„სამშენებლო ნარჩენები გველებისთვის იდეალური თავშესაფარია“ – ჰერპეტოლოგის რჩევა მოსახლეობას

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ჰერპეტოლოგმა შოთა ზანდუკელმა, საცხოვრებელ ადგილებში გველების დაბუდების თავიდან ასაცილებლად, „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრა.

როგორც შოთა ზანდუკელმა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, აუცილებელია მოსახლეობამ მოუაროს მის საცხოვრებელ ადგილს, მოაწესრიგოს მწვანე საფარი, არ დააბინძუროს გარემო და არ დაყაროს სამშენებლო მასალა, რადგანაც, მისი თქმით, სწორედ ეს ყველაფერი ერთად, გველებს იზიდავს.

„მოსახლეობას მინდა ვთხოვო, მოუარონ საკუთარ გარემოს. მოუარონ მწვანე საფარს, არ დააბინძუროს გარემო, არ დაყაროს სამშენებო მასალები, რადგან ეს ყველაფერი იწვევს იმ გარემოს, რაც იდეალური თავშესაფარია ქვეწარმავლისთვის. თუ გველი შემოვიდა ჩვენს ტერიტორიაზე, ის აირჩევს ისეთ ადგილს, რომელშიც თავს იგრძნობს დაცულად. უნდა შევქმნათ ისეთი გარემო, რომ არ გაჩერდეს ქვეწარმავალი,“- განაცხადა შოთა ზანდუკელმა.

ჰერპეტოლოგის განცხადებით, ქვეწარმავლებთან ბრძოლისას აცილებელია, ვებრძოლოდ მღრნელებს, რომლებიც გველებისთვის საკვებს წარმოადგენს. მისი თქმით, გველებთან საბრძოლველად არსებობს ქიმიურ-ბიოლოგიური საშუალებები, თუმცა 100% შედეგს არაფერი იძლევა.

„ეფექტური საშუალებები ქვეწარმავალთან ბრძოლის არის სისუფთავე. შემდეგ, უკვე მოდის ის საშუალებები, რომელიც ჩვენ გვეხმარება შევქმანთ ის გარემო, რომელიც ქვეწარმავლისთვის იქნება მიუღებელი. ქვეწარმავლისთვის მიუღებელი გარმო ნიშნავს იმ ტერიტორიაზე მისთვის საკვების არქონას, ანუ, უნდა ვებრძოლოთ მავნებლებს. მღრნელები არ უნდა გვყავდეს. ასევე, არსეობს ქიმიურ-ბიოლოგიური საშუალებები, რომელიც ქვეწარმაველბს აფრთხობს. 100% შედეგს არაფერი გვაძლევს, უბრალოდ, გვაძლეს პროცენტულად უფრო მაღალ ალბათობას იმისა, რომ ქვეწარმავალი არ შემოვიდეს ჩვენს ტერიტორიაზე,“- განაცხადა შოთა ზანდუკელმა „მედიაცენტრ მთავარში“.

მსგავსი თემები