უდანაშაულო ადამიანის გისოსებს მიღმა მოხვედრის რეალური საფრთხე

რედაქტორის ბლოგი: ქვეყანა, სადაც გინდა წესიერად იცხოვრო, დაიცვა კანონები, წესრიგი, გადაიხადო გადასახადები, იშრომო, მიიღო შემოსავალი, სახელმწიფოს არ დაუმალო გადასახადი, არ მოუშალო და არ მოიშალო ნერვები, არ აწყენინო და არ გაწყენინონ, გქონდეს გადაჭარბებულად მაღალი პასუხისმგებლობა და ასე შემდეგ, ჩამონათვალი საკმაოდ გრძელია, თუმცა, არ გამოდის ისე, როგორც გინდა იცხოვრო. რატომ? თუნდაც იმიტომ, რომ, მაგალითად, ღამით, როცა ყველა საქმეს მოილევ – იმუშავებ ერთ-ორ ან რამდენიმე სამსახურში, იშრომებ არანორმალურად, მიხედავ შვილებს, წაიყვან-წამოიყვან, არ გამოაკლებ არცერთი მეგობრის დღეობას, იქნები შემომტანიც და გამტანიც, მზარეულიც, დამლაგებელიც, მრეცხავიც, მასწავლებელიც (საკუთარი შვილებისთვის), უყიდი, გაასეირნებ და ასე შემდეგ, ერთი ადამიანი…

მეტი...