ჩინეთში, ვირუსის ადამიანიდან ადამიანზე გადაცემის 2 შემთხვევა დაფიქსირდა – როგორ ვრცელდება „ახალი კორონა ვირუსი“ – ინტერვიუ “მედიაცენტრ მთავართან”

„ახალი კორონა ვირუსის“ შედეგად ჩინეთში 2 ადამიანი გარდაიცვალა. ეს არის ოფიციალურად დადასტურებული შემთხვევა. ვირუსის მატარებელ სხვა ადამიანებზე კი კვლევები გრძელდება. ასევე იკვლევენ წყაროს, საიდანაც ვირუსი ადამიანზე გავრცელდა.

„ახალ კორონა ვირუსთან“ დაკავშირებით „მედიაცენტრი მთავარს“ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელი პაატა იმნაძე ესაუბრა.

პაატა იმნაძე:  ამ ეტაპისთვის არსებული ინფორმაციით, ვირუსი ცირკულირებს ჩინეთში. ოფიციალურად დადასტურებულია 200-240 შემთხვევა. მისი დასახელება „ახალი კორონა ვირუსი“, რომელიც  ფილტვების ანთებას იწვევს.

მედიაცენტრი მთავარი“: ვირუსის ადამიანიდან ადამიანზე გადაცემა დადასტურდა?

პაატა იმნაძე: დიახ,  დადასტურდა იშვიათი შემთხვევა, როცა ვირუსი  ადამიანიდან ადამიანზე გავრცელდა.

მედიაცენტრი მთავარი:“ „ახალი კორონა ვირუსისწყარო დადგენილია?

 პაატა იმნაძე: ვარაუდობენ, რომ ის ადამიანზე ცხოველიდან გავრცელდა.

მედიაცენტრი მთავარი:“ ზოგადად, როგორ ვრცელდება ეს ახალი ვირუსი, როგორც გრიპის ვირუსი, ჰაერწვეთოვანი გზით?  

პაატა იმნაძე: გადადის ძალიან ახლო, მჭიდრო, ხანგრძლივი კონტაქტებით. ჩინეთში ეს  დადასტურდა.

მედიაცენტრი მთავარი:“ ცხოველიდან ადამიანზე გადაცემა როგორ მოხდა?

პაატა იმნაძე:“ ამ ეტაპზე, დადასტურებული არაფერია, მიდის კვლევა, რომელი ცხოველიდან შეიძლება ადამიანზე გადასულიყო. ფიქრობენ, რომ ცხოველიდან გადავიდა ადამიანზე.

მედიაცენტრი მთავარი“: შინაურ ცხოველზეა საუბარი?

პაატა იმნაძე: რა ცხოველია, ჯერჯერობით დადასტურებული და გამოკვლეული არ არის.  პირველი შემთხვევა, როცა ადამიანებს „ახალი კორონა ვირუსი“ დაუდასტურდათ, მათ კონტაქტი ჰქონდათ ზღვის პროდუქტებისა და ცოცხალი ცხოველების ბაზართან.  შესაბამისად, მიმდინარეობს კვლევები. ვირუსის ტიპი კი  დადგენილია.

მედიცენტრი მთავარი:“ ზოგადად, კორონა ვირუსები საქართველოშიც იყო და ამაზე თქვენ ჩვენთან არაერთხელ გისაუბრიათ, თუმცა, „იმკორონა ვირუსებსჩინურ კორონა ვირუსთანკავშირი არ აქვს?

პაატა იმნაძე: ეს არის ახალი ტიპის ვირუსი. არ არის „ის“ კორონა ვირუსი, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით. ეს უფრო რთულად მიდის. ადამიანის კორონა ვირუსები ჩვეულებრივ გაციებას იწვევს ეს კი სხვა ტიპია.

მედიაცენტრი მთავარი:“ ძირითადად რა სიმპტომები ახასიათებს?

პაატა იმნაძე: ეს არის გრიპის მაგვარი დაავადება, რომელიც რთულად მიმდინარეობს.

მედიაცენტრი მთავარი:“ ფატალური შედეგებიც დადასტურდა

პაატა იმნაძე: დიახ, ჩინეთში დადასტურებულია 2 შემთხვევა, რომელიც ფატალურად დასრულდა. ორივე შემთხვევაში, დადასტურებულია, რომ ეს იყო „ახალი კორონა ვირუსი“.  ეს ეს კორონა ვირუსები ჩინეთში 2002 წელსაც იყო და მაშინ „სარსი“ ერქვა. 2012-შიც კი იყო საუდის არაბეთში და ერქვა „მერსი“.  

მედიაცენტრი მთავარი:“ როგორია მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაცია, შესაძლოა ვირუსი ჩინეთიდან შემოსულ პროდუქტს შემოყვეს?

პაატა იმნაძე: ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია არ იძლევა არავითარ რეკომენდაციებს ჩინეთთან მიმოსვლის ან ვაჭრობის შეზღუდვის.

მედიაცენტრი მთავარისმასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია წყაროს და ლინკის მითითება.

მსგავსი თემები