“საქართველოს ხელისუფლებას ამოსუნთქვის საშუალება მიეცა” – დავით ჭიჭინაძე

„ქვეყნის პოლიტიკა არ უნდა კეთდებოდეს ვინმეს მაამებლური ან მაგინებელი განცხადებებით. ასე არ ხდება. პოლიტიკა, ქვეყნის მართვა სულ სხვა საფეხურებია”- აცხადებს პარლამენტის წევრი დავით ჭიჭინაძე და ჟურნალისტის განცხადებაზე ხელისუფლების შეფასებებს ზედმეტს უწოდებს.

“ვთვლი, რომ გაბუნიას გამოსვლის შეფასება, ნებისმიერი მხრიდან და მით უმეტეს, ხელისუფლების პირველი პირებისგან, ცოტა ზედმეტია და ამდენ ყურადღებას ნამდვილად არ უნდა იმსახურებდეს. თორემ, რუსეთის მთავრობამ უკვე დაინახა „ის სამართლიანი აღშფოთება, რომლითაც აღიქვა მომხდარი საქართველოს მთავრობამ.” აღნიშნულმა კი, თავის მხრივ, სხვა არაფერი შედეგი დადო, თუ არა ის, რომ საქართველოს ხელისუფლებას ამოსუნთქვის საშუალება მისცა გავრილოვის ინციდენტის შემდეგ“ – აცხადებს დეპუტატი.

მსგავსი თემები