ოსკარების ცერემონია წელსაც წამყვანის გარეშე ჩატარდება

ყველაზე მასშტაბური ყოველწლიური კინოდაჯილდოება წამყვანის გარეშე ჩაივლის.  “ABC Entertainment”-ის პრეზიდენტმა, კერი ბრუკმა ,,კინემატოგრაფიული ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიასთან’’ ერთად მიიღო გადაწყვეტილება. მიზეზად გასული წლის გამოცდილება დაასახელა.

მსგავსი შემთხვევა უკვე მესამედ ხდება, პირველად დაჯილდოება წამყვანის გარეშე 1989 წელს ჩატარდა. მეორედ 2019 წელს, როდესაც მსახიობმა და კომიკოსმა კევინ ჰარტმა წამყვანობაზე უარი თქვა.

ოსკარების 92-ე დაჯილდოება 9 თებერვალს, ლოს ანჯელესში დოლბის კინოთეატრში გაიმართება.

დაჯილდოება პირველად 1927 წლის 16 მაისს ჩატარდა კინოინდუსტრიაში მიმდინარე მიღწევების აღსანიშნად. ყოველწლიურად აკადემიის ჯილდო სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულს, კინემატოგრაფიაში შეტანილი წვლილისთვის აჯილდოებს. დღეს მისი პირდაპირი ტრანსლაცია მსოფლიოს 200-ზე მეტ ქვეყანაში ხორციელდება.

მსგავსი თემები