ქუთაისში სკოლის მოსწავლე და-ძმას მატარებელი დაეჯახა

ქუთაისში, სკოლის მოსწავლე და-ძმას წყალტუბო-ქუთაისის მატარებელი დაეჯახა.

მათი მდგომარეობა, ამ დროისთვის, სტაბილურია.

როგორც „ინტერვენციული მედიცინის ცენტრში“ ახადებენ, ერთ-ერთ ბავშვს თავის ტვინის ჰემატომა აღენიშნება. საერთო მდგომარეობა კი მძიმეა და გამოკვლევები გრძელდება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სარკინიგზო ტრანსპორტის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

მსგავსი თემები