“ტატო ღარიბაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა, საჭიროებს ოპერაციას” – ადვოკატი

“დღეისათვის ტატო ღარიბაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა, ფეხზე, რომელზეც ოპერაცია აქვს გაკეთებული, დაფიქსირებული აქვს დაზიანებები და საჭიროებს ოპერაციას”, – ამის შესახებ ცოტნე გამსახურდიას დაჭრისთვის, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დაკავებული ტატო ღარიბაშვილის ადვოკატმა რომან ნადირაძემ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, დაცვის მხარე დღესვე, სასჯელაღსრულების დეპარტამენტში ბრალდებულის მონახულებას აპირებს და ითხოვს სათანადო რეაგირებას, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით:

“ახლა მივდივარ სასჯელაღსრულების დეპარტამენტში. დღეისათვის ტატო ღარიბაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა, ფეხზე, რომელზეც ოპერაცია აქვს გაკეთებული, აქვს დაზიანებები, რაც ექსპეტრიზითაც დადასტურდა და საჭიროებს ოპერაციას. გარდა ამისა, მას არ აქვს ყავარჯნები, რომლის გარეშეც ვერ გადაადგილდება და შესაბამისად, აღნიშნულზეც ვითხოვთ სათანადო რეაგირებას. კიდევ მეორე შუამდგომლობა მაქვს, – საქმის მასალებზე, რომელზეც აპელირებენ ჟურნალისტები, კონკტრეტულად ვერ ვიტყვი, თუ რამდენი დაზიანება აქვს, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს, რადგან დღემდე არ ვიცით. ზოგადად, ეს მდგომარეობა ცოტა მიუღებელია, რამეთუ იურისპრუდენცია ითხოვს კონკრეტულ დეტალებს და ფაქტებს. ბევრი საგამოძიებო მოქმედება იქნა ჩატარებული როგორც ჩემი მხრიდან, ასევე სხვა ადვოკეტების მხრიდან და ეს შემდგომშიც გაგრძელდება, თუმცა ბრალდების მხარე ვალდებულია, გადმოგვცეს ის მტკიცებულებები, რომელიც მათ გააჩნიათ, დაჭრის საქმე.

ამ ეტაპზე ჩვენი მთავარი მოთხოვნაა, ტატო ღარიბაშვილს აღმოუჩინონ სამედიცინიო დახმარება და გამოძიება წარიმართოს ობიექტურად, რამეთუ ხშირად ხდება, რომ ბრალდებული, ამავე დროს, დაზარალებულიც არის. ღარიბაშვილმა ფიზიკური დაზიანება მიაყენა ცოტნე გამსახურდიას და ცოტნე გამსახურდიამაც მიაყენა მას ფიზიკური დაზიანება, რასთან დაკავშირებითაც, სათანადო ექსპერტიზა ჩატარდა, რასაც პირადად ვესწრებოდი,” – განაცხადა რომან ნადირაძემ.

https://mcm.ge/ცოტნე-გამსახურდიას-დაჭრ-2/

მსგავსი თემები