ცენტრი “აფხაზეთი” სამეგრელოში მცხოვრებ ადგილობრივ და აფხაზეთიდან დევნილ 90 ადამიანს გადაამზადებს

საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთის“ ორგანიზებით, 
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხის ინოვაციური განვითარების ცენტრში, რომელიც აფხაზეთის გამყოფ ხაზთან მდებარეობს, ბიზნეს გეგმის შედგენისა და სოციალური უნარების ხუთდღიანი ტრენინგების კურსი მიმდინარეობს. ტრენინგებში, სამეგრელოს რეგიონში მცხოვრები გალისა და ოჩამჩირის რაიონებიდან დევნილები და ასევე სამეგრელოს ადგილობრივი მოსახლეობა მონაწილეობს.

ბაია ემუხვარი ოჩამჩირიდან დევნილია და ამჟამად ზუგდიდში ცხოვრობს. ის სამი წელია ხელნაკეთი სამკაულების, ჩანთებისა და აქსესუარების რალიზებას ეწევა ზუგდიდში, ძირითადად ფეისბუკის საშუალებით. 

„კონკურსი რომ გამოცხადდა, ჩემი საპროექტო იდეა შევთავაზე, მოეწონათ და ხუთდღიანი ტრენინგების კურსში ჩამრთეს. ვფიქრობ, აქ მიღებული ცოდნა დამეხმაები ჩემი ბიზნეს იდეის საბოლოოდ სწორად ჩამოყალიბებასა და დაგეგმვაში. ტრენინგების დახმარებით ჩემი ხედვა უფრო გამიმყარდა და ახლა გაცილებით ძლიერი და თავდაჯერებული ვარ. ვფიქრობ, დაფინანსების შემთხვევაში ჩემს ბიზნესსაქმიანობას წარმატებით გავართმევ თავს“, – აცხადებს იგი.

ტრენინგებში სამეგრელოს მკვიდრი და აფხაზეთიდან დევნილი 90 მონაწილე ჩაერთვება. ტრენინგების კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეები საგრანტო კონკურსში ჩაერთვებიან და 35 საუკეთესო ბიზნესიდეის ავტორი საშუალოდ 2000 დოლარის ოდენობის გრანტს მიიღებს ბიზნესის განსავითარებლად. დავით გუჩუა, პროექტის მენეჯერი: 

„ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ ბიზნეს საქმიანობით დაინტერესებული ადამიანების ეკონომიკურ გაძლიერებას. ტრენინგების თითოეულ ჯგუფში მონაწილეობენ დევნილები და მასპინძელი თემის წარმომადგენლები. ჩვენ მათი ერთჯგუფში გაერთიანებით გვინდა ხელი შევუწყოთ მათ დაახლობას, იდეების ურთიერთგაცვლას. ეს იქნება ძალიან კარგი მაგალითი თუ ეს თემები ერთმანეთს შემდგომშიც დაუკავშირდებიან და საკუთარი გამოცდილებას გაცვლიან“.

რუხის ინოვაციური განვითარების ცენტრში ტრენინგების კურსი 8 მარტს დაიწო და 21 აპრილს დასრულდება. პროექტს ახორციელებს საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი“ და ASB საქართველო. პროექტის დონორია აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ლტოლვილთა და მიგრაციის ბიურო.

რუხის ინოვაციური განვითარების ცენტრში ტრენინგების კურსი 8 მარტს დაიწო და 21 აპრილს დასრულდება. პროექტს ახორციელებს საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი“ და ASB საქართველო. პროექტის დონორია აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ლტოლვილთა და მიგრაციის ბიურო.

მსგავსი თემები