49 გამოწვევა და 1 სასიკვდილო დავალება – “ლურჯი ვეშაპის” სტრატეგია

“ლურჯი ვეშაპის” თამაშისას, 50 გამოწვევაა. თამაში 50 დღის განმავლობაში მიმდინარეობს. თავიდან ბავშვი, რომ ერთვება თამაშში, მნიშვნელოვანია მოთელვითი სამუშაო და ნდობის მოპოვება.” – აღნიშნული განცხადება, შვილმკვდარმა დედამ, ნანა ბერძენიშვილმა “მედიაცენტრ მთავართან” საუბრისას გააკეთა, რომლის შვილიც, მისი მტკიცებით, “ლურჯი ვეშაპის” მსხვერპლია.

ნანა ბერძენიშვილის განმარტებით, “თამაშის” მენტორები, ბავშვებს თავიდან უწყინარ დავალებებს აძლევენ. მისი თქმით, დავალებები ნელ-ნელა რთულდება და საბოლოო დავალება სუიციდია.

“უშუალოდ ნდობის მოპოვების შემდეგ ხდება, დავალებების გაცემა. თავიდან უწყინარია დავალებებია, მაგრამ შემდეგ რთულდება. საბოლოო დავალება თვითმკვლელობაა. ბავშვს ბოლომდე გააზრებული არ აქვს რაზე მიდის, რადგან გარდატეხის ასაკია. ბავშვს სჯერა, რომ ესაა თამაში” – განაცხადა ნანა ბერძენიშვილმა “მედიაცენტრ მთავართან”

ნანა ბერძენიშვილის განცხადებით, “ლურჯი ვეშაპი” მანიპულაციაზე დაფუძნებული თამაშია, რომელიც იწვევს ბავშვს, მივა თუ არა ის თვითმკვლელობამდე. მისი თქმით, არცერთი ბავშვი თამაშს სუიციდის მიზნით არ იწყებს.

“არცერთი ბავშვი თამაშს არ იწყებს თვითმკვლელობის განძრახვით. ესაა გამოწვევებზე დაფუძნებული თამაში. ბავშვს იწვევენ, მოდი გავითამაშოთ იქნებ ვერ მიგიყვანოთ თვითმკვლელობამდე. ყველა გადარჩენილი ბავშვი საზღვარგარეთ ამბობს, რომ მე არ მინდოდა თვითმკვლელობა და მჯეროდა, რომ ვერ მაიძულებდნენ თვითმკვლელობას,” – განაცხდა ნანა ბერძენიშვილმა “მედიაცენტრ მთავართან”. 

მსგავსი თემები