კედელზე ხატვა ჰგავს თამაშს, რითაც სხვებს აბედნიერებ ​- გათანამედროვებული უძველესი ტრადიცია 

კედლის მოსახტვა ძველ თბილისში ინტერიერის გაფორმების მიღებული და პოპულარული საშუალება იყო. მოხატული ძველი სადარბაზოები თუ სახლების კედლები, ქალაქის ისტორიად იქცა და მის კულტურულ მემკვიდრეობაში ჩაეწერა. ხელოვნების ეს სფერო თანამედროვე თბილისში კვლავ იკიდებს ფეხს და მოთხოვნადი ხდება. ძველი თბილისის ერთ-ერთ უბანში, კერძოდ კრწანისის რაიონში, გუდიაშვილის მოედნის მიმდებარედ, ერთი პატარა ჰოსტელის კედლები ახალგაზრდა მხატვრებმა მოხატეს. ჰოსტელის მეპატრონემ გოგონები სოციალურ ქსელში, საერთო მეგობრის დახმარებით იპოვა და კედლების მოხატვა სთხოვა. თავდაპირველად, ახალგაზრდა შემოქმედებს სრული თავისუფლება მისცა, ხოლო შემდეგ ერთ ოთახში კომიქსებისა და სუპერგმირების დახატვა სთხოვა. 22 წლის მხატვრები, სალომე და სოფიო, სამხატვრო აკადემიაში, კომუნიკაციის, დიზაინისა…

მეტი...

ქართული ანბანით მოხატული ფრანკფურტის მეტროსადგურის ინტერიერი

​გერმანიის ქალაქ ფრანკფურტის მეტროს ერთ-ერთი სადგურის ინტერიერი ქართული ანბანის პოსტერებით გააფორმეს. აღნიშნული, მსოფლიოში პრესტიჟულ და დიდ საერთაშორისო ღონისძიებას, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობას უკავშირდება, სადაც საქართველო წელს საპატიო სტუმრის სტატუსით არის მიწვეული. ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა 9 ოქტომბრისთვის არის დაგეგმილი, თუმცა, ქართული კულტურის პოპულარიზაციის ღონისძიებები ქალაქში, უკვე მიმდინარეობს. ფრანკფურტის წიგნის ბაზრობას 500 წლიანი ისტორია აქვს და ყოველი წლის ოქტომბრის შუა რიცხვებში ფრანკფურტის საგამოფენო სივრცეში ტარდება. ყველაზე პრესტიჟული და დიდი საერთაშორისო ღონისძიება, არა მარტო ლიტერატურულ და საგამომცემლო, არამედ ზოგადად, კულტურის სფეროს მოიცავს.  ყოველწლიურად ბაზრობა 300 000-მდე ვიზიტორს და 400 000-მდე წიგნის გამოფენას მასპინძლობს. ღონისძიებას პირველი…

მეტი...

რევაზ ლაღიძის ბიუსტი თბილისში, “კონკასთან” მდებარე სკვერში გაიხსნება

​ცნობილი ქართველი კომპოზიტორის, თბილისზე დაუვიწყარი სიმღერა “თბილისოს” შემქმნელის, რევაზ ლაღიძის ბიუსტი თბილისში, ბარათაშვილის ქუჩაზე, “კონკასთან” მდებარე სკვერში 7 ოქტომბერს გაიხსნება. ეს პირველი ძეგლია, რომელსაც თბილისის ჰიმნად ქცეული სიმღერის ავტორს დედაქალაქში დაუდგამენ. ბიუსტის გახსნის საზეიმო ცერემონიალთან დაკავშირებით “ქართული ხლების” კონცერტი გაიმართება. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ, დედაქალაქის მთავრობის სხდომის დაწყებამდე დღეს განაცხადა, “თბილისობა – 2018” -ის ფარგლებში, თბილისის საპატიო მოქალაქის დაჯილდოება და გალა-კონცერტი 7 ოქტომბერს, პირველი რესპუბლიკის მოედანზე გაიმართება. კონცერტი რევაზ ლაღიძის შემოქმედებას მიეძღვნება. დაუკრავს ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს სიმფონიური ორკესტრი, ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით. “სცენაზე იდგება ყველა ის მომღერალი, რომლებიც სიმღერებს ლაღიძის…

მეტი...

შარლ აზნავური გარდაიცვალა – ნამდვილი ფრანგი სომხური ფესვებით

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მწუხარებას გამოთქვამს საფრანგეთში მოღვაწე ეთნიკური სომეხი მუსიკოსისა და შემსრულებლის, შარლ აზნავურის  გარდაცვალების გამო და აცხადებს, რომ მის მიერ შექმნილი შედევრები მასზე გაცილებით დიდხანს დარჩება. „ის ნამდვილი ფრანგი იყო და, ამასთან, ძვალ-რბილში ჰქონდა გამჯდარი საკუთარი სომხური ფესვები. მას მთელი მსოფლიო იცნობდა. შარლ აზნავურის სანიმუშო ნამუშევრები თან სდევდა სამი თაობის ლხინსა თუ ჭირს“, – წერს მაკრონი „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე. ცნობილი მომღერალი, პოეტი და მსახიობი, შარლ აზნავური 94 წლის ასაკში, საფრანგეთის სამხრეთში, საკუთარ სახლში გარდაიცვალა. ამის შესახებ AFP -ი არტისტის წამომადგენლებზე დაყრდნობით იტყობინება. გარდაცვალების მიზეზი არ სახელდება.  ​ ​შარლ აზნავური XX საუკუნის ერთ-ერთ მთავარ, ფრანგ შემსრულებლად მიიჩნევა.…

მეტი...

ქუჩის ხელოვნების ფესტივალის ფარგლებში თბილისის 7 ქუჩა მოიხატება

თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის მხარდაჭერით, ქუჩის ხელოვნების ფესტივალი „ნიკო 2018“ დაიწყო, რომლის ფარგლებში, თბილისის მასშტაბით, შვიდ ლოკაციაზე, კერძოდ, გ. მაზნიაშვილის ქ. N31-ში, დ. უზნაძის ქ. N54-ში, ნუცუბიძის პლატოს III მიკრორაიონის I კვარტალის N5-ში, ლ. ასათიანის ქ. N25-ში, პეტრიაშვილის ქ. N3/5-ში, თარხნიშვილის ქ. 28/47-სა და ჭოროხის ქ. N4-ში კედლები მოიხატება. როგორც “მედიაცენტრ მთავარს” თბილისის მერიაში განუცხადეს, პროექტის მონაწილეები არიან, როგორც ქართველი, ასევე, უცხოელი მხატვრები. თითოეული კედლის მოხატვა 6–8 დღის განმავლობაში გაგრძელდება. ჯამში, 600 კვ/მ–მდე ფართობი მოიხატება. ამ ეტაპისთვის უკვე დასრულდა ჭოროხის N4-ში მდებარე კედლის მოხატვა.…

მეტი...

“სიჩუმის რეზოლუცია-აფხაზეთი“ – უნიკალური ფოტოგამოფენა თბილისში

თბილისი ფრანგი ფოტოხელოვანის, ორელიენ ვილეტის ფოტოგამოფენას ხვალ, 27 სექტემბერს, 18:00 საათზე უმასპინძლებს. გამოფენა ეროვნული მუზეუმის ს. ჯანაშიას საქართველოს მუზეუმში გაიხსნება სახელწოდებით – “სიჩუმის რეზოლუცია-აფხაზეთი“.  ხელოვანის ობიექტივი ასახავს აფხაზეთში არსებული, მიტოვებული შენობების მდგომარეობას და მძიმე რეალობას.  ის ერთგვარი შუამავალია სიცოცხლით სავსე წარსულის მოგონებებსა და სევდიან, ჩუმ დღევანდელობას შორის, მონატრებასა და უძლურებას შორის… ორელიენ ვილეტი 2016 წელს ესტუმრა აფხაზეთს. გამოფენის გახსნაზე დაგეგმილია თეატრალური პერფომანსი. გამოფენას დაესწრებიან ავტორი და საპატიო სტუმრები სხვადასხვა ქვეყნიდან. გამოფენის სულისჩამდგმელია დალი უბილავა – დე გრააფი. მისამართი: თბილისი, რუსთაველის 3, მე-4 სართული.

მეტი...

“სრულფასოვანი ვარ ნიუ–იორკშიც და ზემო სურებშიც, რადგან ვიცნობ შოთა რუსთაველს” – გიორგი კეკელიძე 

პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა თბილისობის დღესასწაულისთვის ტრადიციულად ემზადება. ღონისძიებები 16 ოქტომბერს დაიწყება და 23 ოქტომბრამდე გასტანს. კვირეული გაიხსნება გიორგი ვარსიმაშვილისა და ვახტანგ კუნცევ გაბაშვილის, თბილისის თემაზე შექმნილი ფოტოგამოფენით. გაიმართება ​დები აბაშიძეებისა და მარი გოლეთიანის ტრიოს კონცერტი „თბილისური მელოდიები“.  ​გამოფენის პარალელურად მოეწყობა თბილისის ფოტოკოლაჟის ვიდეო პროექცია. თბილისობისადმი მიძღვნილი ტრადიციული პროექტის „კაცი, რომელიც დააკლდა ქალაქს” ფარგლებში დაგეგმილია ორი საღამო. ერთი ექიმს, პოლიტიკოსსა და პუბლიცისტს, ფრიდონ საყვარელიძეს მიეძღვნება, ხოლო მეორე  მომღერალი ექიმების, ზურაბ და იფიგენია ჩიქოვანების ოჯახს.   19 ოქტომბერს, დამოუკიდებლობის დარბაზში დაინტერესებულ საზოგადოება, პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდებსა და არქივებში დაცულ უნიკალურ მასალებს გაეცნობა. ბიბლიოთეკის გენერალური…

მეტი...

თეატრის სცენაზე სიგარეტის მოწევა მხოლოდ რეჟისორის იდეისთვის დაიშვება 

​საქართველოს პროფესიულ თეატრებში სპექტაკლის მიმდინარეობისას სცენაზე თამბაქოს მოწევა, მხოლოდ რეჟისორის ჩანაფიქრის მიხედვით, როლის შესრულებისას იქნება შესაძლებელი. ამის შესახებ კი, მაყურებელს შესაბამისი გამაფრთხილებელი ინფორმაცია წინასწარ უნდა მიეწოდოს. „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების და დამატების შეტანის თაობაზე დღეს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტში იმსჯელეს. ცვლილებების თანახმად, თამბაქოს მოხმარებაზე შეზღუდვა მოიხსნება უმაღლესი საგანმანათლებლო, პროფესიული, სამედიცინო და ფარმაცევტული დაწესებულებების საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე. თუმცა ამისთვის დგინდება გარკვეული პირობები, კერძოდ, ამ დაწესებულების ტერიტორიაზე თამბაქოს მოსაწევ ადგილს დაწესებულების ხელმძღვანელი თავად განსაზღვრავს. კანონპროექტი კოლეგებს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ წარუდგინა. მისი თქმით, ცვლილებების პაკეტის მომზადება საჭირო გახდა იმ…

მეტი...

ზურაბ წერეთლის “საქართველოს მატიანეს” პოპულარიზაციაზე იზრუნებენ

თბილისის ნაძალადევის რაიონში, კერძოდ, თემქაზე არსებული, ცნობილი მოქანდაკე ზურაბ წერეთლის ნამუშევრის, “საქართველოს მატიანეს” პოპულარიზაციის მიზნით, ქართველი და უცხოელი ჟურნალისტები სტატიებს მოამზადებენ. რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, თემქისა და სანზონის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ზაზა გაბუნიამ ზღვის უბანში მდებარე საქართველოს ისტორიის მონუმენტი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან, გიორგი ჩოგოვაძესთან ერთად დაათვალიერა. მისი შეფასებით, ქანდაკების პოპულარიზაცია ტურიზმის განვითარების თვალსაზრისით მნიშვნელოვანია. ის, საქართველოში ჩამოსული ვიზიტორებისთვის განსაკუთრებული ინტერესის საგანი გახდება.  „ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან, ბატონ გიორგი ჩოგოვაძესთან შევთანხმდით, რომ თემქაზე, თბილისის ზღვის მიმდებარედ არსებული საქართველოს ისტორიის მონუმენტის პოპულარიცაზიისთვის, ქართველი და უცხოელი ჟურნალისტები სტატიებსა და ბლოგებს მოამზადებენ“, –…

მეტი...

მოძრაობის თეატრი ახალ სეზონს პრემიერით და ინოვაციური პროექტებით იწყებს

მოძრაობის თეატრში მისულ მაყურებელს, 20 სექტემბრიდან განახლებული რეპერტუარი, პრემიერა და  ექსპერიმენტული პროგრამა ელოდება, რომელიც საქართველოში პირველად განხორციელდება. უკვე კარგად ნაცნობი სპექტაკლები კი ახლებური ინტერპრეტაციებით იქნება წარმოდგენილი. ახალი სეზონი პრემიერით  „ასტიგმატისტებით“ გაიხსნება. როგორც “მედიაცენტრ მთავარს” რეჟისორმა, იოსებ ბაკურაძემ განუცხადა, „ასტიგმატისტები“ არის კომედია ასტიგმატისტების ოჯახის ერთი კომიკური დღის შესახებ, რომელიც გადმოცემულია მუნჯი კინოს ხერხით. სპექტაკლის გმირები სამყაროს განსხვავებულად აღიქვამენ. ყველაფრით უკმაყოფილო ბაბუა ცდილობს ოჯახური ტრადიციები დაიცვას. აურზაური, რომელიც ერთ დღეს ხდება ასტიგმატისტების ოჯახში მაყურებელს კომიკურ სამყაროში ამოგზაურებს. ​მისივე თქმით, სავარაუდოდ ოქტომბერში განხორციელდება ექსპერიმენტულ პროექტი. ეს იქნება 360 გრადუსით გადაღებული „ასტიგმატისტების“ ინოვაციურ გარემოში ჩვენება. პარტერი სცენის ცენტრში…

მეტი...

“თბილისობის” ტრადიციაში ცვლილებაა, ამიერიდან ის ოქტომბრის პირველ კვირას გაიმართება

“თბილისობის” ტრადიციულ დღესასწაულში ცვლილებაა. დედაქალაქის მერის გადაწყვეტილებით, ამიერიდან ის ოქტომბრის ბოლო, ბოლოს წინა შაბათ-კვირის ნაცვლად, თვის პირველ კვირას გაიმართება. „თბილისობის” თარიღი წლეულს, 6-7 ოქტომბერი იქნება. როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე დღეს განმარტა, დღესასწაულისთვის ფიქსირებული თარიღის დაწესების თხოვნით, თბილისის მერიას ხშირად მიმართავენ ტურისტული კომპანიები, იმ მიზეზით, რომ ტურისტების მხრიდან ძალიან დიდია ინტერესი ამ დროს თბილისში ჩამოვიდნენ. “არაერთხელ მოგვმართეს ტურისტულმა კომპანიებმა. გვთხოვენ, რომ ეს თარიღი იყოს ფიქსირებული, რადგან ტურისტების მხრიდან ძალიან დიდია ინტერესი თბილისში ვიზიტის მიმართ. ამიერიდან,„თბილისობის“ დღესასწაული ყოველთვის ოქტომბრის პირველ შაბათ-კვირას გაიმართება. ეს ტურისტული კომპანიებისთვისაც ძალიან კარგი იქნება, რადგან…

მეტი...

ვინ იყვნენ პირველი ქართველი “სელფისტები” – ფოტო სოციალური ქსელიდან

ქართული კინოსა და თეატრის ცნობილი მოღვაწეების, მსახიობების სანდრო ჟორჟლიანისა და სესილია თაყაიშვილის, შესვენების დროს გადაღებული მხიარული ფოტო სოციალურ ქსელში, ინტერნეტჯგუფში -“მე თბილისი მჭის, რაც დავიბადე” გამოქვეყნდა. ფოტო წამღვარებული აქვს მინაწერი: “დღეს რომ ყველა სელფაობს და არიან ენის გამოყოფაში,  ეე, ვინ იყვნენ პირველი ქართველი “სელფისტები”, კინოსა და თეატრის შეუდარებელი ლეგენდები – სანდრო ჟორჟოლიანი და სესილია თაყაიშვილი”.

მეტი...

ქვეყნიდან გასატანად გამზადებული ექსპონატების უნიკალური გამოფენა თბილისში

ეროვნულ სასახლეში უნიკალური გამოფენა გაიხსნა, სადაც წარმოდგენილია უნიკალური ქართული კინო და ისტორიული კოსტუმები, ოქრომკედით შესრულებული მათი ნაქარგობა, ლეონარდო დავინჩის სკოლის ნამუშევარი, ევროპული პეიზაჟები და მარინისტული ტილოები, თეთრ პერგამენტზე შესრულებული რაინდთა ტურნირების სცენებით გაფორმებული ფოტოალბომი, აღათი დადიანის ვერცხლის სასმისი, რაჭის ერისთავების ყაბალახი, ზაქარია ჭიჭინაძის წერილები, სამეგრელოს დედოფლის ეკატერინე ჭავჭავაძე-დადიანის მარაო, მეფე ვახტანგ VI ის კაბა (ფილმიდან “დავით გურამიშვილი”) მამაკაცის კაბა, მოხატული ხავერდი (ფილმიდან “გიორგი სააკაძე”) და სხვა. როგორც “მედიაცენტრ მთავარს” ხელოვნების სასახლეში განუცხადეს, უპრეცედენტო პროექტი „ეროვნული სალაროს“ საფუძველზე, დავით ბეჟუაშვილის განათლების ფონდი ხელოვნების სასახლეს ერთი წლის განმავლობაში ეხმარებოდა შეეძინა და რესტავრაცია ჩაეტარებინა ხელოვნების ნიმუშებისთვის, რომლებიც…

მეტი...

ქართველმა მომღერალმა ვალერი მელაძემ საქართველოს მოქალაქეობაზე განაცხადი შეიტანა  

რუსეთში მოღვაწე ცნობილ ქართველ მომღერალ ვალერი მელაძეს, საქართველოს მოქალაქეობა სურს. ამგვარად ის ცდილობს ორ ქვეყანას შორის საზღვრები წაშალოს. რუსულ რადიოსადგურ „გოვორიტ მოსკვასთან” ინტერვიუში მომღერალმა განაცხადა, რომ მოქალაქეობაზე ოფიციალური განაცხადი უკვე შეიტანა საქართველოს იუსტიციის სახლში. ​როგორც ვალერი მელაძე აცხადებს, საქართველოს მოქალაქეობის მიღებით ის არ აპირებს უარი თქვას რუსეთის მოქალაქეობაზე, რადგან ეს ორი საკითხი არც ერთი ქვეყნის კანონმდებლობასთან წინააღმდეგობაში არ მოდის. „მე ამ ფაქტს არ ვმალავ. თუმცა, ეს რუსეთის მოქალაქეობაზე უარის თქმას არ ნიშნავს. ჩემი ქმედებები რუსეთისა და საქართველოს კანონმდებლობას არ ეწინააღმდეგება. მე საქართველოში დავიბადე და გავიზარდე, მაშინ რუსეთ-საქართველოს საზღვრები არ გააჩნდა, ახლა კი…

მეტი...

დიდი ხნის პაუზის შემდეგ, ხატია ბუნიათიშვილი თბილისში დაუკრავს

​ფესტივალ „შემოდგომის თბილისია“ ფარგლებში 15 სექტემბერს, დიდი ხნის პაუზის შემდეგ, დიდი ხნის პაუზის შემდეგ სცენაზე ერთმანეთს შეხვდებიან მსოფლიო ვარსკვლავი, პიანისტი ხატია ბუნიათიშვილი და თბილისის სიმფონიური ორკესტრი, ვახტანგ კახიძის დირიჟორობით.​ როგორც “მედიაცენტრ მთავარს” ჯ.კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ კულტურული ცენტრში განუცხადეს, ​​მსოფლიოს მრავალი პრესტიჟული საკონცერტო დარბაზის ხშირი სტუმარი, სახელგანთქმული სიმფონიური ორკესტრებისა და დირიჟორების სასცენო პარტნიორი, SONY-ს ექსკლუზიური არტისტი ხატია ბუნიათიშვილი მსმენელის წინაში წარდგება სერგეი რახმანინოვის კონცერტით ფორტეპიანოსა და ორკესტრისთვის N2. ხოლო ვახტანგ კახიძე შეასრულებს მოდესტ მუსორგსის საფორტეპიანო შედევრის „სურათები გამოფენიდან“ საორკესტრო ვარიანტს გაორკესტრებულს მორის რაველის მიერ. ბილეთების შეძენა შესაძლებელია როგორც კახიძის მუსიკალური…

მეტი...

მოძრაობის თეატრი ფრანკფურტის River Bank Festival -ზე წარდგება

მოძრაობის თეატრი ფრანკფურტის River Bank Festival-ზე საქართველოს სახელით წარდგება და სპექტაკლს “ჩუმად, რეპეტიციაა!”-ს ითამაშებს. თეატრის დასი სპექტაკლის გარდა, კარნავალსაც წარადგენს და მილიონობით სტუმარს ქართულ კულტურას ღია ცისქვეშ მოწყობილ სპეციალურ საფესტივალო სივრცეში გააცნობს. ფესტივალი, რომელსაც ყოველწლიურად 3 მილიონამდე ტურისტი სტუმრობს, 24-26 აგვისტოს გაიმართება. 2018 წელს, საქართველო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საპატიო სტუმარი ქვეყანაა. მთელი წლის მანძილზე სხვადასხვა კულტურული და ლიტერატურული ღონისძიება იმართება, River Bank Festival კი მისი ერთ-ერთი შემადგენელი, მნიშვნელოვანი ნაწილია. როგორც “მედიაცენტრ მთავარს” მოძრაობის თეატრის რეჟისორმა, იოსებ ბაკურაძემ განუცხადა, „ჩუმად, რეპეტიციაა!“ ქართულ ნოველებზე აგებული სპექტაკლია და სპეციალურად შეირჩა ფრანკფურტისთვის, რადგან კულტურის სამინისტროს მოთხოვნა იყო, პროგრამა…

მეტი...

როცა არავის ემღერებოდა, ეს ბიჭები ქმნიდნენ სიმღერებს – “სახე” საიუბილეო კონცერტს მართავს

ცნობილი ქართული ჯგუფი “სახე” 24 აგვისტოს, ბათუმში, Black Sea Arena-ზე, საიუბილეო კონცერტს – „20 წელი სახესთან ერთად” გამართავს. ღონისძიება ეძღვნება საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს. ​ქართველი მსმენელი ახალ სიმღერებთან ერთად, „სახეს“ შემოქმედებიდან ყველა ნაცნობ კომპოზიციას მოისმენს. კონცერტის სპეციალური სტუმარი იქნება ჯგუფ Poetry’N’Motion -ის წევრი მაიკლ უილიამსი, რომელთან ერთადაც „სახემ“ „ჩემო თბილის-ქალაქოს“ ახალი ვერსია ჩაწერა. როგორც “მთავარს” კონცერტის ორგანიზატორებმა განუცხადეს, სპეციალურად „ბლექ სი არენას“ გრანდიოზული კონცერტისთვის შეიქმნა „სახის“ ბენდი, რეპერტუარს კი ემატება 10 ახალი სიმღერა, რომლებიც ამჟამად ჩაწერის პროცესშია. ჯგუფი „სახეს“ წარმოადგენენ მომღერლები დათო ხუჯაძე, დათო ფორჩხიძე და ახალი წევრი ბორიკო შხიანი. ცოცხალ მუსიკას შეასრულებს ბენდი, რომლის…

მეტი...

მსოფლიოს ულამაზესი და ზღაპრულად უჩვეულო ქუჩები 

მსოფლიოში ბევრი ქუჩაა, მათ შორის, მორთულ-მოკაზმული, მწვანე, იდუმალი, აბსურდული, სრულებით უჩვეულო ქუჩებიც, თითქოს ისინი რომელიღაც ფილმში გადასაღებად მოიფიქრეს, ან საერთოდაც ზღაპრიდან მოვიდნენ. მაგრამ ყველა ესენი არის ქალაქის ქუჩები, სადაც ჩვეულებრივი ადამიანები ცხოვრობენ და ყოველდღიურად ტკბებიან ამ სილამაზით. ქოლგების ქუჩა პორტუგალიაში. ქალაქ აგუედას ეს ქუჩა იმდენად ცნობილია, რომ ბრიტანულმა გაზეთმა “დეილი მეილმა” ამ იდეას ბრწყინვალე უწოდა. ​ხეების ხეივნის ქუჩა ბრაზილიაში, ქალაქი რუა გონსალო დე კარვალო. მას მსოფლიოში ყველაზე ლამაზ ქუჩას უწოდებენ. ამ ქუჩის ზედხედი, მართლაც საოცარია. ქალაქ შეფშაუენის შაბიამნის ფერი ქუჩები, მაროკოს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში. ამ ქალაქში მარტო ერთი ქუჩა კი არა, თითქმის ყველა ასე…

მეტი...

ბათუმში დავით აღმაშენებლის ძეგლის დადგმა მომავალი წლისთვის დაიგეგმება

ბათუმში, ერთიანი საქართველოს მეფე, დავით IV აღმაშენებლის ძეგლის ესკიზზე კონკურსი გამოცხადდება, ხოლო მისი დასადგმელი თანხა 2019 წლის ბიუჯეტის პროექტში იქნება გათვალისწინებული. როგორც ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე აცხადებს, ერთიანი საქართველოს ძლევამოსილი მეფის ძეგლი მისივე სახელობის ქუჩასთან, აღმაშენებლისა და აბუსერიძის ქუჩების კვეთაზე აღიმართება. მიწის გამოყოფის შესახებ განკარგულება კი ბათუმის საკრებულოს უახლოეს სხდომაზე გაიცემა. ბათუმში, დავით აღმაშენებლის ძეგლის დადგმას მოძრაობა “ქართული მარშის” წევრები წელიწადზე მეტია ითხოვენ. ბათუმის მერიასა და საკრებულოში განაცხადი ჯერ კიდევ აგვისტოში შეიტანეს. 5 თვის შემდეგ, მერიიდან მიიღეს პასუხი, რომ ეს საკითხი ქალაქის საკრებულოს გადასაწყვეტი იყო. “ყველაზე ცუდ სიზმარშიც ვერ…

მეტი...

ქართული საკრავების კატალოგი გამოვა

ქართული ხალხური სიმღერისა და საკრავების სახელმწიფო მუზეუმი და საქველმოქმედო ფონდი „ქართული გალობა“ უნიკალურ პროექტს ახორციელებს. გამოიცემა კატალოგი, რომელშიც მუზეუმში დაცული 300-მდე საკრავის ისტორია და ფოტომასალა შევა. ​კატალოგის ორ ენაზე გამოცემა მიმდინარე წელს იგეგმება. როგორც მედიაცენტრ “მთავარს” ფონდ “ქართულ გალობაში” განუცხადეს, წიგნი ხელმისაწვდომი იქნება მუსიკალური საკრავების მიმართულებით მსოფლიოს წამყვანი მუზეუმებისა და უნივერსიტეტების ბიბლიოთეკებში.  

მეტი...

პეტრე ოცხელის მფრინავი მღებავის street ART -ი თბილისში – ფოტოკოლაჟი

თეატრის ქართველი მხატვრის, პეტრე ოცხელი ერთ-ერთი ცნობილი ნამუშევარი “მფრინავი მღებავის” street ART -ი, ამიერიდან მარჯანიშვილის ქუჩის N9-ში მდებარე მრავალსართულიანი სახლის ფასადზე დაიდებს ბინას. პროექტი ხელოვნების სასახლი ინიციატივითა “თი ბი სი ბანკის” მხარდაჭერით განხორციელდა. პეტრე ოცხელის მფრინავი მღებავი პირველი ქართული სამუზეუმო ექსპონატია, რომელმაც ქუჩა და თაყვანისმცემელთა გულები დაიპყრო, ის თანამედროევეობის ყველაზე ცნობად და პოპულარულ ექსპონატად იქცა. “ზუსტად ვიცი, რომ ჩვენ და თიბისი ბანკი ამ დიდებულ მხატვარს, მის შედევრებს მალე მსოფლიოშიც ისევე პოპულარულს გავხდით, როგორც საქართველოში”, – აცხადებენ ხელოვნების სასახლში. პეტრე ოცხელი ცნობილი ქუთაისელი კათოლიკეების ოჯახში დაიბადა. პეტრეს მამამ კავკასიური მაუდის ფაბრიკა…

მეტი...

გუდიაშვილის მოედანზე, მორიგი არქეოლოგიური მასალა აღმოაჩინეს

თბილისში, გუდიაშვილის მოედანზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს, ბ. ახოსპირელის  ქუჩის N4-ის სარდაფში განლაგებულ სხვადასხვა ზომის ქვევრში, კერამიკული ნაწარმი – დიდი, საშუალო და მცირე ზომის, მოჭიქული სამი დოქი და სხვადასხვა ზომის ჭინჭილა აღმოაჩინეს. ჭურჭელი ერთნაირად, მომწვანოდაა მოჭიქული. კერამიკული ნაწარმი, შესაძლოა, გვიანი შუა საუკუნით დათარიღდეს.​ ​როგორც მედიაცენტრ “მთავარს” თბილისის განვითარების ფონდში განუცხადეს, აღმოჩენილი ჭურჭელი ძალიან ჰგავს იმავე ტერიტორიაზე, ​ ახოსპირელის N7/2-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის სარდაფში აღმოჩენილ სხვა კერამიკულ ჭურჭელზე დატანილ დამღას, წვეროსანი მამაკაცის ანფასს, რომელსაც პირობითად „თბილისელი“ ეწოდა. მათივე ინფორმაციით, ერთ-ერთ ქვევრში სპილენძის აზარფეშა – გრძელტარიანი, ფართოპირიანი დიდი კოვზისებური ღვინის სასმისი და სპილენძის თეფში აღმოჩნდა. ​​გუდიაშვილის…

მეტი...

ქართული კინოს 110 წლის იუბილესთან დაკავშირებით ხვალ გამოფენა გაიხსნება

​ქართული კინოს ისტორია 110 წელს ითვლის. წელს, ამ თარიღთან დაკავშირებით კინოსტუდია “ქართულ ფილმში” დაგეგმილია დიდი გამოფენა, სადაც საზოგადოება იხილავს საყვარელი მხატვრული და ანიმაციური ფილმების ესკიზებს, კოსტუმებს, იარაღს-საჭურველს, ფოტოებს კინოგადასაღები მოედნებიდან, კინოგადამღებ და ხმის ტექნიკას, კინოაფიშებსა და სხვა. როგორც მედიაცენტრ “მთავარს” გამოფენის ორგანიზატორებმა განუცხადეს, გამოფენა 30 ივნისს 12:00 საათზე გაიხსნება და 3 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.  დამთვალიერებელს მისვლა ყოველ დღე, 12:00-დან 18:00 საათამდე შეეძლება. მისამართი: თბილისი, დიღმის მასივი, IV კვარტალი, ს. ახმეტელის ქუჩა N 10-ა. ​ასეთი იყო კინოსტუდია (დიღომში) მშენებლობის დროს. ცენტრში, მშენებარე ობიექტი არის ყოფილი ლაბორატორიის შენობა, სადაც მიმდინარეობდა ფირების გამჟღავნება და…

მეტი...

თბილისის მერიის „ბიგ ბენდი“ და „ქართული ხმები“ ერთობლივ რეგიონულ ტურნეს იწყებენ

თბილისის მერიის საკონცერტო ორკესტრი „ბიგ ბენდი“, ანსამბლ „ქართულ ხმებთან“ ერთად საქართველოს მასშტაბით ტურნეს იწყებს, რომელიც  30 ივნისს, ახალციხეში დაიწყება და საქართველოს სხვა ქალაქებში გაგრძელდება. მანამდე კი, მაყურებელს თბილისის მერიის „ბიგ ბენდის“ კონცერტზე დასწრების შესაძლებლობა აბანოთუბანში, 29 ივნისს, 19:00 საათზე ექნება. „ბიგ ბენდისა“ და „ქართული ხმების“ კონცერტის რეპეტიციას დედაქალაქის მერი კახა კალაძე მერის მოადგილე სოფიო ხუნწარიასთან ერთად დაესწრო და „ბიგ ბენდის“ ხელმძღვანელ გაიოზ კანდელაკს კულტურის სფეროს განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობის სიგელი გადასცა. დედაქალაქის მერის განცხადებით, მაყურებელს თბილისის მერიის „ბიგ ბენდის“ კონცერტზე დასწრების შესაძლებლობა აბანოთუბანში, 29 ივნისს ექნება. „ ისინი გაცილებით მეტს იმსახურებენ იმ…

მეტი...

ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე ხელნაკეთი ნივთების გამოფენა – გაყიდვა მოეწყო

ლაგოდეხისა და ყვარლის მაჟორიტარი დეპუტატის, გურამ მაჭარაშვილის ინიციატივით და მაჟორიტარის ბიუროს ორგანიზებით, ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე ხელნაკეთი ნივთების გამოფენა – გაყიდვა მოეწყო. წარმოდგენილი იყო ოცამდე დამწყები და გამოცდილი მეწარმე ლაგოდეხისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებიდან. საკუთარი პროდუქცია წარმოადგინეს თბილისიდან მოწვეულმა მეწარმეებმა. როგორც მედიაცენტრ “მთავარს” დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა განუცხადა, ღონისძიების მიზანია ადგილობრივი ხელნაკეთი წარმოების და დამწყები ბიზნესის პოპულარიზაცია. მსგავსი ღონისძიებები, ადგილობრივი სოციალური ჯგუფების ხელშეწყობისა და მათი ეკონომიკური განვითარების მიზნით ზაფხულის განმავლობაში კიდევ არაერთხელ მოეწყობა.​ ღონისძიებას შვეიცარიაში საქართველოს ელჩი და შვეიცარიელ ინვესტორებიც ესწრებოდნენ. ხელნაკეთი ნივთების გამოფენა – გაყიდვის ორგანიზებაში მონაწილეობდნენ: ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერია, მუნიციპალიტეტის საკრებულო, მაჟორიტარი დეპუტატის ბიურომ…

მეტი...

საქართველოს ხელოვნების სასახლე უმაღლესი ევროპული ჯილდოს მფლობელია 

საქართველოს ხელოვნების სასახლეს, ევროპის კულტურული მემკვიდრეობის უმაღლესი ჯილდო “ევროპა ნოსტრა” გადაეცა! ეს უმნიშვნელოვანესი აღიარება მუზეუმმა სამეცნიერო პროექტისათვის “ქსოვილი საქართველოდან” მიიღო. ​როგორც მედიაცენტრ “მთავარს” ხელოვნების სასახლეში განუცხადეს, 400 გვერდიანი ნაშრომი, რომელიც ქართული ქსოვილის მრავალსაუკუნოვან ისტორიაზე მოგვითხრობს, კომპეტენტურმა ჟიურიმ ევროპის ტერიტორიაზე საუკეთესო სამეცნიერო კვლევად აღიარა! მათივე ინფორმაციით, ალბომში შესულია საქართველოს მეფეთა და დედოფალთა, ერისთავთა ძვირფასი სამოსი, უნიკალური კოსტიუმები რომლებიც მუზეუმშია დაცული! ქართულმა ქსოვილმა ევროპელი მეცნიერებისა და ხელოვნებათმცოდნეების დიდი მოწონება დაიმსახურა, რამაც განაპირობა კიდეც პროექტის მსოფლიო დონის აღიარება. დაჯილდოვების საზეიმო ღონისძიება 22 ივნისს, ბერლინში, კონგრესის დარბაზში გაიმართა.  ღონისძიებას ესწრებოდა გერმანიის პრეზიდენტი ვალტერ შტაიმაიერი და ევროპა ნოსტრას…

მეტი...

 ფერების ფესტივალი “მზიურის” პარკში (ფოტო)

თბილისის ვაკის რაიონში, ბავშვთა ქალაქ “მზიურის” პარკში, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პროექტ Check in Georgia-ს ფარგლებში, „მზიურის“ პარკში ფერების ფესტივალი გაიმართა. ფერების ფესტივალზე  სივრცე სპეციალური ფხვნილის საღებავის მეშვეობით „გაფერადდა“. ღონისძიების ორგანიზატორია ​ვაკის რაიონის გამგეობა. როგორც მედიაცენტრ “მთავარს” ვაკის რაიონის გამგეობაში განუცხადეს, ეს არის პურის ფქვილში შერეული საკვები საღებავები, არ იწვევს მოწამვლას და ალერგიას. ფერების ფესტივალს ახალგაზრდებთან ერთად, ვაკის რაიონის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე დაესწრო და  მსგავსი ღონისძიებების გამართვის მნიშვნელობაზე ისაუბრა.  საღებავების ნაწილი გამგეობამ შეიძინა. „დღევანდელ ფესტივალზე საოცრად კარგი განწყობაა. ძალიან ბევრი ახალგაზრდაა მოსული. ვაკის რაიონის გამგეობა მსგავსი ტიპის ღონისძიებებს მომავალშიც ჩაატარებს და იზრუნებს,…

მეტი...

თბილისის შესახებ კატალოგს ცნობილი ბრიტანელი ფოტოგრაფი შექმნის

​საქართველოს ცნობილი ბრიტანელი ფოტოგრაფი, პრესტიჟული სააგენტო Magnum Photos-ს სრულუფლებიანი წევრი, მარტინ პარი თბილისის შესახებ კატალოგს – „მარტინ პარი – თბილისი“ (City Book Tbilisi), შექმნის. ტექსტის ავტორი მწერალი აკა მორჩილაძეა. წიგნი ​ფოტოგრაფის მიერ თბილისში გადაღებული ფოტოების მიხედვით შეიქმნება და ერთ-ერთ ცნობილ გერმანულ გამომცემლობა Prestel Publishing-თან თანამშრომლობით, მიუნჰენში გამოიცემა. წიგნში შევა 30 ნამუშევარი. თბილისის მერიის კულტურისა და სპორტის საქალაქო სამსახურის უფროს ირაკლი გვილავას ინფორმაციით,  თბილისის მერიას Magnum Photos საჩუქრად გადასცემს მთლიან ექსპოზიციას, რომლის ნახვაც ნებისმიერ დამთვალიერებელს, უკვე საქართველოს დედაქალაქში შეეძლება. მისივე ინფორმაციით, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე, საქართველო საპატიო სტუმრად არის მიწვეული. სწორედ ამიტომ, თბილისის…

მეტი...

სევდიანი სიყვარულის გვირგვინი – ტაჯ-მაჰალი მსოფლიოს ერთ-ერთ საოცრება

სევდიანი სიყვარულის გვირგვინი – ტაჯ-მაჰალი მსოფლიოს ერთ-ერთ საოცრებად მიიჩნევა. 1631 წელს შაჰ ჯახანს, მოგოლების იმპერიის აყვავების ხანის იმპერატორს გარდაეცვალა სამ ცოლში გამორჩეული მეუღლე მუმთაზ მაჰალი, სპარსეთის შაჰის ასული. იგი მე-14 შვილის მშობიარობას გადაყვა. შაჰმა მისი განსასვენებელი მავზოლეუმის ტაჯ-მაჰალის (არაბულიდან „სასახლეების გვირგვინი“) აშენება ბრძანა. მშენებლობა 1632 წელს დაიწყო და მისი ძირითადი ნაწილის აგება 1643 წელს დასრულდა. ტაჯ-მაჰალის დარჩენილი ნაწილებისა და ბაღების შენება კიდევ 10 წელს გაგრძელდა. მისი ღირებულება დღევანდელი დოლარის კურსის შესაბამისად დახლოებით 827 მილიონია. წყარო:http://bu.com.ge    

მეტი...

მომღერალი გიო ხუციშვილი გარდაიცვალა

ცნობილი მომღერალი და მსახიობი გიო ხუციშვილი, მძიმე ავადმყოფობის შედეგად, 56 წლის ასაკში გარდაიცვალა. რამდენიმე დღის წინ მომღერალმა თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში უკანასკნელი კონცერტი გამართა, რის შემდეგაც ფილარმონიის წინ მისი ვარსკვლავი გაიხსნა. „გიოსთვის რაღაცას ყოველთვის თავისი დრო ჰქონდა. ბევრი პროფესია შეიცვალა და დიდი გზა გაიარა ამ ვარსკვლავამდე, თუმცა მთავარი ის არის, რომ ხალხისგან დიდ სიყვარულს ვგრძნობ, იმ ხალხისგან, ვინც აქ არის მოსული და ვინც დააფასა მამაჩემი. მე მეამაყება მამაჩემი და მადლობელი ვარ ყველა იმ ადამიანის, ვინც მოახერხა და გვაგრძნობინა ყველაზე მნიშვნელოვანი – სიყვარული და პატივისცემა“, – განაცხადა ვარსკვლავის გახსნისას მომღერლის ვაჟმა ზუკა…

მეტი...

საერთაშორისო ფესტივალ “ოქროს თვალზე” ოპერატორული ნამუშევრების წარდგენა იწყება

​კინო და ტელეოპერატორების საერთაშორისო ფესტივალი “ოქროს თვალი”, რომლის მიზანია მოტივაცია მისცეს ოპერატორებს, ტელე-კინო ინდუსტრიაში მომუშავე ადამიანებს და ხელი შეუწყოს მათ პროფესიულ ზრდას, მონაწილეთა რეგისტრაციას იწყებს. ოპერატორებს, ვისაც სურთ, მათი ნამუშევრები საერთაშორისო ჟიურიმ შეაფასოს, უნდა დარეგისტრირდნენ მოცემულ ბმულზე  http://www.goldeneye.ge/ge/festival/registration ​როგორც “მთავარს” ფესტივალის ორგანიზატორებმა განუცხადეს, ნამუშევრები წარდგენილნი იქნებიან შემდეგ ნომინაციებზე: საუკეთესო კინოოპერატორული ნამუშევარი, საუკეთესო ტელეოპერატორული ნამუშევარი, სარისკო კადრი, საუკეთესო სტუდენტური ნამუშევარი. გრან-პრი „ოქროს თვალი“ ენიჭება საუკეთესო ოპერატორული ნამუშევრის ავტორს.​ ​საკონკურსო ნამუშევრებს აფასებს საერთაშორისო ჟიური, რომლის წევრები, ქართველ გამოცდილ კინო და ტელეოპერატორებთან ერთად სხვადასხვა ქვეყნის – დიდ ბრიტანეთის, იტალიის, აშშ-ს, სომხეთის, აზერბაიჯანის წარმომადგენლები არიან. მათივე ინფორმაციით,…

მეტი...

“გაზაფხულის ფერები” – თბილისის ბავშვთა სურათების გალერეაში შშმ პირების შემოქმედება გამოიფინება

​თბილისში, ელენე ახვლედიანის ბავშვთა სურათების გალერეაში 25 მაისს, 12:00 საათზე, შშმ პირების მიერ გაზაფხულის თემატიკაზე შექმნილი ნამუშევრების გამოფენა გაიმართება. ნახატებს, თექაზე, ბისერით, თიხაზე თუ ხეზე შექმნილ ნამუშევრებს, საერთო სახელწოდება – “გაზაფხულის ფერები” გააერთიანებს. მოეწყობა ახალგაზრდა პოეტის, ია ნანეიშვილის ლექსების კრებულის – „ნაბიჯ-ნაბიჯ თქვენთან ერთად ვივლი“ პრეზენტაცია. მის ლექსებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოზარდები წაიკითხავენ და საკუთარ ნამუშევრებსაც თავად წარადგენენ. ​ღონისძიებას 50 შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი და მათი ოჯახის წევრები, საქართველოს პარლამენტის დეპუტატები, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები დაესწრებიან. ღონისძიება, რომლის ორგანიზატორია არასამთავრობო ორგანიზაცია „ნაბიჯ-ნაბიჯ, Step byStep“, თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა…

მეტი...

“სუხიშვილების” წარმატებული XX საუკუნე – “ოქროს ხანის” უნიკალური არქივის გამოფენა

საქართველოს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონი, საქართველოს სახალხო არტისტის, ანსამბლ “სუხიშვილების“ ყოფილი სოლისტის, თენგიზ უთმელიძის პერსონალურ გამოფენა – “სუხიშვილებს” უმასპინძლებს. ​​გამოფენა დღეს, 15 მაისს, 18:00 საათზე გაიხსნება და 19 მაისის 20:00 საათამდე გასტანს. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება ხელოვანის მიერ წლების განმავლობაში შექმნილი ფოტომატიანე, რომელიც ასახავს ქართული ცეკვის აკადემიური ანსამბლის XX საუკუნის 60-იან-70-იან წლების შემოქმედებას. როგორც “მთავარს” ეროვნულ არქივში განუცხადეს, ფოტომატიანე ასახავს ანსამბლის საგასტროლო ცხოვრებას, მოცეკვავეთა შეხვედრებს მსოფლიოს გამოჩენილ ადამიანებთან, იმ ყველაზე წარმატებულ პერიოდს, რასაც ანსამბლის დამაარსებელი და ერთ-ერთი ხელმძღვანელი ნინო რამიშვილი “ოქროს ხანას” უწოდებდა. ფოტოგამოფენა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს ეძღვნება…

მეტი...

ქართული კინოს ვარსკვლავი, ლეილა აბაშიძე საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს

​ქართული კინოს ვარსკვლავი, საქართველოს დამსახურებულ და სახალხო არტისტი, თბილისის საპატიო მოქალაქე ლეილა აბაშიძე, მისმა კოლეგებმა და მისი შემოქმედების თაყვანისმცემლებმა დღეს, უკანასკნელ გზაზე გააცილეს. 88 წლის მსახიობი, ქაშუეთის ეკლესიაში მოკრძალებული სამოქალაქო პანაშვიდის შემდეგ, საბურთალოს სასაფლაოზე, მისივე ანდერძის თანახმად, დედის გვერდით დაკრძალეს. მსახიობის ოჯახის წევრებსა და მეგობრებს პოლიტიკოსებმა, სხვადასხვა პარტიის ლიდერებმა მიუსამძიმრეს. ქაშუეთის ეკლესიაში, მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა ექსპრემიერი, ბიძინა ივანიშვილი. ჭირისუფალთა შორის იყო რეჟისორი ქეთი დოლიძე. ​როგორც მან “მთავარს” განუცხადა, მსახიობის მიმართ განსაკუთრებულად თბილი დამოკიდებულება აქვს და ამბობს, რომ ლეილას გარდაცვალებით, მისი ბავშვობის ძალიან დიდი გვერდი დაიხურა. ​მისივე თქმით, ლეილა აბაშიძე ძალიან კეთილი,…

მეტი...

თბილისის მოდის კვირეულზე ქეთოს კაბები გამოიფინება ფილმიდან „ქეთო და კოტე“  

თბილისის მოდის კვირეულის მე-17 სეზონი 19-დან 22 აპრილის ჩათვლით გაიმართება. 2018 წლის შემოდგომა-ზამთრის სეზონის კოლექციების ჩვენებებს, შოურუმს და სხვა ღონისძიებებს თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი უმასპინძლებს. ​კვირეულის გახსნის პირველი დღე, 19 აპრილი, ტრადიციულად დაეთმობა ქართული კულტურისა და ხელოვნების ლეგენდებს. ამჯერად გაცოცხლდება კადრები ფილმიდან „ქეთო და კოტე“, ხოლო პერფომანსის და გამოფენის სახით ვიხილავთ „ქეთოს სამოსს“, ასევე, ეპიზოდებს კლასიკად ქცეული ქართული ფილმიდან. თბილისის მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ბაღში სანახაობას SOLO წარმოადგენს პროექტით „მედეა ჯაფარიძე – Style Icon”. მოდის კვირეული თბილისის მერიის, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ და ტურიზმის…

მეტი...