“ძვლები რად გინდათ, სულებისთვის ჩვენ ვლოცულობთო” – რუისში საფლავები გადათხარეს

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისის სასაფლაოს ტერიტორია ტრაქტორით  არის გადათხრილი. საფლავზე ასულ ჭირისუფლებს უცნაური სურათი დახვდათ. საფლავის ქვები და მიცვალებულთა ძვლები ტერიტორიაზეა მიმობნეული, ზოგი საფლავი კი ჩაცემენტებულია. სოფლის სასაფლაოზე არსებული ვითარების ამსახველ ფოტოებსა და ინფორმაციას, სოციალური ქსელის მომხმარებელი აკა სინჯიკაშვილი, ფეისბუქის საკუთარ გვერდზე აქვეყნებს: “ეს რუისის სასაფლაოა. ჩემი მეგობრის დიდი პაპის და ბებიის საფლავის სანახავად ავედით და რა დაგვხვდა აქ ნახეთ! მთელი სასაფლაო ტრაქტორით არის მოთხრილი და მოსწორებული, ტერიტორია შემოღობილია მონასტერისთვის და საფლავის ქვები ეზოს გარეთ რანაირად ყრია. შევედით მონასტრის ეზოში და გვითხრეს, რომ ტრაქტორით მოთხრილი ადამიანების ძვლები ერთად დამარხეს. ძვლები…

მეტი...

მამუკა ხაზარაძე “თიბისი ბანკს” ტოვებს – 500 დოლარით დაწყებული დიდი ბიზნესის პერსპექტივა

​27 წლიანი მმართველობის შემდეგ, ბიზნესმენი მამუკა ხაზარაძე “თიბისი ბანკს” ტოვებს და იმედოვნებს, რომ მისი გადაწყვეტილება დადებითად იმოქმედებს ბანკის მომავალ სტაბილურ და მშვიდ გარემოში განვითარებაზე. ასევე, ანაკლიის პროექტის პროექტის ბოლომდე მიყვანის საშუალება ექნება. ​საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც საუბრობს იმის შესახებ, თუ ბანკის გარეშემო ატეხილმა ბოლოდროინდელმა სკანდალმა რა ზიანი მიაყენა “თიბისი ბანკის” საქმიანობას.  მისი ინფორმაციით, ბანკის საერთაშორისო აქციონერებმა ერთ თვეში 200 მილიონი დოლარის ზარალი მიიღეს, შესაბამისად, სერიოზულად იზარალა ქვეყანამაც. “ყოველგვარი გამოძიებისა და სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე მოგვაყენეს სერიოზული რეპუტაციული ზიანი ფულის გათეთრების აბსურდულ საკითხთან ვითომდა კავშირში, რომლის…

მეტი...

13 წლის გოგონები ქალიშვილობას კარგავენ, ბიჭებთან კიდევ უფრო უარესადაა საქმე – ექიმი

სოციალურ ქსელში მწვავე დისკუსიები მიმდინარეობს საკითხზე, სკოლა უნდა იძლეოდეს თუ არა  სქესობრივ განათლებას. ექიმი ლევან ფერაძე მიიჩნევს, რომ პროფესიონალ ადამიანებს უნდა მიეცეთ საშუალება სწორი და გამოზომილი ინფორმაცია მიაწოდონ მოსწავლეებს, რათა წყვილის სექსუალური განუვითარებლობისა და კულტურის არქონის გამო ბევრი ახალგაზრდა ოჯახი გადაურჩეს დანგრევას. როგორც იაშვილის კლინიკის ექიმის ლევან ფერაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს, საქართველოში ქალიშვილობას 13-14 წლის გოგონები კარგავენ, თან ისე, რომ არ აქვთ გააზრებული  რას აკეთებენ. ბიჭებთან კიდევ უფრო უარესადაა საქმე, პორნო საიტებიდან იღებენ ინფორმაციას და ასევე ექცევიან შემდგომში თავის პირველ პარტნიორს. ექიმი საკუთარი პრაქტიკიდან გამომდინარე საუბრობს და აცხადებს, რომ 15…

მეტი...

“პირფერობა არ მჩვევია, ნებისმიერი ხელისუფლების დროს ვამბობ, რაც კარგია”- ბესიკ ადამია

​ქალაქ ქუთაისში, “მშვიდობის მოედანზე”, ახალდადგმული “მშვიდობის მონუმენტის” გარშემო ტერიტორია ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის დავალებით გამწვანდა. როგორც მონუმენტის იდეის ავტორმა, მშვიდობისა და მეგობრობის ინტელექტუალური „კლუბ LLL“-ის პრეზიდენტმა, ბესიკ ადამიამ “მედიაცენტრ მთავარს” განუცხადა, კარგი იქნება თუ მონუმენტის გარშემო სანიაღვრე სისტემაც მოწესრიგდება. “დღეს მოვიდნენ გამწვანების სამსახურიდან და “მშვიდობის ბურთის” მონუმენტის გარშემო შეივსო ბუჩქებით, ხოლო სამკუთხა კუნძულზე დაირგვება ლამაზი ყვავილები, ღამის განათებით ეს მონუმენტი ძალიან ლამაზია, ვინც ამას ნახულობს, ამბობენ, – სილამაზით ვტკბებითო. პატარა ბავშვივით მიხარია, როდესაც ხალხის გულის გასახარად რაიმე კეთდება,”- განაცხადა ბესიკ ადამიამ. მონუმენტის ავტორმა მადლობა გადაუხადა ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურს და…

მეტი...

იმ ქალებს იყენებთ პოლიტიკურ ძალად, ვინც ტუალეტების ჩასარეცხად გაგზავნეთ – ემიგრანტი ექსპრეზიდენტს

სოციალური ქსელის მომხმარებელი, ინტერნეტსახელით Ia Ia, ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მიმართვას ეხმაურება, სადაც ის ქართველ ემიგრანტებს ფინანსურ დახმარებას სთხოვს, რათა საქართველოში რევოლუციური გზით დაბრუნება შეძლოს.  სტატუსის ავტორი ემიგრანტების პოლიტიკურ ძალად გამოყენებას უსამართლობად აფასებს და აცხადებს, რომ “ამ უბედური ფენის” პოლიტიკურ თამაშში ჩათრევა, მათთვის ფულის მოთხოვნა,  დამრტყმელ ძალად გამოიყენებ და ფარად აფარება, სულ მცირე სირცხვილია, რაც პოლიტიკოსებს უნდა აწუხებდეთ.   “დღევანდელი ქართველი ქალი მართლა ის გამოდგა, ცხრა უღელი ხარი რომ ვერ აჩერებს. თუ ჩვენი ერის გადარჩენა – გადაჯიშებაზე მიდგება საქმე, ისევ ქალის კისერზე მოტრიალდება ეს კევრი, ვატყობ მე.ჩვენმა დაჩამიჩებულმა კაცებმა, ისე უხმოდ და უპროტესტოდ გააცილეს ცოლები…

მეტი...

ატოცში, საოკუპაციო ხაზთან ძლიერი ხანძარია

სამოქალაქო მოძრაობა “ძალა ერთობაშია” წარმომადგენელი, მსახიობი დავით ქაცარავა ატოცში, ოკუპანტების მხარეს ძლიერი ხანძრის შესახებ ინფორმაციას და ფოტოს სოციალურ ქსელში ავრცელებს, რომელიც საოკუპაციო ხაზს უახლოვდება. როგორც “მედიაცენტრ მთავარს” დავით ქაცარავამ განუცხადა, ხანძარმა ამ დროისთვის სიღრმეში გადაინაცვლა.  “ცეცხლი საოკუპაციო ხაზის მხარეს არ მოიწევს. ჩვენი მხრიდან რაც ჩანს, ლოკალიზებისკენ მიდის. ხანძარი ოკუპირებული სოფლის, ქვემო ოქონას მიმართულებიდან დაიწყო. იქიდან წამოვიდა ცეცხლი და მოეკიდა ტყეს, ბუჩქნარს, მინდორს. საკმაოდ მძლავრი ცეცხლი იყო. ჩვენი ხაზისკენ და ბანაკისკენ მოიწევდა. დაახლოები 8-ის ნახევარზე დაიწყო. ფერდობის ქვევით ჩავიდა ცეცხლი, ზევით, ჩვენს მხარეს არ წამოსულა. რთულია იმის თქმა, რა არის ხანძრის მიზეზი.…

მეტი...

“რუსეთში დაბრუნება აღარ მინდა” – რატომ ვერ იღებს მოქალაქეობას ქართველი ემიგრანტი?

ახალგაზრდა, ქართველი ემიგრანტი, რუსეთის ქალაქ სანქტ-პეტერბურგში გაზრდილი სიმონ წულაია ისტორიულ სამშობლოში დამკვიდრებას ცდილობს. ემიგრაციაში დაბადებულმა ქართული ენა ოჯახში, მშობლებისგან ისწავლა. მიუხედავად იმისა, რომ სიყმაწვილის წლები უცხო ქვეყანაში გაატარა და დიდი სამეგობრო წრე ჰყავს, სურს ქართულ ფესვებს დაუბრუნდეს და საქართველოს მოქალაქეობა მიიღოს. მაგრამ აცხადებს, რომ იუსტიციის სახლში პრობლემებს აწყდება.    როგორც სიმონ წულაიამ “მედიაცენტრ მთავარს” განუცხადა, იუსტიციის სახლში ყველა პროცედურის გავლის შემდეგ, რომელიც საქართველოს მოქალაქეობის მისაღებად არის საჭირო, უნდა მიეღო ოქმი, რის საფუძველზეც დაბარებული იქნებოდა გასაუბრებაზე, თუმცა აღნიშნული საბუთი მას არ მიუღია. ახალგაზრდა ემიგრანტის თქმით, საქართველოში სამუდამოდ დაბრუნება მისი მთავარი სურვილი…

მეტი...

“რა მაქვს სატირალი ღმერთო” – თბილისში დაღუპული 19 წლის ბიჭის უკანასკნელი ლექსი

თბილისში, ქეთევან წამებულის ქუჩაზე, გაზის გამონაბოლქვით დაღუპული, 19 წლის ლაშა კობახიძე ლექსებს წერდა. უკანასკნელი ლექსი 19 იანვარს, გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე, ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა, სადაც წერს, რომ ადამიანები დროს უაზრო ნატვრაში კარგავენ. ის მადლიერებას გამოხატავს იმ სიყვარულისთვის, რასაც გარშემომყოფებისგან იღებს და მიაჩნია, რომ მატერიალური კეთილდღეობისთვის ადამიანი ღმერთს არ უნდა აწუხებდეს. ”რა მაქვს სატირალი ღმერთო,რა მაქვს საწუწუნო შენთან,ზოგჯერ უაზროდ რომ ვყბედობ,მაინც საყვედურს რომ ვბედავ. მე რომ სიმდიდრეზე ვფიქრობ,ვიღაც წყლის წყურვილით კვდება,ვიღაც განთიადის ცისკარს,საწოლმიჯაჭვული ხვდება. მე რომ არ ვჯერდები ცოტას,ძვირფას სამოსელს რომ ვეძებ,მშიერ, ფეხშიშველთან ვცოდავ,საჭმელს ნაგავზე რომ ეძებს. რა მაქვს საწუწუნო…

მეტი...

“3-გაჩერებაში პოზიტიურად გადაქცეული ერთი უსახური დღე” – სიტუაცია ლურჯ ავტობუსში

თბილისის N37 მარშრუტზე მოძრავი ლურჯი ავტობუსის ერთ-ერთი მძღოლის შესახებ მოქალაქე გოგი ლორთქიფანიძე, სოციალურ ქსელში წერს. იგი ინტერნეტმომხმარებლებს უზიარებს დადებით განწყობას, რომელიც საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისას მიიღო.  ლურჯი ავტობუსის მძღოლი, მთელი დღის განმავლობაში, მგზავრებს მიკროფონით ესაუბრებოდა, უდიდესი ტაქტით და იუმორით მოუწოდებდა მათ ბილეთების აღებისკენ და მოსალოდნელი ჯარიმის თავიდან აცილებას სთავაზობდა.  ​გოგი ლორთქიფანიძე ავტობუსის მძღოლს მადლობას უხდის პოზიტივისთვის, რამაც ერთი ჩვეულებრივი დღე მგზავრებს გაულამაზა.   “კაცი პოზიტივი. ლურჯი ავტობუსით ვიმგზავრე დღეს. მძღოლი იყო ფანტასტიკა. გარეთ რუხი, დაღვრემილი ადამიანები დადიოდნენ და მეც ეგეთი ავედი ავტობუსში. ავედი და მოღიმარე სახეები დამხვდა. ერთ წუთში მეც ვიცინოდი. მძღოლი…

მეტი...

“საქართველოს მიწას უნდა ვემთხვიო” – ბოლო ცენტამდე გაძარცვული ქართველი ტურისტი

ქართველი ჟურნალისტი ია თინიკაშვილი, სოციალურ ქსელში თავისი თავგადასავლის შესახებ წერს, რომელიც საბერძნეთში გადახდა. ქალაქ სალონიკის ცენტრალურ ქუჩაზე საფულე ამოაცალეს, პოლიციის განყოფილებაში მისულს კი მასავით დაზარალებული ტურისტების რიგი დახვდა. საბოლოოდ სამართალი ვერ იპოვა და უიმედოდ დარჩენილს დახმარება ირანელმა ახალგაზრდებმა შესთავაზეს. ისინიც დაზარალებულთა შორის იყვნენ, მაგრამ ქართველ ტურისტზე უკეთეს მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. მათ ჯიბეზე დარჩენილი ფული საქართველოს მოქალაქეს გაუნაწილეს.   “ჩემი საქართველო ათასჯერ ჯობია ევროპის ბევრ ქვეყანას, ჩვენი პოლიცია და მთავრობა ბევრად აღემატება ევროპის არაერთი ქვეყნის შესაბამის უწყებებს და საქართველოში ათასჯერ მეტადაა დაცული ჩამოსული ვიზიტორების თუ ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოება! დღეს, საბერძნეთში გამძარცვეს. სალონიკის ცენტრალურ…

მეტი...

მაგიდას შემომსხდარი ძაღლები და უჩვეულო იუბილე – ფოტოები სოციალური ქსელიდან

ქუთაისში მცხოვრებმა, ონისე მელქაძემ, თავის ძაღლს დაბადების დღე გადაუხადა და მეგობარი ძაღლებიც დაუპატიჟა. იუბილარსა და მის მეგობრებს მაგიდაზე ის საჭმელი დაახვედრა, რომელიც ადამიანის ოთხფეხა მეგობრებს მოსწონთ: კუჭმაჭი, კუპატი, ხაჭაპური, პიცა. ასევე, ნამცხვრები, ხილი და რაც მთავარია, საიუბილეო ტორტი. ოპერატორი ონისე წულაია ქუთაისის მერიის პრესსამსახურში მუშაობს. როგორც “მედიაცენტრმა მთავარმა” მისი მეგობრებისგან შეიტყო, ცხოველების სიყვარულის გარდა, ონისე ონიანს ქველმოქმედებაც იზიდავს. ის ხშირად ეხმარება ადამიანებს.

მეტი...

როგორ შევიძინოთ ყველი დღეს, რომელიც “ხვალ” დამზადდება – ფოტო სოციალური ქსელიდან  

​ჟურნალისტი ბაკურ სვანიძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს ყველის ფოტოს, რომელზეც პროდუქტის დამზადებისა და ვარგისიანობის ვადა არასწორად არის მითითებული. მნიშვნელოვანია, ის, რომ პროდუქტი 6 იანვარს არის შეძენილი, პროდუქტზე კი მითითებულია, რომ ყველი 7 იანვარს არის დამზადებული, ხოლო, თუ როდემდეა ვარგისი, ამის შესახებ ინფორმაცია ეტიკეტზე არ არის. “კი ბატონო, გვირჩევენ, რომ საკვები პროდუქტის შეძენისას აუცილებლად ვნახოთ მისი დამზადების თარიღი და ვარგისიანობის ვადა… ეს რჩევა სწორი რჩევაა და მეც ვეთანხმები… მაგრამ რად გინდა? ვერ მიაწერენ იმას, რაც უნდათ და აწყობთ თუ რა? აგერ, ბიძიკო, ყველი, რომელიც დამზადებულია ხვალ! და შეფუთულია ხვალ საღამოს! თან ზუსტად 19…

მეტი...

“სააკაშვილის მეთოდების გამეორებით, ცუდად დასრულდება ეს პროცესი” – ეკა ბესელია 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე ეკა ბესელია, კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობასთან დაკავშირებით მის წინააღმდეგ გავრცელებულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ეხმიანება და ბოდვას უწოდებს. როგორც ეკა ბესელია აცხადებს, 2 დღის წინ აფრთხილებდნენ, რომ მის წინააღმდეგ “რაღაც სიბინძურე” მზადდებოდა. “არ მინდა სახე დაკარგოს მან, ვისაც ვიცავდი და ვეფარებოდი. სააკაშვილის მეთოდების გამეორებით, ცუდად დასრულდება ეს პროცესი. მეღიმება, ეს რამ მოაფიქრათ”, – წერს ეკა ბესელია. დეპუტატი, ანალიტიკოს გია აბაშიძის ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებულ სტატუსთან დაკავშირებითაც აკეთებს კომენტარს და განმარტავს, რომ კომპანია “ომეგა ჯგუფის” მფლობელ ზაზა ოქუაშვილს პირადად არ იცნობს. ასევე, იმედოვნებს, გია აბაშიძე ვინმეს…

მეტი...

“ეკა ბესელიამ “ომეგასგან” ქრთამი აიღო” – პოლიტოლოგი “ქართულ ოცნებაში” მოსალოდნელ წმენდაზე

პოლიტოლოგი გია აბაშიძე, მმართველ პარტია “ქართულ ოცნებაში” მოსალოდნელ წმენდასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ეკა ბესელიას პარტიიდან გარიცხვას აანონსებს. როგორც გია აბაშიძე ამბობს, ინფორმაციის წყაროს არ ასახელებს, თუმცა ამბობს, რომ “ნაღმი” რომელიც ეკა ბესელიას წინააღმდეგ აფეთქდება, კორუფციაა. “ბიძინა ივანიშვილი იწვევს უმრავლესობის სხდომას, სადაც “ნაღმზე აფეთქდება” ეკა ბესელია და გაირიცხება პარტიიდან/უმრავლესობიდან. “ნაღმი” საკმაოდ ბანალურია – კორუფციის თემა. წლებია არსებობდა მოარული ხმები, რომ ბესელია ჯერ კიდევ ლადო ჭანტურიას თავმჯდომარეობის პერიოდიდან, გარკვეულწილად აგვარებდა, რაღაც საქმეებს უზენაეს სასამართლოში. ამჯერად კი, ამ ახალი მოგვარების დამადასტურებელი ფაქტი არსებობს: “ჩეთემ ჰაუსის” ამ წყაროს ინფორმაციით,…

მეტი...

როგორ დავიკანონოთ თვითნებურად დაკავებული მიწის ფართობი – საჯარო რეესტრი გვპასუხობს

„მედიაცენტრ მთავარს“ რუბრიკაში: „მოგვწერეთ მთავარი“ მოქალქემ რამდენიმე კითხვით მიმართა, რომელიც მიწის კანონიერ მფლობელობაში დარეგისტრირებას ეხება. მოქალაქის კითხვებს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო პასუხობს: 1. კანონით ნებადართულია თუ არა, რომ პირმა, რომელიც მიწას ათეული წლებია უვლის, დაირეგისტრიროს საკუთრებაში? აღნიშნულისთვის დაინტერესებულმა მხარემ რა პროცედურები უნდა გაოაროს? პასუხი: აღნიშნულ საკითხს არეგულირებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელიც საკუთრების უფლების აღიარების ორ განსხვავებულ ფორმას იცნობს: მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება და თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარება. აღნიშნული კანონით…

მეტი...

ოქროს ორდენი პროთეზისთვის, ლენინის თავი – ქალს: ერთი თბილისური ეზოს ამბავი

ინტერნეტმომხმარებელი ლევან თაქთაქიშვილი სოციალურ ქსელში, თბილისის პეკინის ქუჩაზე მდებარე, ქალაქური ტიპის ეზოსთან დაკავშირებულ, თავის, ბავშვობის დროინდელ მოგონებაზე წერს. “ერთი ამბავი ჩემი ბავშვობიდან: ისევ ჩემი ეზო. პეკინის ქუჩა N 33. ვარ 10 წლის. 1982 წელი. ზაფხული. რამდენიმე დღეში დაბადების დღე მაქვს. შეთანხმებული ვარ ბებიასთან და დაბადების დღეზე ველოსიპედი “დესნა – 2″ უნდა მიყიდოს. 72 მანეთი ღირს. ეს არ არის ისეთი მცირე საფასურის, კბილის ამოღებისას ექიმისთვის პირის გაღების სანაცვლოდ დასათრევი. ამაში, მაქსიმუმ, კორეული მარკების სერია მომივა. ველოსიპედს კი 8 კბილის ამოღება სჭირდება. ამდენი ამოსაღები კბილი (მორყეულ, უფესვო კბილებზეა საუბარი) სულ არ მაქვს. ეს ყიდვა…

მეტი...

მე ბრეჟნევის დროსაც ვცეკვავდი, რას ნიშნავს, სააკაშვილის გუნდიდან ხარ? – ნინო ანანიაშვილი

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ხელმძღვანელი, საქართველოს და რუსეთის სახალხო არტისტი, ქართველი პრიმაბალერინა ნინო ანანიაშვილი მის წინააღმდეგ დაწყებულ კამპანიას ეხმაურება და ფეისბუქის საკუთარ გვერდზე სტატუსს აქვეყნებს. ​როგორც ნინო ანანიაშვილი წერს, მისთვის მიუღებელია ხელოვნების სფეროს მოღვაწეების პოლიტიკური ნიშნით დაყოფა და განმარტავს, რომ სამშობლოში, მხოლოდ კეთილი მიზნებით დაბრუნდა, როგორც თავისი სფეროს პროფესიონალი. “ერთხელ მკითხეს, – “თქვენ სააკაშვილის გუნდიდან ხართ?” რას ნიშნავს ეს? ​ მე ბრეჟნევის დროსაც ვცეკვავდი. იმიტომ, არ მივსულვარ ბალეტში, რომ სააკაშვილმა დამიძახა. ბალეტში მანამდე დიდი ხნით ადრე შევედი. საჭირო ვიყავი ჩემს მშობლიურ ქვეყანაში და ამიტომ დავბრუნდი. რითიც შემიძლია ვეხმარები მას, მაგრამ…

მეტი...

“არაფერია განსაკუთრებული, გარდა დამოკიდებულებისა” – კახა კალაძემ ქუჩის ბავშვებთან ერთად ივახშმა

თბილისის საახალწლო სამზადისის დროს მომხდარი, ამაღელვებელი ფაქტის შესახებ, სოციალურ ქსელში ფოტოხელოვანი, ზაქარია ჭელიძე წერს. მისი ინფორმაციით, რესპუბლიკის მოედანზე, საახალწლო ნაძვის ხის აწყობის პროცესის სანახავად მისული თბილისის მერი კახა კალაძე, იქ შეკრებილ ქუჩის ბავშვებს გაუმასპინძლდა და მათთან ერთად მიირთვა. ​როგორც ფოტოხელოვანი წერს, ერთი შეხედვით არაფერი განსაკუთრებული ამაში არ არის, გარდა ადამიანური დამოკიდებულებისა, რაც თანამდებობის პირების მხრიდან მართლაც იშვიათობაა. “რესპუბლიკის მოედანზე აწყობენ ნაძვის ხეს.  იქვე მოვიდნენ ქუჩაში მცხოვრები ბავშვები და თითოეული იქ მყოფი ცდილობდა რაღაცით გაებედნიერებინა ისინი. ამ დროს მოვიდა თბილისის მერი კახი კალაძე. ესაუბრა ბავშვებს, შემდეგ საჭმელი შეუკვეთა მათთვის და თანამშრომლებისთვის და იქვე,…

მეტი...

ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმის ხანდაზმულობის ვადა იწურება – შვილების პროტესტი

საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმის გამოძიების ხანდაზმულობის 25 წლიანი ვადა 31 დეკემბერს იწურება. პრეზიდენტის შვილები ცოტნე და კონსტანტინე გამსახურდიები გამოძიებით უკმაყოფილონი არიან და პროკურატურასთან შიმშილობის აქციას იწყებენ. ყოფილი პრეზიდენტის ვაჟი, ცოტნე გამსახურდია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც პროკურატურას ბოროტების ბუნაგად მოიხსენიებს. მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საქმეში უამრავი მამხილებელი მასალაა, გამოკვეთილია ამ საქმის ორგანიზატორები და მკვლელი, ამ ხნის განმავლობაში, პირველი პრეზიდენტის მკვლელობის საქმე არ გამოუძიებიათ და მკვლელი არ დასჯილა. „დღეს, 14 დეკემბერს, მე და ჩემი უფროსი ძმა, კონსტანტინე, ვიწყებთ შიმშილობას მთავარ პროკურატურასთან, ამ ბოროტების ბუნაგთან, ვითხოვთ ზვიად გამსახურდიას…

მეტი...

„უპასუხისმგებლო „ყაზტრანგზს“ ვეკითხები, თქვენ უმკურნალებთ ჩემ შვილებს?!“ – მოქალაქეების პროტესტი

კომპანია „ყაზტრანგაზის“ მხრიდან ბუნებრივი აირის გათიშვის პრობლემით „მედიაცენტრ მთავარს“ არაერთი მოქალაქე დაუკავშირდა. დაზარალებულები კომპანიის დასჯას და პასუხს ითხოვენ. როგორც ისინი აცხადებენ, 13 დეკემბერს კომპანიამ ბუნებრივი აირი მთელი დღით გაუთიშა და ამით მოსახლეობას სერიოზული პრობლემები შეუქმნა. „მობილურზე შეყტობინება მოვიდა, რომ გარკვეული სამუშაოებიდან გამომდინარე, დღის განმავლობაში ბუნებრივი აირი გაითიშებოდა და საღამოს 18:00 საათზე ჩაირთვებოდა. ბავშვები სკოლიდან და ბაღიდან მოვიყვანე და მთელი დღეა ვართ გაყინულ სახლში, ვერს საჭმელი ვაჭამე, ვერც დავბანე და ვერც გავათბე. ამ ზამთარში და სიცივეში შეიძლება მთელი დღე გაზი არ იყოს? 6 საათზე ჩაირთვებაო, მაგრამ გაზი 22:00 საათზეც არ ჩაურთავთ.…

მეტი...

თბილისი ფეკალიების ამოფრქვევის საშიშროების წინაშე დგას – ნინო ხაჩიძე

თბილისის საბურთალოს რაიონში, კოსტავასა და ხილიანის ქუჩების კვეთაზე, საავტომობილო გზაზე სასმელი წყლის მილის დაზიანების ფაქტს, რა დროსაც წყალმა მიწიდან დიდი წნევით ამოხეთქა, სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ნინო ხაჩიძე ეხმიანება. როგორც ცნობილია, აღნიშნულ ქუჩაზე სარემონტო სამუშაოები ცოტა ხსნის წინათ დასრულდა, გამოიცვალა შიდა კომუნიკაციები. ნინო ხაჩიძის აზრით, თბილისი არა მხოლოდ სასმელი წყლის, ფეკალიების ამოფრქვევის საშიშროების წინაშე დგას, რადგან მოძველებულია ქალაქის საკანალიზაციო გაყვანილობა და რა დროს აღმოჩნდება ქალაქი კრიზისის წინაშე, არავინ იცის. მისივე თქმით, ამ პრობლემაზე არაფერია ნათქვამი თბილისის განვითარების გენერალური გეგმის პროექტში, რომელსაც დედაქალაქის საკრებულო სავარაუდოდ 2019 წელს დაამტკიცებს. “2019 წლის პირველ იანვარს, გენგეგმის…

მეტი...

“ჩემს ქუჩაზე ცაცხვი ან აკაცია – Lancome-ს და Dior-ის არომატი მინდა” – კასპის ქუჩა გამწვანდება

თბილისის ისნის რაიონში, კასპის ქუჩაზე მალე, 30-მდე ძირ, იაპონურ სოფორას დარგავენ. ქუჩის გამწვანებას ადგილობრივები ჯერ კიდევ 2016 წლიდან ითხოვენ. დედაქალაქის მერიასაც არაერთხელ მიმართეს, მაგრამ უშედეგოდ. ​კასპის ქუჩაზე სტალინის არალეგალური სტამბა-მუზეუმი არსებობს, შესაბამისად ტურისტები ამ ქუჩის ხშირი სტუმრები არიან. როგორც ადგილობრივები ამბობენ, უცხოელები გაოცებულები უყურებენ ტროტუარზე დატოვებულ ცარიელ კვადრატებს. ​როგორც “მედიაცენტრ მთავარს” ადგილობრივმა მცხოვრებმა და ფოტოს ავტორმა, ჟურნალისტმა დავით ახვლედიანმა განუცხადა, რამდენიმე წლის წინ, ქუჩაზე 20-30 სმ-ის სიმაღლის ნერგები დარგეს, მაგრამ მალევე გახმა. “ჩემს ქუჩაზე მინდა ცაცხვი ან აკაცია, რომ Lancome-ის და Dior-ის არომატი ჩქეფდეს”, – წერს ფოტოს ავტორი დავით ახვლედიანი სოციალურ ქსელში.…

მეტი...

დატოვეთ მანდატები, ნაგავსაყრელზე არჩიეთ საქმეები! – ირაკლი ღლონტი პარლამენტში დაპირისპირებაზე

პოლიტიკოსი, დიდუბის ოლქში დეპუტატობის ყოფილი კანდიდატი ირაკლი ღლონტი, პარლამენტში “ნაციონალური მოძრაობის”, “პატრიოტთა ალიანსისა” და “ქართული ოცნების” წევრებს შორის ფიზიკურ დაპირისპირებას ეხმაურება და მომხდარს სამარცხვინოს უწოდებს. როგორც ირაკლი ღლონტი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აცხადებს, მისთვის მიუღებელია მსგავსი მსგავსი გარჩევების პარლამენტის შენობაში გამართვა და დაპირისპირებულ მხარეებს მოუწოდებს, დატოვონ დეპუტატების მანდატები და ქუჩაში ურჩიონ ერთმანეთს საქმეები, რადგან ამით საერთაშორისო საზოგადოებისა და ქვეყნის მოსახლეობის თვალში აკნინებენ, პარლამენტის როგორც ინსტიტუციის როლს. ირაკლი ღლონტის თქმით, ამომრჩევლის შეურაცხყოფაა ის, რომ დეპუტატები, რომლებსაც ხალხმა მანდატი მიანიჭა და რომლების ხელის ერთი აწევით ქვეყნის ბედი წყდება, ერთმანეთის საცემად სწევენ ხელს. “რაც დღეს…

მეტი...

“ღამითაც კი სულ ამ მონუმენტს ვუყურებ” – ვანდალური ფაქტი ქუთაისში

ქუთაისის ცენტრში, ტორპედოს სტადიონთან, “მშვიდობის მოედანზე” , რამდენიმე დღის წინათ დამონტაჟებული, 2,5 მეტრის სიმაღლის “მშვიდობის ბურთი” დაუდგენელმა პირებმა შავი საღებავით დასვარეს. მონუმენტზე სიტყვა მშვიდობა 67 ენაზე არის განთავსებული. მათ შორის, აფხაზურ და ოსურ ენებზე. ​ ​მომხდარს, იდეის ავტორი, მშვიდობისა და მეგობრობის ინტელექტუალური „კლუბ LLL“-ის პრეზიდენტი ბესიკ ადამია, სოციალური ქსელით ეხმიანება: ” ქუთაისში ,,მშვიდობის ბურთის,, მონუმენტის ერთ მხარეს ი. ჭავჭავაძის სახელობის პროსპექტია, უკან კი ტორპედოს სტადიონი, მარჯვნივ #31 საჯარო სკოლა და მარცხნივ 4 სართულიანი ბინა, რომლის მე-3 სართულზე მე ვცხოვრობ, დღე რამდენჯერმე, ღამითაც კი რომ მეღვიძება სულ ამ მონუმენტს ვუყურებ, ხომ დგას და ვინმემ არ…

მეტი...

დასრულდა ნიკოლ პაშინიანის ხელისუფლებაში მოსვლის მარათონი – ამირან სალუქვაძე

სომხეთის საპარლამენტო არჩევნებით, რომლებშიც მხოლოდ სამმა პარტიამ გადალახა 5%-იანი ბარიერი, ნიკოლ პაშინიანმა დაასრულა მისი ბრძოლის მთავარი ეტაპი და პარლამენტზე სრული, 100%-იანი კონტროლი მოიპოვა. პარლამენტში 70,5% მოიპოვა პაშინიანის პარტიამ “ჩემი ნაბიჯი” და მისმა მოკავშირეებმა “აყვავებულმა სომხეთმა” და “ნათელმა სომხეთმა” 8 და 6%-ით, შესაბამისად. სომხეთის კონსტიტუციით ერთ პარტიას არ შეიძლება ჰქონდეს ხმათა 2/3-ზე მეტი. შესაბამისად, ამ შედეგებით, 2/3-ს მიიღებს ნ. პაშინიანის პარტია, ხოლო 1/3 მიღებული ხმების შესაბამისად პროპორციულად გადანაწილდება დანარჩენ ორ პარტიაზე. პარლამენტში ვერ მოხვდნენ ყოფილი მმართველი ძალა, რესპუბლიკური პარტია, ასევე, ჩვენთვის კარგად ცნობილი, დაშნაკციუთუნი. ფაქტობრივად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნიკოლ პაშინიანი საკონსტიტუციო უმრავლესობას…

მეტი...

აკაკი შანიძის სახლ-მუზეუმი ინგრევა

სამტრედიის მუნიციპალიტეტში,  გურიის სერის ჩრდილოეთით, მდინარე ხევისწყლის ხეობაში მდენარე სოფელ ნოღაში არსებული, ქართველი ენათმეცნიერის,  აკაკი შანიძის სახლ-მუზეუმი სავალალო მდგომარეობაშია და რეაბილიტაციას საჭიროებს. ვითარების ამსახველ ფოტოებსა და სტატუსს, სოციალურ ქსელში ფოტოხელოვანი გოგა ჩანადირი აქვეყნებს “მუზეუმი სიტყვით ჰქვია,  დანგრეული და გაპარტახებულია იქაურობა. ამაზე 2 წლის წინათ დავწერე. ფოტოები რომ შევადარე, აღმოვაჩინე, რომ მუზეუმი კიდევ უფრო გაუბედურებულა. ერთი პატარა ქოხია. რა უნდა ამის გაკეთებას? აკაკი შანიძემ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ქართული, მშობლიური ენა ძლიერად ყოფილიყო. ამიტომ არის დასაფასებელი. ვინმე აფასებს? თუმცა, რა მიკვირს? საკუთარ ენას არ ვუფრთხილდებით და ენათმევნიერს დავაფასებთ?”, – წერს გოგა ჩანადირი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე. 

მეტი...

ბავშვებმა დედას ლეკვები მოპარეს, ითამაშეს და მიატოვეს – ფოტო სოციალური ქსელიდან

სოციალურ ქსელში დაღუპული, ახალშობილი ლეკვების ფოტო ვრცელდება. როგორც ინტერნეტ მომხმარებელი ნინა ჯორჯაძე წერს, ლეკვები ბავშვებმა დედა ძაღლს მოპარეს და  სიკვდილისთვის გაიმეტეს. თავად მან კი ლეკვები უკვე ასეთ მდგომარეობაში იპოვა, როცა მათი შველა უკვე შეუძლებელი იყო. შემთხვევა თბილისის ერთ-ერთ გარეუბანში, თემქის X კვარტალში მოხდა. ნინა ჯორჯაძე მოუწოდებს მოქალაქეებს, ასწავლონ შვილებს, თუ როგორ მოექცნენ ცხოველებს. „ჩემს ეზოში ბავშვებმა ლეკვები წაართვეს დედას და მოიყვანეს სათამაშოდ. მთელი ღამე აქ ეყარნენ ეს პატარები, სიცივისგან გაიყინენ და დაიხოცნენ. ძალიან გთხოვთ, ასწავლოთ თქვენს შვილებს და შვილიშვილებს, რომ არ შეიძლება, ასე მოექცე ცხოველებს. ისინიც ცოცხალი არსებები არიან და თანაც,…

მეტი...

“მოლაპარაკება საკუთარ სიკვდილზე ჰუმანიტარული მიზნებისთვის” – თეა წულუკიანი

იუსტიციის მინისტი თეა წულუკიანი, საგარეო საქმეთა სამინისტროს გაეროს სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილე, გოჩა ლორთქიფანიძის შესახებ წერს და გასული საუკუნის 90-იანი წლების მოვლენებს იხსენებს, როცა იგი, სასწაულებრივად გადაურჩა დახვრეტას. დღეს მას, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დაზარალებულთა ნდობის ფონდის დირექტორიატში აირჩევენ. გოჩა ლორთქიფანიძე ამჟამად იუსტიციის მინისტრის მოადგილეა.  ზემოთ მოყვანილ “როიტერის” ფოტოზე გოჩა ლორთქიფანიძე იმ დროს არის გადაღებული, როცა ის დასახვრეტად მიჰყავთ. ფოტო ტყვარჩელშია გადაღებული, სადაც ჰუმანიტარული მიზნებით ჩასულ ახალგაზრდა დიპლომატს “ბოევიკები”, იმის გამო, რომ ქართველია, დახვრეტას უპირებენ. ფოტოზე ჩანთით ხელში გოჩა ლორთქიფანიძეა. “ამ ფოტოზე 1993 წლის 30 იანვრის ის ერთი წამია ასახული, როცა შეიარაღებულ ბოევიკს…

მეტი...

ქალბატონო სალომე, რუსეთში მცხოვრებმა ქართველებმა რა გავაკეთოთ? – ახალარჩეულ პრეზიდენტს

რუსეთის ფედერაციაში მცხოვრები ქართველები, საქართველოს ახალარჩეულ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიმართავენ და ორმაგი მოქალაქეობის უფლებას ითხოვენ. როგორც ქართული დიასპორის წარმომადგენლები აცხადებენ, სწორედ ისინი გზავნიან  საქართველოში ყველაზე მეტ ფინანსებს, რეკლამას უკეთებენ საქართველოს და ქართულ წარმს რუსეთის ბაზარზე.   “ქალბატონო სალომე ჩვენ უცხო ქვეყანაში მცხოვრებმა ქართველებმა რა გავაკეთოთ ,როდის დაგვაფასებთ რუსრთში მცხოვრებ ქართველებს და როდის დავინახავთ თქვენ ყურადღებას. – თქვენ რომ,საფრანგეთის პატრიოტი იყავით და საფრანგეთის დიპლომატი ,მე მაშინ დავიბადე კახეთში და მაშინ დავრბოდი კახეთის სტადიონებზე ფეხშიშველი და არა თუ დინამო სტადიონის გვერდით … – როდის მოგვცემთ უფლებას რუსეთის მცხოვრებ ქართველებს რომ მივიღოთ საქართველოს მოქალაქეობა…

მეტი...

პრეზიდენტობის კანდიდატ ვაშაძეს მოსკოვიდან 10 მლნ აშშ დოლარი გამოუგზავნეს – ირმა ინაშვილი 

​პოლიტიკური გაერთიანება “საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი, პარლამენტის დეპუტატი ირმა ინაშვილი, საკუთარ წყაროზე დაყრდნობით აცხადებს, რომ რუსეთის ლიბერალურ – დემოკრატიული პარტიის ლიდერმა, ვლადიმერ ჟირინოვსკიმ, “გაერთიანებული ოპოზიციის” პრეზიდენტობის კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეს, “რუსთავი 2” -სა და სააგენტო “პრესა.ჯი”-ს გუშინ, გვიან ღამით, 10 მილიონი აშშ დოლარი გამოუგზავნა, თავისუფლების მოედანზე საპროტესტო აქციის ორგანიზებისთვის. როგორც ირმა ინაშვილი აცხადებს, “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერების მობილიზება ბუკიას ბაღში იგეგმება. მოსკოვიდან გამოგზავნილი 10 მილიონი აშშ დოლარი კი “მოტეხეს” და ამსტერდამშია. ასე უპასუხა “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერმა ბრალდებებს, თითქოს არჩევნებში მხარდაჭერისთვის მას 2 მილიონი აშშ დოლარი გადაუხადეს. ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს…

მეტი...

ყველაფერი პირადული გვერდზე გადავდოთ საბოლოო ბრძოლისთვის – ირაკლი ღარიბაშვილის მიმართვა

თანამდებობიდან წასვლიდან სამი წლის თავზე, დუმილს არღვევს ყოფილი პრემიერ – მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ქვეყნის მოსახლეობას მოუწოდებს, ყველაფერი პირადი გვერდზე გადადონ და საბოლოოდ უთხრან უარი “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” და მასთან ერთად ყველა არაეროვნულ ძალას. როგორც ირაკლი ღარიბაშვილის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ სტატუსშია აღნიშნული, ყველა ის ბინძური რიტორიკა და დეზინფორმაციული პროპაგანდა, რაც საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში “ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან ისმის, ყველაზე უკეთ სწორედ მათ მიესადაგებათ: დაწყებული სახელმწიფოს ღალატით, დამთავრებული ოკუპანტი ქვეყნისთვის უამრავი სტრატეგიული ობიექტების გადაცემით თუ ტერიტორიების დაკარგვით, ტერორისტებთან თანამშრომლობით თუ კრიმინალებთან გარიგებით, უდანაშაულო ადამიანების წამებით და დახოცვით, ხალხის გაღარიბებით და მჩაგვრელი საბანკო სისტემის…

მეტი...

“მე და სალომე ვამაყობთ ჩვენი შვილებით, მამაცურად უმკლავდებიან თავდასხმებს” – კოკი გუგუშვილი

პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს, მხარდაჭერას უცხადებს მისი ყოფილი ქმარი, თეიმურაზ და ქეთევან გორჯესტანების მამა. მის სტატუსს სოციალურ ქსელში ქეთევან გორჯესტანი ავრცელებს სათაურით – “კოკი გუგუშვილის მიმართვა, პასუხი და მხარდაჭერა” “მოგმართავთ, როგორც თეიმურაზისა და ქეთევან გუგუშვილი გორჯესტანების მამა. უფროს თაობებს ალბათ ახსოვთ ვინ ვარ და რას წარმოვადგენდი საქართველოში სამი ათეული წლის წინ. ახალ თაობას კი ჩემს ამბავს მოვუყვები, რომ სოციალურ მედიაში მძვინვარე დეზინფორმაციით გაჯერებულ ჭუჭყში არ ჩაიძიროს. მამაჩემი, ევსევი-ძუკუ გუგუშვილმა საქართველო 1913 წელს დატოვა და ირანში ცნობილ ქართველ ინვესტორთან, აკაკი ხოშტარიასთან სამუშოდ წავიდა. ბატონი აკაკი,რომელიც იმ ხანად ბაბუაჩემის, დიმიტრი გუგუშვილის…

მეტი...

“ისინი თავით ფეხებამდე ქართველები არიან” – როგორ გახდა გუგუშვილი გორჯესტანი  

პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის შვილების, ქეთევან და თეიმურაზ გორჯესტანების ნათესავი მაია გუგუშვილი სოციალური ქსელის მეშვეობით ყვება ამბავს, თუ როგორ მოხვდა გუგუშვილების ოჯახი ირანში და რას ნიშნავს – გორჯესტანი ქართულად. “მათთვის, ვინც მონდომებულია დაარწმუნოს საზოგადოება, რომ თეიმურაზ გორჯესტანი არის სპარსელი. გაგაცნობთ თეიმურაზ და ქეთევან გორჯესტანების გვარის ისტორიას. XX საუკუნის დასაწყისში ბაბუაჩემის, მანუჩარ გუგუშვილის ძმა, ძუკუ გუგუშვილი, სხვა ქართველებთან ერთად ირანში სამუშაოდ გაემგზავრა. საქართველოს გასაბჭოების გამო, სამშობლოში აღარ დაბრუნდა და თეირანში დარჩა საცხოვრებლად. რადგან მას უფლება არ მისცეს გვარის შენარჩუნების, აიღო გვარი გორჯესტანი, ანუ საქართველოდან. ასე გახდნენ ძუკუ გუგუშვილის შვილები-მარიამი (მიმი),…

მეტი...

12 000-ით გაიზრდა მათი რიცხვი, ვისაც 3 და მეტი ავტომობილი ჰყავს

„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ ანალიტიკოსი ანდრია გვიდიანის მოსაზრებით, 20 ნოემბრის მდგომარეობით მსუბუქი ავტომობილების რაოდენობა სულ 992 ათასს შეადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ წლის ბოლოს ეს რიცხვი მილიონს გადააჭარბებს. როგორც ანალიტიკოსი ფეიბსუქის საკუთარ გვერდზე წერს,  თბილისში მოძრავი  ავტომობილების სტატისტიკით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც რამდენიმე დღის წინ საცობში მოჰყვა. როგორც აღმოაჩინა, 2012 წლის შემდეგ, მოსახლეობის საკუთრებაში არსებული ავტოპარკი  349 ათასი(!) მსუბუქი ავტომობილით გაიზარდა. ანუ, საშუალოდ, ყოველწლიურად მსუბუქი ავტომობილების რაოდენობა 8%-ით იზრდება. 189 000-ით გაიზარდა მათი რიცხვი ვისაც მხოლოდ ერთი ავტომობილი ჰყავს; 51 ათასით გაიზარდა მათი რიცხვი, ვისაც 2 ავტომობილი ჰყავს; 12 ათასით გაიზრდა…

მეტი...

გრიგოლ ვაშაძე 5%-იანი სხვაობით დამარცხდება და “განკითხვის დღეს” მოაწყობს – სანდრო ბრეგაძე

საზოგადოებრივი მოძრაობა “ქართული მარშის” ერთ-ერთი ლიდერი სანდრო ბრეგაძე, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის დღეს, ქვეყანაში პოლიტიკური პროცესების შესაძლო განვითარების თანმიმდევრობაზე საუბრობს და სავარაუდო სქემას აქვეყნებს. ​სანდრო ბრეგაძის ვარაუდით, პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე, სალომე ზურაბიშვილთან 5%-იანი სხვაობით დამარცხდება, რის შემდეგაც “ნაციონალური მოძრაობა” განკითხვის დღეს მოაწყობს. “28 ნოემბრის დღის განრიგი: დილით გაიხსნება უბნები, დაახლოებით 12:00 საათზე “რუსთავი-2” და დამკვირვებლები აღმოაჩენენ ვითომ პირველ დარღვევებს; დაახლოებით 15:00 საათიდან “რუსთავი-2”-ის ეთერით გაცხადდება, რომ არჩევნები მასობრივად ყალბდება;  18:00 საათიდან დაიწყება შეხლა-შემოხლა და ფიზიკური დაპირისპირება უბნებზე; 20:00 საათზე დაიხურება უბნები და “რუსთავი-2”-ის ეთერში გამოცხადდება, რომ 52-53%-ით გაიმარჯვა გრიგოლ…

მეტი...

არც მე და არც ქართველ ხალხს არ გვეშინია მუქარის – პრეზიდენტობის კანდიდატი

პრეზიდენტობის ქალი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ქვეყანაში მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანიას და ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ბოლო დღეების განცხადებებს აფასებს. მისი თქმით,  მიხეილ სააკაშვილის ანტისემიტურმა გამონათქვამებმა კიდევ უფრონათელი გახადა, თუ რატომ არის ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი 28 ნოემბერს პრინციპული არჩევანის გაკეთება. “მთელი წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში „ნაციონალური მოძრაობა“ იყენებს ევროპული კამპანიისთვის კატეგორიულად მიუღებელ მეთოდებს. მან ეს კამპანია დაიწყო ქსენოფობიით, გააგრძელა ტერორიზმითა და ბოლოს დააგვირგვინა ანტისემიტიზმით. მინდა საზოგადოებას შევახსენო, რომ ჩვენი ქვეყნის სტუმრების მოხსენიება “გაძვალტყავებულ ჯღანებად” არის ქსენოფობიის ნათელი მაგალითი. სიცოცხლის მოსპობის მუქარა, რომელსაც სულ ცოტა ხნის წინ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებული ადამიანისგან ვიღებდით მე და ჩემი შვილები,…

მეტი...