რუსლან აბაშიძე მინისტრთა კაბინეტს თავად დააკომპლექტებს


აფხაზეთის მთავრობას ახალი თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ჰყავს. ვახტანგ ყოლბაიას შემცვლელად რუსლან აბაშიძის კანდიდატურას პრეზიდიუმმა ერთხმად დაუჭირა მხარი.

აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში დახურული კონსულტაციები რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ვახტანგ ყოლბაიას შემცვლელად, სულ 5 კანდიდატი განიხილებოდა, თუმცა მათ კენჭისყრაში მონაწილეობის შესაძლებლობა არ ჰქონიათ.

როგორც რუსლან აბაშიძემ განაცხადა, სამოქმედო გეგმას რამდენიმე დღეში წარადგენს და საკუთარი კაბინეტის დაკომპლექტებას შეუდგება. ის საქართველოს პრეზიდენტთან მეგორობას არ უარყოფს და აცხადებს, რომ მისი კანდიდატურასთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილი არ ჩარეულა.

შეგახსენებთ, რუსლან აბაშიძე ამ დრომდე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა. ის დიზაინერ და მოდელ თაკო ჩხეიძის მეუღლეა.

მსგავსი თემები