათ!!!“ – აცხადებს ბრეგაძე.

მეტი...

კონფლიქტი შალვა შავგულიძის პლაკატის გაკვრის გამო

„საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის“ თავმჯდომარე ალი ბაბაევი, მის ოფისთან მომხდარ ინციდენტზე განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ უცნობმა ადამიანებმა მისი ოფისის ფანჯარაზე,  შალვა შავგულიძის პლაკატების გაკვრა მოინდომეს, რისი უფლებაც მან არ მისცა.  “დილით, რომ მოვედი ოფისში, შემოვიდა ორი მამაკაცი და ორი ქალი, რომლებსაც ხელში ეჭირათ პლაკატები და უნდოდათ შავგულიძის პლაკატების ჩემი ოფისის ფანჯარაზე გაკვრა, რაზეც უარი ვუთხარი, რადგანაც, შალვა შავგულიძის კანდიდატურას არ ვუჭერდი მხარს. ამან ჩვენ შორის კონფლიქტი გამოიწვია, რომელიც მალევე ამოიწურა და უცნობები წავიდნენ. ცოტახანში, ჩემს ოფისთან, სხვა ჯგუფი გამოჩნდა და პროვოკაციული განცხადებების გაკეთება დაიწყეს, თითქოს მე, მათი უფლებები დავარღვიე და პლაკატის გაკვრის…

მეტი...

აღიარეთ, რომ იტყუებით – რედაქტორის მიმართვა ლგბტ საზოგადოებას

არა ბატონებო და ქალბატონებო, თქვენ არც იზღუდებით და სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების მხრივ, არც იჩაგრებით. თქვენთვის მედიასივრცე ღიაა, თქვენ კი ცრუ ინფორმაციას ავრცელებთ, რომელსაც, ალბათ, სხვა მიზნები აქვს. თვეებია, „მედიაცეტრი მთავარი“ ლგბტ საზოგადოებას საინფორმაციო სივრცეს სთავაზობს და ელოდება პასუხს. ეს პასუხი კი სხვადასხვა მიზეზებით დაახლოებით 3 თვეა გრძელდება. ლგბტ საზოგადოების ე.წ. ლიდერშიპთან, პირადად მე, არაერთხელ მქონდა საუბარი, შევთავაზე საინფორმაციო სივრცე-როგორც ტრიბუნა; დაწვრილებითაც კი გავიარეთ საკითხები, თემები, ფორმატი, მაგრამ, როგორც ირკვევა სულ ტყუილად. ამ საზოგადოების ბორდის ერთ-ერთმა წევრმა, სხვადასხვა მიზეზებით, არაერთხელ გადადო „მედიაცენტრ მთავარში“ სტუმრობა. ჯერ, მიზეზად ის დაასახელა რომ ბორდის…

მეტი...

„სერვისებს მივაწვდით, ვისაც დასჭირდება“ – „თანასწორობის მოძრაობა“ ლგბტ კვირეულზე

18-25 ივნისი თბილისისთვის ცხელი კვირა იქნება. ლგბტ საზოგადოება ე.წ. კვირეულის გამართვაზე უარს არ ამბობს, დანარჩენი საზოგადოება კი მათი ე.წ. პრაიდის წინააღმდეგ გამოდის და აცხადებენ, რომ ერთადერთი აღლუმი, რაც ოდესმე საქართველოში გამართულა და გაიმართება, მხოლოდ შეიარაღებული ძალების აღლუმი იქნება. „მედიაცენტრი მთავარი“ თანასწორობის მოძრაობის ერთ-ერთ წარმომადგენელს, გოჩა გაბოძეს ესაუბრა, რომელიც აცხადებს, რომ საჭიროების შემთხვევაში, კვირეულის ფარგლებში, ლგბტ საზოგადოებას სერვისებით დაეხმარებიან. „მე ამ შემთხვევაში პრაიდის გუნდის წევრი არ ვარ. „თანასწორობის მოძრაობის“ სახელით ვერ ვილაპარაკებ, იმიტომ, რომ კვირეულთან დაკავშირებით ნეიტრალური დამოკიდებულება მაქვს. ჩვენი ორგანიზაცია ჯანმრთელობის საკითხებზე მუშაობს. ჩემი პირადი პოზიცია ასეთია, რომ ვგეგმავ მონაწილეობის…

მეტი...

“ქართველები არასოდეს დაუშვებენ თავიანთ სიწმინდეებთან სოდომის ცოდვის ზეიმს” – “მარშის” მიმართვა ლგბტ-ებს

„ქართული მარში“ სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლებს მიმართავს და მოუწოდებს, მათ ლიდერებს, ე.წ.ლგბტ პრაიდის ორგანიზატორებს გაემიჯნონ. როგორც „ქართული მარშის“ ერთ-ერთი ლიდერი სანდრო ბრეგაძე აცხადებს, ლიდერები ლგბტ საზოგადოებას საკუთარი ინტერესებისთვის იყენებს. „უმცირესობის წარმომადგენლებო, მოგმართავთ კიდევ ერთხელ,რომ გაემიჯნოთ ლგბტ მოძალადე ჯგუფს და არ ჩაებათ მათ ავანტურაში! გეი-მარში საქართველოში არასოდეს არ ჩატარდება!“ – აცხადებს სანდრო ბრეგაძე. მისი ინფორმაციით, ე.წ. პრაიდი ფულის შოვნის წყაროა და ამით ამავე საზოგადოების ლიდერები ხეირობენ. „მივმართავ უმცირესობების წარმომადგენლებს, ე.წ.ლგბტ პრაიდის ორგანიზატორები გახლავთ ჩვეულებრივი პროვოკატორები, რომლებსაც თქვენს ხარჯზე გადაწყვეტილი აქვთ დიდი ფულის შოვნა! ისინი არად დაგიდევენ თქვენს უსაფრთხოებას, პირიქით “საზარბაზნე ხორცად” გიყენებენ,…

მეტი...

„სამხედრო შენაერთებიც რომ ჩამოიყვანონ, ლგბტ აღლუმი არ ჩატარდება“

სამოქალაქო აქტივისტები, ორგანიზაციები და საქართველოს რიგითი მოქალაქეები, ამჯერად, მობილიზაციას 18 ივნისისთვის აცხადებენ. როგორც „ქართული მარშის“ ერთ-ერთმა ლიდერმა „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა, რომელი დიპლომატიც არ უნდა ჩამოვიდეს საქართველოში, არანაირი „გეი პრაიდი“ არ ჩატარდება. „რაც არ უნდა მოხდეს, ვინც არ უნდა იყოს და რა ძალაც არ უნდა წამოვიდეს ჩვენს წინააღმდეგ, სამხედრო შენაერთებიც რომ ჩამოიყვანონ უცხოეთიდან,  ლგბტ გეი აღლუმი საქართველოში ვერ და არ ჩატარდება. ეს უნდა გაითავისოს ყველმა. მე მინდა თავად ლგბტ ადამიანებს მივმართო, მათ ინტერესებშიც არ შედის ესეთი პროვოკაციები. ეს ადამიანები, რომლებიც ამ ლგბტ პრაიდს გეგმავენ არანაირად არ არიან დაინტერესებული მათი დაცვით. ისინი…

მეტი...

„არ ღირს ამ ზეიმის დემორალიზება, ეკლესია ძალადობას ემიჯნება“ – დეკანოზი 17 მაისზე

17 მაისს საქართველოში ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავენ. საპატრიარქოს მიერ ორგანიზებული ღონისძიებები 17:00 საათზე დაიწყება. საქართველოს საპატრიარქო შესაძლო ექსცესებზე საუბრობს და ყველას შეახსენებს, რომ ძალადობა ყველაზე დიდი ცოდვაა. როგორც დეკანოზმა გიორგიმ „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადა, პროვოკაციებისგან არავინაა დაცული. „ეკლესია ყოველგვარ ძალადობას ემიჯნება . ძალადობა არის ძალიან მძიმე ცოდვა, ეს იქნება სიტყვიერი თუ ფიზიკური ძალადობა. რაც შეეხება ექსცესებს, რომელიც შესაძლოა განვითარდეს, ღმერთმა არ ქნას, მაგრამ, რა თქმა უნდა, ამისაგან ვერავინ ვიქნებით დაზღვეულნი. ჩვენ ხშირად ეკლესიისგან ვითხოვთ იმას, რაც აბსოლუტურად სცილდება მის კომპეტენციას. ეკლესიის მისია დედამიწაზე არის ერთადერთი – ღვთის სიტყვის ქადაგება და მასთან…

მეტი...

„შსს თითოეული ადამიანის გამოხატვის თავისუფლებას დაიცავს“ – შსს-ს განცხადება 17 მაისზე

17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღეს დაგეგმილ მსვლელობასა და ღონისძიებებთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებს. უწყების განცხადებით, დაცული იქნება თითოეული ადამიანის გამოხატვის თავისუფლება, რომელიც კანონს არ გასცდება. „ადამიანის უფლებების დაცვა შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. სამინისტრო იცავს გამოხატვის თავისუფლებას ადამიანის პოლიტიკური და სხვა შეხედულების, სქესის, რელიგიური კუთვნილების, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობის და სხვა ნიშნის მიუხედავად. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, 2019 წლის 17 მაისს თბილისში, სხვადასხვა ადგილზე გაიმართება ღონისძიებები. პოლიცია უზრუნველყოფს როგორც საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და წესრიგის დაცვას, ისე თითოეული ადამიანის გამოხატვის თავისუფლებას, რომელიც არ გასცდება კანონით დასაშვებ ფარგლებს. სამინისტრო…

მეტი...

“ეკლესია ადამიანს ფიზიკურად ვერ დაიცავს, ეს სახელმწიფოს კომპეტენციაა” – მამაო 17 მაისზე – სათაური შენი ნიუსის

„17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღე აღინიშნება. საზოგადოება 17:00 საათზე რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბება და მსვლელობით სამების საპატრიარქოს ტაძრისკენ გაემართება. პატრიარქი, ილია მეორე იქ მისულ მრევლს დალოცავს და გადაიხდის პარაკლისს. ყოველივე ეს დასრულდება კონცერტით, რომელიც ტაძრის გალავანთან გაიმართება“ – აღნიშნა მამა გიორგი კიკვიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე. დეკანოზმა გარკვეული პირების თუ ორგანიზაციების მრხიდან ექსცესებიც არ გამორიცხა, თუმცა, აღნიშნა, რომ სახელმწიფო ყველა მოქალაქეს თანაბრად დაიცავს. “ეკლესიას არც ბერკეტი გააჩნია და არც რაიმე საშუალებას ფლობს, რომ ადამიანების ფიზიკური დაცვა უზრუნველყოს. ეს სახელმწიფოს კომპეტენციაა და ღრმად ვართ დარწმუნებულნი, რომ სახელმწიფო დაიცავს თავისი ქვეყნის მოქალაქეების ინტერესებს…

მეტი...

„საპატრიარქოს დაგეგმილ კონცერტში მომღერალთა ნაწილმა თავი შეიკავა“ – დეკანოზი

17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღის აღსანიშნავად, საპატრიარქოს მიერ ორგანიზებულ კონცერტთან დაკავშირებით „მედიაცენტრ მთავარში“ დეკანოზმა გიორგიმ ისაუბრა. დეკანოზმა დაადასტურა ინფორმაცია, რომ კონცერტში მონაწილეობაზე მომღერალთა ნაწილმა უარი თქვა, თუმცა, ამაში შეურაცხმყოფელს და სალანძღავს ვერაფერს ხედავს. „კონცერტის მონაწილეებთან დაკავშირებით იყო გარკვეული ორაზროვნება. ნაწილი იღებს მონაწილეობას ამ კონცერტში, ნაწილმა გარკვეული მიზეზების გამო თავი შეიკავა მონაწილეობისგან. მათ თავიანთი მიზეზები აქვთ. ვინც კონცერტში მონაწილეობაზე, თავიანთი პირადი მოსაზრებების გამო თავი შეიკავა, საზოგადოების გარკვეული ნაწილის მხრიდან შეურაცხმყოფელი შეფასებები გაისმა, რაც მორწმუნე ქრისტიანს არ შეეფერება.” დეკანოზის განცხადებით, თუ ჩვენ ადამიანები არ გვიყვარს, ჩვენი ქრისტიანობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება: „ეკლესია…

მეტი...

მთავარი სიმძიმის ცენტრი 18-25 ივნისი იქნება – „გეი პრაიდი“ თბილისში

„15:00 საათიდან შევიკრიბებით რუსთაველის პირველ ნომერთან, 17:00 საათზე კი საპატრიარქოს მიერ დაგეგმილ მსვლელობას შევუერთდებით, რომელიც რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყება“ – 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებებთან დაკავშირებით „ქართული მარშის“ გეგმებზე „მედიაცენტრ მთავარში“ სანდრო ბრეგაძემ ისაუბრა. როგორც „ქართული მარშის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა და ლიდერმა აღნიშნა, რადგანაც ლგბტ აქტივისტებმა თავიანთი ღონისძიებები ივნისში გადაიტანეს, მთავარი სიმძიმის ცენტრი სწორედ 18-25 ივნისს გაიხსნება. „რამდენადაც ვიცით, ლგბტ ორგანიზაციამ თავად განაცხადეს უარი 17 მაისს რაიმე ტიპის აქციის ჩატარებაზე და ამას მივესალმები. ვფიქრობ, რომ იგივეს გააკეთებენ 18 ივნისს, როდესაც ლგბტ პრაიდია დაგეგმილი და თავადვე იტყვიან უარს ამ ღონისძიების ჩატარებაზე.…

მეტი...

საფრანგეთის ელჩი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, სექსულური უმცირესობების უფლებებიც დაიცვას

17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით და ამავე დღეს, ჰომოფობიასთან და ქსენოფობიასთან საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, შეფასებას საფრანგეთის ელჩი აკეთებს და საქართველოს ხელისუფლებას მიმართავს. როგორც პასკალ მენიე აცხადებს, საქართველოს ხელისუფლებამ ყველას უფლება უნდა დაიცვას. „ყოველ ქვეყანას აქვს თავისი ტრადიციები და რა საკვირველია, ოჯახისადმი მიძღვნილი ტრადიცია. ეს დღესასწაული ჩემთვის შოკისმომგვრელი არ არის. არსებობს დედების დღე, მამების დღე სხვადასხვა ქვეყნებში. ვინაიდან, საქართველო უახლოვდება ევროპულ ღირებულებებს, რა თქმა უნდა, დაცული უნდა იყოს თითოეული ადამიანის გამოხატვის თავისუფლებები და მათი ღირებულება. ამიტომ, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს ვალდებულება, რომ დაიცვას ყველას უფლება. საფრანგეთი, როგორც მოგეხსენებათ უკვე მრავალი…

მეტი...

„საფრანგეთის ელჩს მარი ლეპენი მიხედავს, ეს „ნარჩენები“ მალე დაამთავრებენ“

„ქართული მარშის“ ერთ-ერთი ლიდერი ფრანგი დიპლომატის განცხადებას ეხმიანება და ამბობს, რომ მისი დღეები დათვლილია. როგორც სანდრო ბრეგაძემ „მედიაცენტრ მთავარში“, 17 მაისის ღონისძიებებთან დაკავშირებით საუბრისას აღნიშნა, საფრანგეთს და მის ელჩს არავინ ეკითხება, საქართველოში, ვისი მსვლელობა და როგორ გაიმართება. „საფრანგეთის ელჩს მალე მარი ლეპენი მიხედავს. ერთ კვირაში, საფრანგეთში ევრო პარლამენტის არჩევნები იმართება და უდიდესი უპირატესობით ეროვნული ფრონტი იმარჯვებს. მაკრონის ლიბერალური ხელისუფლება სრულ კრახს განიცდის. ევროპაში დაწყებულია ნაციონალისტური გადატრიალება. ევროპაში ხდება ნაციონალისტების გამოღვიძება და ეს ნარჩენები, რომლებიც დიპლომატიურ კორპუსს წარმოადგენენ და ნარჩენები არიან ძველი ლიბერალების რეჟიმისა, ძალიან მალე დასრულდება. მინდა, ყველა ქვეყნის დიპლომატიური…

მეტი...

„ეს ღონისძიება არის მშვიდობიანი“ – საპატრიარქო 17 მაისზე

საქართველოს საპატრიარქო, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებებზე განცხადებას ავრცელებს. როგორც საპატრიარქოში აცხადებენ, ეს დღე მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობას ეძღვნება. „17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღის აღნიშვნასთან დაკავშირებით, კვლავ შედგება სახალხო მსვლელობა რესპუბლიკის (ვარდების) მოედნიდან სამების საკათედრო ტაძრისკენ, სადაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი გადაიხდის პარაკლისს, დალოცავს ხალხს და სრულიად საქართველოს. მსვლელობა დაიწყება 17:00 საათზე და დასრულდება კონცერტით, რომელიც პარაკლისის შემდეგ გაიმართება. აღვნიშნავთ, რომ ეს ღონისძიება არის მშვიდობიანი და მას რაიმე სახის აგრესიასთან კავშირი არა აქვს, იგი არის ჩვენი საზოგადოების მხარდაჭერის გამოხატულება ტრადიციული ღირებულებებისადმი. კიდევ ერთსაც შევნიშნავთ, რომ ეკლესია ემიჯნება ნებისმიერ ძალადობას, ვისგანაც არ…

მეტი...

„ვიღაც გოგი გვახარია წერს, გაიხსენეთ რა დაემართა თამარს, იგივე დაგემართებათ თქვენც“ – მუქარა მომღერლების მიმართ

“ყველა ადამიანს გმირობას ვერ მოსთხოვ. ზოგიერთმა, შეიძლება, ხმამაღალი განცხადება გააკეთოს,ზოგიერთმა არა, მაგრამ აქ, კარიერაზე არ უნდა გადიოდეს ამ საკითხის გადაწყვეტა”,- აღნიშნული განცხადება “მედიაცენტრ მთავართან” მამა დავით ლასურაშვილმა, 17 მაისს, საპატრიარქოს მიერ ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით გამართული ღონისძიების შესახებ გააკეთა. მამა დავითმა “მედიაცენტრ მთავართან” საუბრისას აღნიშნა, რომ ზოგიერთი ადამიანი იმუქრება და სალანძღავ გამონათქვამებს ისვრის იმ ხელოვანთა მისამართით, რომლებიც 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში იღებენ მონაწილეობას. აღნიშნულის დასტურად კი მან ცნობილი საოპერო მომღერალი თამარ ივერი და მისი ერთ-ერთი ისტორია მოიყვანა. “რამდენადაც ჩვენთვის ცნობილი, თამარმა, თავისი პოზიცია დააფიქსირა, თუმცა, შემდეგ მას…

მეტი...

„თუ ევროპა მხოლოდ ლგბტ-თა დაცვაა, არ გვინდა ასეთი ევროკავშირი“ – სასულიერო პირი

„ეკლესია ვერასოდეს შეეგუება ქუჩაში ლგბტ ადამიანების ზნეობის აფიშირებას, დეკლარირებას, დემონსტირებას და მოწოდებას – “გაფერადდი”, “გახდი ჩემნაირი”. ამ ლოზუნგების სააშკარაოზე გამოტანა მიუღებელია“ – განცხადება სექსუალური უმცირესობების მხრიდან დაანონსებულ ღონისძიებებთან დაკავშირებით „მედიაცენტრ მთავარში“ მამა დავით ლასურაშვილმა გააკეთა. მისივე შეფასებით, ზნეობასთან დაკავშირებით, ევროპულ სახელმწიფოებს ერთგვაროვანი მიდგომა არ გააჩნიათ, ყველა სახელმწიფო ერთნაირი არ არის. შესაბამისად, ყველა ქვეყანამ საკუთარი ზნეობით უნდა იმოქმედოს. „ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს მიერ თქვენ არაერთგზის ნახავთ, რომ არ არსებობს მკვეთრად ჩამოყალიბებული ზნეობრივი ერთგვაროვნების ევროპული მოდელის რასა. ჩვენ ევროკავშირის წევრი არ ვართ და თუ ასეთია ევროკავშირი, რომელიც მხოლოდ ლგბტ-თა უფლებების დაცვას გვავალდებულებს,…

მეტი...