საწვავში ტყვია არ აღმოჩნდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, საქართველოში არსებული ავტო გასამართი სადგურების შემოწმებისას, საწვავში ტყვია არ დაფიქსირდა, შესაბამისად, ავტომობილის გამონაბოლქვიდან ატმოსფერული ჰაერის ტყვიით დაბინძურების რისკის შესახებ ინფორმაცია, სიმართლეს არ შეესაბამება.

​ ​როგორც ლევან დავითაშვილმა პარლამენტში პლენარულ სესიაზე „მინისტრის საათის“ ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, თბილისში ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობის მაჩვენებელი ნორმას შეესაბამება.

მისივე ინფორმაციით, მთელი ქვეყნის მაშტაბით 143 ავტოგასამართი სადგური შემოწმდა და 250 სინჯი აიღეს. ხოლო თბილისში, ატმოსფერული ჰაერის შემოწმება 61 ადგილას ჩატარდა და ტყვია აქაც ნორმის ფარგლებშია.

“2007 წლის შემდეგ, საქართველოში შემოდის ისეთი ბენზინი, რომლიც ტყვიის გარეშეა და ამავე დროს 2017 წლის შემდეგ, საქართველოში მოთხოვნა ბენზინის საწვავის მიმართ არის ევრო 5, ანუ იგივე, როგორიც ევროკავშირში. გარემოს დაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტმა, მთელი ქვეყნის მასშტაბით შეამოწმა ავტოგასამართი სადგურები. 250 სინჯი ავიღეთ, გადამოწმდა და დადასტურდა, რომ ატმოსფერულ ჰაერში საწვავის მიერ დაბინძურების რისკი ტყვიის არ არის. თბილისში ატმოსფერული ჰაერის შემოწმება 61 ადგილას ჩატარდა და გადაჭარბება არ დაფიქსირებულა”, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მსგავსი თემები