იურისტები, “კლანური მმართველობის” შესახებ, პარლამენტს 3 პუნქტიანი მოთხოვნით მიმართავენ

დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფის წარმომადგენლებმა, „მედიაცენტრ მთავარში,“ სასამართლოში „კლანური მმართველობის“ შესახებ, 4 პუნქტიანი პარლამენტის რეზოლუციის პროექტი გამოაქვეყნეს. კახა კოჟორიძე და კახა წიქარიშვილი მოქალაქეებს, პოლიტიკურ პარტიებს, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავენ და მოუწოდებენ, შენიშვნები და მოსაზრებები წარმოადგინონ.

„მიგვაჩნია, რომ ქართული სასამართლო სისტემა ღრმა კრიზისში იმყოფება, რომლის გააზრების და სათანადო შეფასების გარეშე შეუძლებელი იქნება სასამართლო სისტემის გაჯანსაღება და დამოუკიდებელი სასამართლოს შექმნა, რომელიც დაიცავს ადამიანის უფლებებს, დაამკვიდრებს სამართლის უზენაესობას და უზრუნველყოფს ქვეყნის სტაბილურ განვითარებას“ – აღნიშნეს იურისტებმა „მედიაცენტრ მთავარში” და ის კონკრეტული პუნქტებიც ჩამოთვალეს, რაც აღნიშნული კრიზისის დაძლევის მიზნით აუცილებელია.

1. საქართველოს პარლამენტმა მიიღოს რეზოლუცია და შეფასება მისცეს სასამართლოში არსებულ ვითარებას, რაც „კლანურ მმართველობაში“ გამოიხატება;

2. შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც შეიმუშავებს სასამართლოში არსებული კრიზისის დაძლევის გეგმას და სათანადო ღონისძიებებს;

3. ჯგუფის რეკომენდაციების საფუძველზე მიღებულ იქნას სათანადო საკანონმდებლო ზომები კლანური მმართველობის დასრულების და სასამართლო სისტემის გაჯანსაღების მიზნით.

როგორც, უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის, ნინო გვენეტაძის თანაშემწე კახა წიქარიშვილმა აღნიშნა, დაინტერესებულ პირებს, შენიშვნებისა და მოსაზრებების წარმოდგენა 23 მაისამდე შეუძლია.

რეზოლუციის ავტოები არიან: კახა კოჟორიძე, კახა წიქარიშვილი, ანა ნაცვლიშვილი, მაია ბაქრაძე, ბესიკ სისვაძე, უჩა ნანუაშვილი, თამარ ლალიაშვილი, ზაზა ხატიაშვილი, სოსო ბარათაშვილი, ლია მუხაშავრია, ირაკლი კორძახია, ბესიკ ლოლაძე, ირაკლი კუპრაძე, ლევან თოთლაძე, ლაშა არველაძე, ხათუნა გრიგალაშვილი, ირაკლი გაბრიჩიძე და თამარ გეგელია.

კახა კოჟორიძე და კახა წიქარიშვილის პრესკონფერენცია „მედიაცენტრ მთავარში“ ამ წუთებში მიმდინარეობს.

P.S. რეზოლუციის პროექტის სრული ვარიანტი შეგიძლიათ იხილოთ „მედიაცენტრ მთავარის“ გვერდზე: http://mcm.ge/%E1

(პარლამენტის რეზოლუციის პროექტი სასამართლოებში „კლანური მმართველობის“ შეფასების თაობაზე)


მსგავსი თემები