სამცხე-ჯავახეთის დაცული ტერიტორიები ფართოვდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძეს განცხადებით, სამცხე-ჯავახეთის უნიკალური ეკოსისტემა განვითარდება და მნიშვნელოვანი აქტივობები განხორციელდება. მისი თქმით, დაცული ტერიტორიები გაიზრდება. 

პრემიერის თქმით, სამცხე-ჯავახეთს, ტურიზმის განვითარების დიდი პოტენციალი აქვს. 

„ამ საკითხზე ძალიან დიდხანს ვმუშაობდით. იყო პერიოდი, როდესაც ეს უნიკალური ნაკრძალი  განადგურების პირას იყო და  დაცვასა და რეალური ნაბიჯების  გადადგმას მოითხოვდა. მე ვსაუბრობ სამცხე-ჯავახეთის უნიკალური ეკოსისტემის განვითარებაზე. ვინც ყოფილა ამ ულამაზეს კუთხეში, ყველა დამეთანხმება, რომ ამ რეგიონს აქვს უნიკალური ტურისტული პოტენციალი, რომელიც არ არის გამოყენებული. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და დაცული ტერიტორიების მოცულობა გაიზრდება ამ მიმართულებით და ჩვენ იქ მნიშვნელოვან აქტივობებს ვგეგმავთ“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ. 

მსგავსი თემები