ახალ საწარმოში 80-მდე ადამიანი დასაქმდება

2 თვეში, სამგორის რაიონში ახალი საწარმო გაიხსნება, სადაც 80-მდე ადგილობრივი დასაქმდება. საუბარია სამშენებლო მასალის წარმოებაზე, რომელსაც ახალი საწარმო გამოუშვებს.

მიმდინარე სამუშაოები სამგორის რაიონის მაჟორიტარმა პარლამენტის წევრმა შოთა ხაბარელმა, ქ. თბილისის საკრებულოს სამგორის რ-ნის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი ტყემალაძემ და სამგორის რაიონის გამგებელმა კახა გულედანმა დაათვალიერეს.

როგორც შოთა ხაბარელმა „მედიაცენტრ მთავართან“ საუბრისას აღნიშნა, მშენებლობა სოფელ წინუბნის ტერიტორიაზე სახელმწიფო პროექტის – “აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში მიმდინარეობს.

„მშენებლობა დამამთავრებელ ეტაპზეა. მისი საინვესტიციო ღირებულება 5 მლნ. ლარს შეადგენს, რაც საჯმაოდ მნიშვნელოვანი ინვესტიციაა საქართველოსთვის. მნიშვნელოვანია ისიც, რომ საწარმოში 60-80 ადგილობრივი დასაქმდება. პირველ ეტაპზე, ისინი იმ მიმართულებით გადამზადდებიან, რაც საწარმოს სჭირდება. ბუნებრივია, საწარმოს კვალიფიციური კადრი სჭირდება, რის გარეშეც დასაქმება ვერ მოხდება“ – აღნიშნა ხაბარელმა „მედიაცენტრ მთავართან“.

მსგავსი თემები