სექსუალური და ფიზიკური ძალადობა ბავშვებზე – ყველაზე პატარა მსხვერპლი 8 წლისაა (ჟურნალისტური მოკვლევა)

საქართველოში, ბავშვებსა და მოზარდებში სექსუალური და ფიზიკური ძალადობის ფაქტები განსაკუთრებით გახშირდება კოვიდპანდემიის პერიოდში. სექსუალური ძალადობის ყველაზე პატარა მსხვერპლი 8 წლისაა. არის კონკრეტული შემთხვევები, როცა ბავშვებზე სექსუალურად საკუთარი ოჯახის წევრებიც ძალადობენ,  მათ შორის, მამები, ბაბუები, ძმები. ისტორია არაერთია და ყველა ერთმანეთზე უარესი მოსასმენია. ამბავი #1 ერთ-ერთი ისტორია 13 წლის  მოზარდს ეხება. მსხვერპლი შვილია, რომელზეც თავად მშობლები ძალადობენ. გავრცელებულ ვიდეომასალაში, ყველაფერი ცხადად ჩანს, მოძალადეების სისასტიკეც და „სიამოვნებაც“ როცა ძალადობის მსხვერპლ ბავშვს ვიდეოს უღებენ. ბავშვს მამა სასტიკად უსწორდება, ბვშვს კი შარდვა ეწყება. მშობლები ამ ფაქტით უფრო ღიზიანდებიან და ბავშვს აიძულებენ, საკუთარი შარდი სახით გაწმინდოს. …

მეტი...

პუტინთან დაახლოებული ოლიგარქი მედვედჩუკი, შესაძლოა უკრანელ ტყვეებში გაცვალონ

ვლადიმერ პუტინის გარემოცვის უახლოესი წევრი, უკრაინელი ოლიგარქი და პუტინის მირონით ნათესავი მედვედჩუკი შესაძლოა უკრაინელ ტყვეებში გაიცვალოს. საუბარია „აზოვსტალის მებრძოლებზე“, რომელიც რუსეთმა საკუთარ ტერიტორიაზე გადაიყვანა. ის, რომ რუსეთი პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან დაახლოებული უკრაინელი პოლიტიკოსისა და ოლიგარქის „აზოველებზე“ გაცვლის შესაძლებლობას განიხილავს დუმის წევრი სლუცკი ადასტურებს. „შევისწავლით მედვედჩუკის „აზოველებზე“ გაცვლის შესაძლებლობას. უფრო სწორად ამ საკითხს განიხილავენ ის ადამიანები მოსკოვში, ვისაც მსგავსი უფლებამოსილება აქვთ“, – აცხადებს ლეონიდ სლუცკი. მედვედჩუკი პუტინს და ზელენსკის თხოვნით მიმართავს

მეტი...

„მოსიარულე ფსელი“ “საქონელი”, “ქუჩიდან მოთრეული”, “დედისგან მიტოვებული” – ბავშვთა სახლის თანამედროვე ისტორია

ფიზიკური დასჯა, საკვების თავზე დასხმა, მკაცრი კონტროლი, შრომითი ექსპლუატაცია, ემოციური ზეწოლა, ძილისა და საკვების აკრძალვა, შიმშილი და სხვისი ჭამის ყურება, გაშიშვლება – ეს ის მცირე ჩამონათვალია, რომელსაც ნინოწმინდის წმინდა ნინოს სახელობის მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონში აღსაზრდელთა დასჯის ფორმად იყენებდნენ. რა ხდებოდა აღნიშნულ პანსიონატში, რა დასკვნა დაიდო შემოწმების შედეგად და რას ყვებიან აღსაზრდელები, „მედიაცენტრი მთავარის“ ჟურნალისტურ მოკვლევაში შეიტყობთ. 2016 წლიდან, მას შემდეგ, რაც „სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ“ საქართველოს კანონის ახალი რედაქცია შევიდა ძალაში, სავალდებულო გახდა ყველა იმ დაწესებულების ლიცენზირება, რომელიც ბავშვზე ზრუნვას ახორციელებდა. აღნიშნულის საფუძველზე ა(ა)იპ ჯავახეთის ნინოწმინდის წმინდა ნინოს სახელობის მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა…

მეტი...

ოკუპანტებმა საქართველოდან წელიწადში 70-მდე ადამიანი გაიტაცეს და „საზღვარი“ 60-ჯერ მონიშნეს (ჟურნალისტური მოკვლევა)

ადამიანთა გატაცება, წამება, შინაგანი ორგანოების ამოცლა, მკვლელობა – ეს ყველაფერი საქართველოში, კერძოდ, ოკუპირებულ ცხინვალში ხდება. რუსი ოკუპანტები, ე.წ. საზღვრისპირა სოფლებიდან საქართველოს  მოქალაქეებს წლებია იტაცებენ და შემდეგ ვაჭრობენ. ვინც გადარჩება, გარკვეული პერიოდის შემდეგ ოჯახს  გაუბედურებული უბრუნდება, ვინც არა, მათი ცხედრის ოჯახისთვის დაბრუნებაც სავაჭრო საკითხია. რაც შეეხება ე.წ. საზღვარს, რომელიც ოკუპანტებმა თვითნებურად გაავლეს, ყოველ დღე იზრდება. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მავთულხლართები საქართველოს ტერიტორიისკენ ეტაპობრივად მოიწევს და დასასრული არ უჩანს. „მედიაცენტრი მთავარის“ ჟურნალისტური  მოკვლევა, ამჯერად ოკუპაციის თემას, ადამიანთა გატაცებას, ტერიტორიების მითვისებასა და იმ სისასტიკეს ეხება, რაც 21-ე საუკუნეში საქართველოში ხდება.     …

მეტი...

გვბოლავენ, გვწამლავენ, გარდაცვალებაც მაღალია – საქართველოში 600 000 გაუმართავი და საშიში ავტომანქანა მოძრაობს (ჟურნალისტური გამოძიება)

საქართველოში, კერძოდ კი შატილში მომხდარი ტრაგედია ყველას ახსოვს. ტურისტული კომპანია „თრეველერის“ მიკროავტობუსს, რომელსაც ტურისტულ ზონაში 20 მგზავრი გადაჰყავდა, დაახლოებით 80 მეტრის სიმაღლიდან ხევში გადაიჩეხა. 17 მგზავრი (მათ შორის, გიდი და მძღოლი) ადგილზე გარდაიცვალა, 3-ის მდგომარეობა კი უკიდურესად მძიმე იყო. ტურისტული კომპანიის დირექტორს შალვა ბოლოთაშვილს სამი წლით პატიმრობა შეუფარდეს, ხოლო მიკროავტობუსის მფლობელ გოჩა გოგილაშვილს – შვიდი წლით პატიმრობა. უბედური შემთხვევის მიზეზი აღმოჩნდა ის, რომ ავტომანქანას არ ჰქონდა გავლილი ტექდათვალიერება და ის გამართული არ იყო. შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ მას სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირება გავლილი არ ჰქონდა. გამოძიებით დადგინდა, რომ მიკროავტობუსის წინა სამუხრუჭე სისტემა…

მეტი...