ევროვიზია 2020 წლის კენჭისყრა დღეს გაიმართება

როტერდამში ევროვიზიის სიმღერის კონკურსის 2020 წლის კენჭისყრა 28 იანვარს გაიმართება და გადაწყდება, რომელი ქვეყანა რომელ ნახევარფინალში მიიღებს მონაწილეობას, მათ შორის საქართველოც. ევროვიზიის სიმღერის კონკურსის წესების თანახმად, ფინალში ავტომატურად გადადიან მასპინძელი ქვეყნისა (ნიდერლანდები) და ე.წ. დიდი ხუთეულის: გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, ესპანეთისა და იტალიის წარმომადგენლები. 2020 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსის კენჭისყრის პირდაპირ ეთერში ნახვა საქართველოს პირველი არხის ვებ-გვერდზე იქნება შესაძლებელი. კენჭისყრა 19:10 საათზე დაიწყება და მას ჟურნალისტი დემეტრე ერგემლიძე გაუძღვება. ევროვიზიის სიმღერის კონკურსს როტერდამი მასპინძლობს და წელს საქართველოს თორნიკე ყიფიანი წარადგენს. გრანდიოზული შოუს ნახევარფინალები 12 და 14 მაისს, ხოლო ფინალი 16 მაისს გაიმართება.

მეტი...

„მწვანე სკოლის“ მხრიდან ადგილი ჰქონდა არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემების დარღვევას” – ლონდა თოლორაია

“დადგინდა, რომ „მწვანე სკოლის“ მხრიდან ადგილი ჰქონდა არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემების დარღვევას. ეს გადაწყვეტილება მათთვის უკვე არის ცნობილი“, – ამის შესახებ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის უფროსმა, ლონდა თოლორაიამ განაცხადა.  როგორც ლონდა თოლორაიამ განაცხადა, გამოძიების ფარგლებში განმეორებით დაიკითხა გარდაცვლილი მოზარდის მშობელი. მისივე ინფორმაციით, ძალიან მალე ამ საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები და წინასწარი გამოძიება ამოიწურება.  თვითმკვლელობის მცდელობისას დაშავებული 15 წლის მოზარდი საავადმყოფოში 2019 წლის 17 დეკემბერს გარდაიცვალა. შემთხვევა დიღმის მასივში მოხდა. ამას წინ უძღოდა „მწვანე სკოლაში“ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მოზარდის პოლიციის განყოფილებაში მოწმის სახით დაკითხვა. ადვოკატი აცხადებდა, რომ მოზარდზე დაკითხვის დროს ფსიქოლოგიური ზეწოლა განხორციელდა. 15 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის სამმართველოს…

მეტი...

18 წლის მომღერალი გრემის დაჯილდოვებაზე რეკორდსმენი გახდა

18 წლის ამერიკელმა მუსიკოსმა, ბილი აილიშმა 2020 წლის გრემის დაჯილდოებაზე რეკორდი დაამყარა. ის ყველაზე ახალგაზრდა ნომინანტი გახდა, რომელმაც ღონისძიების ისტორიაში ოთხ ძირითად კატეგორიაში: წლის ალბომი, წლის სიმღერა, წლის ჩანაწერი და წლის ახალბედა არტისტი გაიმარჯვა. საუკეთესო სიმღერისა და ჩანაწერის სტატუსი Bad Guy-მ დაიმსახურა.  ბილი აილიშმა კიდევ ერთი გრემი საუკეთესო ვოკალური პოპ ალბომის კატეგორიაში დაიმსახურა.

მეტი...

“ფორსაჟის” პირველ ტიზერში თავისუფლების მოედანი ჩანს

Fast and Furious-ის მეცხრე ნაწილის ტრეილერის 15-წამიანი ანონსი გავრცელდა. პირველ კადრებში ვხედავთ ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელ ვინ დიზელს და ამის გარდა ნაცნობ ლოკაციასაც თავისუფლების მოედანს. ფილმის გადაღებები საქართველოში აგვისტოსა და სექტემბერში მიმდინარეობდა . Fast and Furious-ს დედაქალაქში პროგრამის გადაიღე საქართველოში ფარგლებში იღებდნენ. როგორც ყოფილი პრემიერის, მამუკა ბახტაძის ხელმოწერილ განკარგულებაში წერია, ჰოლივუდური ფილმის გადაღებისთვის საქართველოში მაქსიმუმ 31,4 მილიონი ლარი (31 358 162 ლარი) უნდა დახარჯულიყო.

მეტი...

QUEEN-ი დიდი ბრიტანეთის ვალუტაზე გამოსახეს

ლეგენდარული Queen პირველი მუსიკალური ჯგუფი გახდა, რომელიც დიდი ბრიტანეთის ვალუტაზე გამოსახეს. კოლექტივის პატივსაცემად მთავრობამ 5 გირვანქა სტერლინგის ნომინალის საკოლექციო მონეტები გამოუშვა, რომლებზეც ბენდის თითოეულ წევრთან დაკავშირებული ინსტრუმენტებია დატანილი. რკინის, ვერცხლისა და ოქროს მონეტების ღირებულება 13-დან 2,020 გირვანქა სტერლინგამდე მერყეობს.

მეტი...

კომპოზიტორი გომარ სიხარულიძე გარდაიცვალა

77 წლის ასაკში ქართველი კომპოზიტორი გომარ სიხარულიძე გარდაიცვალა. ის არაერთი კამერულ-ინსტრუმენტული და საესტრადო ნაწარმოების ავტორი იყო. კომპოზიტორს აღირება ქართული ფილმებისთვის შექმნილმა კომპოზიციებმა მოუტანა, განსაკუთრებით კი “ჩარი რამასთვის” შექმნილმა მუსიკამ.

მეტი...

აშშ, საქართველოში 7 000 000 დოლარის ღირებულების საგანმანათლებლო პროგრამას განახორციელებს

აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში ამერიკული მხარე ახალ 7 000 000 დოლარის ღირებულების საგანმანათლებლო პროგრამას განახორციელებს. ინფორმაციას საქართველოს განათლების სამინისტრო ავრცელებს. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში გაიმართა აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში ხალხთაშორისი ურთიერთობებისა და კულტურული გაცვლების სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, რომელსაც საქართველოს მხრიდან თანათავმჯდომარეობდნენ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირინე აბულაძე და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი. აშშ-ის მხარეს კი წარმოადგენდნენ სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე განათლებისა და კულტურის საქმეთა მიმართულებით ალიშა ვუდვარდი და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ადმინისტრატორის მოადგილის თანაშემწე ალექსანდერ სოკოლოვსკი. განათლების სამინისტროს ცნობით, სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, მხარეებმა განიხილეს საქართველოს პროგრესი და…

მეტი...

ოკუპირებული ცხინვალის სკოლებში, გრიპის ვირუსის გამო, კარანტინი გამოცხადდა

ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთის საგანმანათლებლო დაწესებულებებში, გრიპის ვირუსის გამო, ერთკვირიანი კარანტინი გამოცხადდა. ე.წ. სანიტარული სამსახური აცხადებს, რომ სკოლებსა და საბავშვო ბაღებში რესპირატორული დაავადებებით ინფიცირებული მოზარდების რაოდენობა გაიზარდა. გასული დღეების განმავლობაში, სამედიცინო დაწესებულებას 400-ზე მეტმა ადამიანმა მიმართა. მათ შორის, 300-ზე მეტი 15 წლამდე ასაკის მოზარდია.

მეტი...

2019 წელი ყველაზე ცხელი აღმოჩნდა

ამერიკის ეროვნული კოსმოსური სააგენტოს, მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციისა და ოკეანეებისა და ატმოსფეროს ეროვნული ადმინისტრაციის განცხადებით, 2019 წელს დეკადის, რიგით მეორე,  ყველაზე ცხელი წელიწადის სტატუსი მიენიჭა. გარდა დეკადის მაჩვენებლისა, გასული წელი აქამდე აღრიცხულ წლებს შორის ტემპერატურის მაჩვენებლით, ასევე რიგით მეორე ადგილს იკავებს. ტემპერატურის მონაცემები ოფიციალურად, 1880 წლიდან აღირიცხება. აღსანიშნავია, რომ ყველაზე ცხელი ხუთი წელიწადი სწორედ 2015 წლის შემდეგ, ერთმანეთის მიყოლებით აღირიცხა. ამ ხუთი წლის განმავლობაში, რეკორდულ – პირველ ადგილს 2016 წელი იკავებს. შესაბამისი მსოფლიო ორგანიზაციების განმარტებით, ეს თვალსაჩინო ნიშანია, რომ ჩვენი პლანეტა კლიმატის ცვლილებების გამო, უკიდურეს ტრანსფორმაციას განიცდის. მეცნიერების განცხადებით, კლიმატური ცვლილებების…

მეტი...

„მოლოდინია, რომ საქართველოში სამართლიანი არჩევნები ჩატარდება” – ნიდერლანდების საგარეო მინისტრი

“საქართველო უმნიშვნელოვანესი ქვეყანაა რეგიონში  უსაფრთხოების, სტაბილურობის ფაქტორით და ასევე ისეთი ღირებულებებით, როგორიცაა კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და დემოკრატიზაცია.  რაც შეეხება რეფორმებს, საქართველო გახდა მაგალითი და ეს რა თქმა უნდა მაღალ მოლოდინს გვიმყარებს აღნიშნული სტანდარტების შენარჩუნების კუთხით“-ამის შესახებ ნიდერლანდების სამეფოს  საგარეო საქმეთა მინისტრმა სტეფ ბლოკმა ქართველ კოლეგასთან შეხვედრის დასრულების შემდგომ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, ნიდერლანდები გაგრძელებს საქართველოს  მხარდაჭერას რეფორმების განხორციელების მიმართულებით. „ჩვენი მოლოდინია, რომ საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნები  ჩატარდება. ნიდერლანდები გააგრძელებს საქართველოს მოკავშირეობას რეფორმირების პროცესში, რომელიც მიმდინარეობს. თქვენი რეფორმირების ძალისხმევა განსაკუთრებით შთამბეჭდავია უსაფრთხოების იმ სიტუაციის თვალსაზრისით, რომელშიც ქვეყანა…

მეტი...

სტუდენტები თდასუ-სთვის ავტორიზაციის გაუქმებას აპროტესტებენ

თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი, უნივერსიტეტისთვის ავტორიზაციის გუქმებას აპროტესტებს. ისინი ხელმძღვანელის გადადგომასაც მოითხოვენ. ავტორიზაციის აღდგენის მოთხოვნით, მათ განათლების ხარისხის განვითარების ცენტრთან აქცია-პერფორმანსი გამართეს. მათი განმარტებით, უნივერსიტეტს აკრედიტაცია 2021 წლამდე ჰქონდა, თუმცა მონიტორინგის ჯგუფის შემოსვლის შემდეგ, მათ ავტორიზაცია გაუუქმდათ. სტუდენტები ინტერსთა კონფლიქტზე საუბრობენ და ამბობენ, რომ მონიტორინგის ჯგუფი კონკურენტი უნივერსიტეტების წარმომადგენლებით იყო დაკომპლექტებული. ისინი აცხადებენ, რომ მობილობით სხვა უნივერსიტეტში გადასვლა არ სურთ. თავად ცენტრში კი განამარტავენ, რომ უნივერისტეტს საბჭოს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება აქვს, მეორეს მხრივ კი ცენტრი ვალდებულია, სტუდენტებს მობილობა შესთავაზონ. თამარ მახარაშვილის განმარტებით, თდასუს სტუდენტებისთვის რიგგარეშე მობილობა გამოცხადდება,…

მეტი...

ბექა ოდიშარია არ ადასტურებს, რომ შესაძლოა კულტურის მინისტრის პოსტი დაიკავოს

პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ შესაძლოა კულტურის მინისტრის პოსტი დაიკავოს. ბექა ოდიშარიას განმარტებით, ამჟამად საპარლამენტო საქმიანობაზეა ორიენტირებული. “ყოველთვის ვგულშემატკივრობდი იმას, რომ კულტურის სამინისტრო ყოფილიყო ცალკე და გუნდის შიგნით. როდესაც იყო ხოლმე მსგავის ტიპის დისკუსიები, მხარს ვუჭერდი”, – განაცხადა ოდიშარიამ.

მეტი...

“კულტურის სამინისტროს ცალკე უწყებად გამოყოფას აზრი არ აქვს, თუ ამ სფეროსთვის ფინანსების გამოყოფა არ მოხდება” – მარიამ ჯაში

ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ თავმჯდომარის, მარიამ ჯაშის განცხადებით, კულტურის მინისტრის თანამდებობაზე ბექა ოდიშარიას კანდიდატურის არჩევის შემთხვევაში, კულტურის სფეროს წარმომადგენლებთან კომუნიკაცია გაუმჯობესდება, თუმცა მისი თქმით, მმართველმა გუნდმა გადაწყვეტილების მიღებისას უნდა გაითვალისწინოს, სტრატეგიული პრობლემების აღმოსაფხვრელად რომელი კანდიდატი იქნება ეფექტური. როგორც ჟურნალისტებს ჯაშმა განუცხადა, კულტურისა და განათლების სამინისტროების გაერთიანების წინააღმდეგი იყო. „საკმარისი არ არის კულტურის სამინისტროს ცალკე უწყებად გამოყოფა, თუ მისთვის მნიშვნელოვან ფინანსებს არ გამოყოფენ. ერთადერთი დადებითი გაერთიანებით იყო სახელოვნებო განათლების გაძლიერება და უკეთესი კოორდინაცია. სხვა შემთხვევაში ბიუროკრატიული ბარიერები გაიზარდა, გადაწყვეტილებების მიღება დროში უფრო გაწელილი იყო და კულტურის სფეროს ეფექტურობაზე ცვლილებამ დადებითად ვერ იმოქმედა”,…

მეტი...

მაისურაძე, ბოლქვაძე, ოდიშარია – ვინ იქნება კულტურის სფეროს ახალი ხელმძღვანელი?

განათლების და კულტურის სამინისტროების  გაყოფასთან დაკავშირებით მთავრობაში გადაწყვეტილება მიღებულია. კულტურის სფეროს ხელმძღვანელად დღეს სამი გვარი დასახელდა. ესენია: ბადრი მაისურაძე, ელისო ბოლქვაძე და ბექა ოდიშარია. საქართველოში 10 სამინისტრო და ერთი სახელმწიფო მინისტრის აპარატი 2018 წელს ჩამოყალიბდა. სამთავრობო ცვლილებების მიხედვით კი კულტურისა და სპორტის სამინისტრო განათლების სამინისტროს შეუერთდა.

მეტი...

კარლო კოპალიანი ტექნიკურ უნივერსიტეტში აუდიტს შეიყვანს (ვიდეო)

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის  ახალი კანცლერი, დეპუტატი კარლო კოპალიანი ტექნიკურ უნივერსიტეტში აუდის შეყვანას გეგმავს. როგორც კოპალიანმა „მედიაცენტრ მთავართან“ ინტერვიუში განაცხადა, ეს საჭიროა იმისთვის, რომ იცოდეს, რას იბარებს. „ენდე, მაგრამ, შეამოწმე“ – ეს არის ცნობილი გამონათქვამი და მეც ამ პრინციპით ვხელმძღვანელობ. ვფიქრობ, ტექნიკურ უნივერსიტეტში აუდიტის შეყვანა საჭიროა და ეს  საქმიანობას გამიადვილებს.  უნივერსიტეტის კანცლერის პოზიცია ეს არის ადმინისტრაციის უფროსის პოზიცია, ანუ, ყველაფერი, რაც სასწავლო პროცესის გარდა, უნივერსიტეტში ხდება. კანცლერის ფუნქციაა საფინანსო ხელმძღვანელობა, სამეურნეო ხელმძღვანელობა, მატერიალურ-ტექნიკური ბაზით უზრუნველყოფა, მისი მოწესრიგება, ხელფასები, სტუდენტები, სტუდენტური სესხები, სტუდენტური საცხოვრებლები, მოკლედ, ყველაფერი“ – განაცხადა კარლო კოპალიანმა „მედიაცენტრ მთავართან“.    …

მეტი...

როგორ მუშაობს უწმინდესი ოპერის უვერტიურაზე – პატრიარქის აქამდე უცნობი კადრები

ქართველი პიანისტი, ვალერიან შიუკაშვილი, სოციალურ ქსელში აქვეყნებს ვიდეოს, სადაც პატრიარქთან ერთად ოპერის უვერტიურაზე მუშაობს. “ძველ ჩანაწერებში აღმოვაჩინე ეს ვიდეო, სადაც უწმინდესი და მე ვიწყებთ ოპერის უვერტიურაზე მუშაობას. პირველად ვაქვეყნებ ამ ვიდეოს”, – წერს ვალერიან შიუკაშვილი.

მეტი...

საქართველო “წლის ტურისტული დანიშნულების ქვეყნად” დასახელდა

16 იანვარს, ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკიში გამართულ ნორდიკულ ქვეყნებში უმსხვილეს საერთაშორისო ტურისტულ გამოფენა-ბაზრობაზე “MATKA 2020”, საქართველო “წლის ტურისტული დანიშნულების ქვეყნად” დასახელდა. მნიშვნელოვანია, რომ გამოფენის სამიზნე ბაზარი მოიცავს არა მხოლოდ ფინეთის ტურისტულ სეგმენტს, არამედ ნორდიკულ და ბალტიის ქვეყნებსაც. გამოფენაზე ჩვენი ქვეყნის ტურიზმის ადმინისტრაცია მესამე წელია, რაც აქტიურად მონაწილეობს. წელს, ერთიან საპრეზენტაციო სტენდზე წარდგენილია 9 კომპანია და ორგანიზაცია: აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, შპს “აჭარა-ტური”, Georgia in Contact, Caucasus Travel, World Express, Georgian Travel Group, Voyage Tours, APG, Iberia Tours Plus. გამოფენას  80 000-მდე ვიზიტორი ესწრება, ხოლო ღონისძიებაზე 86 ქვეყნის 22 500 ტურიზმის…

მეტი...

ბათუმში 42 სართულიანი ბინის მშენებლობას აპროტესტებენ

ორგანიზაციები „დაიცავი ბათუმი“, „ბათომი“, „მწვანე მომავალი“, „ახალგაზრდა მწვანეები“, „მწვანე ალტერნატივა“, „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“ და „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ ბათუმში „რივიერას“ მშენებლობასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებენ და აცხადებენ, რომ საპროტესტო აქციების გამართვას აპირებენ. სანაპიროზე ხუთი ცათამბჯენის მშენებლობას ისინი წელიწადზე მეტია აპროტესტებენ, თუმცა წინააღმდეგობის მიუხედავად, ორგანიზაციების წარმომადგენელთა განცხადებით, საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ ბათუმის „რივიერაზე“ პირველი 42-სართულიანი კორპუსის მშენებლობის ნებართვა უკვე გასცა. საპროტესტო აქციების პარალელურად, ორგანიზაციები გეგმავენ, სასამართლოს მიმართონ.

მეტი...

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორად თამარ მახარაშვილი დაინიშნა

საქართველოს განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანებით, კონკურსის შედეგების საფუძველზე, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრის დირექტორად თამარ მახარაშვილი დაინიშნა. თამარ მახარაშვილი ფლობს მაგისტრის ხარისხს აღმოსავლეთმცოდნეობაში და დასრულებული აქვს ასპირანტურის კურსი ებრაულ-არამეულ ფილოლოგიაში. სხვადასხვა პერიოდში საკვალიფიკაციო და პროფესიული განვითარების პროგრამებს გადიოდა ისრაელში, გერმანიასა და ევროპის სხვა ქვეყნებში. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტში ხელმძღვანელობდა იუდაიკის კაბინეტს და არის ებრაული ენის ლექტორი. 2004 წელს ქართველი ებრაელებისთვის გამოსცა სახელმძღვანელო „დედა-ენა ებრაულად იაკობ გოგებაშვილის მიხედვით“. არის მნიშვნელოვანი პროექტების ავტორი: ისრაელში ქართული კულტურის დღეები და ტელე-მარათონები მზრუნველობა მოკლებული ბავშვების საზოგადოებაში ინტეგრაციისთვის. თამარ მახარაშვილი სხვადასხვა დროს მუშაობდა საქართველოს მთავრობის კანცელარიის საზოგადოებასთან ურთიერთობის…

მეტი...

საქართველოში სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნება

დღეს საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეა. ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი სიმბოლოს, ეროვნული დროშის დღე 2012 წლიდან სახალხოდ აღინიშნება. საქართველოს სახელმწიფოს ხუთჯვრიანი დროშა 2004 წლის 14 იანვარს აღდგა. ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო მოქალაქეებს მოუწოდებს, პატივის მიგების ნიშნად, სახელმწიფო დროშები საკუთარი სახლების სახურავებზე აღმართონ და აივნებიდან გადმოფინონ. ეროვნული დროშის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ჩოხატაურში, ერისთავების სასახლეში საქართველოს დროშას საზეიმოდ აღმართავს და მოქალაქეებს სიტყვით მიმართავს. ღონისძიებას ასევე დაესწრება პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე. ტრადიციას არ დაარღვევენ თბილისის საკრებულოს წევრები და წელსაც, 12:00 საათზე შენობის აივნებიდან საქართველოს დროშებს გადმოჰფენენ.

მეტი...

“კარი გამიღე, მეკვლე ვარ” – ხვალ, დასავლეთ საქართველოში “კუჩხას” აღნიშნავენ

ხვალ, დასავლეთ საქართველოში, ძველით ახალ წელთან ერთად, მეკლველობას, ანუ „კუჩხას“ აღნიშნავენ. ეს უძველესი ქართული ტრადიცია 14 იანვრის დილას სრულდება. ამ დღეს, სახლში აუცილებლად უნდა გესტუმროთ ადამიანი, რომელსაც კარგი ფეხი აქვს. სამეგრელოში, ამ დღესასწაულს სხვა, უფრო მნიშვნელოვანი დატვირთვაც აქვს. დეკემბრის მიწურულს, 28-29-თვის სამეგრელოს სოფლებში საახალწლო მზადება იწყება. ოჯახის უფროსი, ან თუნდაც ახალგაზრდა წევრი, ოღონდ აუცილებლად მამაკაცი, თხილის ან რომელიმე რბილი ხის ჯოხიდან თლის ჩიჩილაკს, თავზე ხისავე ჯვარს უკეთბს და თხმელისა და სუროს ტოტებით რთავს. ხის ჯვარზე კი ხილი, უმთავრესად ვაშლსა და მანდარინს უკეთებს. ბარაქიანობის ნიშნად, ჩიჩილაკის ბურბუშელაში ფულსაც დებენ. ჩიჩილაკს აუცილებლად ქალები რთავენ. მეკვლეობის…

მეტი...

პრეზიდენტი ჩიჩილაკისა და კალანდობის კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანის ინიციატივით გამოდის

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუში, შალვა რადიანის სახელობის სახლ-მუზეუმში კალანდობის დღესასწაულზე, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ჩიჩილაკისა და კალანდობის კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანის ინიციატივით გამოვიდა. „მე ხელში მიჭირავს ჩიჩილაკი. ის დგას პრეზიდენტის სასახლეშიც. ესაა არაჩვეულებრივი ტრადიცია, რომელიც მოედო მთელ საქართველოს. გამოვდივარ ინიციატივით, რომ ჩვენ ჩიჩილაკი და გურული კალანდობა შევიტანოთ არამატერიალური მემკვიდრეობის ნუსხაში. ვთხოვ მემკვიდრეობის სააგენტოს და ამაში მეც შევიტან წვლილს, რომ შემდეგში გავიტანოთ იუნესკო-ში, რომ ეს მსოფლიო არამატერიალურ სიაში შევიდეს. ამავე დროს, ჩიჩილაკი არის ეკოლოგიური“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მეტი...

ნოდარ დუმბაძის რვა ნაწარმოები, არაბულად ითარგმნა

დღეს, კატარში,  დოჰას საერთაშორისო წიგნის ბაზრობაზე “Doha International Book Fair” ქართველი მწერლის, ნოდარ დუმბაძის არაბულად ნათარგმნი ნაწარმოებების კრებულის პრეზენტაცია გაიმართა. ნოდარ დუმბაძის არაბულენოვანი წიგნის კრებულში შესულია რვა მოთხრობა – „ძაღლი“, „ნუ გააღვიძებ“, „უმადური“, „ჩიტი“, „დედა“, „კუკარაჩა“, „სისხლი“ და „კორიდა“. წიგნის ყდის ილუსტრაციისთვის გამოყენებულია ელენე ახვლედიანის ნამუშევარი „ზამთარი თბილისში“. წიგნი გამოიცა საქართველოს საელჩოსა და კატარის კულტურის და სპორტის სამინისტროს აქტიური თანამშრომლობის შედეგად. საქართველოს ელჩმა კატარის სახელმწიფოში ნიკოლოზ რევაზიშვილმა და მწერლის შვილმა, ქეთევან დუმბაძემ წიგნის გამოცემაში შეტანილი წვლილისთვის, საზეიმო ვითარებაში გადასცეს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის სამადლობელი სიგელები პროექტის განხორციელებაში…

მეტი...

დღეს, საქართველოს სახალხო არტისტის, არიადნა შენგელაიას ვარსკვლავი გაიხსნება

დღეს, საქართველოს სახალხო არტისტს არიადნა შენგელაიას, რუსთაველის თეატრის წინ ვარსკვლავს გაუხსნიან. როგორც „კულტურის პალატის“ თავმჯდომარემ დავით ოქიტაშვილმა “მედიაცენტრ მთავარს” განუცხადა, ვარსკვლავის გახსნა, არტისტის დაბადების დღეს ემთხვევა. დავით ოქიტაშვილის თქმით, არიადნა შენგელაიას შემოქმედებით საღამოს გრიბოედოვის თეატრი უმასპინძლებს. ბევრმა არ იცის, რომ ძველი ბერძნული სახელის მატარებელი მსახიობი – არიადნა შენგელაია წლებია თბილისში ცხოვრობს. მაქსიმ გორკის სახელობის კინოსტუდიის მსახიობი, თბილისში მუშაობდა კინოსტუდია “ქართულ ფილმსა” და ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის თეატრში. რამდენიმე წელი თბილისის თეატრალურ უნივერსიტეტშიც, ახალგაზრდებს სამსახიობო ხელოვნებას ასწავლიდა. გრიბოედოვის თეატრის სცენაზე, აქტიურად მონაწილეობდა სპექტაკლებში: “ცეზარი და კლეოპატრა”, “ანა ფრანკის დღიური”, “სამი მუშკეტერი” და…

მეტი...

ესტონელი მომღერალი ევროვიზიაზე საქართველოზე იმღერებს

მომღერალი Egert Milder, მისი ახალი სიმღერით “Georgia”, ესტონეთის ევროვიზიის შესარჩევ კონკურსში იღებს მონაწილეობას და გამარჯვების შემთხვევაში 2020 წლის ევროვიზიაზე ესტონეთის სახელით ევროვიზიის კონკურსზე წარსდგება. ევროვიზიის კონკურსი 12, 14 და 16 მაისს ნიდერლანდების ქალაქ როტერდამში გაიმართება. კონკურსი Ahoy Arena-ზე ჩატარდება. წლევანდელი ევროვიზიის სლოგანი კი „Open Up“ იქნება. ასევე, შეგახსენებთ, რომ საქართელოს, ევროპის ყველაზე დიდი მუსიკალურ კონკურსს, რომელსაც 300 მილიონზე მეტი ადამიანი უყურებს, თორნიკე ყიფიანი წარადგენს.

მეტი...

ოსკარების ცერემონია წელსაც წამყვანის გარეშე ჩატარდება

ყველაზე მასშტაბური ყოველწლიური კინოდაჯილდოება წამყვანის გარეშე ჩაივლის.  “ABC Entertainment”-ის პრეზიდენტმა, კერი ბრუკმა ,,კინემატოგრაფიული ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიასთან’’ ერთად მიიღო გადაწყვეტილება. მიზეზად გასული წლის გამოცდილება დაასახელა. მსგავსი შემთხვევა უკვე მესამედ ხდება, პირველად დაჯილდოება წამყვანის გარეშე 1989 წელს ჩატარდა. მეორედ 2019 წელს, როდესაც მსახიობმა და კომიკოსმა კევინ ჰარტმა წამყვანობაზე უარი თქვა. ოსკარების 92-ე დაჯილდოება 9 თებერვალს, ლოს ანჯელესში დოლბის კინოთეატრში გაიმართება. დაჯილდოება პირველად 1927 წლის 16 მაისს ჩატარდა კინოინდუსტრიაში მიმდინარე მიღწევების აღსანიშნად. ყოველწლიურად აკადემიის ჯილდო სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულს, კინემატოგრაფიაში შეტანილი წვლილისთვის აჯილდოებს. დღეს მისი პირდაპირი ტრანსლაცია მსოფლიოს 200-ზე მეტ ქვეყანაში ხორციელდება.

მეტი...

გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები 1600-ზე მეტი სტუდენტის სწავლას სახელმწიფო დააფინანსებს

ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები 1600-ზე მეტი სტუდენტის სწავლას, სახელმწიფო დააფინანსებს. სამინისტრომ ამისთვის 2019-2020 სასწავლო წელს, 4 მილიონი ლარი გამოყო. “მთავრობამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო, დღეს,  ჩვენ 4 მილიონი ლარის ოდენობით დაფინანსება დავამტკიცეთ, რითაც გამყოფი ხაზების სიახლოვეს მცხოვრები 1600 სტუდენტი სრულად დაფინანსდება სახელმწიფოს მხრიდან, ეს მოხდება უმაღლესი სასწავლებლების ნებისმიერ საფეხურზე,” – განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილმა.  2013 წელს სახელმწიფომ 471 სტუდენტი დააფინანსა, წელს კი მათი რიცხვი 1600-ზე მეტი იქნება.

მეტი...

თორნიკე ყიფიანი – საქართველოს ხმა ევროვიზიაზე

2020 წლის ევროვიზიის კონკურსზე საქართველოს თორნიკე ყიფიანი წარადგენს. თორნიკე ყიფიანი უკვე მეორე საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულია, ისეთი, როგორიც  X Factor და „საქართველოს ვარსკვლავია“. სწორედ ამ პროექტის საშუალებით, ის ევროპის ყველაზე დიდი მუსიკალურ სცენაზე ქვეყანას წარმოადგენს. წელს, ევროვიზიის კონკურსი ნიდერლანდების ქალაქ როტერდამში 12, 14 და 16 მაისს Ahoy Arena-ზე გაიმართება. წლევანდელი კონკურსის სლოგანი, რომელშიც 41 ქვეყანა მონაწილეობს და მათ შორის ავსტრალიაც, არის Open Up (გაიხსენე). თორნიკე ყიფიანის საკონკურსო სიმღერა, სავარაუდოდ, ინგლისურენოვანი იქნება.

მეტი...

სახელმწიფო პროფესიულ სასწავლებლებში ჩარიცხულ დევნილებს ტრანსპორტირების ხარჯები დაუფინანსდებათ

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სახელმწიფო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში 2017-2019 წლებში ჩარიცხულ ყველა დევნილს, სწავლის პერიოდში, ტრანსპორტირების ხარჯებს დაუფინანსებს. განაცხადების შევსება დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოში მიმდინარეობს. განაცხადს უნდა ერთვოდეს შემდეგი დოკუმენტაცია: განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; დევნილის სტატუსის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; ცნობა სასწავლებლიდან, ჩარიცხვის წლისა და სწავლის დასრულების ზუსტი თარიღის მითითებით; განმცხადებლის სახელზე გახსნილი საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები; განაცხადის მიღების თვეში აღებული ამონაწერი სოციალურად დაუცველ ოჯახთა მონაცემთა ბაზიდან (იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელი სოციალურად დაუცველია); კერძო ტრანსპორტის მოთხოვნის შემთხვევაში, განაცხადს თან უნდა ერთვოდეს საჭიროების დამადასტურებელი დოკუმენტი მაგალითად, შეზღუდვის დამადასტურებელი ცნობა, ფორმა…

მეტი...

სტალინის ვაგონს ძეგლის სტატუსი მიანიჭეს

სტალინის ვაგონი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად აღიარეს. სტალინის ვაგონისთვის ძეგლის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს, ერთი წლის წინ, სტალინის სახლ-მუზეუმის დირექტორმა მიმართა. ვაგონი აქამდე მუზეუმის ექსპონატს წარმოადგენდა, თუმცა ახლა ერთწლიანი ბრძოლის შემდეგ, ის შიდა ქართლში კულტურული მემკვიდრეობის სტატუსს ატარებს. გადაწყვეტილება ვაგონისთვის სტატუსის მინიჭების თაობაზე, თბილისში კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს სპეციალურმა საბჭომ მიიღო. სააგენტოში განმარტავენ, რომ ვაგონს გარდა იოსებ სტალინის საკუთრებისა, კიდევ უფრო ძველი ისტორია აქვს, რომელიც სამეფო ოჯახს უკავშირდება. სხვადასხვა შეფასებით, საბჭოთა კავშირში 1930-იანი წლების ტერორს 3.5 მილიონზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. 1929 წლიდან 1953 წელს სტალინის გარდაცვალებამდე, გულაგი გამოიარა, სავარაუდოდ, 14 მილიონამდე…

მეტი...

“ქულაზე ბევრად მეტი” – რატომ თქვეს უარი პასუხის გაცემაზე „წიგნების თაროს“ მონაწილეებმა (ვიდეო)

გადაცემაში „წიგნების თარო“, სადაც ახალგაზრდები ერთმანეთს ეჯიბრებიან,  მოწინააღმდეგეებმა მეგობრული ჟესტი გამოხატეს. გადაცემის წამყვანი კითხულობდა ციტატას ქართული ენციკლოპედიური თხზულებიდან „კალმასობა“, მონაწილეებს კი უნდა გამოეცნოთ, თუ რომელი ნაწარმოებიდან იყო ეს სიტყვები. ერთ-ერთი გუნდის წევრს თხზულების სათაურში ერთი სიტყვა შეეშალა და  „კალმისობა“ უპასუხა. მოწინააღმდეგე გუნდმა სწორედ ამ პატარა შეცდომის გამო მათ მიმართ მეგობრული სოლიდარობა გამოხატა. ვეკუას სკოლამ პატივი სცა მოწინააღმდეგე გუნდს და უარი განაცხადა პასუხის გაცემაზე, მიუხედავად იმისა, რომ სწორი პასუხი იცოდნენ. ვიდეო: https://web.facebook.com/wignebistaro/videos/456066468439395/

მეტი...

“კულტურის სამინისტროს 200 თანამშრომელი არ სჭირდება, ბიუროკრატიული პრობლემები უნდა დაინგრეს” – დავით ოქიტაშვილი

„ბიუროკრატიული პრობლემები უნდა დაინგრეს, აუცილებლად უნდა მოხდეს კულტურის სამინისტროს ოპტიმიზაცია“,  – ამის შესახებ „კულტურის პალატის“ თავმჯდომარე დავით ოქიტაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, ამდენი საშტატო ერთეული კულტურის სამინისტროს არ სჭირდება, მისი ეფექტიანი მუშაობისთვის, საკმარისია  30-40 თანამშრომელი: „აუცილებლად უნდა მოხდეს კულტურის სამინისტროს ოპტიმიზაცია. 200-კაცამდე საშტატო ერთეული ამ უწყებას არ სჭირდება. არ სჭირდება კულტურის სამინისტროს ამდენი მოადგილე, ამდენი დეპარტამენტი, ამდენი მთავარი სპეციალისტი, ეს უნდა იყოს 30-40 კაცისგან შემდგარი კომპაქტური ორგანიზაცია, რომელიც ამ ყველაფერს მართავს. კულტურის სამინისტრო და იქ მომუშავე ადამიანები, იქ კი არ უნდა ისხდნენ, ისინი უნდა იყვნენ თეატრებში, მუზეუმებში… და…

მეტი...

“კულტურის მინისტრად ბადრი მაისურაძე საუკეთესო კანდიდატი იქნებოდა” – დავით ოქიტაშვილი

იმ შემთხვევაში, თუ ქართველ ხელოვანთა მოთხოვნა დაკმაყოფილდება, „კულტურის პალატის“ თავმჯდომარე დავით ოქიტაშვილი, კულტურის მინისტრის პოზიციაზე, რეკომენდაციას ბადრი მაისურაძეს უწევს, რომელიც ამჟამად საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპოტრის მინისტრის მოადგილეა. ამის შესახებ ოქიტაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, ბადრი მაისურაძე ის ადამიანია, ვისაც აქვს შესაბამისი გამოცდილება, წარმატებით უხელმძღვანელოს უწყებას და მიიღოს გადაწყვეტილებები დამოუკიდებლად: „კულტურის მინისტრად ბადრი მაისურაძე საუკეთესო კანდიდატი იქნებოდა, რადგან ის სფეროს არაჩვეულებრივი ხელმძღვანელია. ბადრის აქვს იმის გამოცდილება და შესაძლებლობა, მართოს კულტურის სამინისტრო, იქიდან გამომდინარე, რომ კულტურის მინისტრს უნდა ჰქონდეს საშუალება, მიიღოს სწრაფად და დამოუკიდებლად გადაწყვეტილება. განათლების მინისტრის მოადგილე,…

მეტი...

,,ლელო საქართველოსთვის’’ ითხოვს, განათლების სამინისტროს კულტურისა და სპორტის ნაწილი გამოეყოს

პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის’’ ითხოვს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს კულტურისა და სპორტის ნაწილი გამოეყოს და სისტემური, შედეგზე ორიენტირებული რეფორმები განხორციელდეს. როგორც პარტიის წარმომადგენელმა, მედეა მეტრეველმა განაცხადა, კულტურის სფეროში დაგროვილი პრობლემების გადაწყვეტას სამინისტრო ვერ ახერხებს და მას ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ყურადღება სჭირდება. მისივე განმარტებით, სამინისტროების გაერთიანებამ  ე.წ. ოპტიმიზაციის სახელით გამოიწვია სისტემაში საკადრო წმენდა, პროფესიონალი კადრების გაშვება და რიგ შემთხვევაში ადმინისტრაციული ხარჯების ზრდაც. „ყურადსაღებია განცხადება, რომელიც გუშინ კულტურის სფეროს წარმომადგენლებმა გაავრცელეს. განცხადებიდან ნათლად ჩანს, რომ ამ სფეროში დაგროვილი პრობლემების გადაწყვეტას სამინისტრო ვერ ახერხებს და მას ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ყურადღება სჭირდება. სამინისტროების…

მეტი...

“მიმართვას ვუერთდები, თუმცა ხელი არ მომიწერია” – დავით ოქიტაშვილი სამინისტროების გაყოფაზე

„მე წარმოვადგენ სახელმწიფოს სტრუქტურას, საქართველოს კულტურის პალატას და ჩემგან ამ მიმართვაზე ხელმოწერა იქნებოდა უხერხული,“- ამის შესახებ „კულტურის პალატის“ თავმჯდომარე დავით ოქიტაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა და განმარტა, თუ რატომ არ არის მისი ხელმოწერა გუშინ გავრცელებულ მიმართვაში, რაც ქართველმა ხელოვნების მოღვაწეებმა ქვეყნის პირველ პირებს გაუგზავნეს. მისი თქმით, პირველივე დღიდან, როცა სამინისტროების გაერთიანება მოხდა, ის იყო წინააღმდეგი: „ჩემი ხელმოწერა იმიტომ არ არის, რომ მე ვემსახურები ქართულ კულტურას, წარმოვადგენ სახელმწიფოს სტრუქტურას, საქართველოს კულტურის პალატას და ჩემგან ეს იქნებოდა უხერხული, იმიტომ, რომ მე გამოვდიოდი მხარე, მაგრამ პირველივე დღიდან, როდესაც ეს გაერთიანება მოხდა, ვიყავი წინააღმდეგი,…

მეტი...

მანდატურის სამსახური კერძო სკოლებში არ შევა

“მანდატურის სამსახური კერძო სკოლებში არ შევა”, – ამის შესახებ განათლების მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ განაცხადა. “მანდატურის სამსახური კერძო სკოლებში არ შევა. დღეს არსებული რეგულაციით კერძო სკოლებს აქვთ ვალდებულება ჰყავდეთ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირი და ვსაუბრობთ იმაზე, რომ უზრუნველვყოთ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირების გადამზადება”, – განაცხადა დგებუაძემ. მთავრობის ადმინისტრაციაში არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებისა და განათლების სფეროში არსებული ხარვეზების აღმოფხვრაზე უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. მინისტრის მოადგილემ ეს განცხადება სწორედ შეხვედრაზე შესვლამდე გააკეთა.

მეტი...