„ჩვენს ხელისუფლებას პოლიტიკა და გავლენა აფხაზეთში არ გააჩნია“ – დავით ჭიჭინაძე

 „ვფიქრობ, აფხაზეთი იმდენად გარეთ იმყოფება ჩვენი ხელისუფლების ინტერესებიდან გამომდინარე, რომ საერთოდ, არავითარი პოლიტიკა და გავლენა ჩვენს ხელისუფლებას აფხაზეთში არ გააჩნია“ – ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ჭიჭინაძის თქმით, აფხაზეთში მიმდინარე პროცესები შიდა დაპირისპირებაა.

„რასაც ვუყურებთ, მოთამაშეები ერთი და იგივეა, გუშინ გადადგა ხაჯიმბა, რომელიც რუსეთმა ძალით დასვა თანამდებობაზე. სიმართლე გითხრათ,  ვემხრობი აფხაზების ღია დაპირისპირებას, მათზე რუსული ძალების გაძლიერების საწინააღმდეგოდ. სამწუხაროდ, იქ მიმდინარე პროცესები, დანარჩენ საქართველოზე არანაირად აისახება, რადგან, აფხაზეთთან, რეალურად ურთიერთობა არ გვაქვს, არც დე-ფაქტო ხელისფლებასთან და არც ფე-ფაქტო ოპოზიციასთან“ – განაცხადა დამოუკიდებელმა დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ.

მსგავსი თემები