ჭკვიანი, თანამედროვე, ელექტრო და უპილოტო ავტომანქანები – რაპორტაჟი ჩინეთიდან

ეს ქალაქი ლიუჟოუა, გუანქსის პროვინცია. ეს ქალაქი ცნობილია როგორც ინდუსტრიული ქალაქი, სადაც საავტომობილო ინდუსტრია პირველი საყრდენია. ლიუჟოუ არის ერთადერთი პრეფექტურის დონის ქალაქი ჩინეთში, სრული დიაპაზონის მანქანების მწარმოებელი საწარმოებით. ეს მინი ელექტრომობილები ქალაქის უნიკალურ პეიზაჟად იქცა. დეტალები კი ვიდეორეპორტაჟში. ეკა გულუა ლიუჟოუდან

მეტი...

საქართველო არის ერთ-ერთი საკვანძო ქვეყანა და შუა დერეფანი სრულად თუ განვითარდება, ეკონომიკური განვითარების უზარმაზარი პოტენციალი არსებობს – როლანდ პრაისი

შუა დერეფანი სრულად თუ განვითარდება, არსებობს ეკონომიკური განვითარების უზარმაზარი პოტენციალი, – ამის შესახებ სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა, როლანდ პრაისმა შუა დერეფნის პოტენციალის ათვისების შესახებ მსოფლიო ბანკის ახალი კვლევის პრეზენტაციის დაწყებამდე განაცხადა. როლანდ პრაისის თქმით, საქართველო არის ერთ-ერთი საკვანძო ქვეყანა შუა დერეფანში. „დღეს ჩვენ ვიწყებთ კვლევას შუა დერეფნის პოტენციალზე. მთავარი აღმოჩენა უკვე არის შესაძლებლობა, გავასამმაგოთ ვაჭრობა და გავანახევროთ მგზავრობის დრო 2021 წლის ვაჭრობისა და მგზავრობის მონაცემებთან შედარებით. შუა დერეფანი სრულად თუ განვითარდება, არსებობს ეკონომიკური განვითარების უზარმაზარი პოტენციალი. ამას გარკვეული დრო და ინვესტიციები დასჭირდება. რაც მთავარია, დასჭირდება თანამშრომლობა მხარეებს შორის,…

მეტი...

დატვირთული კონტეინერი 30 ლარით დაიბეგრება

„ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილების თანახმად, მიმდინარე წლის 1 თებერვლიდან ქვეყანაში შემოტანილი სავსე კონტეინერები 30 ლარით იბეგრება ცნობილია, რომ საკონტეინერო მოსაკრებელი ამჟამად შემოღებულია მხოლოდ ფოთის მუნიციპალიტეტში და მისი ოდენობა შეადგენს 1 კონტეინერისათვის 30 ლარს. საკონტეინერო მოსაკრებლის გადახდა უნდა განხორციელდეს სახაზინო კოდზე: 300423195 შემოსავლების სამსახურის ცნობით, აღნიშნული ადგილობრივი მოსაკრებლის გადამხდელია საქონლის გადამზიდავი, რომლის საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არის საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ საზღვაო ნავსადგურში შემოტანილი/საქართველოს ტერიტორიაზე არსებული საზღვაო ნავსადგურიდან გასატანი საქონლით დატვირთული კონტეინერი. გადამზიდავი ვალდებულია, მოსაკრებელი გადაიხადოს საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონლით დატვირთულ კონტეინერზე – საქონლით დატვირთული კონტეინერის საზღვაო ნავსადგურიდან გატანამდე…

მეტი...

2023 წელს საქართველომ 5.8 მლნ დოლარის ღვინო შეიძინა

2023 წელს საქართველომ 5 მილიონ 884 ათასი დოლარის ღირებულების 619 ტონა ყურძნის ნატურალური ღვინოები შეიძინა – ინფორმაციას აკის შესახებ BMG ავრცელებს. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ღვინის სამშობლოში, სადაც ადგილობრივი წარმოების ღვინო უმსხვილეს საექსპორტო საქონელს წარმოადგენს, იმპორტირებული ღვინის ღირებულება წლიურად 17.3%-ით გაიზარდა, მოცულობა კი 10.3%-ით შემცირდა. გასულ წელს საქონლის იმპორტი, ფაქტობრივად 27 ქვეყნიდან განხორციელდა. მთავარი საიმპორტო ქვეყნები მსოფლიოში ღვინის უმსხვილესი მწარმოებლები საფრანგეთი, იტალია და ესპანეთი არიან. 2023 წელს ღვინის უმსხვილესი საიმპორტო ქვეყნების რეიტინგი  ასეთია: საფრანგეთი – $2.5 მლნ, 109 ტონა; იტალია – $1.8 მლნ, 269 ტონა; ესპანეთი – $286 ათასი, 50 ტონა; ლიეტუვა…

მეტი...

გვაქვს რესურსი, სიღარიბე სრულად აღმოვფხვრათ და მაღალშემოსავლიან ქვეყნად ვიქცეთ – ირაკლი კობახიძე

,,გვაქვს ყველანაირი რესურსი, 2030 წლისთვის მოწინავე ევროპულ ქვეყნებთან ჩამორჩენა მინიმუმამდე შევამციროთ, სიღარიბე სრულად აღმოვფხვრათ და მაღალშემოსავლიან ქვეყნად ვიქცეთ,”- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, ამისათვის  მთავარი, ეფექტიან ეკონომიკურ პოლიტიკასთან ერთად, ქვეყანაში მშვიდობისა და მშვიდი გარემოს შენარჩუნებაა. „საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, გერმანიასა და შვედეთში ხალხი დღეს საქართველოზე 3-ჯერ უკეთესად, ხოლო საფრანგეთში – დაახლოებით 2,5-ჯერ უკეთესად ცხოვრობს. საქართველოზე 60 პროცენტით უკეთესად ცხოვრობენ რუსეთში, ხოლო 50 პროცენტით უკეთესად – ბულგარეთში. საქართველოს ჩამორჩება ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნები – ჩრდილოეთ მაკედონია, ბოსნია, ალბანეთი, მოლდოვა და უკრაინა, აგრეთვე აზერბაიჯანი და…

მეტი...

ვალუტის კურსი 26 იანვარისთვის

ვალუტის კურსი 26 იანვრისთვის – საქართველოს ეროვნული ბანკი განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს: 1 აშშ დოლარი – 2.6769; 1 ევრო – 2.9168; 1 ლირა 0.0884; 1 ფუნტი კი – 3.4104 ლარი ეღირება.

მეტი...

,,საქართველოს ეკონომიკა ახლა სწრაფად ვითარდება”- ირაკლი ღარიბაშვილი

ორი წლის  წინ ჩვენი ეკონომიკის ზრდის ტემპი 10.5% იყო. ასევე, 2022 წელს ზრდის მაჩვენებელი 10.4% იყო, გასულ წელს კი, – 7%, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე – “ევრაზიის ახალი განთიადი?” გამოსვლისას განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოს ეკონომიკა ახლა სწრაფად ვითარდება.  „დიდი მადლობა! უპირველეს ყოვლისა, მადლობას გიხდით ამ ძალიან მნიშვნელოვანი თემატური დისკუსიის ორგანიზებისთვის. მეც მინდა შევუერთდე თქვენს მილოცვას და ჩემს ძვირფას მეგობარს, პრეზიდენტ ვუჩიჩს, მივულოცო ეს დიდი გამარჯვება.  საქართველოს ეკონომიკა ახლა სწრაფად ვითარდება. ბოლო სამი წლის განმავლობაში ძალიან სწრაფი ტემპით განვითარდა…

მეტი...

,,ინფლაციის გრძელვადიანი მოლოდინები კარგად მოთოკილია”- ნათია თურნავა

ინფლაციის გრძელვადიანი მოლოდინები კარგად მოთოკილია, რაც იმაზე მიუთითებს, რომ საპროცენტო განაკვეთები საბოლოოდ დაუბრუნდება შედარებით დაბალ ნეიტრალურ დონეს, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს გარანტირებული არაა, რადგან რისკები მაინც არსებობს, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ Euromoney-ის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის 2024 წლის ფორუმზე გამართულ პანელზე „ახალი ამოცანები, ახალი ინსტრუმენტები“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, როგორც ბოლო წლებმა აჩვენა, ცენტრალური ბანკისთვის ინფლაციის სტაბილიზაცია არის მთავარი პრიორიტეტი. „ახლა გამოწვევა ისაა, რომ გრძელვადიან ინფლაციურ მოლოდინებს ზრდის გაგრძელების საშუალება არ მივცეთ და ისინი მიზნობრივთან ახლოს დარჩეს. ზომიერად მკაცრი პოლიტიკის შენარჩუნება კი…

მეტი...

დეკემბერში საარსებო მინიმუმი შემცირდა და შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცისთვის 249.7 ლარი შეადგინა – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2023 წლის დეკემბერში, ნოემბერთან შედარებით, საქართველოში საარსებო მინიმუმის ოდენობა შემცირდა. საქსტატის ცნობით, მიმდინარე წლის ნოემბერში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცთა საარსებო მინიმუმი 252.3 ლარი იყო, დეკემბერში კი ეს მაჩვენებელი 2 ლარითა და 40 თეთრით შემცირდა და, ჯამში, 249.7 ლარი შეადგინა. 2023 წლის ნოემბერთან შედარებით, დეკემბერში 2 ლარითა და 30 თეთრით არის შემცირებული საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი და 221.1 ლარს შეადგენს. მათივე ცნობით, 2021 წლიდან, ახალ სტატისტიკურ სამუშაოთა პროგრამის შესაბამისად, აღნიშნული მაჩვენებლის წარმოებას საქსტატი აღარ ახორციელებს (იგულისხმება ორსულიანი, სამსულიანი და ა.შ.). აღნიშნული ინდიკატორი არ გამოიყენება არანაირი დაგეგმვისა და გადაწყვეტილების…

მეტი...

დეკემბერში ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობა 42.4 პროცენტით შემცირდა – ეროვნული ბანკი

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2023 წლის დეკემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 308.3 მლნ აშშ დოლარი, ანუ 828.1 მლნ ლარი შეადგინა, რაც 42.4%-ით, ანუ 227.0 მლნ აშშ დოლარით ნაკლებია 2022 წლის დეკემბერის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ცენტრალური ბანკის ინფორმაციით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 96.8% იმ 25 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც გზავნილების მოცულობა დეკემბერში თითოეულზე ერთ მლნ აშშ დოლარს აღემატებოდა. იმავე 25 ქვეყანაზე გასული წლის დეკემბერში მთელი ფულადი გზავნილების 97.4% მოდიოდა. ყველაზე მეტი თანხა – 70.58 მილიონი აშშ დოლარი რუსეთის ფედერაციიდან გადმოირიცხა; მეორე ადგილზეა იტალია 49.68 მილიონი აშშ დოლარით; მესამე ადგილს 46.19…

მეტი...

“ჰუსიტების” სამიზნეებზე დარტყმის შედეგად, ნავთობის ფასი 2%-ზე მეტით გაიზარდა

“ჰუსიტების” სამიზნეებზე დარტყმის შედეგად, ნავთობის ფასი 2%-ზე მეტით გაიზარდა. აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის ძალებმა იემენში “ჰუსიტების” 60-ზე მეტ ობიექტს დაარტყეს. “ბრენტის” ტიპის ნავთობის ფასმა დაახლობეით 2.5%-ით მოიმატა და 80-დოლარიან ნიშნულს მიაღწია. დარტყმები მას შემდეგ მოხდა, რაც ირანმა ხუთშაბათს, ომანის სანაპიროსთან ტანკერი დააკავა, რომელიც თურქეთისკენ მიემართებოდა. ამან სიტუაცია კიდევ უფრო გაამწვავა. ომანის ყურე, სადაც ტანკერი დააკავეს, ახლოსაა  ჰორმუზის სრუტესთან, რომელიც ნავთობის მომარაგებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვან გადაზიდვის მარშრუტს წარმოადგენს. ”ბიბისის” ინფორმაციით,  ყოველდღიურად 20 მილიონ ბარელზე მეტი ნავთობი მოძრაობს ამ ვიწრო გასასვლელში.

მეტი...

2024 წელს საქართველოს ეკონომიკა 4,8%-ით გაიზრდება – მსოფლიო ბანკის პროგნოზი

მსოფლიო ბანკის წინასწარი ვარაუდით, საქართველოს ეკონომიკა 2024 წელს 4,8%-ით გაიზრდება, რაც 2023 წლის ეკონომიკურ ზრდაზე, რომელიც მსოფლიო ბანკის მონაცემებით 6,5% იყო, 0,7%-ით ნაკლებია. მსოფლიო ბანკის მონაცემების თანახმად, საქართველოს 2021-2022 წლებში ორნიშნა ეკონომიკური ზრდა ჰქონდა. ამ პერიოდში ქვეყნის ეკონომიკა ჯერ 10,5%-ით, შემდეგ კი 10,4%-ით გაიზარდა. 2023 წელს კი ზრდის ტემპი 6,5%-მდე შემცირდა.  

მეტი...

საქართველოში დაბალ ინფლაციას, ერთი მხრივ, ადგილობრივი ინფლაციის კლებადი ტენდენცია, ასევე მსოფლიოში სურსათის ფასების შემცირება განაპირობებს – ეროვნული ბანკი

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2023 წლის დეკემბერში წლიურმა ინფლაციამ 0.4% შეადგინა, ხოლო ნოემბერთან შედარებით ფასები 0.1%-ით გაიზარდა. მათივე ცნობით, დაბალ ინფლაციას, ერთის მხრივ, ადგილობრივი ინფლაციის კლებადი ტენდენცია განაპირობებს, რაც მკაცრი მონეტარული პოლიტიკის შედეგია. ამავდროულად, მსოფლიოში სურსათის ფასების კლების ტენდენცია მეტწილად გრძელდება. ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი მყარ პოზიციას ინარჩუნებს. ეს კი, როგორც მარეგულირებელში აღნიშნავენ, საგარეო შოკების ეტაპობრივ მილევასთან ერთად, იმპორტირებული ინფლაციის დაბალ დონეზე შენარჩუნებას ხელს უწყობს. ,,დეკემბერსა და იანვარში წითელ ზღვაში არსებულმა დაძაბულობამ საერთაშორისო ტრანსპორტირების ფასები მკვეთრად გაზარდა. ამ ფაქტს ჯერჯერობით საქონლის ფასებზე მნიშვნელოვანი გავლენა არ მოუხდენია. ტრანსპორტირების ფასების შემდგომი ცვლილება…

მეტი...

ნოემბერში აშშ-დან და ევროკავშირის ქვეყნებიდან გადმორიცხული ფულადი სახსრები გაიზარდა, ხოლო რუსეთიდან – შემცირდა – ეროვნული ბანკი

ეროვნული ბანკის ანგარიშის თანახმად, ნოემბერში საქართველოში გადმორიცხული თანხების მოცულობამ, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 43.8%-ით დაიკლო და 292.7 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო საქართველოდან გადარიცხული თანხების მოცულობა 0.5%-ით, 31.3 მილიონ აშშ დოლარამდე შემცირდა. „ნოემბერში რუსეთიდან ფულადი გადმორიცხვები წლიურად 76%-ით, 75 მლნ აშშ დოლარამდე შემცირდა. თუმცა მაღალი ტემპით, 41.6%-ით ზრდას განაგრძობს აშშ-დან გადმორიცხული ფულადი სახსრები. ასევე, რეგიონის ქვეყნებიდან, ყაზახეთიდან გადმორიცხული ფულადი სახსრები მნიშვნელოვნად, 71.3%-ით გაიზარდა. კვლავ მნიშვნელოვანი წვლილი აქვს ევროკავშირის ქვეყნებიდან, იტალიიდან და გერმანიიდან გადმორიცხული ფულადი გზავნილების ზრდას. ნოემბერში, რეგიონის ქვეყნებიდან, ყირგიზეთიდან და აზერბაიჯანიდან გადმორიცხულმა თანხებმა დაიკლო, შესაბამისად, 85.7%-ით და 17.7%-ით.…

მეტი...

ნოემბერში საქართველოს ეკონომიკა 5.9 პროცენტით გაიზარდა – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2023 წლის ნოემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 5.9 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2023 წლის პირველი თერთმეტი თვის საშუალო მაჩვენებელი 6.9 პროცენტით განისაზღვრა. საქსტატის ცნობით, 2023 წლის ნოემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა, მშენებლობა, პროფესიული, სამეცნიერო-ტექნიკური საქმიანობები და ვაჭრობა. კლების ტენდენცია დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობის, ენერგეტიკის, ასევე ტრანსპორტის და დასაწყობების სექტორებში.

მეტი...

,,ბოლო 11 წლის განმავლობაში, სიღარიბე ფაქტობრივად განახევრდა, 2012 წელთან შედარებით ნახევარ მილიონზე მეტმა ადამიანმა დააღწია თავი სიღარიბეს”- პრემიერი

ბოლო 11 წლის განმავლობაში, სიღარიბე ფაქტობრივად განახევრდა. 2012 წელთან შედარებით ნახევარ მილიონზე მეტმა ადამიანმა დააღწია თავი სიღარიბეს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის მუშაობის 2023 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, უმუშევრობის დონე ისტორიულ მინიმუმამდე, 17%-მდე შემცირდა. „2012 წელს, უმუშევრობის დონე იყო 27% დაახლოებით. შარშან, უმუშევრობის დონე ისტორიულ მინიმუმამდე, 17%-მდე შემცირდა, ასევე შემცირდა სიღარიბე და მიაღწია ისტორიულ მინიმუმს, 15%-მდე ჩამოვიდა სიღარიბე. წელს, სამივე  კვარტალში უმუშევრობის დონის შემცირების ტენდენცია გაგრძელდა. და მესამე კვარტლის მდგომარეობით, კვარტალურ ჭრილში რომ ვთქვათ, დასაქმების მაქსიმალური მაჩვენებელი და უმუშევრობის მინიმალური დონე ფიქსირდება. უმუშევრობის დონე მცირდება სამუშაო  ძალის და დასაქმების ზრდის პარალელურად;  წელს, მაგალითად, მესამე…

მეტი...

,,2012 წელს, დასაქმებულთა საშუალო ხელფასი იყო დაახლოებით 750 ლარი, 1850 ლარამდე არის გაზრდილი”- ირაკლი ღარიბაშვილი

2012 წელს, საშუალო ხელფასი, დასაქმებულთა საშუალო ხელფასი იყო დაახლოებით 750 ლარი. 1850 ლარამდე არის გაზრდილი ანუ 2.5-ჯერ გაიზარდა დასაქმებულთა საშუალო ხელფასი ბოლო 11 წელში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის მუშაობის 2023 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ბიზნესსექტორში, საშუალო ხელფასი 2012 წელთან შედარებით ასევე 2.5-ჯერ არის გაზრდილი. ,,რაც შეეხება ზოგადად დასაქმებულთა რაოდენობას და ხელფასებს. ვფიქრობ, საინტერესო იქნებოდა აქაც შედარება გავაკეთოთ აქაც. 2012 წელს, საშუალო ხელფასი, დასაქმებულთა საშუალო ხელფასი იყო დაახლოებით 750 ლარი. 1850 ლარამდე არის გაზრდილი ანუ 2.5-ჯერ გაიზარდა დასაქმებულთა საშუალო ხელფასი ბოლო 11 წელში. ასევე…

მეტი...

საქართველოში საშუალო თვიურმა ხელფასმა 1 855.4 ლარი შეადგინა – საქსტატი

საქტატის მონაცემებით, 2023 წლის III კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 16.3 პროცენტით (260.4 ლარით) გაიზარდა და 1 855.4 ლარი შეადგინა.  საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:  ინფორმაცია და კომუნიკაცია – 3 958.1 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 18.8 პროცენტით);  მშენებლობა – 3 033.4 ლარი (გაიზარდა 31.6 პროცენტით); საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 2 806.7 ლარი (გაიზარდა 13.4 პროცენტით); პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 2 615.6 ლარი (გაიზარდა 17.3 პროცენტით). 2023 წლის III კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 1 459.1 ლარით, ხოლო…

მეტი...

2023 წლის მესამე კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე ადგილობრივმა ტურისტებმა 366 მილიონ ლარზე მეტი დახარჯეს – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წლის მესამე კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე 15 წლის და უფროსი ასაკის ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა 1 405.0 ათასით განისაზღვრა, რომელთა მიერ ქვეყნის ტერიტორიაზე განხორციელებული ვიზიტების საშუალო თვიურმა რაოდენობამ 1 766.7 ათასი ერთეული შეადგინა. აღნიშნულ პერიოდში ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა გაიზარდა 9.2 პროცენტით, ხოლო მათ მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა 20.1 პროცენტით აღემატება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. საქსტატის ინფორმაციით, 2023 წლის მესამე კვარტალში საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული ტურისტული ტიპის ვიზიტების საშუალო თვიური რაოდენობა 822.2 ათასით განისაზღვრა, რაც 6.1 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური…

მეტი...

საქართველოში ბენზინის სამომხმარებლო ფასის ზრდის საფუძველი არ არსებობს – ეკონომიკის სამინისტრო

საქართველოში ბენზინის სამომხმარებლო ფასის ზრდის საფუძველი არ არსებობს, ქართველ იმპორტიორებს აქვთ შესაძლებლობა, ბენზინი საერთაშორისო ფასზე იაფად შემოიტანონ, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი. „შესაბამისად, ზოგიერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებული ცნობა ბენზინის ფასის შესახებ არის აბსოლუტური დეზინფორმაცია, რომელიც მიზნად ისახავს მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას და პანიკური აჟიოტაჟის შექმნას. საქართველოში ბენზინის საერთაშორისო ფასზე იაფად შემოტანის ტენდენცია მომდევნო თვეებშიც შენარჩუნდება“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

მეტი...

ნოემბერში ყველაზე მეტად, 19.4 პროცენტით ზეთი გაიაფდა – საქსტატი

საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, ნოემბერში წლიურმა ინფლაციამ 0.1 პროცენტი შეადგინა. საქსტატის ინფორმაციით, ფასები უმეტესწილად მომატებულია საფინანსო მომსახურებაზე – 26.3 პროცენტით; პირად ნივთებზე, სხვა 5.6 პროცენტით და პირადი ჰიგიენაზე – 5.2 პროცენტით. ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 2.5 პროცენტით, რაც 0.37 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები გაიზარდა სატრანსპორტო მომსახურებაზე – 4.3 პროცენტით, სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე – 2.9 პროცენტით და პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე 1.5 პროცენტით. ალკოჰოლური სასმელებისა და თამბაქოს ჯგუფში ფასები გაიზარდა 5.1 პროცენტით, რაც 0.35 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. 6.5 პტოცენტით არის მომატებული ფასები როგორც თამბაქოს ნაწარმის,…

მეტი...

წინასწარი შეფასებით, ოქტომბერში საქართველოს ეკონომიკა 6.2 პროცენტით გაიზარდა – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2023 წლის ოქტომბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 6.2 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2023 წლის პირველი ათი თვის საშუალო მაჩვენებელი 6.9 პროცენტით განისაზღვრა. საქსტატის ცნობით, 2023 წლის ოქტომბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ისეთმა დარგებმა, როგორიცაა საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა, საბითუმო და საცალო ვაჭრობა, ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი, ტრანსპორტი და დასაწყობება. კლების ტენდენცია დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობის და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობების სფეროში.

მეტი...

პანდემიის შემდეგ, საქართველოს ეკონომიკა აღდგა ორნიშნა ზრდის ტემპით – პრემიერი

ზოგიერთი ჩვენი მიღწევის საილუსტრაციოდ, ნება მომეცით ხაზგასმით აღვნიშნო, რომ პანდემიის შემდეგ, საქართველოს ეკონომიკა აღდგა ორნიშნა ზრდის ტემპით; 10 პროცენტზე მეტი იყო ზრდა 2021 და 2022 წლებში. ჩემმა მთავრობამ ეს დადებითი ტენდენცია 2023 წელსაც შეინარჩუნა პირველ 9 თვეში 7 პროცენტიანი საშუალო ეკონომიკური ზრდის  ტემპით, ხოლო ინფლაციის მაჩვენებელი 1 პროცენტზე დაბლა მოაქცია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის (CAREC) პროგრამის რიგით 22-ე მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრემიერის თქმით, მთლიანობაში, ეროვნული ეკონომიკა 2012 წლიდან სამჯერ გაიზარდა. „2012 წელს ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) 27 000 000 000…

მეტი...

2023 წლის მესამე კვარტალში ქართველმა მოგზაურებმა საზღვარგარეთ 592 მილიონი ლარი დახარჯეს – ”საქსტატი”

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წლის მესამე კვარტალში საქართველოს ტერიტორიიდან დაფიქსირდა საქართველოს რეზიდენტი მოგზაურების 819.9 ათასი გასვლა საზღვარგარეთ, რაც 18.2 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. საქსტატის ცნობით, გასვლების უდიდესი ნაწილი, 45.4 პროცენტი, განხორციელდა 31-50 წლის მოგზაურების მიერ. აღნიშნული რაოდენობიდან საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 647.2 ათასი შეადგინა, რაც 21.7 პროცენტით მეტია 2022 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. მათივე ინფორმაციით,  საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელდა 397.6 ათასი ტურისტული ტიპის ვიზიტი, რაც 38.2 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ვიზიტების უმრავლესობა, 48.1 პროცენტი, განხორციელდა 31-50 წლის…

მეტი...

ოქტომბერში საარსებო მინიმუმი გაიზარდა და შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცისთვის 252.1 ლარი შეადგინა – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წლის ოქტომბერში, სექტემბერთან შედარებით, საქართველოში საარსებო მინიმუმის ოდენობა გაიზარდა. საქსტატის ცნობით , მიმდინარე წლის სექტემბერში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცთა საარსებო მინიმუმი 250.9 ლარი იყო, ოქტომბერში კი ეს მაჩვენებელი ერთი ლარითა და 20 თეთრით გაიზარდა და ჯამში 252.1 ლარი შეადგინა. ამასთან, საქსტატის ცნობით, 2023 წლის სექტემბერთან შედარებით, ოქტბერში ერთი ლარითა და 10 თეთრით არის გაზრდილი საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი და 223.3 ლარს შეადგენს. საქსტატის ცნობით, საარსებო მინიმუმი მინიმალური სასურსათო კალათის საფუძველზე დგინდება, მინიმალური სასურსათო კალათა კი შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის ნორმალური სიცოცხლისა და შრომისუნარიანობისთვის ფიზიოლოგიურად აუცილებელი საკვების რაოდენობას…

მეტი...

,,ქვეყანას აქვს მნიშვნელოვანი წინსვლა ეკონომიკური აქტივობის ზრდის მიმართულებით”- ლაშა ხუციშვილი

ქვეყანას აქვს მნიშვნელოვანი წინსვლა ეკონომიკური აქტივობის ზრდის მიმართულებით, – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, ეკონომიკურ ზრდასთან ერთად, ბუნებრივია დამატებითი შემოსავლები უჩნდება ქვეყანას და აღნიშნული შემოსავლები მიემართება იმ პრიორიტეტულ მიმართულებებს, როგორიცაა სოციალური, ინფრასტრუქტურული მიმართულებები. „თანხები, რომელიც მობილიზებულ იქნა საქართველოს ბიუჯეტში, იმის შედეგია, რომ ქვეყანას აქვს მნიშვნელოვანი წინსვლა ეკონომიკური აქტივობის ზრდის მიმართულებით. ჩვენ თუ ბოლო 3-4 წლების შედეგებს შევაფასებთ, საგადასახადო შემოსავლები საქართველოში ფაქტობრივად გაორმაგებულია. დაახლოებით 11,5 მლრდ ლარიდან, 22 მლრდ ლარზეა ასული. გადასახადების წყარო არის ის ეკონომოკური აქტივობა, რაც ქვეყანაში ბოლო სამი წლის განმავლობაში…

მეტი...

სექტემბერში საქართველოში წლიურმა ინფლაციამ 0.6 პროცენტი შეადგინა – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2023 წლის ოქტომბერში წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში 0.6 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 0.8 პროცენტი შეადგინა. საქსტატის ცნობით, საბაზო ინფლაციის მაჩვენებელმა 2023 წლის ოქტომბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2.4 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 2.1 პროცენტით განისაზღვრა. „ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: ტრანსპორტი – ჯგუფში ფასები გაიზარდა 3.6 პროცენტით, რაც 0.45 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები გაიზარდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (5.6 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა სატრანსპორტო მომსახურებაზე (-0.4 პროცენტი); ტანსაცმელი და…

მეტი...

მესამე კვარტალში თბილისში უძრავი ქონება გაძვირდა – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2023 წლის მესამე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი 5.5%-ით გაიზარდა, ხოლო ინდექსის წლიურმა ზრდამ 15.6% შეადგინა. საქსტატის ცნობით, 2020 წლის საშუალოსთან შედარებით, ინდექსი 35.9%-ით არის გაზრდილი. დაფარვა შემოიფარგლება თბილისით და მოიცავს მხოლოდ ახალი საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარს, როგორც მრავალსართულიანი სახლების, ანუ ბინების, ისე კერძო სახლების სეგმენტებს. მათივე  ინფორმაციით, 2023 წლის მესამე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, ფასების ზრდა დაფიქსირდა როგორც საცხოვრებელი ბინების სეგმენტში – 5.2%-ით, ისე კერძო სახლების სეგმენტში – 6.2%-ით. ერთი კვადრატული მეტრის ფასი ბინების სეგმენტში ყველაზე ძვირი მთაწმინდის რაიონში ღირს და…

მეტი...

8 პუნქტი, რომელსაც ჩინეთის პრეზდენტი მსოფლო ქვყნებს სთავაზობს

პირველი –  მრავალგანზომილებიანი “სარტყელი და გზა“ კავშირის ქსელის აშენება; მეორე –  ღია მსოფლიო ეკონომიკის მხარდაჭერა;  მესამე –  პრაქტიკული თანამშრომლობის განხორციელება; მეოთხე – მწვანე განვითარების ხელშეწყობა და ასე შემდეგ. ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა ის 8 პუნქტიანი გეგმა წარმოადგინა, რომელსაც ინივიატივის –  „სარტყელი და გზა“ ფარგლებში, ჩინეთი მსოფლიოს ქვეყნებს სთავაზობს. როგორც პრეზიდენტმა სი ძინპინმა აღნიშნა, კაცობრიობა არის საზოგადოება, რომელსაც აქვს საერთო მომავალი და ჩინეთი ყველფერს შეძლებს მხოლოდ მაშინ, როდესაც მსოფლიო კარგად და გამართულად იმუშავებს. „როდესაც ჩინეთი კარგად იქცევა, მსოფლიო კიდევ უკეთესი გახდება. „ქამარი და გზის“ თანამშრომლობის მეშვეობით ჩინეთი კიდევ უფრო ფართოდ ხსნის…

მეტი...

1 ბოთლი საფერავი ჩინეთში 588 იუენი ღირს

ჩინეთის დედაქალაქ პეკინში ქართული ღვინო რუსულ მაღაზია „იურა“-ში იყიდება. ფასი 168 იუენიდან იწყება და 588 იუენამდე ადის. „იურა“ პეკინის ცენტრში მდებარეობს და დაახლოებით 500 მეტრის დაშორებით რამდენიმე მაღაზიია განთავსებული. ყველაზე ძვირი კი „თელიანი ველის“ საფერვია, რომელიც 588 იუენი, დაახლოებით 85 დოლარი ღირს. ეკა გულუა პეკინიდან    

მეტი...

2022 წელს წინა წელთან შედარებით, საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 18.3 პროცენტით გაიზარდა – საქსტატი

2022 წელს საქართველოში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასულ წელთან შედარებით, 18.3 პროცენტით, ანუ 238.5 ლარით გაიზარდა და 1 543.0 ლარი შეადგინა. საქსტატის ინფორმაციით, 2022 წელს წინა წელთან შედარებით, ხელფასების ზრდა ყველა სექტორში დაფიქსირდა. საქმიანობების სახეების მიხედვით, შედარებით მაღალი ხელფასი იყო შემდეგ დარგებში: ინფორმაცია და კომუნიკაცია – 3 033.4 ლარი, ზრდამ წინა წელთან შედარებით 49.4 პროცენტი შეადგინა; საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა – 2 730.0 ლარი, წინა წელთან შედარებით გაიზარდა 15.3 პროცენტით; პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 2 285.0 ლარი. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით გაიზარდა და 10.1 პროცენტით…

მეტი...

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 44 900 000 აშშ დოლარი გაყიდა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 44 900 000 აშშ დოლარი გაყიდა. „2023 წლის 6 ოქტომბერს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე ეროვნული ბანკმა გასაყიდად გამოიტანა 50 მლნ. აშშ დოლარი. აუქციონზე გაიყიდა 44 900 000 აშშ დოლარი, ხოლო საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.6716 შეადგინა“, – აღნიშნულია ეროვნული ბანკის ინფორმაციაში.  

მეტი...

,,ძალიან ძლიერი ეკონომიკური ზრდა გვქონდა ბოლო ორი წელი და მესამე წელია, ჩვენ ვაგრძელებთ მაღალი ტემპით ზრდას ეკონომიკის”- ღარიბაშვილი

ძალიან ძლიერი ეკონომიკური ზრდა გვქონდა ბოლო ორი წელი და მესამე წელია, ჩვენ ვაგრძელებთ მაღალი ტემპით ზრდას ეკონომიკის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, დღეს განიხილება 2024 წლის ბიუჯეტის პირველი ვარიანტი, რომელსაც  გადაეგზავნება პარლამენტს. „ჩვენ დღეს განვიხილავთ 2024 წლის ბიუჯეტის პირველ ვარიანტს, რომელსაც ჩვენ გადავაგზავნით პარლამენტში. მინდა, რამდენიმე მნიშვნელოვანი ინფორმაცია მივაწოდო საზოგადოებას. მანამდე, კიდევ ერთხელ მინდა, ერთგვარი შეჯამება გავაკეთო ბოლო წლების ეკონომიკის ტენდენციების. იცით, რომ იცით, რომ ჩვენ ბიუჯეტი დავაკორექტირეთ, 6,5%-ზე არის ნავარაუდევი წელს ეკონომიკის ზრდა, თუმცა, თავიდან იყო დათვლილი ძალიან კონსერვატიულად, 5%-ზე იყო…

მეტი...

საქართველოს ეკონომიკა აგვისტოში 5.8 პროცენტით გაიზარდა – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2023 წლის აგვისტოში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 5.8 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2023 წლის პირველი რვა თვის საშუალო მაჩვენებელი 7.0 პროცენტით განისაზღვრა. საქსტატის ინფორმაციით, 2023 წლის აგვისტოში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ისეთმა დარგებმა, როგორებიცაა საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა, მშენებლობა, დამამუშავებელი მრეწველობა და ვაჭრობა. კლების ტენდენცია დაფიქსირდა უძრავი ქონების, ტრანსპორტისა და დასაწყობების და ინფორმაციის და კომუნიკაციის სექტორებში.

მეტი...

,,რუსული საწვავის კრიზისი სხვა ქვეყნებზეც იქონიებს გავლენას” – ბრიტანული დაზვერვა

ბრიტანული დაზვერვის ცნობით, ბოლო კვირებია რუსეთში ბენზინისა და დიზელის დეფიციტია. არსებული კრიზისული მდგომარეობა კი გავლენას სხვა ქვეყნებზეც იქონიებს. მათი ვარაუდით, საწვავის კრიზისის გამომწვევი უმთავრესი მიზეზი სოფლის მეურნეობის სექტორის ზრდა, ნავთობგადასამუშავებელი ქარხნების შენახვის ხარჯები და ხელსაყრელი საექსპორტო ფასებია. 21 სექტემბერს შიდა ბაზრის სტაბილიზაციის მიზნით რუსეთმა დიზელისა და ბენზინის თითქმის ყველა იმპორტი შეაჩერა. „ეს ნაბიჯი მსოფლიო ბაზარზე მიწოდების შეზღუდვებს გამოიწვევს და უარყოფითად აისახება ქვეყნებზე, რომლებიც საწვავის მხრივ რუსეთზე არიან დამოკიდებულნი“, – აცხადებენ ბრიტანულ დაზვერვაში.

მეტი...

ანაკლიის ნავსადგურის პროექტთან დაკავშირებით პარტნიორის შესარჩევ მეორე ეტაპზე შვეიცარიულ-ლუქსემბურგული და ჩინურ-სინგაპურული კომპანიები გადავიდნენ

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტთან დაკავშირებით კერძო პარტნიორის შესარჩევ მეორე ეტაპზე ორი კომპანიაა გადასული – შვეიცარიულ-ლუქსემბურგული კომპანია და ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმია. მისივე თქმით, კონკურსში რუსულ კომპანიებს მონაწილეობა არ მიუღიათ. „საკვალიფიკაციო მოთხოვნები, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროცესის სწორად წარმართვისთვის და სწორი შედეგის მიღებისთვის, დააკმაყოფილა ორმა ჯგუფმა. ერთი არის შვეიცარულ-ლუქსემბურგული კომპანია, რომელიც მეორე ეტაპზე გადავიდა და მეორეა ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი. ესეც არის მსოფლიოში აღიარებული, წამყვანი კომპანიათა ჯგუფი. რაც შეეხება ორ სხვა პრეტენდენტს, მათი საკვალიფიკაციო მოთხოვნები არ იყო შესაბამისობაში ჩვენი კონკურსის პურობებთან, შესაბამისად, ისინი ვერ გადავიდნენ შემდეგ ეტაპზე, რასაც წინადადების…

მეტი...