“ყველაფერს გავაკეთებ “რუსთავი 2″-ის გადასარჩენად” – ქიბარ ხალვაში

“რუსთავი2”-ის 100%-იანი წილის მფლობელი, ქიბარ ხალვაში განცხადებას ავრცელებს, რომელსაც “მედიაცენტრი მთავარი” უცვლელად გთავაზობთ. “საზოგადოებისათვის ცნობილია ბოლო დღეებში ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ში განვითარებული მოვლენები. ეს მოვლენები, კიდევ ერთი მტკიცებულებაა ჩემი ვარაუდისა, რომ სააკაშვილი და გვარამია მიზანმიმართულად ანგრევდნენ კომპანიას. ფაქტია, ტელევიზიის ფინანასური ნგრევის შემდეგ, გვარამია არხის თანამშრომლებზე გადაერთო და მათ წინააღმდეგ არნახული ფსიქოლოგიური შეტევა და ბულინგი წამოიწყო. საზოგადოებამ იცის, რომ იმ ჟურნალისტებს, რომლებიც “რუსთავი 2”-ში მუშაობდნენ, ჩვენ შევთავაზეთ სარედაქციო პოლიტიკაში ჩაურევლობა, დასავლური, ცივილიზებული სტანდარტით მუშაობა, რაც ნიშნავს კრიტიკულ, ობიექტურ და მიუკერძოებელ მაუწყებლობას. მიუხედავად იმისა, რომ არხიდან რამდენიმე ადამიანის კონკრეტული მიზეზებით გათავისუფლდა, ზოგიერთი თანამშრომლის…

მეტი...

ამაზონის ტროპიკულ ტყეში მასშტაბური ხანძრის ჩასაქრობად ქვეყანას რესურსი არ ჰყოფნის

ამაზონის ტროპიკულ ტყეში მასშტაბური ხანძრის ჩასაქრობად ქვეყანას რესურსი არ ჰყოფნის. ბრაზილიის პრეზიდენტის, ჟაირ ბოლსონარუს განმარტებით, ბრაზილიის შინაგან საქმეთა სამინისტროს სტიქიასთან გასამკლავებლად დამატებით 40 ადამიანის გაგზავნაც კი არ შეუძლია.  ცოტა ხნით ადრე კი ბრაზილიის პრეზიდენტმა ამაზონზე ცეცხლის გაჩენაში არასამათავრობო ორგანიზაციები დაადანაშაულა. ჟაირ ბოლსონარუმ განმარტა, რომ ამ გზით ისინი მთავრობის დისკრედიტაციას ცდილობენ. მიზეზი კი მათი დაფინანსების შემცირებაა. თუმცა მთავრობის ოპონენტები და თავად არასამთავრობო ორგანიზაციები პასუხისმგებლობას სწორედ ბოლსონარუს და მის მთავრობას აკისრებენ. მათი განმარტებით, ამაზონზე მასშტაბური ხანძრის გაჩენის მიზეზი ანტიეკოლოგიური პოლიტიკაა. ბრაზილიის კოსმოსური კვლევის ცენტრის ცნობით, ამაზონის ტროპიკულ ტყეში ხანძრების რიცხვი, გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით, 80%-ითაა გაზრდილი.

მეტი...

“ბორდერიზაციის პრობლემაზე შორიდან თუ ახლოდან მხოლოდ ყურება სიტუაციას არ შეცვლის” – სალომე ზურაბიშვილი

“ჩვენ ევროკავშირისგან გვჭირდება ფინანსური და პოლიტიკური მხარდაჭერა. მათ შორის არის ბორდერიზაციის საკითხი და ჩვენს რთულ მეზობელთან ურთიერთობები, რომელიც ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციას ახორციელებს”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ლიეტუვაში, კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, ტერიტორიების ოკუპაცია, ბორდერიზაცია, ინდივიდების თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვა, სოფლების დაყოფა რუსეთის მიერ საერთაშორისო ურთიერთობების პრინციპების ცალსახა დარღვევაზე მეტყველებს. საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ევროპამ და ევროპელმა ლიდერებმა უნდა დაარწმუნონ რუსეთი, მუქარასა და ძალის გამოყენებაზე უარი თქვას და კანონის შესაბამისად იმოქმედოს. „ჩვენ პარტნიორების მხარდაჭერა გვჭირდება იმისთვის, რომ გავააქტიუროთ მოლაპარაკებების ფორმატი, რათა ამას რეალური პოლიტიკური მნიშვნელობა მივცეთ. ჩვენ არ უნდა დავკმაყოფილდეთ მხოლოდ იმით, რომ…

მეტი...

დელფინების გამორიყვის ფაქტებთან დაკავშირებით კვლევები მიმდინარეობს

გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ შავი ზღვის სანაპირო ზოლში დელფინების გამორიყვის ფაქტებთან დაკავშირებით კომპლექსური კვლევები მიმდინარეობს. გამორიყულ დელფინებს, ძირითადად, მექანიკური დაზიანებები აღენიშნებათ, რაც წყლის სატრანსპორტო საშუალებებით დაზიანების ან ბადეში გახლართვის შედეგი შეიძლება იყოს. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, სანაპირო ზოლში ზღვის ძუძუმწოვრების გამორიყვის ფაქტები სხვა ქვეყნებშიც ფიქსირდება, რისი მიზეზიც მთელი რიგი ფაქტებია, მათ შორის ვირუსული დაავადებები და გარკვეული ტიპის დაბინძურებები. სამინისტრო მოუწოდებს მოსახლეობას, მოერიდონ გამორიყულ ზღვის ძუძუმწოვართან კონტაქტს. მსგავსი ფაქტების დაფიქსირების შემთხვევაში, დარეკონ ცხელ ხაზზე (153). გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, კვლევების შედეგები უახლოეს მომავალში იქნება ცნობილი.

მეტი...

“მგონი, შვიდჯერ ვარ ჩასული საოკუპაციო ხაზზე, ჩავდივარ, როცა მე ვთვლი, რომ უნდა ჩავიდე” – ზურაბიშვილი

“მგონი, შვიდჯერ ვარ ჩასული საოკუპაციო ხაზზე, რუხიდან დაწყებული, ნიქოზი, გრემისხევი და ჩავდივარ, როცა მე ვთვლი, რომ უნდა ჩავიდე და არა სხვისი დღის წესრიგით”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, საქართველომ უნდა გააგრძელოს გზა ევროპისკენ, განვითარებისა და დემოკრატიისკენ. „ეს არის მუდმივი მცდელობა რუსეთის მიერ, რომ ჩაგვითრიოს მხოლოდ ამ საკითხში. ჩვენ ეს უნდა გადავლახოთ და გავაგრძელოთ ჩვენი გზა ევროპისკენ, დემოკრატიისკენ, განვითარებისკენ ისე, რომ მუდმივად უკან არ ვიყურებოდეთ და არ ვიყოთ რუსეთის დღის წესრიგით“, – განაცხადა პრეზიდენტმა. ზურაბიშვილის თქმით, მისი მოვალეობაა საუბარი საქართველოს პარტნიორებთან. „ჩემი მოვალეობა არის ის პირდაპირი, ოფიციალური თუ არაოფიციალური საუბრები ჩვენს…

მეტი...

“მოვუწოდებ რუსული პაგონების ქვემოთ ჩამალულებს, არაფერი გამოგივათ” – მამუკა ხაზარაძე

“ანაკლია არ არის მხოლოდ ღრმაწყლოვანი პორტი, ეს არის ჩვენი ქვეყნის შემოტრიალება ევროპისკენ”, – ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა. ხაზარაძის თქმით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი არის უსაფრთხოებისა და ჩვენი ეკონომიკური წინსვლის გარანტი. „მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, არის საკითხები, რომლებსაც გავახმოვანებთ და საზოგადოებას ეცოდინება ის დინებები, რომელიც პირდაპირ სამთავრობო უწყებებში, ეს ე.წ, მე-5 კოლონის სახით, რუსული გავლენის სახით ეწინააღმდეგება ჩვენთვის, ქართველებისთვის და საქართველოსთვის უმნიშვნელოვანეს პროექტს. ანაკლია არ არის მხოლოდ ღრმაწყლოვანი პორტი, ეს არის ჩვენი ქვეყნის შემოტრიალება, შემოტრიალება ერთხელ და სამუდამოდ ევროპისკენ. არის უსაფრთხოებისა და ჩვენი ეკონომიკური წინსვლის გარანტია. ამიტომ პირდაპირ მოვუწოდებ იმ ხალხს, ჩამალულებს რუსული პაგონების ქვემოთ,…

მეტი...

ქრთამის აღების ფაქტზე, ხელვაჩაურის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე დააკავეს

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის მოთხოვნისა და აღების ფაქტზე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე, ჯამბულ თავართქილაძე დააკავეს. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) ინფორმაციით, უწყების ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის მოთხოვნისა და აღების ფაქტზე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ჯამბულ თ. და მოქალაქე ზაზა თ. დააკავეს. გამოძიების ცნობით,  ჯამბულ თ., ნათესავთან ზაზა თ-სთან შეთანხმებით, უცხო ქვეყნის მოქალაქეს, შავი ზღვის სანაპირო ზოლში მდებარე სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 12 845,00 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთის შეძენაში დახმარებას დაჰპირდა. მას უზრუნველეყო მიწის ნაკვეთის აუქციონის წესით გასაყიდად…

მეტი...

ბულგარეთში ქართველები ლეგალურად დასაქმებას შეძლებენ

ბულგარეთში საქართველოს მოქალაქეები დროებით ლეგალურად დასაქმებას შეძლებენ – შეთანხმების გაფორმებას მხარეები უახლოეს მომავალში გეგმავენ. ხელშეკრულების გაფორმებიდან ექვსი თვის ვადაში დროებითი ლეგალური დასაქმების კონკრეტული სქემის ასამოქმედებლად საჭირო დოკუმენტები მომზადდება. აღნიშნული პროცესი საქართველოს მოქალაქეებისთვის შექმნის ბულგარეთის რესპუბლიკაში შესაბამის მოთხოვნად პროფესიებში კვალიფიციური მუშაკების დროებით ლეგალურად დასაქმების შესაძლებლობას. „დასაქმების და შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის გატარება, მათ შორის, საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეებისთვის ლეგალურად მუშაობის შესაძლებლობების გახსნა, მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია“, – აცხადებენ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში.

მეტი...

ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ბაკურიანისა და დაბა წაღვერის მოსახლეობასთან, არსებული საჭიროებები განიხილეს

სასმელი და სარწყავი წყლის სისტემა, გაზიფიცირება, გზების რეაბილიტაცია, საძოვრებისკენ მომავალი გზები, საშეშე მერქნით უზრუნველყოფა – ეს იმ საკითხების ჩამონათვალია, რომლის მოსახლეობამ  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძემ, ადგილობრივმა ხელისუფლებამ და მოსახლეობამ, შეხვედრისას განიხილეს. მოსახლეობამ, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს სოფლებში არსებული მდგომარეობა და არსებული  საჭიროებები გააცნო. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ, მოსახლეობას სოფლის მეურნეობის განვითარების სახელმწიფო პროგრამებზე მიაწოდა ინფორმაცია და მიღწეულ შედეგებზეც ისაუბრა. „დღევანდელ შეხვედრაზე, ადგილობრივ მოსახლეობასთან საუბრისას, სასმელი წყლით მომარაგებისა და საკანალიზაციო არხების მოწყობის პრობლემა გამოიკვეთა, რომლის გათვალისწინებაც მომავალი წლის ბიუჯეტის ფორმირების…

მეტი...

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს PES 2020-ში ვიხილავთ

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინფორმაციით, საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს საფეხბურთო ვიდეოთამაშში PES 2020-ში ვიხილავთ. „მოხარულები ვართ, გამცნოთ Konami-სთან ახალი შეთანხმების შესახებ, რომლის თანახმადაც, საქართველოს ეროვნულ ნაკრებს კომპანიის უახლეს საფეხბურთო ვიდეოთამაშ PES 2020-ში ვიხილავთ“, – ნათქვამია ფეხბურთის ფედერაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. საფეხბურთო ვიდეოთამაშების სერია PES PES (Pro Evolution Soccer) შექმნილი და გამოცემული იაპონური კომპანია Konami-ის მიერ. 2011 წლის დეკემბრიდან მოყოლებული ეს თამაში 19 ენაზე, 62 ქვეყანაშია ხელმისაწვდომი. 

მეტი...

პირდაპირი ფრენები აშშ-სთან – ავიაკომპანიებთან მოლაპარაკებები იწყება

აშშ-სთან პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყებაზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა სექტემბერში მოლაპარაკებებს გამართავს. თურნავას თქმით, იგეგმება ორ ავიაკომპანიასთან გასაუბრება. მინისტრი ვარაუდობს, რომ ისინი საქართველოსთან პირდაპირი ფრენების დაწყებით დაინტერესდებიან „სექტემბრის დასაწყისში მე პირადად მომლაპარაკებელ გუნდთან ერთად ვგეგმავ ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩასვლას. იქ გვექნება შეხვედრა ორ წამყვან ავიაკომპანიასთან, რომლებიც, ვვარაუდობთ, რომ დაინტერესდებიან საქართველოში პირდაპირი ფრენების დაწყებით და ველოდებით, რომ „რაინეართან“ მოლაპარაკების მსგავსად, რომელიც ძალიან მოკლე ვადებში დავასრულეთ, ასევე წარმატებით დავასრულებთ ამ მოლაპარაკებასაც“, – განაცხადა ნათია თურნავამ. მინისტრის ინფორმაციით, უკვე ჩატარებულია შესაბამისი კვლევაც. „ჩვენ საკმაოდ დეტალური კვლევა განვახორციელეთ, რომელმაც დაადასტურა, რომ პირდაპირი ფრენები საქართველოდან…

მეტი...

ბოლო 15 წლის განმავლობაში პირველად, ჩაძირული ტიტანიკის კადრები გამოქვეყნდა (ვიდეო)

BBC-მ ბოლო 15 წლის განმავლობაში პირველად, ჩაძირული ტიტანიკის კადრები გამოაქვეყნა.  მასალაში ნაჩვენებია, რა მდგომარეობაშია სამგზავრო გემი. ექსპედიციის ხელმძღვანელის ვიქტორ ვესკოვოს განცხადებით, გემის მდგომარეობა მარილის კოროზიისა და “მეტალისმჭამელი” ბაქტერიების გამო გაუარესებულია. ექსპედიციის საბოლოო შედეგები დოკუმენტურ ფილმში აისახება, რომელსაც BAFTA და Atlantic Productions-ი იღებს. გემი დღესდღეობით ოკეანის ზედაპირიდან 4,000 მეტრის სიღრმეშია ჩაძირული.

მეტი...

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი რუსეთისგან საქართველოში ე.წ. ბორდერიზაციის პროცესის დაუყოვნებელ შეწყვეტას მოითხოვს

“შეერთებული შტატები შეწუხებულია ცნობებით იმის შესახებ, რომ რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა დე ფაქტო ხელისუფლებამ გააგრძელა საქართველოს ტერიტორიაზე ღობის დამონტაჟება რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს რეგიონის, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან”, – განაცხადა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მორგან ორტაგუსმა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმდინარე ე.წ. ბორდერიზაციის პროცესზე. ოტრაგუსის თქმით, “ბორდერიზაციის” პროცესი ამ ტერიტორიაზე მცხოვრებ სამოქალაქო პირებზე განურჩევლად და არაპროპორციულად ახდენს გავლენას, ამიტომ ისინი მოითხოვენ ოკუპანტების მიერ ღობისა და სხვა ბარიერების მშენებლობის დაუყოვნებლივ შეწყვეტას. “ჩვენ მოვითხოვთ ღობისა და სხვა ბარიერების მშენებლობის პროცესის დაუყოვნებელ შეწყვეტას. კიდევ ერთხელ, რუსეთს მოვუწოდებთ, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიის 20%-ის არაკანონიერი ოკუპაცია და საკუთარი…

მეტი...

ჟურნალისტები „რუსთავი 2″-ს ტოვებენ, პაატა სალია განცხადებას ხვალ გააკეთებს

ტელეკომპანია „რუსთავი 2″-ის ჟურნალისტები პოზიციებს ერთმანეთის მიყოლებით ტოვებენ. დღეს, კურიერის გამოშვება ეთერში არც გასულა.  „რუსთავი 2″ -ის გენერალური დირექტორი პაატა სალია ტელეკომპანიის სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით განცხადების გაკეთებას ხვალ აპირებს. “კურიერი” თითქმის მთელმა გუნდმა დატოვა, რის გამოც, საინფორმაციო გამოშვებები ეთერიდან მოიხსნა. ჟურნალისტების თქმით, პაატა სალიამ მათ არხზე დარჩენა შესთავაზა, თუცა, ეს წინადადება იმ მიზეზით არ მიიღეს, რომ არხი დამოუკიდებელი არ იქნება. “რუსთავი 2″ ჩემი სახლია” – ამ სიტყვებით დატოვა თითქმის ყველა ჟურნალისტმა არხი.

მეტი...

ბიუჯეტისთვის 2 160 955 ლარის ზიანის მიყენებისთვის ლაურა ღაჭავას ბრალი წარუდგინეს  

ბიზნესმენ ლაურა ღაჭავას  ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს. პროკურატურა მას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილით ჩადენილ დანაშაულს ედავება, რაც 4-დან 7-წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.  დაკითხვიდან გამოსულმა ბიზნესმენმა განაცხადა, რომ სანამ ბრალდებას სრულფასოვნად არ გაეცნობა, შეფასებას ვერ გააკეთებს, რადგანაც საქმეს არ იცნობს. „15 ტომი გამოგვატანეს და 15 ტომის კიდევ დისკებია. ასე სწრაფად ამას ვერ გავეცნობოდით. გაცნობამდე ვერანაირ კომენტარს გავაკეთებ, ვინაიდან არის საქმის მასალები, რისი საქმის კურსშიც საერთოდ არ ვარ. აზრზე არ ვარ, რა ხდება და როგორ არის. პოლიტიკური მოტივი არის გამორიცხული. ყველაფერი წესრიგში მაქვს. უნდა გავეცნო“, – განაცხადა ღაჭავამ. როგორც ბიზნესმენმა…

მეტი...

შიდა ქართლში, პესტიციდების და აგროქიმიკატების სარეალიზაციო ობიექტები დაჯარიმდა

სურსათის ეროვნულმა  სააგენტომ შიდა ქართლში 31 ობიექტი შეამოწმა და 17 დააჯარიმა. ბიზნესოპერატორებს 2000 ლარიანი სანქცია დაეკისრათ.     სააგენტო აგროქიმიკატების და პესტიციდების სარეალიზაციო ობიექტებს  მთელი  ქვეყნის მასშტაბით ამოწმებს. მიმდინარე თვეში სახელმწიფო კონტროლი განხორციელდა  შიდა ქართლის რეგიონში. ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ  დაფასოების, მარკირების, რეალიზაციის წესების დარღვევის გამო. ასევე, 4 შემთხვევაში გამოვლინდა ვადაგასული პესტიციდების განთავსების ფაქტი, რაზეც სააგენტომ განახორციელა კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები. ბიზნესოპერატორები 2000 ლარით დაჯარიმდნენ. მათ დაევალათ ვადაგასული ქიმიკატების ბაზრიდან ამოღება და შესაბამისი წესების დაცვით  განადგურება, რასაც  ზედამხედველობას სურსათის ეროვნული სააგენტო გაუწევს.

მეტი...

ვაკის პარკის რეაბილიტაციის კვლევაზე ხელშეკრულება ბრიტანულ კომპანიას გაუფორმდა

ვაკის პარკის რეაბილიტაციის წინასაპროექტო კვლევაზე, ფუნქციური ზონირებისა და დენდროლოგიის საპროექტო დოკუმენტაციის შედგენაზე ბრიტანული კომპანია Chris Blandford associates იმუშავებს. გამარჯვებულ კომპანიასთან უკვე გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, მან პროექტი წლის ბოლოს უნდა წარმოადგინოს. როგორც კახა კალაძემ განაცხადა, კომპანიას ამ მიმართულებით მსოფლიო დონის გამოცდილება აქვს. „ამ კომპანიას  აქვს მსოფლიო დონის გამოცდილება რთული და მნიშვნელოვანი ძეგლებისა და საერთაშორისო მნიშვნელობის ღირშესანიშნავი ადგილების (მათ შორის, ისტორიული ლანდშაფტებისა და ტურისტული ობიექტების) კვლევაში, გენერალური გეგმების შექმნაში, რეაბილიტაციის პროექტირებასა და სტრატეგიების შემუშავებაში. მათ გამოცდილებაში არის არაერთი მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი, მათ შორის, სინგაპურის ბოტანიკური ბაღები, სტოუნჰენჯის მსოფლიო მემკვიდრეობის აღდგენის პროექტი,…

მეტი...

“ე.წ. სტაიანშიკებს არ აქვთ უფლება, მძღოლებს რაიმე საფასური მოსთხოვონ, ეს უკანონოა” – კახა კალაძე

“ე.წ. სტაიანშიკებს არ აქვთ უფლება, მძღოლებს რაიმე საფასური მოსთხოვონ, ეს უკანონოა”, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. კახა კალაძის თქმით, დედაქალაქში პარკინგს თბილისის მერიის შესაბამისი სამსახური უზრუნველყოფს და სხვა პირების მიერ თანხების მოთხოვნა დანაშაულია. „თუ ასეთი შემთხვევები ხდება, ეს არის დანაშაული. ვინც ხვდება ასეთ სიტუაციაში, მარტივად, აიღოს ტელეფონი და დაუკავშირდეს შესაბამის სამსახურებს, შსს-ს და მოჰყვება რეაგირება. ე.წ სტაინშიკები არ ექვემდებარებიან არავის. კეთილი ნება არის ადამიანების, თუ უნდა, გადაუხდის ფულს, თუ უნდა, არა. ამ ადამიანებს არ აქვთ არანაირი უფლება, მოსთხოვონ მანქანის მძღოლს რაიმე საფასური. ეს უკანონოა. ასეთი სამსახური, რომ ადამიანები იდგნენ და დაეხმარონ ავტომობილის…

მეტი...

საქართველო-სომხეთის საზღვართან მიწისძვრა მოხდა

თბილისის დროით 14:21 საათზე, სომხეთში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან 11 კილომეტრში, ქალაქ დმანისიდან 33 კმ-ში მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის სიმძლავრემ 3.2 მაგნიტუდა შეადგინა. თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ მიწისძვრა საქართველოში მოხდა.

მეტი...

“ფული გვაქვს, შენობა – “რუსთავი 2″-ზე უკეთესი” – გვარამია ორშაბათიდან ჟურნალისტებთან კონტრაქტების გაფორმებას იწყებს

სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2”-ის ყოფილი გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, “მთავარი არხი” ჟურნალისტებთან კონტრაქტების გაფორებას ორშაბათიდან დაიწყებს. ნიკა გვარამიას განცხადებით, ახალი ტელევიზიისთვის ინსვესტიციები და შენობა უკვე აქვს და საუკეთესო არხის შექმნას გეგმავს. “მეგობრებო, მე ჩემი სათქმელი ყველას ვუთხარი: ვაკეთებ ამბიციურ ტელევიზიას, ინვესტორები – არის, ანუ ფული გვაქვს, შენობა – “რუსთავი 2”-ზე უკეთესი, კრიტიკული და საუკეთესი არხი ცხვება. მთავარი ხალხი, ვინც “რუსთავი 2”-ს აკეთებდა, ბორტზეა და გავდივართ. აწი ხვეწნას არ ვაპირებ. ვინც აახტებით მიმავალ გემს და გამარჯვებულ ნავში ყოფნას ისურვებთ, თქვენი გადასაწყვეტია. მეორე არჩევანი – ივანიშვილის ტელევიზიაა. მერე არ თქვათ, რომ…

მეტი...

ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ორბელიანის მოედანსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ამოქმედდება

ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა კოტე აფხაზის ქუჩის შემდეგ, ორბელიანის მოედანსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ამოქმედდება. როგორც კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, დედაქალაქის მერია საპილოტე პროექტის წარმატებით განხორციელების შემდეგ, მსგავს მიდგომებს თბილისის სხვა უბნებსა და ქუჩებშიც დანერგავს. „ეს იყო საპილოტე პროექტი, რომელიც წარმატებით მიმდინარეობს. ამიტომაც  ჩვენ ვაპირებთ ცენტრალურ ქუჩებსა და უბნებში  ანალოგიური მიდგომა გვქონდეს. შემდეგი არეალი, სადაც აღნიშნული პროექტი განხორციელდება, არის ორბელიანის მოედანი, რომელიც რამდენიმე ხნის წინ სრულად რეაბილიტირდა. ამით დედაქალაქს კიდევ ერთი ახალი, მიზიდულობის ცენტრი შეემატა. იქ არის განთავსებული ძალიან ბევრი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი. 20 შენობა-ნაგებობის სრული რეაბილიტაცია განხორციელდა…

მეტი...

რუსულმა ვერტმფრენმა საქართველოს საჰაერო სივრცე დაარღვია

დღეს, დაახლოებით, 12:00 საათისთვის, რუსულმა ვერტმფრენმა სოფელ გუგუტიანთკარის ახლოს, მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადაიფრინა. ვერტმფრენი საქართველოს საჰაერო სივრცეში რამდენიმე წუთის განმავლობაში დაფრინავდა. ინფორმაციას ადასტურებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სუს-ის შეფასებით, ეს არის მორიგი პროვოკაციული ქმედება. „ფაქტზე გააქტიურებული იქნა ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. ეს არის მორიგი პროვოკაციული ქმედება, რომელიც უკიდურესად აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს“, – აცხადებენ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში. გორის რაიონის სოფელ გუგუტიანთკარში, ოკუპირებულ დისევთან საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ბოძების მონტაჟი დღეს დილიდან განაახლეს. რუს სამხედროებს ადგილზე მიყვანილი ჰყავთ სპეციალური ტექნიკა. ამასთან, გუგუტიანთკარში საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, რუსი ოკუპანტების ვერტმფრენმაც გადაიფრინა.

მეტი...

“ამ ექსპერიმენტის ჩამტარებელი არის უვიცი და პროვოკატორი” – შალვა ალავერდაშვილი

გამომძიებელ ჟურნალისტთა მიერ გადაღებულ კადრებს, სადაც ჩანს, რომ ყაზბეგი-ფასანაურის სასტუმროებში რუსულ რუბლში ვაჭრობენ, პროვოკაციას უწოდებს სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელი შალვა ალავერდაშვილი. როგორც ალავერდაშვილი “მედიაცენტრ მთავართან” განმარტავს, აღნიშნულს არანაირი კავშირი აქვს ჟურნალისტიკასთან. “ეს არ არის ჟურნალისტური საქმიანობა. ცნობისთვის, საქართველოში სასტუმროებს აქვთ უფლება 2000 ლარის ექვივალენტი ნებისმიერი ვალუტის მიღების თითო გადახდაზე. ჯერ კანონები კარგად შეისწავლეთ და მერე იინტრიგნეთ” – აცხადებს ალავერდაშვილი.  შეგახსენებთ, რომ გამომძიებელ ჟურნალისტთა მიერ ორ სასტუმროში, სამ კაფესა და გარემოვაჭრეებთან ჩატარებული ექსპერიმენტით დადგინდა, რომ ყაზბეგი-ფასანაურის გზის პირას მდებარე ობიექტები რუსულ რუბლში ვაჭრობენ.

მეტი...

საქართველოში ტურისტული ობიექტები რუბლში ვაჭრობენ (ვიდეო)

ყაზბეგი-ფასანაურის გზის პირას მდებარე ობიექტები რუსულ რუბლში ვაჭრობენ. გამომძიებელ ჟურნალისტთა მიერ ორ სასტუმროში, სამ კაფესა და გარემოვაჭრეებთან ჩატარებული ექსპერიმენტით დადგინდა, რომ ყველა მათგანი მომსახურების საფასურს რუბლში იღებს. ტურისტებიც ადასტურებენ, რომ ისინი მომსახურებაში რუბლს იხდიან. საქართველოს ეროვნული ბანკის კანონის თანახმად, ლარი არის გადახდის ერთადერთი კანონიერი საშუალება საქართველოს ტერიტორიაზე, გარდა თავისუფალი ინდუსტრიული ზონებისა, თავისუფალი ვაჭრობის პუნქტებისა ან/და ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული შემთხვევებისა. დარღვევის შემთხვევაში ფიზიკური პირი ჯარიმდება 200 ლარით, იურიდიული პირი კი 400 ლარით. ინფორმაცია უკვე გადასცეს შემოსავლების სამსახურს.

მეტი...

პარლამენტს სხდომათა დარბაზის აკუსტიკის გასაუმჯობესებლად შესყიდვის უფლება მისცეს

პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის მიერ 9 აგვისტოს გამოცემულ დადგენილებაში ნათქვამია, რომ მთავრობამ პარლამენტს სხდომათა დარბაზის აკუსტიკის გასაუმჯობესებლად შესყიდვის უფლება მისცა.  დოკუმენტის მიხედვით, იგეგმება აუდიოაპარატურის გამართვა, ასევე პრეზიდიუმის იერსახისა და დარბაზის სამუშაო პირობების გაუმჯობესებაც. პარლამენტის აპარატი შესაბამის შესყიდვას გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განახორციელებს, თანხა კი 2019 წლის ბიუჯეტიდან გამოიყოფა. პარლამენტის სხდომათა დარბაზში აკუსტიკის პრობლემაზე დეპუტატთა ნაწილი საუბრობდა. კანონპროექტების განხილვისას და კენჭისყრის დროს ეს რამდენჯერმე გაუგებრობის მიზეზიც გახდა. პარლამენტის წევრი, ემზარ კვიციანი დინამიკების შესასყიდად თანხის შეგროვების ინიციატივითაც კი გამოვიდა.

მეტი...

“პრეზიდენტი შვებულებაში იყო და დასვენების ადგილიდან აგრძელებდა მუშაობას”- პრესსამსახური

საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი შვებულებაში იყო და დასვენების ადგილიდან აგრძელებდა მუშაობას. მათივე ცნობით, დასვენების პერიოდში პრეზიდენტს კონტაქტი ჰქონდა ადმინისტრაციასთან, საგარეო და შინაგან საქმეთა უწყებებთან, ასევე, უცხოელ კოლეგებთან. „პრეზიდენტი თავის შვილებთან ერთად ქალაქგარეთ იყო გასული. ის, როგორც მისი კოლეგა პრეზიდენტები, დასვენების ადგილიდან აგრძელებდა მუშაობას, კონტაქტში იყო თავის ადმინისტრაციასთან, საგარეო და შინაგან საქმეთა უწყებებთან და თავის უცხოელ კოლეგებთან. მოგეხსენებათ, თანამედროვე საკომუნიკაციო საშუალებებით ეს შესაძლებელია“, – აცხადებენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. ბოლო პერიოდში საქართველოს პრეზიდენტის შვებულება განხილვის საგანი გახდა. სოციალურ ქსელში აქტიურად ვრცელდებოდა ზურაბიშვილის ლოპოტის ტბაზე გადაღებული ფოტოები.

მეტი...

ოკუპანტების მიერ დაკავებული რვავე ქართველი თავისუფალია

საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული რვავე ქართველი გაათავისუფლეს. ისინი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან.  ოკუპირებული ცხინვალიდან გათავისუფლებული პირები საგამოძიებო მოქმედებების მიზნით, შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტში გადაიყვანეს. მათ პოლიციის შენობა რამდენიმე საათის წინ დატოვეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ვაჟა სირაძემ განაცხადა დაკავებულები შინაგან საქმეთა სამინისტროს, უსაფრთხოების საბჭოსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გადადგმული ნაბიჯების შედეგად, კერძოდ, ცხელი ხაზის მეშვეობით გაათავისუფლეს. „რვავე დაკავებული თავისუფალია. ისინი უკვე საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან. მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას არანაირი საფრთხე არ  ემუქრება. ამისთვის, პროცესში ჩართული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს, უსაფრთხოების საბჭოსა და…

მეტი...

“არავის არ გვადარდებს, სადაც გინდათ, იქ იყავით” – ნიკა გვარამია “რუსთვი 2”-ის ჟურნალიტებს

ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ყოფილი გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადებით, ის ჟურნალისტები, რომლებიც “რუსთავი 2”-ში დარჩებიან, პირდაპირ უნდა თქვან, რომ “ბიძინას ტელევიზიის” თანამშრომლები არიან. “არავის არ გვადარდებს, სადაც გინდათ, იქ იყავით, – ასე მიმართა მან იმ ყოფილ თანამშრომლებს, ვინც ტელევიზიაში რჩებიან.  შეგახსენებთ, რომ “კურიერის“ წამყვანებმა, დიანა ჯოჯუამ და მიხეილ სესიაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“ დატოვეს. მათ წასვლის შესახებ განცხადება 9-საათიანი საინფორმაციო გამოშვებამდე გააკეთეს, რის შემდეგაც, “კურიერი” ეთერში არ გავიდა. ტელეკომპანიიდან ასევე გაათავისუფლეს გიორგი გაბუნია, საინფორმაციო სამსახურის უფროსი რატი მელაძე და ნანუკა ჟორჟოლიანი. 

მეტი...

„რუსთავი 2“-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსად ნინო შუბლაძე განიხილება  

ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ს გენერალური დირექტორის პაატა სალიას განცხადებით, ერთ-ერთი კანდიდატი, რომელიც ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახურის უფროსის პოზიციაზე განიხილება, ნინო შუბლაძეა. მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის, საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის.   “ერთ-ერთ კანდიდატურად შეიძლება განვიხილოთ ნინო, თუმცა სხვა ადამიანებთანაც არის საუბარი,“ – აღნიშნა პაატა სალიამ. შეგახსენებთ, რომ ნინო შუბლაძე “რუსთავი 2”-ის ყოფილი თანამშრომელია. ის, ამჯერად, “ქართული ოცნების” პიარ-ის თანამშრომელია. 

მეტი...

დიანა ჯოჯუამ და მიხეილ სესიაშვილმა “რუსთავი 2” დატოვეს

„კურიერის“ მთავარი გამოშვების წამყვანებმა, დიანა ჯოჯუამ და ხეილ სესიაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“ დატოვეს. ამის შესახებ განცხადება მათ 9-საათიანი „კურიერის“ ეთერში გააკეთეს. „გემშვიდობებით, შევხვდებით სხვა სივრცეში და სხვა არხზე. ქვეყნის გადარჩენისთვის ომი გრძელდება“, – ამ სიტყვებით დაემშვიდობა დიანა ჯოჯუა ტელემაყურებელს. მასთან ერთად ტელეკომპანია დატოვა მიხეილ სესიაშვილმაც. ტელეწამყვანების მიერ არხიდან წასვლის შესახებ გაკეთებული განცხადების შემდეგ, „კურიერის“ მთავარი საინფორმაციო გამოშვება დასრულდა. დღეს გამართულ ბრიფინგზე არხის გენერალურმა დირექტორმა, პაატა სალიამ განაცხადა, რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ნოდარ მელაძე და რამდენიმე თანამშრომელი გათავისუფლდნენ სამსახურიდან. მისივე თქმით, კიდევ რამდენიმე თანამშრომლის გათავისუფლება მათი შვებულებიდან დაბრუნების შემდეგ იგეგმება. როგორც სალიამ აღნიშნა,…

მეტი...

“ვერ შეგვაშინებთ! ბრძოლას ვაგრძელებთ!” -„თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებს ანგარიშები დაუყადაღეს 

მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საბანკო ანგარიშები დაყადაღებულია. როგორც მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს, ეს ქმედება, მხოლოდ ერთადერთ მიზანს ემსახურება. “პროკურატურის მოთხოვნით და სასამართლოს განჩინებით, მოხდა ჩემი და ბადრი ჯაფარიძის ყველა საბანკო ანგარიშის დაყადაღება. ეს ქმედება ემსახურება მხოლოდ ერთ მიზანს, რომ მოხდეს ჩვენს მიერ დაანონსებული საზოგადოებრივი მოძრაობის და ყველა მიმდინარე დასაფინანსებელი საქველმოქმედო და ბიზნეს პროექტის, მათ შორის ანაკლიის საბოლოოდ გაჩერება. ვერ შეგვაშინებთ! ბრძოლას ვაგრძელებთ!“, – წერს მამუკა ხაზარაძე. მისივე შეფასებით, აღნიშნული ქმედების განხორციელება ანაკლიის “პორტის” გაჩერებასაც უკავშირდება. 

მეტი...

ლიეტუვა რუსეთს მოუწოდებს, შეწყვიტოს საქართველოს წინააღმდეგ აგრესიული ქმედებები

ლიეტუველ პარლამენტართა ჯგუფმა საქართველოში საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვასთან დაკავშირებით, საქართველოს მხარდამჭერი განცხადება გააკეთა და რუსეთის ფედერაციას მოუწოდა, შეწყვიტოს უკანონო ქმედებები საქართველოს წინააღმდეგ.  დოკუმენტს სეიმის სხვადასხვა ფრაქციათა 13 წევრმა მოაწერა ხელი. ჯგუფი კიდევ ერთხელ გამოხატავს მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და მოუწოდებს, რუსეთის ფედერაციას დაიცვას საერთაშორისო სამართლის ნორმები, შეწყვიტოს უკანონო მოქმედებები საქართველოსა და მისი მოქალაქეების წინააღმდეგ და სრულად შეასრულოს აღებული საერთაშორისო ვალდებულებები. სეიმის წევრთა ჯგუფის განცხადებაში დაფიქსირებულია მოთხოვნა გაუქმდეს საქართველოს აფხაზეთის და ცხინვალის (სამხრეთ ოსეთის) რეგიონების „დამოუკიდებლობის“ უკანონო აღიარება, საქართველოს…

მეტი...

“გამათავისუფლა იმიტომ, რომ ქიბარ ხალვაში არ მიყვარს” – ნანუკა ჟორჟოლიანი

„რუსთავი 2“-ის ტელეწამყვანი, ნანუკა ჟორჟოლიანი აცხადებს, რომ ისიც სამსახურიდან დაითხოვეს. მისი თქმით, იმიტომ გაათავისუფლეს, რომ ხალვაში არ უყვარს. „მოხდა ის, რაც მოსალოდნელი იყო. ჩვენ ამას გაცილებით უფრო ადრე ველოდით. რაც შეეხება ჩემი გათავისუფლების მიზეზს, მე დღეს პაატა სალიამ პირდაპირ ეთერში შემატყობინა – გამათავისუფლა იმიტომ, რომ ქიბარ ხალვაში არ მიყვარს და არ ვგულშემატკივრობ. კონტრაქტში არ მიწერია, რომ რომელიმე მფლობელი უნდა მიყვარდეს. მიწერია, რომ უნდა ვაკეთებდე რეიტინგულ გადაცემას, რომელიც არხისთვის არის შემოსავლიანი და ამას აკეთებდა „ნანუკას შოუ“ წლების განმავლობაში ძალიან წარმატებით. მე ისევ, როგორც ნოდარ მელაძეს, ჩვენი წყაროები გვყავს. მათ შორის, სამწუხაროდ,…

მეტი...

რა შეუთვალა ივანიშვილმა ნოდარ მელაძეს – “კურიერის” საინფორმაციოს ყოფილი უფროსი შეხვედრის დეტალებზე

ნოდარ მელაძე “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორის გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახურის უფროსი სამსახურიდან გაათავისუფლეს. მელაძის თქმით, გათავისუფლების შესახებ პაატა სალიამ მას ბრიფინგის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე აცნობა.  „დღეს პაატა სალიამ დამიძახა და მითხრა, ბრიფინგამდე რამდენიმე წუთით ადრე, რომ მე ვარ გათავისუფლებული სამსახურიდან და ეს არის ქიბარ ხალვაშის გადაწყვეტილება. ეს არ იყო, რა თქმა უნდა, დღეს მიღებული გადაწყვეტილება, უბრალოდ ისინი ეძებდნენ საბაბს, თუმცა, ძალიან გაუჭირდათ ამ საბაბის მოძებნა”, – განაცხადა მელაძემ. მელაძის განცხადებით, ქიბარ ხალვაშის სახელზე ტელევიზიის გადაფორმებიდან ორ კვირაში მას ივანიშვილთან დაახლოებული პირის ნდობით აღჭურვილი წარმომადგენელი შეხვდა და თანამშრომლობა…

მეტი...

“რუსთავი 2”-დან გიორგი გაბუნია და ნოდარ მელაძე გაათავისუფლეს

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ნოდარ მელაძე და რამდენიმე თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე არხის გენერალურმა დირექტორმა, პაატა სალიამ განაცხადა. სალიამ ამის მიზეზად ინტერესთა კონფლიქტი დაასახელა. მისივე თქმით, კიდევ რამდენიმე თანამშრომლის გათავისუფლება მათი შვებულებიდან დაბრუნების შემდეგ იგეგმება. როგორც სალიამ აღნიშნა, გათავისუფლებულთა შორის იქნებიან გიორგი ლაფერაშვილი, გიორგი გაბუნია, ეკა კვესიტაძე და სხვა თანამშრომლები.

მეტი...

მესამე დღეა, ზღვაში ბანაობა აკრძალულია

შავ ზღვაში, ძლიერი “შტორმის” გამო, ბანაობა ისევ აკრძალულია. მაშველები სანაპირო ზოლის მთელ პერიმეტრს აკონტროლებენ და დამსვენებლებს აფრთხილებენ, რომ ზღვაში შესვლისგან თავი შეიკავონ. ძლიერი ღელვის გამო, შავი ზღვის სანაპირო ნაგვით, ზღვისგან გამორიყული მკვდარი დელფინებითა და თევზებითაა მოფენილი. მესამე დღეა, ზღვაში ბანაობა აკრძალულია.

მეტი...