“საერთოდ არ მყავს და, დისშვილი ან ძმისშვილი” – გუგული მაღრაძე ფარულ ჩანაწერებზე

პარლამენტის დეპუტატი გუგული მაღრაძე სიყალბეს უწოდებს, ერთ-ერთი მედიასაშუალებით გავრცელებულ ინფორმაციას, იმის შესახებ, რომ ციხის თანამშრომელი, რომელმაც ხორავას ქუჩის საქმეზე ბრალდებული მირზა სუბელიანის ჩანაწერი თავის თავზე აიღო, გუგული მაღრაძის დისშვილია ” მინდა გამოვეხმაურო ერთ-ერთი მედია საშუალების მიერ დღეს გავრცელებულ კიდევ ერთ ყალბ ინფორმაციას ჩემ შესახებ, რომ “ციხის თანამშრომელი, რომელმაც მირზა სუბელიანის ჩანაწერი თავის თავზე აიღო გუგული მაღრაძის დისშვილია“. აღნიშნული ინფორმაციის წყარო არის ელისო კილაძე. გაცნობებთ, რომ ეს გახლავთ დეზინფორმაცია და საზოგადოების შეცდომაში შეყვანა ჩვენი ოპონენტების მხრიდან, რადგან მე საერთოდ არ მყავს და, დისშვილი ან ძმისშვილი. მოვუწოდებ ყველა მედია საშუალებას გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან…

მეტი...

საინფორმაციო აბრა, რომელიც აღარავის სჭირდება, მაგრამ მაინც კიდია – ფოტო სოციალური ქსელიდან

ინტერნეტმომხმარებელი, არქიტექტორი ზურაბ კუხალაშვილი, სოციალურ ქსელში თბილისში, რუსთავლის გამზირზე გადაღებულ ფოტოს ავრცელებს, სადაც ავტობუსების მარშრუტების შესახებ ინფორმაციაა განთავსებული.  აბრა ძალიან ძველია. ის ჯერ კიდევ, დაახლოებით საუკუნის დასაწყისშია განთავსებული, თუმცა, მას არავინ ხსნის ბოძიდან. “სამუშაოდ წასასვლელად დღეს, N48 მარშრუტის ავტობუსში, წინა კარის მარჯვენა პირველ, განიერ სკამზე მოვიკალათე. მეორე გაჩერებაზე, ცისფერ გალერეასთან, ავტობუსი გაჩერდა ისე, რომ ჩემს თვალწინ მოექცა ყვითელი აბრა, რომელმაც მიიქცია ჩემი ყურადღება. ვკითხულობ, N 2  და მარშრუტია მითითებული, რომელიც აღარ არსებობს.  გამეღიმა, ეს როდის იყო. ჩავაყოლე თვალი და გამახსენდა შევარდნაძის დრო, როდესაც ჩამონათვალში არსებულ მარშრუტებზე მოძრაობდა ტრანსპორტი რუსთაველის გამზირზე, …

მეტი...

მატლი “აგროჰაბში” შეძენილ ტყლაპში

თბილისში, სავაჭრო ცენტრ “აგროჰაბში” შეძენილ ტყლაპში მოქალაქემ მატლი აღმოაჩინა. ​როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, ტყემლის ტყლაპი ბავშვისთვის შეიძინა, თუმცა შეძენამდე საგულდაგულოდ დააკვირდა შეფუთვაზე მითითებულ ვარგისიანობის ვადას. “ეს არის “აგროჰაბში” ნაყიდი ტყლაპი, რომელიც ბავშმა შეჭამა და ბოლოს ნახა, რომ შიგნით მატლი იყო. მეორე არ გაგვიხსნია, თუმცა, გარედან მეორეც სავსეა მატლის პატარა მუქი წერტილებით. შეგნებულად არ შევიძინე ტყპალი ღია ბაზრობაზე. სანდოობის მაღალი ხარისხის გამო არჩევანი სავაჭრო ცენტრის სასარგებლოდ გავაკეთე, ვიფიქრე, რომ იქ უფრო ხარისხიან და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტს შევიძენდი, მაგრამ ფაქტი საწინააღმდეგოს ამტკიცებს”, – წერს მოქალაქე.

მეტი...

“მე დღეს ვიცი, რომ საქართველოში გაწირული არ ხარ” – 32 წლის მწერლის უკანასკნელი განცდები

​ქართველი მწერალი ანა ლაშხელ ონიანი 32 წლის ასაკში, მძიმე დაავადების შედეგად გარდაიცვალა. მწერალს კუჭის სიმსივნე დაუდგინეს. ის თურქეთში მკურნალობდა, სადაც რამდენიმე დღის წინ ქიმიოთერაპიის კურსიც ჩაუტარდა, მაგრამ უშედეგოდ. ანა სვანეთში დაიბადა, სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა ქუთაისში განაგრძო, შემდეგ კი თბილისში. ახალგაზრდა მწერალმა ხელოვანთა გაერთიანება „თბილი სამყარო“ დაარსა, რომლის საშუალებითაც ის და მისი მეგობრები მიუსაფარ ბავშვებსა და სოციალურად დაუცველებს ეხმარებოდნენ. ანა იყო სატელევიზიო პროექტის „იმედის გმირის“ მონაწილეც. “მედიაცენტრი მთავარი” გთავაზობთ ახალგაზდა მწერლის ერთ-ერთ ბოლო სტატუსს, სადაც ანა ლაშხელ ონიანი საზოგადოებას საკუთარ განცდებს უზიარებს, რომელიც დაავადება აღმოაჩინა და კმაყოფილია იმით, რომ ბევრი კარგი ადამიანი…

მეტი...

“პიკნიკის” თანამედროვე მნიშვნელობა – მოზარდმა მარიხუანის მოწევის შედეგად გონება დაკარგა

თბილისში, ლისის ტბაზე დღეს, მარიხუანის მოწევის შედეგად, 14 წლის მოზარდმა გონება დაკარგა. ათამდე გოგო-ბიჭი, ტბის მიმდებარედ სკვერში იყვნენ შეკრებილები და გარშემომყოფთა ყურადღება მას შემდეგ მიიპყრეს, რაც მათი თანატოლი ცუდად გახდა. მოზარდების ჯგუფში ჩოჩქოლი ატყდა. მომხდარის შესახებ “მედიაცენტრ მთავარს” ერთ-ერთმა თვითმხილველმა უამბო, რომელიც ბავშვის შოკური მდგომარეობიდან გამოყვანას და მის დახმარებას შეეცადა, თუმცა, მას სასწრაფო დახმარების გამოძახების უფლება, ბავშვების თანმხლებმა უფროსებმა არ მისცეს. “ლისის ტბაზე მცირეწლოვან შვილთან ერთად ვიმყოფებოდი, როდესაც ჩემი ყურადღება შორიახლოს, ბავშვების ჩოჩქოლმა მიიპყრო. მივედი, რომ გამეგო რა ხდებოდა. დაახლოებით 10-მდე მოზარდი გოგო-ბიჭი. ერთის გარდა, გარეგნულად ყველას ეტყობოდა, რომ მოწეული…

მეტი...

მარიხუანის ნარკოტიკული ნივთიერების სახით გაყიდვა იგეგმება – ირაკლი ოქრუაშვილი 

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, პოლიტიკოსი ირაკლი ოქრუაშვილი, მარიხუანის კულტივაციის თემას კვლავ ეხმიანება და აცხადებს, რომ აღნიშნული კანონპროექტი მთავრობას უკან არ გაუხმია, უბრალოდ მისი განხილვა საპრეზიდენტო არჩევნებამდე გადადეს. როგორც ირაკლი ოქრუაშვილის სოციალურ ქსელში წერს, მარიხუანის კულტივაციაზე საუბრისას გამოთქმას –  “სამედიცინო მიზნებისთვის” პერიოდულად იმის მიხედვით იყენებენ, რამდენად არის საზოგადოებაში პროტესტი. რაც, მისი აზრით, იმაზე მიანიშნებს, რომ მარიხუანის პირველ რიგში, როგორც ნარკოტიკული ნივთიერების სახით გაყიდვა იგეგმება. “მარიხუანის კულტივაციის კანონპროექტი უკან არ გაუხმიათ. მისი განხილვა გადადეს ანუ დროებით შეაჩერეს და მალე განაახლებენ. ლოგიკურად თუ ვიმსჯელებთ განაახლებენ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ და აუცილებლად განაახლებენ თუ არჩევნებს მოიგებენ. ნათლად…

მეტი...

“ჩემი ქალაქი კვდებოდა, დამწვარი თვალებიდან ცრემლი არ მდიოდა” – დავით თევზაძის ემოციური სტატუსი

თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით თევზაძე, 25 წლის წინანდელ მოვლენებს იხსენებს და სოხუმის დაცემასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს აქვეყნებს: “დღეს ჯვართამაღლებაა საქრისტიანოში… დღეს ჩემი მშობლიური ქალაქი კვდებოდა და მე აგონიას ვესწრებოდი. აღარც რა შემეძლო, ყელში რაღაც გაჩხერილიყო და ჩაშავებული და დამწვარი თვალებიდან ცრემლი არ მდიოდა. უბრალოდ მივშტერებოდი სიცარიელეს, რომელიც ნელ-ნელა გვიახლოვდებოდა და თანდათან გვყლაპავდა სუყველას. მას მერე, დიდხანს ვიარეთ დაცარიელებულებმა… მას მერე, ვერც შავი გავიხადე დიდხანს… წლების შემდეგ, როდესაც მამაჩემის სასთუმალთან ვიდექი, ვუყურებდი როგორ ებრძოდა სიკვდილს დაუძლურებული, ანაზდად, თვალწინ სოხუმის ცარიელი ქუჩები წარმომიდგა, ჩემი ბოლო პოზიცია ესტაკადასთან და თექვსმეტი მეთაურთან…

მეტი...

“დავწერ, ყოველ 27 სექტემბერს დავწერ” – ემოციური სტატუსი სოხუმის მოვლენებზე  

აფხაზეთის ომში მებრძოლი, ინტერნეტმომხმარებელი ირაკლი ბითაძე, სოხუმის დაცემის 25 წლასთავთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს აქვეყნებს. იგი 32 წლის იყო, სოხუმის დასაცავად ომში, მოხალისედ რომ წავიდა. “27 სექტემბერი… დილას ადრე ვიყავი, ჯერ ტაძარში, შემდეგ მემორიალზე… კიდევ ერთხელ მივაგე პატივი და ჩავეხუტე ჩემს გვერდით დაღუპულ ძმებს და დებს… ნათელი გმირებს!!! … მივედი, მუხლი მოვუდრიკე, პატივი მივაგე, მოვილოცე და წამოვედი… მანქანაში ჩაჯდომისას რამდენიმეჯერ გავიგონე ხმა – “კუკა, არ მოდიხარ ძმა?? !!”…. დასალევად ვერ მოვდივარ ძმებო, – გავძახე, ხელი ძმურად ავუწიე და წამოვედი…. დავწერ, ყოველ 27 სექტემბერს დავწერ, მოყვასისთვისაც და მტრისთვისაც, დაე ყველამ იცოდეს!……

მეტი...

ვაკის პარკის რეაბილიტაციაზე კონკურსი გამოცხადდა – მოქანდაკე პროექტის ხარვეზებზე   

მოქანდაკე ირაკლი ჟვანია, ვაკის პარკის რეაბილიტაციის პროექტზე გამოცხადებული კონკურსის პირობებში  აღმოჩენილ ხარვეზებზე თბილისის მერს, კახა კალაძეს სოციალური ქსელის საშუალებით მიმართავს. ​მისი შეფასებით. თბილისის მერიამ ისეთი მოთხოვნები ჩადო კონკურსში, რომ არა თუ მოხალისეებს, პროფესიონალებსაც კი კონკურსში მონაწილეობის შანსი არ დაუტოვა. კონკურსი უნდა იყოს გახსნილი და დემოკრატიული, რომ მასში მონაწილეობა შეძლოს ყველამ, ვისაც პარკის გაუმჯობესება სურს. ირაკლი ჟვანიას ინფორმაციით, საკონკურსო კომისია მთლიანად სახელმწიფო მოხელეებით არის დაკომპლექტებული და მხოლოდ 5 პროფესიონალია მოწვეული კომისიაში, ერთი მოქანდაკე, ორი არქიტექტორი, ერთი ურბანისტი და ერთიც ლანდშაფტის დიზაინერი. ხელოვანისთვის მიუღებელია ვაკის პარკის დასაპროექტებლად განსაზღვრული ვადა – 90 დღე, რადგან  მიაჩნია, რომ…

მეტი...

გორის სოფლები რომ დაიაროთ, ყველას პლანი უთესია და ეწევიან – ირაკლი ოქრუაშვილი

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, პოლიტიკოსი ირაკლი ოქრუაშვილი უარყოფითად აფასებს საქართველოში კანაფის ინდუსტრიის განვითარების იდეას და დარწმუნებულია, რომ კულტივირებული კანაფის ქვეყნის შიგნით არმოხვედრას ხელისუფლება ვერ გააკონტროლებს. როგორც ირაკლი ოქრუაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს, საავადმყოფოებიდან უკონტროლოდ იკარგება ათასობით ამპულა მორფი, ხოლო  სოფლებში, მოსახლეობა პლანს თავისუფლად თესავს, მაშინ, როდესაც  კანაფის დათესვა – მოყვანა, კანონით დღემდე დასჯადია. “დაახლოებით 9 თვის წინათ, ბათუმის საავადმყოფოდან 6 000 (ექვსი ათასი) ამპულა მორფი დაიკარგა, ანუ მოიპარეს. მასთან ერთად გაუჩინარდა ექთანიც. 9 თვე გავიდა და დღემდე, არც მორფი უპოვიათ და, არც ვინმე დაუკავებიათ. 6 000 ამპულა მორფი 200 კაცის ერთი თვის…

მეტი...

ქვეყანაში, სადაც ჩაის პლანტაციები გატყიურდა კანაფის მოშენება სურთ – ზურაბ შევარდნაძე 

​დეკორატიული მცენარეების სანერგე ”გარდენია შევარდნაძეს” მფლობელი, ბოტანიკოსი ზურაბ შევარდნაძე, საქართველოში კანაფის საექსპორტოდ მოყვანის თემას ეხმაურება და აცხადებს, რომ უმჯობესია ქვეყნის მთავრობამ, სასოფლო-სამეურნეო მცენარეების ტრადიციული ჯიშების აღორძინება – შენარჩუნებაზე იფიქროს, მაშინ, როდესაც საქართველოში არსებული ჩაის პლანტაციები გატყიურდა და ქვეყნის მოსახლეობა “ახმადის ერთჯერად პაკეტებში გამოკონილ ჩაის” მიირთმევს. როგორც ზურაბ შევარნაძე, სოციალურ ქსელში გამოქვყნებულ სტატუსში წერს, კანაფი იოლად მოსაყვანი მცენარე არ არის და მისი მოსავლის მიღებას ბევრი შრომა სჭირდება. “კანაფის და საერთოდ ყველა მცენარის მოვლას და მოსავალის მოწევას ბევრი შრომა სჭირდება. ქვეყანაში, რომელიც ბადრიჯანს თურქეთიდან ყიდულობს, უშველებელი მანქანებით ჩამოდის მთელი ზამთარი ბროკოლით დაწყებული, ფორთოხლით…

მეტი...

15-17 წლის ბავშვები იხოცებიან ნარკოტიკული ინტოქსიკაციით – ირაკლი ღლონტი

უფლედამცველი ირაკლი ღლონტი სოციალური ქსელით ავრცელებს ინფორმაციას, რომლის თანახმად,  ნარკოტიკული ინტოქსიკაციით კლინიკებში ყოველდღიურად, 15-17 წლის ათეულობით ახალგაზრდა შეჰყავთ, განსაკუთრებით კი პარასკევს და შაბათ-კვირას. ირაკლი ღლონტი კლინიკების ხელმძღვანელებს მოუწოდებს, ნუ დამალავენ ამ ინფორმაციას და მედიას ზუსტი ციფრები მიაწოდონ. “ამ წუთებში, მეორე რეანომობილი მოვიდა კიდევ 2 ახალგაზრდით… იხოცებიან ბავშვები… 4 დღეა, ერთ-ერთი საავადმყოფოს მისაღებში ვათენებ და მე რაც აქ ვნახე, ეს არის სრული კატასტროფა, ეს არის ტრაგედია! პარლამენტის და მთავრობის წევრები თუ ნებით არა, ძალით უნდა მოვიყვანოთ საავადმყოფოს მიმღებში და საკუთარი თვალით ნახონ, რა დღეში არიან ადამიანები!!! ის ხალხი კი, ვინც ნარკომაფიის სათავეშია,…

მეტი...

როგორ გამოხატავენ მაიმუნები სიყვარულს სახის მიმიკებით – თბილისის ზოოპარკის სახალისო ფოტო  

საინტერესოა, შეუძლიათ თუ არა ცხოველებს დადებითი განწყობის სახის მიმიკებით გამოხატვა, ან ღიმილი. ამ კითხვაზე პასუხს თბილისის ზოოპარკის ფეისბუქგვერდზე ნახავთ, სადაც ზოოპარკის ბინადარი მაიმუნების ოჯახზე გვიამბობენ. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ფოტოზე ჩანს, თუ როგორც ეალერსებიან პატარა მაკაკას დედ-მამა. “თუ გეგონათ, რომ ცხოველებს სახის მიმიკებით ემოციების გამოხატვა არ შეეძლოთ, ახლავე ჩაგიყრით მაგ კოვზებს ნაცარში. აი, ბერბერული მაკაკების მაგალითი ავიღოთ. ჩვეულებრივ, მშვიდ სიტუაციაში ჩვეულებრივი, მშვიდი სახეები აქვთ. მაგრამ როცა პატარას ეთამაშებიან იბადრებიან, იღიმიან, იცინიან. მართლა იცინიან. გულწრფელად და მთელი გრძნობით. თან პირებს აცმაცუნებენ, თითქოს რაღაცას ესაუბრებიან ბავშვს. რას? ალბათ იმას, რასაც ჩვენ, როცა შვილებს ვეფერებით.…

მეტი...

თბილისის დინამოს სტადიონზე გეი-აღლუმი იგეგმება – სანდრო ბრეგაძე

საზოგადოებრივი მოძრაობა “ქართული მარშის” ლიდერი სანდრო ბრეგაძე აცხადებს, რომ 9 სექტემბერს, თბილისში, დინამოს სტადიონზე, საქართველოს ფეხბურთის ნაკრების კაპიტნის, გურამ კაშიას გეი-აღლუმი იგეგმება. ​ინფორმაციას სანდრო ბრეგაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ავრცელებს და აცხადებს, რომ “ქართული მარში” აცხადებს, რომ ასევე არ დაუშვებს ლგბტ სამკლაურებით სტადიონზე მისვლას, “9 სექტემბერს დინამოს სტადიონზე იგეგმება გეი-აღლუმი. საქართველოს ნაკრების კაპიტნის კაშიას თანადგომის საფარქვეშ რამდენიმე ათასი მამათმავალი და ე.წ ლგბტ თემის წარმომადგენელი აპირებს სტადიონზე მისვლას. ისინი გამართავენ გეი-აღლუმისთვის დამახასიათებელ თეატრალურ წარმოდგენას. პირველად საქართველოში-მამათმავლები გეგმავენ მასობრივად გაიკეთონ ლგბტ სამკლაურები, რომელიც ათასობითაა დამზადებული და 5 ლარად იყიდება რუსთაველის გამზირზე,თბილისი გალერეას 1 სართულზე.…

მეტი...

თბილისის ერთ-ერთი ისტორიული სახლის კედლის უნიკალური მოხატულობა განადგურებას გადაარჩინეს

​თბილისის, რეზო თაბუკაშვილის ქუჩის N 22 -ში არსებული ისტორიული შენობის კედლებზე განთავსებული უნიკალური ნახატები განადგურებას დღეს, მოქალაქეებმა გადაარჩინეს. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ინტერნეტმომხმარებელი თამარ თავაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს. მის ხელთ არსებული ინფორმაცია მან მერიის პრესსამსახურს მიაწოდა. მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებმა ვითარება ადგილზე გაარკვიეს და საბოლოოდ ნახატები განადგურებას გადარჩა. “მეგობარმა და ძველი თბილისის დიდმა გულშემატკივარმა დღეს გამომიგზავნა ეს პირველი სურათი, სადაც შეთეთრებული კედელია და მომწერა, რომ ამ სახლის სადარბაზოში რემონტია. ერთი ნახატი უკვე აღარ არსებობსო და როგორ გადავარჩინოთ მეორე მაინცო, – მკითხა. დავრეკე მერიის პრესსამსახურში, მადლობა მათ ოპერატიული რეაგირებისთვის. მაშინ მივიდა…

მეტი...

“ჩემთვის არ არის საზაფხულო დასვენება, ზღვა, მთა და გართობა”- ახალგაზრდა მიმტანის ემოციური სტატუსი

ინტერნეტმომარებელი რომეო მალაზონია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და ახალგაზრდებს მოუწოდებს, ქუჩაში უსაქმოდ დგომის ნაცვლად იშრომონ და საკუთარი საჭიროებებისთვის ფული ყოველთვის მშობლებს არ სთხოვონ, არ იდარდონ, თუ ბოლო გამოშვების ტელეფონი და ავტომობილი არ ექნებათ. მშობლებს კი მოუწოდებს, შეუნარჩუნონ შვილებს ბავშვობა. რომეო, თანატოლებს საკუთარ გამოცდილებას უზიარებს და ამბობს, რომ 15 წლის ასაკიდან საკუთარი შრომით ირჩენს თავს და ერთადერთი იმაზე წუხს, რომ 20 წლის ძმა, გვერდით არ ჰყავს, რადგან მან  სასულიერო ცხოვრება აირჩია და თავი უფალს მიუღვნა. “15 წლის ასაკიდან ვმუშაობ მიმტანად რესტორნებში. არ მიკავია ბოლო გამოშვების ტელეფონი, არ მყავს ბოლო გამოშვების მანქანა,…

მეტი...

ემიგრანტობა არის წყვდიადი, რომელსაც გინდა თავი დააღწიო – ნანა ბერიშვილის ემოციური სტატუსი

ქართველი ემიგრანტი ნანა ბერიშვილი, პოლიტიკური პარტია “ევროპული საქართველოს” პრეზიდენტობის  კანდიდატის წინასაარჩევნო დაპირებამ გააღიზიანა, როდესაც დავით ბაქრაძემ წყნეთის მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა, რომ სურს ემიგრანტებისთვის, სანამ, ისინი საქართველოში დაბრუნდებიან, შრომითი ბაზარი გახსნას, სამუშაო კვოტები გამოყოს, რაც ნიშნავს გარანტირებულ მინიმალურ ხელფასს, სამედიცინო დახმარებას, დაცვას დეპორტაციისგან და პოლიციის უკანონო ქმედებებისგან.​ როგორც ქართველი ემიგრანტი სოციალურ ქსელში წერს, 3 წელია ემიგრაციაში იმყოფება და გაუსაძლისი შრომა უწევს მიზერულ თანხად, შესაბამისად პრეზიდენტის ერთ-ერთი კანდიდატისგან მსგავსი დაპირება მისთვის მიუღებელი და შეურაცხმყოფელია. “იმედი მაქვს შეიცვლება 28 ოქტომბერს ეს მთავრობა და დავბრუნდები ჩემ სამშობლოში. ძალიან დავიღალე ასეთი მდგომარეობით, ბევრ ემიგრანტთან ვმეგობრობ, ყველას იმედი გვაქვს…

მეტი...

თბილისის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები გულისხმიერი რესტავრაციის მოლოდინში

თბილისის მცხოვრები, მეცნიერი ვიქტორია ჯუღელი სოციალურ ქსელში სტატუსს და ფოტოს აქვეყნებს, სადაც ასახულია ისტორიული შენობის ფასადიდან ჩამოვარდნილი რელიეფური გამოსახულება. ​როგორც ინტერნეტმომხმარებელი თავის სტატუსში წერს, ძეგლის გადარჩენის მიზნით, თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურს გადახურვის სამუშაოს ნებართვა სთხოვა, მაგრამ იმდენ ბიორაკრატიულ წინააღმდეგობას წააწყდა, რომ ხელი ჩაიქნია. “კულტურის ძეგლების უმეტესობა თბილისს გარეთაც და თბილისშიც, სადაც მათი რაოდენობა, რამდენადაც ვიცი, 2007 წლისთვის 2000-ს არ აღემატებოდა და მას შემდეგ შემცირდა კიდეც, გულისხმიერ და პროფესიონალურ, კომპლექსურ რესტავრაციას საჭიროებს, თუმცა არაერთ შემთხვევაში მცხოვრებლებსაც შეუძლიათ შეაშველონ ხელი სახლს და მიხედონ მათ, ხელს რომ მერიის არქიტექტურის სამსახური არ უშლიდეს. ერთ-ერთი ამ…

მეტი...

„მეგრელი მტრედის“ საოცარი ისტორია, რომელიც წიწილებთან გაიზარდა

„მეგრელი მტრედი“  სახელად წიპა ჩხოროწყუში, დარსალიების ოჯახში ცხოვრობს. მას საოცარი ისტორია აქვს, რომელსაც ოჯახის წევრები „მთავარს“ უყვებიან. წიპა  ახალგამოჩეკილი ბარტყი იყო, როცა ბავშვებმა ჩხოროწყუს პარკში იპოვეს და თამაშობდნენ. ერთ-ერთ ახალგაზრდა შეეცოდა რომ არ მოეკლათ და სახლში წაიყვანა. ოჯახის დიასახლისმა კი წიწილებთან ერთად გაზარდა და დღემდე მათთან ცხოვრობს. „ჩემმა შვილმა სახლში რომ მოიყვანა ძალიან პატარა იყო.  ყველა წიწილას პირს უღებდა როგორც ბარტყი, რომ მისთვისაც ეჭმიათ. 3 დღე ხელით ვაჭმევდი. რამდენიმე დღის შემდეგ, როცა ნახა წიწილები როგორ ჭამდნენ, თავადაც  აკენკვა დაიწყო და გაიზარდა როგორც წიწილა. წიწილები რომ წამოიზარდნენ, ახლა ქათმებთან ერთად აგრძელებს…

მეტი...

რეზერვისტთა მე-12-ე ბატალიონის ყოფილი მეთაურის მიმართვა  

2005-2008 წლებში გურიის რეზერვისტთა ერთ-ერთი წარმატებული ბატალიონის მეთაური  ზვიად უნგიაძე  ახალგაზრდა სამტრედიალ მოხალისეებს ეძებს, რომლებიც 20-21 წლის ასაკში, სრულიად გამოუცდელები სამშობლოს დასაცავად თავიანთი სურვილით ჩაერთვნენ. ბატალიონის ყოფილი მეთაური ახალგაზრდებთან შეხვედრის ისტორიას იხსენებს და ვისაც მათ შესახებ ინფორმაცია გააჩნია, სთხოვს, დაუკავშირდნენ. „2005-2008 წლებში, ვიყავი გურიის რეზერვისტთა მე-12-ე ბატალიონის მეთაური. ჩვენი რეზერვისთა ბატალიონი ფაქტიურად იყო ერთ-ერთი მოწინავე და ყოველთვის გვქონდა პრეტენზია ვყოფილიყავით პირველები.  ჩვენმა ბატალიონმა გაიარა რამოდენიმე წვრთნა და საკმაოდ წარმატებულად 2008 წლის აგვისტოს მოვლენების პერიოდში, ჩვენი ბატალიონი ჩავედით ქუთაისში, სადაც მივიღეთ ბრძანება რომ ჩავრთულიყავით საომარ პოზიციებში. აღსანიშნავია ერთი ფაქტი, ფაქტობრივად მივიღეთ…

მეტი...

კულტურული მემკვიდრეობის კიდევ ერთი ძეგლი თავის რიგს ელოდება  

თბილისის ერთ-ერთ ცენტრალურ ნაწილში, კერძოდ რუსთაველის გამზირზე, მეტროსადგურ “თავისუფლებასთან” არსებული ჩუქურთმოვანი წყლის ნიჟარები უკვე წლებია უფუნქციოდ დგას. დღეის მდგომარეობით კი ლამის ნაგვის ბუნკერად იქცეს. ფაქტის ამსახველი ფოტოებს სოციალურ ქსელში ინტერნეტმომხმარებელი დავით ახვლედიანი ავრცელებს სტატუსთან ერთად: “+33c სიცხეში წყალი არ უნდა იყოს ამ ხალხმრავალ ადგილას?! მოგიყვეთ რა უნდა გააკეთოთ?! 2 ტომარა წებოცემენტი, 15 მეტრი გრძივი მეტრი “პოლდიუიმა” მილი, 7 ერთეული ღილაკიანი ვენტილი, ამდენივე 32-იანი მუხლი და ამდენივე ტრაპი. ასევე ორი კვალიფიციური ოსტატი. ჩუქურთმოვან კვადრებს არ აწყენს ჭავლური წნევით გაწმენდა. ჯამში მაქსიმუმ 400 ლარის საქმეა”. როგორც მედიაცენტრ “მთავარს” სტატუსის ავტორმა განუცხადა, კომპოზიცია თავისთავად…

მეტი...

არასდროს დამავიწყდება ეს კოშმარი, ხელებს რომ იშვერს ბავშვი და ვერ შველი – ქართველი ემიგრანტი

​საბერძნეთში, ტყის ხანძრის დროს დაზარალებული ქართველი ემიგრანტი ნინო მაისურაძე საავადმყოფოდან უკვე გამოწერეს. ის ამჟამად სახლშია და ნახანძრალ სახლს აწესრიგებს. მან სხეულის დამწვრობა მაშინ მიიღო, როდესაც ცეცხლის ალისგან თავის დაღწევაში ბავშვებს ეხმარებოდა და თავადაც სასწაულებრივად გადარჩა. ქართველი ემიგრანტი სოციალურ ქსელში იმ განცდების შესახებ წერს, რომელიც სტიქიასთან ბრძოლაში გადახდა  და ამბობს, რომ მკვდრებს შორის იპოვეს. “მადლობა ყველას, გაიხარეთ. თავს გაუფრთხილდით. ღმერთს ვყვარებივარ, მკვდრებში ნადები ცოცხლად მიპოვეს. ცოდვით სუნთქვა მიჭირს, ტელევიზიით გადმოცემული არაფერია, ის რაც იქ ხდებოდა და საკუთარი თვალით უყურებს და განიცდი. შენ გემართება. მწარე ყოფილა სიცოცხლე და მძაფრია მაგ დროს გადარჩენის სურვილი.…

მეტი...

გაფრთხილება სიღნაღში ჩამსვლელ დამსვენებლებს – ნუ მიხვალთ „მემფის პალასში“

ქართველი დამსვენებელი, რომელსაც სიღნაღში უსიამოვნო ინცინდენტი შეემთხვა, თანამოქალაქეებსა და ტურისტებს საკუთარ ისტორიას უამბობს და აფრთხილებს, რომ სიღნაღში გამგზავრებას თუ გადაწყვეტენ, ერთი ღამის გასათევადაც ნუ მივლენ სასტუმრო „მემფის პალასში“. მან წერილი მედიაცენტრ „მთავარში“  გამოგზავნა. „ერთი დღით დასასვენებლად, ოჯახთან ერთად სიღნაღში გამგზავრება გადავწყვიტე. ერთ-ერთ საიტზე წინასწარ შევარჩიე სასტუმრო. დავრეკე, ვიკითხე პირობები და თან ვუთხარი, რომ ბავშვებით მივდიოდი და სუფთა და მოწესრიგებულ სასტუმროს ვეძებდი. მამაკაცმა მიპასუხა, – ნამდვილად კარგი სასტუმროა მაქვს, დღეს დილით უცხოელები გავაცილეო. საიტზე მხოლოდ ფასადის სურათი ედოთ, რომელიც ცუდად არ გამოიყურებოდა. რომ ჩავედით, ცუდი პირობები დაგვხვდა, თუმცა, იქიდან გამომდინარე რომ…

მეტი...

“გამოდით ხალხო, ფეხით იარეთ, ძალიან ლამაზია ღამის თბილისი” – მანანა გაგნიძე 

ინტერნეტმომხმარებელი მანანა გაგნიძე თბილისის ღამის ცხოვრების შესახებ სტატუსს აქვეყნებს და მოქალაქეებს მოუწოდებს, საღამოობით გარეთ გავიდნენ, ფეხით იარონ და ამგვარად აღადგინონ ძველი თბილისური ურთიერთობები. “კანდელაკის დასწყისში თონეა, პატარა ქართულ პურს აცხობენ… ღამის 1 საათზე წავედი დილისთვის პური რომ მქონოდა… ჰოი, საოცრებავ, ქუჩა გადატენილი მანქანებით და მოტო ტრანსპორტით. სრული ისტერია ! გავოცდი. ერთადერთი, რამაც შეარბილა ჩემი განცვიფრება ის იყო, რომ დაკეტილი მაღაზიის კიბეზე ბიჭები იდგნენ და სვამდნენ. პური მივაწოდე… მეტი არაფერი მქონდა. მადლობა გადამიხადეს. შეარგოს, დღეს ყველს და პომიდორს წავიღებ… ძველი თბილისი გამახსენდა. გრილოდა. გამოდით ხალხო, ფეხით იარეთ, ძალიან ლამაზია ღამის თბილისი”, –…

მეტი...

ჯერ ბავშვი მოკლეს, შემდეგ ქალი აწამეს და ბოლოს მოკლეს კაცი – ვერსიები სმიტების მკვლელობაზე  

დუშეთის რეგიონში, ხადის ხეობაში, ამერიკის მოქალაქეების, ცოლ-ქმარ რაიან და ლორა სმიტებისა და მათი  ოთხი წლის შვილის გახმაურებულ მკვლელობასთან დაკავშირებით, ​​ინტერნეტმომხმარებელი თამილა გურაშვილი, საკუთარი ვერსიის შესახებ სოციალურ ქსელში წერს. იგი არ იზიარებს მედიასაშუალებებში გავრცელებულ ოფიციალურ ვერსიებს და ვარაუდობს, რომ ამერიკელების მკვლელობა შეკვეთილი იყო. მისი აზრით, აღნიშნულ საქმეში ძალიან ბევრი საეჭვო დეტალია, მათ შორის ის, რომ მოკლული რაიან სმიტი  ფიზიკურად ძლიერი და ძალიან ფრთხილი ადამიანი იყო, ის ოჯახს არ წაიყვანდა იქ, სადაც შეიძლებოდა საფრთხე დამუქრებოდა. ასევე საეჭვოა ის უიარღო ყოფილიყო. ” კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ტრაგედია უდიდესია და ნებისმიერი ნორმალური ადამიანი შეძრა ხადას ხეობაში მომხდარმა…

მეტი...

ვანდალიზმი თბილისში – “რატომ უნდა მოექცე ასე საკუთარ ქალაქს?”

სოციალურ ქსელში, თბილისში მომხდარი ვანდალიზმის ამსახველი მორიგი ფოტოები ვრცელდება. ფოტოებზე სადაც ასახულია დიდუბის რაიონის ერთ-ერთი სკვერის დაზიანებული ინფრასტრუქტურა. ფოტოების ავტორი სალომე ფაშტიანი, ვალდალურ ფაქტთან დაკავშირებით ფეისბუქის საკუთარ გვერდზე სტატუსს აქვეყნებს: “ისევ დიდუბის რაიონი… უბრალოდ ვერ ვხვდები, რატომ უნდა მოექცე ასე საკუთარ ქალაქს, საკუთარ თავს, გარშემო მყოფებს. იმ თანხით, რაც ამ დაზიანებების შეკეთებაზე იხარჯება, რამდენი ახალი და ლამაზი რაღაცები გაკეთდებოდა. ამის გამკეთებელს პირველ რიგში საკუთარი თავი არ უყვარს და არ სცემს პატივს, სხვა რაღაცებზე ზედმეტია ლაპარაკი… არა ვანდალიზმს!”

მეტი...

გუდაურში კომპანია “დოპელმაიერის” საბაგიროების განახლება მიმდინარეობს

გუდაურში, 30 წლის წინათ აშენებულ საბაგირო გზას, ახალი, ექვსადგილიანი, ჩახსნადი სავარძლებით აღჭურვილი, ახალი საბაგირო ჩაანაცვლებს, რომლის გამტარობა გაცილებით მაღალი იქნება. ახალი საბაგირო 2,2 მ/წმ -ის ნაცვლად, 6 მ/წმ სიჩქარით იმოძრავებს და 1000 ადამიანით მეტს გადაიყვანს. მიმდინარე სამუშაოების ამსახველ ფოტოებს, არასამთავრობო ორგანიზაცია “ურბანული ლაბორატორიის” წევრი, ირაკლი ჟოჟუაშვილი, სოციალურ ქსელში ავრცელებს.  პირველი საბაგირო გზა გუდაურში 1986 წელს აშენდა, რამაც კურორტის შემდგომ განვითარებას შეუწყო ხელი. კურორტზე ჭარბობს მსოფლიოში წამყვანი ავსტრიული კომპანია “დოპელმაიერის” საბაგიროები. ქვედა საბაგირო ზღვის დონიდან 1993 მეტრზე, ზედა საბაგირო კი – 3276 მეტრზე მდებარეობს. დაშვების ყველაზე გრძელი მანძილი 7 კილომეტრია. როგორც მედიაცენტრ “მთავარს”…

მეტი...

გომბორზე 40-ზე მეტი ადამიანი დასახიჩრდა – დავით მესხიშვილი გომბორის გზის ჩაკეტვას მოითხოვს 

​გომბორის გზაზე გახშირებული ავტოსაგზაო შემთხვევების გამო, არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ თავმჯდომარე დავით მესხიშვილი, საჭიროდ მიიჩნევს ვაზიანი-გომბორი-თელავის გზაზე აიკრძალოს სატვირთოებისა და ავტობუსების მოძრაობა, ხოლო მიკროავტობუსებზე გარკვეული შეზღუდვები დაწესდეს. დავით მესხიშვილის აზრით, გომბორის გზა დროებით, უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტების დანერგვამდე და საფრთხეების საფუძვლიანად შესწავლამდე უნდა ჩაიკეტოს. გზაზე მოეწყოს დამცავი ჯებირები, განთავსდეს უსაფრთხოების სარკეები და  დამონტაჟდეს კამერები იქ, სადაც ყველაზე ხშირია გასწრების შემთხვევები. როგორც დავით მესხიშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს, გომბორის უღელტეხილზე ვიწრო, მიხვეულ-მოხვეული გზაა და ყველა ვერ ახერხებს მოსახვევში სწორად შესვლას. ამის მიზეზი შესაძლოა იყოს  ავტომობილის ტექნიკური გაუმართაობა, ან მძღოლის გამოუცდელობა. თავდაღმართში მუხრუჭები ცხელდება და შესაძლებელია…

მეტი...

აწყურის ტაძრის სარეაბილიტაციო სამუშაოები დიდი დარღვევებით მიმდინარეობს – არქიტექტორი

არქიტექტორ-რესტავრატორი, გოგოთურ მისრიაშვილი, აწყურის ღმრთისმშობლის ტაძრის რეაბილიტაცია-რესტავრაციის შესახებ სოციალურ ქსელში წერს და აცხადებს, რომ სამუშაოები დარღვევით მიმდინარეობს, დაშვებულია სერიოზული ხარვეზები. მათ შორის, ტაძრის სარკმლებზე ახლადშექმნილი ჩუქურთმებიანი საპირეები მონტაჟდება, მაშინ, როდესაც გამოუყენებელია ეკლესიის ირგვლივ მიმოფანტული ავთენტური ორნამენტული ქვები. ასევე გამოუყენებლად ყრია მარკირებული ბურჯის ქვები, რომლის სანაცვლოდ თლიან ახალს. ​როგორც მედიაცენტრ “მთავარს” გოგოთურ მისრიაშვილმა განუცხადა, გარკვეული პერიოდის განმავლობაში ახორციელებდა ძეგლზე საავტორო არქიტექტურულ ზედამხედველობას და მისი მრავალი ოფიციალური ანგარიშისა და პირად შეხვედრებში გამოთქმული რჩევებისა თუ შენიშვნების მიუხედავად, სარეაბილიტაციო სამუშაოები კვლავაც დიდი დარღვევებით სრულდება, რაც მისი აზრით, საპროექტო ჯგუფის იმთავითვე იგნორირების შედეგია. “​რეაბილიტაცია-რესტავრაციის პროექტი შეიქმნა 2008 წელს, ხოლო 2015 წელს დაკორექტირდა. 2016 წლის…

მეტი...

“ძეგვს მიხედეთ, პერსპექტიული სოფელია, უამრავი ტურისტი დადის” – მომართვა მცხეთის მერიას

ინტერნეტმომხმარებელი, ირინა მაყაშვილი მცხეთის მერიას მიმართავს, სოფელ ძეგვში გზების რეაბილიტაციაზე იზრუნონ, რადგან სოფელში ძალიან ბევრი უნიკალური კოშკი და ისტორიული ძეგლებია და ტურიზმის განვითარების მხრივ პერსპექტიული სოფელია. ​ირინა მაყაშვილის ინფორმაციით, ძეგვს უამრავი ტურისტი სტუმრობს განსაკუთრებით ნაკურთხევისა და ციხედიდის უბნების დასათვალიერებლად. ამგვარად, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ტურისტულ მარშრუტს კიდევ ერთი საინტერესო ადგილი შეემატება. “ძეგვს მიხედეთ. ტურისზმის განვითარების მხრივ, პერსპექტიული სოფელია… უამრავი ტურისტი დადის.. განსაკუთრებით, ნაკურთხევის, ციხედიდიდის უბნებში… შიდა გზები კატასტროფულ მდგომარეობაშია, განათება, ალაგ-ალაგ მშვიდობაშის პრინცპით არის გაკეთებული.. სოფელში გულდაყვეტით ამბობენ, იმთავითვე უბატონო და უპატრონო სოფელი იყოვო.. იქნებ, თქვენ შეძლოთ და შეუცვალოთ აზრი ხალხს. ქვეყანას ხომ წაადგება…

მეტი...

სმიტებს ხალიჩების ბიზნესი ჰქონდათ – საზარელი მკვლელობის შესახებ სოციალურ ქსელში

​დუშეთში, ხადას ხეობაში სმიტების ოჯახის მკვლელობასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში სხვადასხვა ვერსია ვრცელდება. ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, მკვლელობა ბიზნესს უკავშირდება და ნამდვილმა მკვლელმა, ან მკვლელებმა, 19 წლის მწყემსი დანაშაულის საკუთარ თავზე აღებაში დაარწმუნეს. “მოკლულს 7 წელია ხალიჩების ბიზნესი ჰქონდა საქართველოში. ამ ბიზნესის უკან ვინ იცის რამდენ უცხო ქვეყნის მოქალაქესთან ჰქონდა საქმიანი და არა საქმიანი ურთიერთობაც. საერთოდ რას საქმიანობდა რეალურად? მგონია, რომ ვიღაცეები მისი პიროვნებით იყვნენ დაინტერესებული და რაღაცაზე რომ ვერ დაიყოლიეს, მერე ოჯახის ამოხოცვით აშანტაჟებდნენ. ვერ გამოვიდა საქმე და, ალბათ, მთელი ოჯახი ამოხოცეს, მოწმე რომ არ დარჩენილიყო… ამ ბიჭს კი მოელაპარაკნენ, ან დააშინეს, ბრალი…

მეტი...

საცურაო აუზი უბნის ბავშვებისთვის – “მათი რეაქცია ზუსტად ისეთი იყო, როგორიც წარმომედგინა”

​თბილისში, დიდ დიღომში, კოპრუსის ერთ-ერთმა მცხოვრებმა დიმიტრი ტატიშვილმა საცურაო აუზი იყიდა და შიდა ეზოში დაამონტაჟა, რათა ბავშვებმა ცხელ დღეებში გაგრილება შეძლონ. ​ფაქტის ამსახველი ფოტოები სოციალურ ქსელში ვრცელდება. დიმიტრი ტატიშვილი 4 შვილის მამაა. როგორც თავად ამბობს, ძალიან უყვარს ბავშვები და სურდა, ცხელ ზაფხულს თბილისში დარჩენილი ბავშვები გაეხარებინა. აუზი ღამის საათებში ააწყო, რათა დილით მეზობელი ბავშვების რეაქცია და ბედნიერი სახეები დაენახა. “მათი რეაქცია ზუსტად ისეთი იყო, როგორიც წარმომედგინა. ბედნიერების და სიხარულის ნაპერწკლები სცვიოდათ თვალებიდან”, – აცხადებს დიმიტრი.

მეტი...

რუსთავის ავტობაზრობის ტერიტორიაზე ქუჩის ძაღლების გამოსაკვები აპარატები განთავსება 

​ ცხოველთა უფლებების დამცველი თეიმურაზ წიქორიძე რუსთავის ავტობაზრობის შემთხვევას სოციალური ქსელით ეხმიანება და ბაზრობის დირექტორთან სატელეფონო საუბრის დეტალებს ასაჯაროვებს. როგორც ცხოველთა დამცველი წერს, რუსთავის ავობაზრობის ადმინისტრაციას ძალიან აწუხებს უპატრონო ძალების პრობლემა. ზოგჯერ არის ადამიანების დაკბენის ფაქტებიც. პრობლემის მოსაგვარებლად ბაზრის ადმინისტრაციამ მიმართა ქალაქის მერიას, მაგრამ მათგან მიიღეს პასუხი, რომ ეს კერძო ტერიტორიაა და თვითონ უნდა მოაგვარონ იგი. ​რუსთავის ავტობაზრობის დირექტორის გადაწყვეტილებით, ბაზრობაზე გამოიყოფა ტერიტორია, სადაც დაიდგმება ძაღლებისთვის სახლები და ძაღლების საკვების აპარატები. ასევე, განთავსდება სპეციალური ბანერები ცხოველებთან ურთიერთობის და კვების წესებთან დაკავშირებით. “დღეს, 2 ივლისს, დამიკავშირდა რუსთავის ავტობაზრის გენერალური დირექტორი ევგენი უსტინოვი. საუბარი შეეხო…

მეტი...

მიუსაფარ ცხოველთა გამოკვება დასჯადია?! – ფოტო რუსთავის ავტობაზრობიდან 

ქალაქ რუსთავში, კერძოდ ავტობაზრობის ტერიტორიაზე უჩვეული გამაფრთხილებელი წარწერა გამოჩნდა, რომელიც მიუსაფარი ცხოველების გამოკვებას კრძალავს. ადამიანი, რომელიც ამ გაფრთხილებას არ დაემორჩილება 50 ლარით დაჯარიმდება. ფაქტის ამსახველ ფოტოს და შესაბამის სტატუსს ​სოციალურ ქსელში, ინტერნეტმომხმარებელი, ნანუკა ძირკბილაშვილი აქვეყნებს, სადაც მიუთითებს, რომ მსგავი ჯარიმა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში არ არსებობს. “არ გეჩვენებათ! რასაც ხედავთ გაფრთხილებაა: თუ მიუსაფარ დამშეულ და მწყურვალ ცხოველს საკვებს მიაწვდით, თქვენ დაჯარიმდებით 50 ლარით! ანუ, არც მეტი, არც ნაკლები, სიკეთე ჯარიმას ექვემდებარება. თუმცა, მსგავს ჯარიმას საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი არ იცნობს! ნაცვლად იმისა, რომ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე მოხდეს მუშაობა, რაც მიუსაფრებისადმი მეტ ემპათიას…

მეტი...

ინტერნეტი გრაფიკით –  უპასუხისმგებლო „მაგთის“ ახალი მომსახურება

კომპანია „მაგთის“ ინტერნეტმომსახურებით უკმაყოფილო მოქალაქემ მედიაცენტრ “მთავარს” წერს.  მოქალაქე  კომპანიას კლიენტების მიმართ გულგრილობაში ადანაშაულებს. მედიაცენტრი „მთავარი“ მოქალაქის მოსაზრებას სრულად გთავაზობთ: „როგორც ჩანს, „მაგთიმ“ მომსახურების ახალი პაკეტი შემოიღო და გვიმალავს. ვაშლიჯვარში ინტერნეტი აშკარად გრაფიკით მოგვეწოდება. ყოველ დღე, ინტერნეტი თითქმის ერთი და იმავე დროს ითიშება. 15:00 -ზე წავა და მოვა ხან 18:00-ზე, ხანაც უფრო გვიან. რამდენჯერაც კომპანიაში დავრეკეთ, პასუხები სტანდარტულია, თითქოს ოპერატორს კი არა, რობოტს ვესაუბრებოდეთ. ყველას ერთი და იმავეს გვპასუხობენ, – ტექნიკური შეფერხებაა. როცა ვეკითხები, ტექნიკური შეფერხება ერთი და იგივე დროს როგორ ხდება, რობოტივით იმეორებენ, რომ ტექნიკური შეფერხებაა. შარშანაც, ზაფხულში, ანალოგიურად…

მეტი...

“გარეთ ცა ჩამოიქცა, შიგნით – ჩვენი სადარბაზო” – “კადეტთა კორპუსის” მობინადრეები შველას ითხოვენ

თბილისის მთაწმინდის რაიონში, თაბუკაშვილისა და ლაღიძის ქუჩაზე მდებარე “კადეტთა კორპუსის” მობინადრეებს ბოლო დღეების ძლიერმა წვიმებმა პრობლემა შეუქმნა. მწვავე ავარიული შენობის მცხოვრებლები დიდი ხანია გამგეობისა და დედაქალაქის მერიისგან დახმარებას ითხოვენ. “გარეთ ცა ჩამოიქცა, შიგნით – ჩვენი სადარბაზო, ანუ შენობა, რომელსაც ისედაც სული კბილით უჭირავს! ჭერი და კედლები ისე დაშორდა ერთმანეთს, რომ ძლიერი წვიმის დროს შიგნით უფრო მაგრად წვიმს, ვიდრე – გარეთ. ირეცხება სამი სართული და გაჯნარევი ტბების დაშრობას ერთ კვირას მაინც ვანდომებთ. ცოტა ხანში გვალვები დადგება და კედლების ჩამონგრევა მერე ნახეთ! ამ კოშმარში ერთი სასიამოვნო დეტალი მაშველების მოსვლა იყო. მაგარი ხალხია. აძვრნენ…

მეტი...