მეზობელი აზერბაიჯანიც კარანტინში მოექცა, სახლიდან გასვლა იკრძალება

აზერბაიჯანის მოსახლეობას სახლიდან გასვლა ეკრძალება. „ახალი კორონავირუსის“ გავრცელების მოჭარბებული საფრთხიდნ გამომდინარე, მეზობელმა აზერბაიჯანმაც, საქართველოს მსგავსად, მკაცრი რეგულაციები შემოიღო. როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ ბაქოდან აცნობეს, დაცარიელდა ქუჩები და მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებშია შესაძლებელი სახლიდან გამოსვლა. „მაღაზიები, კაფე-ბარები, გასართობი ცენტრები, თითქმის ყველაფერი დაკეტილია. ხალხი ქუჩაში არ მოძრაობს, მკაცრი რეგულაციები დააწესეს. სახლიდან გამოსვლაც კი გვეკრძალება. არსებობს რამდენიმე გამონაკლისი შემთხვევა, ვისაც გამოსვლა შეუძლია. ეს შეძლება იყოს სამედიცინო მიზნებისთვის, პროდუქტებისთვის, ნაგვის გადასაყრელად და ასევე, გარეთ გასვლა შეუძლია იმ ადამიანებს, ვისი მუშაობაც აუცილებელია“ – აღნიშნა აზერბაიჯანული მედიის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა „მედიაცენტრ მთავართან“ საუბრისას. შემოღებული მკცრი წესების დაცვას სამართალდამცველები აკონტროლებელი,მრომლებიც…

მეტი...

დაუდგენელმა წყარომ 10 + 1 ადამიანი დააინფიცირა

დღევანდელი მონაცემებით, “ახალი კორონავირუსის“ დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა  103-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელებულია 2 ადამიანი. ინფიცირების შემთხვევებიდან, შემოტანილი და შემოტანილთან ასოცირებული შემთხვევების რაოდენობაა – 87; დაადავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ჯერ კიდევ დაუდგენელი წყაროს 2 შემთხვევიდან, ამ ეტაპზე, დაინფიცირებულია 10 და 1 ადამიანი.     რაც შეეხება დაინფიცირებულთა საშუალო ასაკს,  40.6 წელია, მაქსიმუმი 87 წელი, მინიმუმი კი 2 წელი.

მეტი...

„გამოჯანმრთელებული ადამიანი დაცული არ არის, ვირუსი მეორდება“ – ინფექციონისტი

„ახალი კორონავირუსის“ თვისებები და იმუნურობა ამ დრომდე დაუდგენელია. როგორც ინფექციური საავადმყოფოს ექიმი რევაზ მეჭურჭლიშვილი აცხადებს, არის შემთხვევები, როცა ვირუსი გამოჯანმრთელებულ ადამიანს შეუბრუნდა. „გამოჯანმრთელებული ადამიანიც არა არის დაცული, იაპონიაში იყო მსგავსი ფაქტები, როცა გამოჯანმრთელებულ და ბინაზე 14 დღიან იზოლაციაში მყოფ ადამიანებს ხელმეორედ შეეყარათ „კორონავირუსი“, თავიდან დაიფიცირდნენ. მსგავსი ფაქტები სხვა ქვეყნებშიც იქნება. უნდა მოვერიდოთ კონტაქტს. ვინც გამოჯანმრთელდება არც ის არის დაცული, ახალი ვირუსი იმუნიტეტს რამდენად ტოვებს, ამ ეტაპისთვის უცნობია. ვინაიდან არის ახალი ვირუსი და პანდემია, გამოჯანმრთელებული ადამიანებიც უნდა მოერიდონ სოციალიზაციას“ – განუცხადა ინფექციონისტმა „მედიაცენტრ მთავარს“.   

მეტი...

ონკოლოგური პაციენტი ბოქსირებულ განყოფილებაში უნდა მოთავსდეს

​ონკოლოგ რემა ღვამიჩავას ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის, საქართველოში „კორონავირუსით“ დაინფიცირებული ონკოლოგიური პაციენტი არ გვყავს, თუმცა, ასეთის არსებობის შემთხვევაში, ის “ბოქსირებულ” განყოფილებაში უნდა მოთავსდეს, სადაც მას ადგილზე გაუწევენ დახმარებას. „ონკოლოგიური პათოლოგიის მქონე პაციენტი, რომელსაც “კორონავირუსი” დაუდგინდა, ამ ეტაპზე არ გვყავს და ვიმედოვნებ, რომ არც გვეყოლება. პაციენტი, რომელსაც “კორონავირუსი” დაუდგინდა და არის გართულებულ ფორმაში, მას სჭირდება სპეციალურ, “ბოქსირებულ” პალატაში ყოფნა. ამიტომ, მე ვფიქრობ, სწორი იქნება, ასეთი პაციენტის არსებობს შემთხვევაში, თუნდაც ონკოლოგიური პაციენტის,  ის უნდა მოთავსდეს ჩვეულებრივ, “ბოქსირებულ” პალატაში, სადაც მას  ონკოლოგიური კუთხით ყველა სერვისი შეექმნება“, – განაცხადა თსუ-ს ონკოლოგიის დეპარტამენტის პროფესორი, ონკოპრევენციის ცენტრის…

მეტი...

ოკუპირებული აფხაზეთიდან დაინფიცირების ნიშნებით ქალი გადმოიყვანეს

აფხაზეთში „ახალი კორონავირუსით“ დაინფიცირების ნიშნებით 45  წლის ქალი გადმოიყვანეს. მას ყველა ის დამახასიათებელი ნიშანი ახასიათებს, რაც „კორონავირუსს“. პაციენტი ოკუპირებული ტერიტორიებიდან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გვიან ღამით გადმოიყვანეს. ის აფხაზეთში რუსეთიდან ჩავიდა. სავარაუდო ინფიცირებული სოფელ  ფახულანის ე.წ. გამშვები პუნქტიდან ბოქსირებულ განყოფილებაში მოათავსეს. ის, რომ აფხაზეთში „ახალი კორონავირუსი“ სერიოზული პრობლემაა და ადგილობრივები მასობრივად ინფიცირების საფრთხის წინაშე დგანან, ამის შესახებ 2 დღის უკან აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიამ „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრა.

მეტი...

მედპერსონალის დაინფიცირების შემთხვევაში, კლინიკები ე.წ. რეზერვისტი ექიმებისთვისაც მზად არიან

„ახალი კორონავირუსის“ პანდემიისა და პიკის ერთ-ერთი ნიშანი იტალიის მაგალითია, როცა ვირუსი მედპერსონალზეც გავრცელდა და სამედიცინო პერსონალი არ დარჩათ.     „მედიაცენტრი მთავარის“ კითხვა ჯანდაცვის მინისტრის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიას“: აძლევს თუ არა ჯანდაცვის სამინისტრო კლინიკებს რეკომენდაციას და არიან თუ არა კლინიკები მზად, რეზერვში ჰყავდეთ ექიმთა ჯგუფი, თუ სამედიცინო პერსონალის ინფიცირება მოხდება? თამარ გაბუნია: „ბოლო 2 კვირის განმავლობაში, ქვეყანაში იმყოფება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტი სპეციალურად ინფექციის კონტროლის მიზნებისთვის. მან ჩაატარა შეფასება რამდენიმე კლინიკაში, რომლებიც მთლიანად მობილიზებულები არიან „კორონავირუსის“ მიზნებისთვის. მათ შორისაა ინფექციური საავადმყოფო, ასევე საუნივერსიტეტო კლინიკა, გორის ჰოსპიტალი, ქუთაისის კლინიკა. რეკომენდაცია…

მეტი...

„კრემაცია, ფერფლის წაღება შემოგვთავაზეს… გვამი არ მოგვცეს, ვირუსი გადადისო“ – ესპანეთში გარდაცვლილ ქართველის მწარე ისტორია

5 შვილის დედა ესპანეთში ონკოლოგიური პრობლემების სამკურნალოდ გაემგზავრა, თუმცა, „კორონავირუსმა“ შეიწირა. დღეს კი, მისი შვილებისა და ოჯახის წევრებისთვის, არა თუ ცოცხალი ცირა, არამედ მისი ცხედარი და საფლავიც კი სანატრელია. 34 წლის ცირა ალიხანაშვილს, რომელიც რამდენიმე დღის უკან „კორონავირუსით“ გარდაიცვალა, დღეს მადრიდის აკლდამაში დაკრძალავენ. როგორც გარდაცვლილი ახალგაზრდა ქალის ოჯახის წევრი „მედიაცენტრ მთავარს“ უყვება, ცირას სიმსივნური წარმონაქმნი ჰქონდა და ესპანელი ექიმები მის ქიმიოთერაპიით განკურნებას ცდილობდნენ, თუმცა, არ გამოუვიდათ. ცირა ქიმიოთერაპიის შემდეგ დაინფიცირდა. სწორედ ცირას ერთ-ერთი შვილის სიტყვებია – „შიმშილით დაძინებას ვისწავლი, ოღონდ დედა გადარჩე“, რომელმაც მთელი ქვეყანა შეძრა. „ესპანელმა ექიმებმა ცირას გამოკვლევის…

მეტი...

ვინ და რა წესების დაცვით უნდა დაიკრძალოს „COVID-19-ით გარდაცვლილი – მკაცრი რეკომენდაციები 

COVID-19-მა მსოფლიო თავდაყირა დააყენა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, მთელმა მსოფლიომ „ახალი კორონავირუსით“ გარდაცვლილთა დაკრძალვის მკაცრი რეკომენდაციები შეიმუშავა. ეს ეხება საქართველოსაც. დოკუმენტი 25 მარტს დამტკიცდა. მისი ერთ-ერთი პუნქტი მიცვალებულის დასვენებისა და დაკრძალვის მკაცრ რეგულაციებს ეხება. „სათავსის კედლები და იატაკი დაფარული უნდა იყოს რეცხვისა და დეზინფექციისადმი გამძლე მასალით; გვამის დროებითი დაყოვნების სათავსი აღჭურვილ უნდა იყოს გამართულად მოფუნქციონირე ვენტილაციით; გამორიცხული უნდა იყოს გვამის დროებითი დაყოვნების სათავსში იმ პირების (მათ შორის სამედიცინო პერსონალის) დამოუკიდებლად მოხვედრა, რომელთა საქმიანობა პირდაპირ არ უკავშირდება სათავსის ფუნქციონირებას; თითოეული მიცვალებულის გადასვენების შემდგომ ხორციელდება სათავსის, აგრეთვე გვამის სატრანსპორტო ან განსათავსებელი ურიკებისა…

მეტი...

„განსაკუთრებულად უპირისპირდებიან ზიარების ათასწლოვან პრაქტიკას“ – საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საპატრიარქო „ახალი კორონავირუსის“ გავრცელების საფრთხის გამო, ეკლესიებთან დაკავშირებულ ვითარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ ტაძარში მსახურებაზე დასწრების აკრძალვა მათთვის, ვისთვისაც ეს სასიცოცხლოდ აუცილებელია, არის გაუმართლებელი და დანაშაული ღვთის წინაშე. „მედიაცენტრი მთავარი“ საპატრიარქოს განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: “ახალ კორონა ვირუსთან დაკავშირებით ამჟამად არსებული სიტუაცია, როგორც ამბობენ, უფრო გამწვავდება. ზოგიერთი საინფორმაციო საშუალება კი ვითარებას ისე წარმოაჩენს, რომ გვიჩნდება განცდა, ხელოვნურად მზადდება საზოგადოებრივი აზრი, რათა მომავალში შექმნილ შესაძლო პრობლემების მიზეზად ეკლესია გამოცხადდეს იმის მიუხედავად, რომ სწორედ ეკლესია ცდილობს, მაქსიმალურად დაიცვას სახელმწიფოს და, მათ შორის, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილი უსაფრთხოების ზომები.…

მეტი...

როგორია საჰაერო მიმოსვლის გრაფიკი ქართველი ემიგრანტების ჩამოსაყვანად?!

უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების უზრუნველსაყოფად, ეტაპობრივად ავიაკომპანია „აირზენა-საქართველოს ავიახაზები“ შემდეგ საჰაერო მიმოსვლას განახორციელებს: 26 მარტი – თბილისი-ვენა- თბილისი 31 მარტი – თბილისი -ამსტერდამი-თბილისი 3 აპრილი – თბილისი-ვარშავა-თბილისი 7 აპრილი – თბილისი-ათენი-თბილისი 10 აპრილი – ლარნაკა-თბილისი როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, მგზავრთა ნაკადის ორგანიზებული მართვის და მოქალაქეების საჭიროებებზე ეფექტიანი რეაგირების მიზნით, ზემოთ მოცემული განრიგით განსაზღვრულ თითოეულ ფრენაზე ბილეთები ხელმისაწვდომი იქნება ეტაპობრივად და ამის შესახებ ინფორმაცია გავრცელდება რეისამდე რამდენიმე დღით ადრე. რაც შეეხება უახლოეს ორ ფრენას, ვენისა და ამსტერდამის მიმართულებით, რომელიც უნდა შესრულდეს –  26 მარტს – ვენა…

მეტი...

ორი დღის განმავლობაში  Stopcov​ ფონდში 6 მილიონამდე ლარი მოგროვდა

„ბოლო ორი დღის განმავლობაში,  Stopcov ფონდში აკუმულირდა 6 მილიონამდე ლარის ოდენობის თანხა“ ამის შესახებ საქართველოს  ირაკლი ჩიქოვანმა, „კორონავირუსთან“ დაკავშრებით, საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრის შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა. პრემიერის მრჩეველმა ბიზნესს სოციალური პასუხისმგებლობის პირობებში გამოხატული მხარდაჭერისთვისმადლობა გადაუხადა. „როგორც იცით, ამოქმედებულია Stopcov ფონდი, რომელიც დაფუძნებულია სოლიდარობაზე და რომელიც შექმნილია ბიზნესომბუდსმენთან ერთდ. ეს პლატფორმა ძალიან კარგად მუშაობს, ვინაიდან აქ ერთიანდება როგორც საჭიროებები, ასევე ის შესაძლებლობები, რომელიც ბიზნესს აქვს და ის სოციალურიპასუხისმგებლობის პირობებში გამოხატული მხარდაჭერა, რისთვისაც ძალიან დიდი მადლობა“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

მეტი...

ბოლნისისა და მარნეულის მოსახლეობა, ამ ეტაპისთვის სრულად არის ინფორმირებული  

“მარნეულსა და ბოლნისში, ამ დროისათვის, სიტუაცია არის მშვიდი. მინდა, ამ მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ ჩვენ მოქალაქეებს, მთავრობის სახელით, მადლობა გადავუხადო” – ეს განცხადება პრემიერ-მინისტრის პრეს-სპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა გააკეთა. მისივე ინფორმაციით,  ადგილობრივი მოსახლეობა სრულად არის ინფორმირებული. „48 საათია, რაც საკარანტინო რეჟიმი გამოცხადდა  მარნეულსა და ბოლნისში. თავიდან იყო გარკვეული სირთულეები, რომელიც დაკავშირებული იყო მოსახლეობის ინფორმირებულობასთან დაკავშირებით, თუმცა ეს ყველაფერი დღეს არის აღმოფხვრილი. ძალიან ეფექტურად იმუშავეს, როგორც სამართალდამცველებმა, ისე სამხედროებმა. სრულად არის უზრუნველყოფილი იზოლაცია და ასევე, მოქალაქეები და საზოგადოება სრულადაა ინფორმირებული, სიტუაცია ორივე მუნიციპალიტეტში არის მშვიდი. ჩვენი მოქალაქეები მშვიდად ეპყრობიან იმ ვითარებას, რაც დღეს მარნეულსა…

მეტი...

ინფიცირებულები 6 მუნიციპალიტეტში იმყოფებიან

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ამ ეტაპისთვის, „ახალი კორონავირუსით“ ინფიცირებული პაციენტები საქართველოს მასშტაბით 6 მუნიციპალიტეტში გადანაწილდნენ. „მედიაცენტრი მთავარის“ კითხვა ჯანდაცვის მინისტრს: ქვეყნის მასშტაბით, რამდენ მუნიციპალიტეტში გვყავს დაინფიცირებული ადამიანები, თუ შეგიძლიათ, ჩამითვალეთ? ეკატერინე ტიკარაძე: ამ ეტაპისთვის, ინფიცირებული ადამიანები გვყავს მარნეულში, ძირითადი მასა მოთავსებულია თბილისში, ასევე გორის ჰოსპოტალში, საჩხერის საავადმყოფოში, ბათუმსა და ქუთაისში.  

მეტი...

„აფხაზი ხალხის თვითგანადგურებისკენ გადადგმული საბედისწერო ნაბიჯი”- ჯემალ გამახარია ე.წ.საპრეზიდენტო არჩევნებზე

„ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე  ე. წ. საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. ქართული სახელმწიფო, რომლის განუყოფელი ნაწილიცაა აფხაზეთი, აგრეთვე საერთაშორისო თანამეგობრობა არასოდეს აღიარებს მსგავს „არჩევნებს“, რადგანაც ის ტარდება რუსული ოკუპაციისა და მოსკოვის მხრიდან ტოტალური კონტროლის, ავტონომიური რესპუბლიკის კანონიერი მოსახლეობის დიდი უმრავლესობის წინააღმდეგ განხორციელებული ეთნიკური წმენდისა და გენოციდის პირობებში“ – აცხადებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე.  ჯემალ გამახარია  არსებულ ვითარებას მცოცავი ანექსიის კრემლისეული პოლიტიკის შემადგენელ ნაწილს უწოდებს. „მართვადი „პოლიტიკური კრიზისების“ პროვოცირების შედეგად საოკუპაციო რეჟიმების  ხელმძღვანელების გახშირებული ცვლა სოხუმში წარმოადგენს მცოცავი ანექსიის კრემლისეული პოლიტიკის შემადგენელ ნაწილს. „წინასაარჩევნო“ კამპანიის წარმოებისას „პრეზიდენტობის“ კანდიდატებს ოკუპანტის მხრიდან ჰქონდათ სრული…

მეტი...

„ქვემო ქართლის მოსახლეობამ გაიგო, რომ საფრთხე რეალურია“ – თამაზ ნავერიანი

მარნეულსა და ბოლნისში „ახალი კორონავირუსი“ სავარაუდოდ აზერბაიჯანიდან გავრცელდა. ყოველ შემთხვევაში, ერთადერთი ვერსია, რომელზეც ეპიდემიოლოგები ამ დრომდე მუშაობენ, სწორედ ეს არის. როგორც მარნეულის მაჟორიტარმა დეპუტატმა თამაზ ნავერაიანმა „მედიაცენტრ მთავართან“ საუბრისას განაცხადა, ყველა კონტაქტი დადგენილია, ვისთანაც დაინფიცირებულ ადამიანს ახლო კავშირი ჰქონდა.   „დაინფიცირებული 67 წლის ადამიანი არის ადგილობრივი, მარნეულიდან. თუმცა, მას აზერბაიჯანში მოგზაურობა არ უფიქსირდება. მისი და, რომელიც სოფელ ნახადურში ცხოვრობს, იმყოფებოდა აზერბაიჯანში. სავარაუდოდ, სწორედ  მან შემოიტანა ვირუსი.  მას სიცხე აქვს, თუმცა, „კორონავირუსი“ არ უდგინდება, არ არის გამორიცხული, უკვე  გადაიტანა. საქმეს ართულებს ის, რომ  დაინფიცირებულმა მოიარა წლისთავი, ბევრ ადგილას იყო მისული. მისი…

მეტი...

„საკარანტინე სივრცის მოწყობა სრულდება, ქალები, კაცები, ბავშვები ჰოსპიტალში იზოლირებულად მოთავსდებიან” – მდგომარეობა მარნეულში

მარნეულში საკარანტინე სივრცის მოწყობა თითქმის დასრულდა. „ჯეო ჰოპიტალის” ტერიტორიაზე“ განთავსებულ საველე ჰოსპიტალში შესაბამისი ინვენტარი შეაქვთ. „მედიაცენტრი მთავარი“ მარნეულის მაჟორიტარ დეპუტატს თამაზ ნავერიანს ესაუბრა. ნავერიანის ინფორმაციით ჰოსპიტალში კარვები იზოლირებულია და კარანტინში მყოფ ადამიანებს ყველა პირობა ექნებათ. ნავერიანის განცხადებითვე რეგიონში საკვების დეფიციტი არ შეიქმნება: „ამ წუთის მდგომარეობით, კარვები დადგმულია. დამთავრებულია, საკარანტინე სივრცის მოწყობა. შეგვაქვს უკვე ინვენტარი, საწოლები. სულ  7 კარავი გაიშლება „ჯეო ჰოსპიტალის“ ტერიტორიაზე. არასრულწლოვნებისთვის კარვები ცალკე იშლება, ქალებისთვის ცალკე, კაცებისთვის ცალკე, იზოლორებილად. მოსახლეობამ თავიდან ვერ გააცნობიერა, მაგრამ ახლა უკვე შეგნებულად უდგებიან, მაგრამ უკვე მიხვდნენ. ათ-ათ კაცის სემადგენლობით 10 ჯგუფი შეიქმნა, და…

მეტი...

„დავბლოკოთ საიტები, საიდანაც მუდმივად მოდის ნეგატიური შეტყობინებები და შუქდება უარყოფითი ამბები“ – ინტერვიუ ფსიქოლოგთან

„არაა რეკომენდირებული მუდმივად თვალყურს ადევნებდეთ ვირუსთან დაკავშირებულ ამბებს. ალბათ, ეს ვირუსი გვახსენებს, რომ ძალიან ბევრი რამ დაგვავიწყდა და გამოგვრჩა ყოველდღიურ ყოფაში დაკარგულებს და დღეს დროა შევჩერდეთ, შევჩერდეთ და დავფიქრდეთ ბევრ რამეზე!  უმჯობესია, არ ვიფიქროთ პრობლემაზე, რომელიც სიცოცხლისთვის ან ჯანმრთელობის სახიფათოა” – რა უნდა გავაკეთოთ, როგორ დავძლიოთ სტრესი და პანიკა, „მედიაცენტრ მთავართან“  ფსიქოლოგი, ევროპაში აკრედიტირებული ფსიქოთერაპევტი, კავკასიის გეშტალტთერაპიის და ოჯახური ფსიქოთერაპიის ინსტიტუტის გენერალური დირექტორი, ფსიქოლოგთა და ფსიქოთერაპევტთა ასოციაციის პრეზიდენტი სალომე ვერულაშვილი საუბრობს. სოფო ვერულაშვილი: Covid-19 ვირუსის  გამო, საქართველოში გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა. სამსახურების დიდი ნაწილი გადასული არიან მუშაობის ონლაინ რეჟიმზე,    სკოლები და…

მეტი...

მარნეულში საველე ჰოსპიტალი მოეწყო

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა მარნეულში საველე ჰოსპიტალი მოაწყო. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები, საველე ჰოსპიტალის მოწყობის მიზნით, მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ.

მეტი...

„თუ კომპანიები არ შეასრულებენ ვალდებულებებს, ჯერ დაეკისრებათ ჯარიმა, შემდეგ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა“ – გიორგი გახარია 

საქართველოს პემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, „აირზენა“ ელოდება, რომ მეტ ფულს გადაუხდიან.  ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი „აირზენას“ ხელმძღვანელის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ ჩარტერული რეისები ევროპიდან საქართველოს მთავრობის განკარგულებით შეჩერდა. „ არავის დაავიწყდეს, რომ თუ კომპანიები საგანგებო მდგომარეობის შესაბამისად, არ შეასრულებენ სახელმწიფოს მიერ დაკისრებულ ვალდებულებებს, კომპანიების ხელმძღვანელებს ჯერ – ჯარიმა, შემდეგ კი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ“ – განაცხადა გიორგი გახარიამ.  პრემიერის განმარტებით, მთავრობის ამოცანაა, მაქსიმალურად სწრაფად, ორგანიზებულად გამოიყვანოს საქართველოს მოქალაქეები ევროპის და საერთოდ, მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებიდან. „რაც შეეხება ამ კონკრეტულ შემთხვევას, არავის დაავიწყდეს, რომ არის საგანგებო მდგომარეობა. თუ კომპანიები საგანგებო მდგომარეობის შესაბამისად,…

მეტი...

“სიტუაცია საკმაოდ რთულია” – 67 წლის დაინფიცირებული ქალი მაღაზიაში მუშაობდა და უამრავ ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი 

„დღეს გვქონდა საკმაოდ რთული შემთხვევა, ეს გახლავთ ერთი შემთხვევა, როდესაც მარნეულში გვყავს ერთი ინფიცირებული ადამიანი და მისი ინფიცირების წყაროს დადგენაც ვერ მოხერხდა. ეს გახლავთ ზუსტად ის შემთხვევა, რომელზეც ჩვენ უკვე დიდი ხანია, რამდენიმე დღეა ვსაუბრობთ, რომლისთვისაც ვემზადებოდით, რომ ქვეყანაში დაიწყებოდა შიდა გადაცემის ეტაპი“ – ეს საგანგებო განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გააკეთა და მარნეულისა და ბოლნისის საკარანტინო ზონად გამოცხადების მიზეზებზე ისაუბრა.    „ამ ყველაფერში სამწუხარო გახლავთ ის, რომ, როგორც ჩანს, ჩვენი ეპიდემიოლოგების პროგნოზით, შიდა გადაცემა მოხდა სარიტუალო ღონისძიების დროს, რომელსაც ესწრებოდა რამდენიმე ათეული ადამიანი. შესაბამისად, ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ის, რომ დღეს…

მეტი...

მსოფლიო საოპერო მომღერალს „კორონავირუსი“ დაუდგინდა

ცნობილ მსოფლიო საოპერო მომღერალ პლასიდო დომინგოს „ახალი კორონავირუსი“ დაუდასტურდა. მომღერალმა, ვირუსთან დაკავშირებით  განცხადება თავად გაავრცელა. „ვგრძნობ, რომ ჩემი მორალური ვალია გაცნობოთ, რომ Covid 19 – კორონავირუსი დამიდგინა. მე და ჩემი ოჯახი თვითიზოლაციაში დავრჩებით მანამ, სანამ ამას მედიკოსები მოითხოვენ. ამჟამად ყველანი კარგად ვართ, მაგრამ მე ცხელება და ხველა მაქვს. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე ტესტის გაკეთება და შედეგი დადებითი აღმოჩნდა“, – წერს დომინგო. ასევე აღსანიშნავია, რომ საოპერო მომღერალი თავად იყო ჩართული ქველმოქმედებაში და აქტიურად ეხმარებოდა ვირუსით დაინფიცირებულებს. მან დაინფიცირებულთა გამოჯანმრთელებისთვის 500 000 დოლარი გადარიცხა.

მეტი...

„ან ერთად გავიმარჯვებთ, ან ერთად დავმარცხდებით“ – საქართველოს პრეზდენტი

„ეს ბრძოლა ჩვენია, თითოეული ჩვენგანის. ამ ბრძოლაში ან ერთად გავიმარჯვებთ, ან ერთად დავმარცხდებით. ამ ბრძოლის შედეგი აისახება მთელ ქვეყანაზე და მომავალ თაობებზე. ამ კრიზისის შემდეგ მსოფლიო სრულიად სხვაგვარი იქნება. ჩვენთანაც  ბევრი რამ შეიცვლება, ბევრი გამოწვევა უნდა გადავლახოთ, მხოლოდ ერთიანი საქართველო დაძლევს ამ გამოწვევას“ – ეს განცხადება  სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის ტრიბუნდან, საგანგებო სესიაზე გააკეთა, სადაც  საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ მსჯელობენ. პრემიერ – მინისტრის წარდგინებით, პრეზიდენტის მიერ გამოცემული ბრძანება, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, საკანონმდებლო ორგანომ უნდა დაამტკიცოს. ასევე, პარლამენტი იხილავს პრეზიდენტის მიერ გამოცემულ და პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერილ დეკრეტს, რომლის მიხედვითაც,  საქართველოს ტერიტორიაზე,…

მეტი...

მეჩეთბში კოლექტიური ლოცვა ჩერდება

სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველომ „ახალი კორონავირუსის“ გავრცელების საფრთხიდან გამომდინარე, რამდენიმე გადაწყვეტილება მიიღო. 1.     იმის გათვალისწინებით, რომ მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში კორონა ვირუსის გავრცელების სერიოზული საფრთხე დგას, ამავე დროს, მსოფლიოს მუსლიმური ქვეყნების უმრავლესობის მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება მეჩეთებში პარასკევისა და ხუთი დროის ჯემაღეთით (კოლექტიური) ლოცვების დროებით შეჩერებასთან დაკავშირებით, შესაბამისად, ვიღებთ გადაწყვეტილებას დროებით შეჩერდეს მეჩეთებში პარასკევისა და ხუთი დროის ჯემაღეთით (კოლექტიური) ლოცვა. ვინაიდან ისლამის მიხედვით, პარასკევის ლოცვა მხოლოდ მეჩეთებში ჯამაღეთით სრულდება, აღნიშნული ლოცვის ვალდებულება ეკისრება პირს, თუ ის გარკვეულ პირობებს აკმაყოფილებს. მათ შორის: პიროვნება უნდა იყოს თავისუფალი. მაგალითად, პატიმარს ან მოცემულ…

მეტი...

„COVID-19 არ არის ერთადერთი ინფექცია, რომელსაც გამოხატული ასაკობრივი თავისებურებები ახასიათებს“ – ინტერვიუ „მედიაცენტრ მთავართან“

რა ვიცით ახალი, ე.წ. მკვლელი COVID-19-ის შესახებ, რომელმაც მსოფლიო თავდაყირა დააყენა; რატომ ერჩის ის ასაკოვნებს და არა ბავშვებს; რა რისკის წინაშე დადგა ორსულები; რა გვაჩვენე კორონავურისის ოერჯერ გადატანილმა აფეთქებამ – ამ და სხვა კითხვებზე „მედიაცენტრ მთავართან“ ინტერვიუში პედიატრი, მედიცინის აკადემიური დოქტორი თამარ ობგაიძე საუბრობს. „მედიაცენტრი მთავარი:“ COVID-19 – ახალი ურთულესი გამოწვევა, რომელმაც მსოფლიო შეაზანზარა. რა ვიცით, რა გავიგეთ და რა ვისწავლეთ ამ მოკლე პერიოდში ე.წ. მკვლელი ვირუსის შესახებ?   თამარ ობგაიძე: COVID-19 სრულიად ახალი ვირუსია და მის შესახებ ბევრი რამ ცნობილი ჯერ კიდევ არ არის. ახალი კორონავირუსი არ არის ერთადერთი…

მეტი...

თორნიკე ყიფიანის საევროვიზიო სიმღერას მილიონი ნახვა აქვს (ვიდეო)

ევროვიზიაზე საქართველოს წარმომადგენლის, თორნიკე ყიფიანის სიმღერის – Take Me As I Am („მიმიღე ისეთი, როგორიც ვარ“) და ვიდეოს ევროვიზიის ოფიციალურ არხზე მილიონამდე ნახვა აქვს. სიმღერისა და ტექსტის ავტორი თავად მომღერალია. სიმღერის არანჟირებაზე თორნიკე ყიფიანმა ალეკო ბერძენიშვილთან ერთად იმუშავა, რომელიც მარიკო ლეჟავასთან და მარიამ შენგელიასთან ერთად მისი ბექვოკალია. სოციალურ ქსელში თორნიკე ყიფიანის სიმღერას სხვადასხვა ვლოგერები ემხაურებიან და საერთო ჯამში ამჟამად 41 ქვეყნიდან მე-14 ადგილზე იმყოფება. აღსანიშნავია, ისიც რომ “ახალი კორონავირუსის” გავრცელების გამო, შეიძლება ევროვიზიის კონკურსი გადაიდოს და არ ჩატარდეს მაისში.

მეტი...

“გადავშენდებით, ან კარგ ვარიანტში ქვის ხანაში აღმოვჩნდებით. გთხოვთ! ნუ დაღუპავთ ერთმანეთს!” – აეროპორტის თანამშრომლის წერილი

„რაც არ უნდა ეცადოს სახელმწიფო, რომ ვირუსი არ გავრცელდეს, ამ სამოქალაქო შეგნებით, რომელსაც ყოველ დღე ვუყურებ საზღვარზე მოქალაქეების მხრიდან, მაქსიმუმ 2 კვირით შეაჩეროს სახელმწიფომ ეს ეპიდემიური აფეთქება – თუ ხალხის თვითშეგნებაზე იქნებიან დამოკიდებული ან თუ ხალხი ვერ გაითავისებს რა ხდება“ – წერს აეროპორტის ერთ-ერთი თანამშრომელი და იმ პრობლემებზე საუბრობს, რაც მის თვალწინ თითქმის ყოველდღიურად ხდება. „ჩამოსული მოქალაქეების უმეტესობა: იტყუება საზღვარზე თავის მოგზაურობის ისტორიას. იტყუება სიმპტომებს და სვამს სიცხის დამწევებს (დალიე, აბა რა უნდა ქნა, სიცხიანი ხომ არ იმგზავრებ, მაგრამ, რომ ჩამოხვალ თქვი!). ყველას 3 სახლი როგორ აქვს, ოღონდ თვითიზოლაციაში გაუშვან…

მეტი...

„ალბათ კიდევ მოგვიწევს უფრო მკაცრი შეზღუდვები საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში“ – პრემიერ მინისტრი

„ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ შიდა გადაცემის სიჩქარე შევამციროთ, რათა ჯანდაცვის სისტემას მივცეთ მეტი საშუალება და დრო უკვე ინფიცირებულ თანამოქალაქეებს უმკურნალონ მაქსიმალურად ეფექტურად“ – აცხადებს გიორგი გახარია. პრემიერ-მინისტრი კიდევ დამატებითი შეზღუდვების შემოღებას არ გამორიცხავს. „მოგეხსენებათ, რომ ჩვენ დღეს შევზღუდეთ გარკვეული საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოქმედება, შეიძლება, მოგვიწიოს კიდევ დამატებითი შეზღუდვები ტრანსპორტის ნაწილში. შესაძლებელია, მოგვიწიოს და ალბათ კიდევ მოგვიწევს უფრო მკაცრი შეზღუდვები საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, მაგალითად, ისეთ ადგილებში როგორებიცაა – მაღაზიები, მსხვილი სავაჭრო ცენტრები, ბაზრობები და ა.შ. ჩვენი ამოცანა მარტივია – ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ შიდა გადაცემის სიჩქარე შევამციროთ, იმისთვის, რომ ჩვენ ჯანდაცვის…

მეტი...

„ბარსელონა ჩაკვდა, ყველაფერი იკრძალება, ჯარიმები 600 ევრომდეა“ – ქართველი ემიგრანტი

ესპანეთში სამედიცინო პირბადე 9 ევრო ღირს. გაზრდილი ფასები, პროდუქტებზე უსაშველო რიგები, შეზღუდული გადაადგილება და ტრანსპორტი და დიდი პანიკა – ასეთი ვითარებაა დღეს ესპანეთში. როგორც ესპანეთში მცხოვრებმა ქართველმა მხატვარმა ეკა სიხარულიძემ „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადა, ვისაც პოლიცია ქუჩაში გააჩერებს და მისი გადაადგილების აუცილებლობას ვერ დაინახავს, 100-დან 600 ევრომდე აჯარიმებს.    „ვითარება საკმაოდ რთულია, ქუჩაში არავინ ჭაჭანებს, ყველაფერი დაკეტილია, მუშაობს მარტო აფთიაქი, სუპერმარკეტები, და ბანკი. ვართ პირბადეებითა და ხელთათმანებით. არის ძალიან დაძაბული სიტუაცია. მოძრაობა, ტრანსპორტი შემცირდა, ღია არის ბანკები, პროდუქტების მაღაზია და აფთიაქები. საშინელება ისიც, რომ 1 პირბადე 9 ევრო ღორს. ეს პოლიტიკაა…

მეტი...

„სამედიცინო პერსონალი სუსტ წერტილია, მოგვიწევს ამ შემოტევასთან გამკლავება. მთავარია, ეს ტალღა არ იყოს ცუნამი“ – აკაკი ზოიძე

„ყველა იმ ნიშნით რაც ჩანს, ჩვენ ცუნამი უკვე ავიცილეთ თავიდან“, , აცხადებს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე, ექიმი აკაკი ზოიძე. მისი შეფასებით, „ახალი კორონავირუსით“ დაინფიცირებულთა შორის სამედიცინო  პერსონალიც იქნება, თუმცა, ამ შემოტევას გავუმკლავდებით.   „ჩვენთანაც, ყველაზე სუსტი წერტილი იქნება სამედიცინო პერსონალი. იტალია და ესპანეთი მათ გმირობას ტაშს უკრავს და ჩვენთანაც იგივე მდგომარეობაა. ხვალ არის დაგეგმილი ღონისძიება, რომელიც მართლა გმირულად იბრძვის და მე მადლობა უნდა გადავუხადო თითოეულ ეპიდემიოლოგს, ექიმს, ექთანს, სანიტარს. ასევე, მოხალისეებს, სტუდენტებს, ყველას ვინც ჩართულია და კიდევ უფრო მეტი, ვინც ჩაერთვება. რაც არ უნდა გადავწიოთ ჩვენ ეს პიკი, სადღაც…

მეტი...

ესპანეთში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, ჯარიმა 2000 ევრომდეა

ესპანეთის მთავრობამ, დღეს დილით, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სახლიდან გასვლა და ქუჩაში გადაადგილება იკრძალება. როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ ესპანეთში მცხოვრებმა ქართველმა ემიგრანტმა განუცხადა, თუ ვერ დაასაბუთე, რომ შენი სახლიდან გასვლა გადაუდებელი აუცილებლობით იყო გამოწვეული, დაგაკავებენ. „აქ საგანგებო მდგომარეობა დღეს შემოიღეს. ყველაფერი დაიკეტა – გასართობი, ტურისტული, სპორტული, კაფეები, რესტორნები, თითქმის არაფერი მუშაობს.  ქუჩაში სიარულიც აიკრძალა.  თუ პოლიცია  ვერ დაუსაბუთე, რომ სახლიდან შენი გასვლა გადაუდებელი აუცილებლობითაა გამოწვეული, დაგაკავებენ და ჯარიმას დაგაკისრებენ, რომელიც 2 000 ევრომდე მერყეობს. შესაბამისად, ყველა ერიდება სახლიდან გასვლას. გარეთ გასვლა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პროდუქტი…

მეტი...

ვირუსით ინფიცირებული 2 ტურისტი ყოველ დღე რესტორნში დადიოდა, გაფრთხილება მათ ვინც ამ რესტორას სტუმრობდა   

რესტორან „მთავრალი ალუბალის“ ყველა თანამშრომელი თვითიზოლაციაში იმყოფება. აღნიშნულის მიზეზი კი ის გახდა, რომ 3 ჩეხი ტურისტი, რომელსაც „ახალი კორონავირუსი“ დაუდგინდა მათ რესტორანში ყოველ დღე დადიოდნენ და არაერთ ადამიანთან ჰქონდათ კომუნიკაცია. რესტორნის ადმინისტრაცია ყველს მიმართავს, ვინც ამ დაწესებულაბას სტუმრობდა და აფრთხილებს. “მეგობრებო, დღეს დაგვირეკეს დაავადებათა კონტროლის ცენტრიდან და შეგვატყობინეს, რომ 4 მარტს გუდაურში ჩამოვიდა 6 ჩეხი ტურისტი, რომელთაგან 3-ს დღეს აღმოაჩნდა კორონავირუსი. ამ ტურისტებმა გამოკითხვის დროს აღნიშნეს, რომ ყოველ დღე დადიოდნენ რესტორან მთვრალ ალუბალში. ჩვენ ყველანი ვართ თვითიზოლაციაში , რესტორანი დაკეტილია , 2 ჩვენი თანამშრომელი მაღალი სიცხით ელოდება კატასტროფის ბრიგადას …ვინც…

მეტი...

ახალი საკარანტინო ზონა საირმეშიც გაიხსნა

საირმეში მოწყობილ საკარანტინო ზონაში საქართველოში დაბრუნებული მოქალაქეები უკვე მოხვდნენ. ისინი ქვეყანაში გვიან ღამით დაბრუნდნენ,  კერძოდ, მარსელიდან ქუთაისში. როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის იმერეთის ბიუროს ხელმძღვანელმა გოჩა გიორგაძემ „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადა, კურორტზე ყველა პროტოკოლური წესი დაცულია. „შექმნილი საჭიროებიდან გამომდინარე, კურორტ საირმეზე ახალი საკარანტინო სივრცე გამოიყო. ეს საჭირო გახდა  იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც დამატებით დასჭირდებათ კარანტინში მოთავსება. ადგილზე ყვალაფერი მზადაა, პერსონალიც მობილიზებულია, ადმინისტრაციული შეხვედრებიც გვქონდა და რასაც პროტოკოლი ითვალისწინებს, ყველაფრისთვის მზად ვართ“ – განუცხადა გოჩა გიორგაძემ „მედიაცენტრ მთავარს“.     

მეტი...

ბრიტანეთის გადაწყვეტილებით, ყველა ასაკოვანი თვითიზოლაციაში მოექცევა

ბრიტანეთის ხელისუფლება 70 წელს ზევით ყველა ადამიანს თვითიზოლაციაში მოაქცევს. მთავრობამ აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც „ახალი კორონავირუსის“ გავრცელების საფრთხე გაიზარდა. ადგილობრივი ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, გამონაკლისი არავინ იქნება, ასაკში შესულ ყველა ადამიანს ამ გადაწყვეტილებისთვის დამორჩილება მოუწევს. „ახალი კორონავირუსის“ გავრცელების რისკების თავიდან ასაცილებლად, მივიღეთ გადაწყვეტილება,  დიდ ბრიტანეთში 70 წელს გადაცილებულ ყველა მოქალაქე თვითიზოლაციაში გადავიდეს. მოქალაქეებს, რომლებიც აღნიშნულ ასაკობრივ კატეგორიას განეკუთვნებიან, უახლოეს პერიოდში მოუწოდებენ, რომ „დიდი ხნის განმავლობაში“ იყვნენ სახლში,“- აცხადებს  მეთ ჰენკოკო. გარდა ამისა, აღნიშნულ ასაკობრივ კატეგორიას ასევე რეკომენდაცია მიეცა, კომუნიკაციისას 2 მეტრიანი დისტანცია დაიცვან. ამ ეტაპისთვის, დიდ ბრიტანეთში ინფიცირებულთა რაოდენობა…

მეტი...

რა მიმართულებით გაუქმდა საერთაშორისო ფრენა – როგორია საქართველოს მიმართულებით საერთაშორისო ფრენის განრიგი

მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსის გავრცელების სწრაფი დინამიკის გათვალისწინებით, მსოფლიოს სხვადასხვა სახელმწიფოები და სატრანსპორტო კომპანიები იღებენ გადაწყვეტილებას საერთაშორისო მგზავრებისთვის და უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის შეზღუდვების დაწესების შესახებ. ბევრმა ავიაკომპანიამ გააჩერა ან აჩერებს ავია მიმოსვლას სხვადასხვა მიმართულებით. ამის გათვალისწინებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და საქართველოს საელჩოები საზღვარგარეთ, საკუთარ საკომუნიკაციო არხებზე – სოციალურ ქსელებსა და ვებ გვერდზე, რეგულარულად გამოაქვეყნებენ საერთაშორისო ფრენების ცხრილს და ასევე ინფორმაციას იმის შესახებ, თუ ამ დროის მონაცემებით რა საერთაშორისო რეისები სრულდება საქართველოში. აღნიშნული დაეხმარება საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც იმყოფებიან საზღვარგარეთ და სურთ საქართველოში გამომგზავრება დაგეგმონ შესაბამისი მარშუტები. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 15/03/2020 წლის…

მეტი...

ხვალიდან რუსეთ-საქართველოს შორის მოქალაქეების გადაადგილება იკრძალება 

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 16 მარტიდან, საქართველო-რუსეთს შორის მოქალაქეთა გადაადგილება იზღუდება. როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, შეთანხმება გრიგორი კარასინთან შედგა. „საქართველოს  პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას დავალებით, პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე დღეს დილით ტელეფონით ესაუბრა საქართველოსა და რუსეთს შორის მიმდინარე ორმხრივი დიალოგის (ე.წ. პრაღის ფორმატი)  ფარგლებში რუსეთის ფედერაციის დელეგაციის ხელმძღვანელს, რუსეთის ფედერალური სათათბიროს ფედერალური საბჭოს  წევრს გრიგორი კარასინს. “კორონავირუსის” საფრთხის გავრცელების გათვალისწინებით, საუბრის დროს განხილულ იქნა საკითხი მიმდინარე წლის 16 მარტიდან საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის მოქალაქეთა გადაადგილების დროებით შეჩერების შესახებ. აღინიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება არ გავრცელდება შესაბამისად…

მეტი...

საქართველოს მთავრობა, ამ ეტაპზე, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას არ აპირებს, სამომავლოდ კი არაფერს გამორიცხავს

„დღეს ჩვენ გვაქვს რესურსი, გამოწვევას ვუპასუხოთ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისა და ჩვენი მოქალაქეების გარკვეული უფლებების შეზღუდვის გარეშე“ – ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გააკეთა. პრემიერის ინფორმაციით, საგანგებო რეჟიმზე გადასვლის არავითარი საჭიროება არ არსებობს. მთავრობის მეთაურის თქმით, მთავრობა მიყვება კონკრეტულ გამოწვევას და ყოველდღიურად, ახალი გამოწვევების პირობებში ეს ღონისძიებები მკაცრდება. გიორგი გახარია ამბობს, რომ   ღონისძიებების გამკაცრება კიდევ უფრო მოგვიწევს, მაგრამ პრემიერ-მინისტრი ხაზს უსვამს, რომ საგანგებო მდგომარების გამოცხადების დღეს აუცილებლობას ვერ ხედავს. „ზოგიერთმა სახელწმიფომ ეს საგანგებო მდგომარეობა უკვე გამოაცხადა, მაგრამ, მინდა ერთ რამეს მიაქციოთ ყურადღება, ქვეყნებმა, რომლებმაც ეს საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს, მასთან ერთად…

მეტი...