„გული მწყდება, როცა ამბობენ, ჩვენ გავიქეცით და საქართველოს ვუღალატეთ“ – „ფესვები“ აშშ-ში

ესაუბრა ეკა გულუა „დავბრუნდებოდი, თუ სტაბილურობას დავინახავდი. უნდა ვიცოდე, რომ ჩემს შვილები კარგად იქნებიან, მექნება სამსახური და სტაბილური შემოსავალი და ამ შემოსავლით ოჯახს შევინახავ“, – ეს ამერიკაში მცხოვრები წარმატებული ემიგრანტი ქალის, 4 შვილის დედის, ქართული სახლი – „ფესვების“ ხელმძღვანელის, შორენა ბარბაქაძის სიტყვებია. შორენა საქართველოშიც მოცეკვავე იყო და ამერიკაშიც ამ საქმიანობას აგრძელებს. ემიგრაციაში ამერიკაში წარუმატებელი გასტროლების შედეგად აღმოჩნდა. გეგმამ და მიზანმა, რომ ანსამბლს წარმატებული ტურნე ექნებოდა და მიღებული შემოსავლით გზის ფულს მაინც დაფარავდნენ, არ გაამართლა. ვალებით დატვირთული ანსამბლის წევრები კი იძულებულები გახდნენ ამერიკის შეერთებულ შტატებში არალეგალურად დარჩენილიყვნენ. თავიდან ფიქრობდნენ, რომ ვალების…

მეტი...

ქართველი გოგონას საოცარი ისტორია, რომელიც მსოფლიოს ყველა კუთხეში საქართველოს აცოცხლებს

  ესაუბრა ეკა გულუა  აზია, სინგაპური, მალაიზია, ბრუნაი, ინდონეზია, ტაილანდი – ეს იმ ქვეყნების მცირე  ჩამონათვალია, სადაც საქართველოზე მღერიან, ქართველებს და საქართველოს მსოფლიოს ქვეყნებისგან გამოარჩევენ, საქართველოს კულტურასა და ტრადიციებზე ლეგენდებს ყვებიან და რაც მთავარია, ინვესტიციებს სწორედ ამ ქვეყანაში მოაქვთ.  ეს ყველაფერი კი ერთ პატარა სტუდენტ გოგონას უკავშირდება, რომელიც წლების წინ სასწავლებლად ჰოლანდიაში გაემგზავრა, თუმცა, თავის ქვეყანაზე არანორმალურად შეყვარებულმა ტურისტული კავშირები აზიასთან პირველად დამყარა, აზიელები საქართველოში პირველად შემოიყვანა და უფრო მეტიც, ამერიკელი მეუღლეც  ისე გააქართველა, საქართველოს საკუთარ სამშობლოდ მიაჩნია. პროფილი „მთავარზე“ იმ სასწაულ ამბებს გაგაცნობთ, რომელიც, ერთ დროს, პატარა სტუდენტ გოგონას…

მეტი...

“სრულფასოვანი ვარ ნიუ–იორკშიც და ზემო სურებშიც, რადგან ვიცნობ შოთა რუსთაველს” – გიორგი კეკელიძე 

პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა თბილისობის დღესასწაულისთვის ტრადიციულად ემზადება. ღონისძიებები 16 ოქტომბერს დაიწყება და 23 ოქტომბრამდე გასტანს. კვირეული გაიხსნება გიორგი ვარსიმაშვილისა და ვახტანგ კუნცევ გაბაშვილის, თბილისის თემაზე შექმნილი ფოტოგამოფენით. გაიმართება ​დები აბაშიძეებისა და მარი გოლეთიანის ტრიოს კონცერტი „თბილისური მელოდიები“.  ​გამოფენის პარალელურად მოეწყობა თბილისის ფოტოკოლაჟის ვიდეო პროექცია. თბილისობისადმი მიძღვნილი ტრადიციული პროექტის „კაცი, რომელიც დააკლდა ქალაქს” ფარგლებში დაგეგმილია ორი საღამო. ერთი ექიმს, პოლიტიკოსსა და პუბლიცისტს, ფრიდონ საყვარელიძეს მიეძღვნება, ხოლო მეორე  მომღერალი ექიმების, ზურაბ და იფიგენია ჩიქოვანების ოჯახს.   19 ოქტომბერს, დამოუკიდებლობის დარბაზში დაინტერესებულ საზოგადოება, პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდებსა და არქივებში დაცულ უნიკალურ მასალებს გაეცნობა. ბიბლიოთეკის გენერალური…

მეტი...

თიხაში გაცოცხლებული გმირების საოცარი ისტორია საჩხერეში – „ქართველებმა ხელნაკეთი ნივთის ფასი არ იციან“

  ეკა გულუა იმერეთის ერთ-ერთ სოფელში პატარა ადამიანები, გმირები, პერსონაჟები და სხვადასხვა დღესასწაული თიხაში ცოცხლდება.  ეს ნამდვილი სასწაული კი საჩხერეში, ერთ-ერთ პატარა, თვითნასწავლი ხელოვანის – ნინო სვიმონიშვილის ხელიდან ხდება. თუმცა, სამწუხარო რეალობა ის არის, რომ გოგონა წლებია, ემიგრაციაში გამგზავრებას ფიქრობს. თუ რატომ, „მთავართან“ რუბრიკაში „პროფილი“ თავად საუბრობს. ნინო სვიმონიშვილი 28 წლისაა. ჰყავს მეუღლე და 2 შვილი. თბილისელი გოგონა 3 წელია საჩხერეში ცხოვრობს და იქ თავისი პატარა, სუფთა, მწვანე სამყარო აქვს შექმნილი. ნინო სვიმონიშვილი: „ხელოვნება ძალიან მიყვარს. ის ჩემი სფეროა. თავიდან თექით დავიწყე. ბავშვოვიდან მიყვარდა ხელნაკეთი ნივთები, რაღაცის შექმნა, რადგანაც, ოჯახში…

მეტი...

„ეს იყო მშვიდობის ორკესტრი, რომლესაც კალაშნიკოვი და დაპისირისპირება არ სჭირდებოდა“- უვე ბერკემერი

 ეკა გულუა “თბილისში სახლი შევიძინეთ, ბევრს ვშრომობდით, გვქონდა უამრავი გასვლითი კონცერტი და მე ბედნიერი ვიყავი, რადგან ვხედავდი, რა კმაყოფილი იყო ამ წარმატებით ჩემი გერმანელი მეუღლე. ეს იდილია 2008 წლამდე გაგრძელდა“ – აცხადებს მსოფლიოში ცნობილი მევიოლინე „მთავართან“. „მთავარის“  პროფილი ამჯერად  „სულში ჩამწვდომ მუსიკოსებს“ – ბელა მახარაძისა და უვე ბერკემერის ოჯახს წარმოგიდგენთ.  გაიგებთ, სოფელ ნატანებში დაბადებული პატარა გოგო როგორ გახდა ლიანა ისაკაძის სტიპენდიანტი,  როგორ და სად გაიცნო ცნობილი კომპოზიტორი, პიანისტი  და დირიჟორი უვე ბერკემერი,  რატომ გაყიდა წყვილმა სახლი გერმანიაში და საქართველოში დასახლდა, თუმცა, იძულებული გახდა უკან, გერმანიაში დაბრუნებულიყო. ყველასათვის საყვარელი და ცნობილი…

მეტი...

ღამით რესტორნებში უკრავდა და ნაცნობებს თვალს არიდებდა – ნიკოლოზ რაჭველის გზა წარმატებისკენ 

ცნობილი დირიჟორი ნიკოლოზ რაჭველი ჯერ კიდევ 13 წლის იყო, ოჯახის რჩენა რომ დააწვა კისერზე. მისი მშობლები გვიან დაქორწინდნენ და საკმაოდ ადრეულ ასაკში მოუხდა მშობლების დაკარგვის ტკივილი განეცადა. მამის დაკარგვის შემდეგ დედაზე ზრუნვის პასუხისმგებლობა იკისრა და რამდენიმე კაფე-ბარსა და რესტორანში მოეწყო სამუშაოდ, საღამოს საათებში ფორტეპიანოზე უკრავდა. შეძლებული კლასელების მშობლებს თვალს არიდებდა, როცა რესტორანში დაინახავდა. დღის ბოლოს აღებული მცირედი გასამრჯელოთი პურს და ნავთს ყიდულობდა “კერასინკისთვის” და ფეხით მიდიოდა სახლისაკენ, სადაც მწოლიარე დედა და ბებია ელოდებოდნენ. “ჩემი მშობლები ხელს რომ აწერდნენ დედას მაგრად უტირია, არ უხაროდა გათხოვება, თავად 40 წელს იყო გადაცილებული, ხოლო მამა 60-ს უახლოვდებოდა,…

მეტი...

გერმანიაში პოლონურ, რუსულ, თურქულ თუ არაბულ ბანდებს ქართულმა გაუსწრო და დაწინაურდა

ექსკლუზიური ინტერვიუ იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორ, პროფესორ ელიკო წიკლაური-ლამიხთან ესაუბრა ეკა გულუა არალეგალები გერმანიაში; ვიზალიბერალიზაცია და მასთან დაკავშირებული პრობლემები; საქართველოს მოქალაქეთაგან თავშესაფრის მაძიებელთა ზრდის ტენდენცია; 18-30 წლის ასაკის მამაკაცები, რომელთა გარკვეული ნაწილი უცხოეთში თავშესაფრის მაძიებლები არიან და დაკავებული არიან ქურდობითა და სხვა სახის კრიმინალური საქმიანობით; რატომ მიაჩნიათ გერმანიის კრიმინალური გამოძიების სამსახურში, რომ განსაკუთრებულად ვიზალიბერალიზაციის შემდეგ,  საქართველოდან გერმანიაში ორგანიზებული კრიმინალური ბანდები ჩადიან?! ეს იმ საკითხების მცირე ჩამონათვალია, რაზედაც საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მრჩეველ- კონსულტანტი, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი პროფესორი ელიკო წიკლაური-ლამიხი ექსკლუზიურად მედიაცენტრ „მთავართან“ საუბრობს. ოჯახური პროფილი საქართველოს პარლამენტის საკანონმდებლო კომიტეტის მრჩეველ…

მეტი...

“საქართველოს საზღვარი სტამბულში, ჩემი სახლიდან იწყება” – თურქეთელი ქართველის ისტორია

​ორჰამ ბერიძემ ქართული ენა 45 წლის ასაკში ისწავლა და წინაპრების გვარი დაიბრუნა ესაუბრა ეკა გულუა „საქართველოს მთავრობამ საქართველოს საზღვრებს გარეთ მცხოვრები ქართველები ახლოს უნდა დაიყენოს. ყველას უნდა ჩაეხუტოს. სიყვარული მაინც უფასოა. ქართველობა ჩვენი ქოლგაა და ყველაფერი იმ ქოლგაში შედის… ჩვენთვის ფიზიკურ საზღვარს დიდი მნიშვნელობა არ აქვს. საქართველოს საზღვარი ყველგანაა, სადაც მსოფლიოში ერთი ქართველი მაინც ცხოვრობს“, – ორჰან ბერიძე.    მედიაცენტრ „მთავარის“ რუბრიკა დიასპორა ამჯერად თურქეთელ ქართველს გაგაცნობთ, რომელმაც ქართული ენა 45 წლის ასაკში ისწავლა და სულ ახლახან, სასამართლო წესით მშობლიური გვარიც დაიბრუნა.    ორჰან ბერიძე თურქეთის რესპუბლიკაში ცხოვრობს. მუშაობდა სტამბულის მერიაში, იყო საკრებულოს…

მეტი...

„ჩემი პროფესია ჩემს სამშობლოში დაუფასებელია, ამ პროფესიით იქ ვერ ვიცხოვრებ“ – წარმატებული ემიგრანტი

  31 მაისს გალერია “პრადოში“  ქართველი მხატვრის ნამუშევარს გამოფენენ  ესაუბრა ეკა გულუა ეკა სიხარულიძე – თვითნასწავლი მხატვარია.  ესპანეთში მცხოვრები წარმატებული ემიგრანტი ქალი 7 წელია ემიგრაციაში იმყოფება. მეუღლე  – არქიტექტორი   ჩავი პრატ ესპანელი კატალანია, რომელმაც ესპანეთში „ქართული ბოსტანი“ გააშენა, ქართული მწვანილი და ბოსტნეული მოყავს და ქართული ტრადიციული კერძებითა და ტრადიციებით  ესპანელებს საქართველოს აცნობს.      როგორც ემიგრაციის უდიდესი ნაწილი, „მთავარის“ რესპონდენტიც ემიგრაციაში სოციალური და ეკონომიკური პირობების გაუმჯობესების მიზით წავიდა. არც უცხო ენა იცოდა და არც კონკრეტული სპეციალობა ჰქონდა, რა მიმართულებითაც უნდა ემუშავა. სხვებივით  მძიმე პირობები გაიარა, მთავარი საქმეც შეისწავლა და დღეს მყარად…

მეტი...

ემიგრანტი მხატვრის ქართული ფიქრები და კახური ზეთით შექმნილი საღებავი – ინტერვიუ ლევან მოსიაშვილთან

საფრანგეთში მოღვაწე ქართველი მხატვრის, ლევან მოსიაშვილის შთაგონების წყაროდ, საქართველოს ერთ-ერთი კუთხე – კახეთი, ჯერ კიდევ ბავშვობაში იქცა. კახელი გლეხის ყოფა-ცხოვრება, ტკივილი, საზრუნავი, თუ ლხინი ტილოზე გადაიტანა და მსოფლიოს გააცნო. თუმცა, ეს მისი სამხატვრო კარიერის, მხოლოდ დასაწყისია. ლევან მოსიაშვილის შემოქმედების მეორე ეტაპი მთლიანად მის მშობლიურ ქალაქს, თბილისს მიეძღვნა. თავის ნამუშევრებში გადმოსცა მრავალეთნიკური ქალაქის ცხოვრება, მჭიდრო ურთიერთობები, ახლო მეზობლობა… მცირე ხნით მოზაიკამაც გაიტაცა. თავისი შვილისთვის ცხოველების გამოსახულებებს ქმნიდა. დღეს კი, აბსტრაქციონიზმი იტაცებს და საფრანგეთში ერთ-ერთი მოთხოვნადი მხატვარია. როგორ მოვიდა წარმატება და რა სირთულეებთან მოუხდა გამკლავება, ამის შესახებ ლევან მოსიაშვილი საუბრობს. – როგორც ვიცი, პროფესიით…

მეტი...

თვითკმაყოფილება დამღუპველია, საჭიროა შრომა, თავდადება, სიყვარული – ქართველი პიანისტის წარმატების საიდუმლო

​საზღვარგარეთ მოღვაწე ახალგაზრდა ქართველ პიანისტ ნინო გვეტაძეს, შთამბეჭდავი საერთაშორისო კარიერა აქვს. წარმატებით მართავს სოლო კონცერტებს მსოფლიოს საუკეთესო სცენებზე, უკრავს წამყვან მუსიკოსებთან ერთად. მის რეპერტუარში არის, როგორც ბახის, მოცარტის, ბეთჰოვენის, ლისტის და რახმანინოვის, ასევე თანამედროვე კომპოზიტორების ნაწარმოებები. გამოშვებული აქვს 4 სოლო დისკი. ნინოს ჩანაწერებს ძალიან ხშირად გადასცემენ ევროპის ქვეყნების რადიო და სატელევიზო ეთერით. არის სხვადასხვა ჯილდოს მფლობელი. 2010 წელს, პრესტიჟული Borletti-Buitoni Trust ჯილდო გადასცეს. ნინო გვეტაძე თბილისში დაიბადა. ყავს მეუღლე, ასევე მუსიკოსი ლევან ცხადაძე და ორი მცირეწლოვანი შვილი. საკმაოდ დატვირთული სამუშაო გრაფიკის მიუხედავად, ცდილობს ხშირად ესტუმროს მშობლიურ ქალაქს.  – ნინო, როგორ შემოვიდა მუსიკა თქვენს ცხოვრებაში? –…

მეტი...