რეგისტრირებულ ავტომობილთა 91 პროცენტი 10 წელზე მეტი ხნისაა – ვაჟა იორდანიშვილი

„საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ორგანოების ასოციაციის“ თავმჯდომარე ვაჟა იორდანიშვილმა “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე ავტომობილების ტექნიკურ ინსპექტირებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ყველაზე დიდი პრობლემა ამ მხრივ, მოძველებული ავტოპარკი და ავტომობილთა 91 პროცენტის ხანგრძლივვადიანობაა.

„ყველაზე სერიოზული პრობლემა არის ის, რომ მილიონ 200 ათასი რეგისტრირებული ავტომობილიდან, 10 წელზე მეტი ხნისაა მათი 91 პროცენტი. შესაბამისად, მოძველებული პარკი გვაქვს და შეიძლება ითქვას, რომ ტექნიკურად გაუმართავიც“, – აცხადებს იორდანიშვილი.

მისი თქმით, ინპექტირების შედეგებზე საუბარი ჯერ ნაადრევია, რადგან მომავალი წლიდან გამონაბოლქვის მიმართ კონტროლი მკაცრდება.

„შედეგებზე შეიძლება ვისაუბროთ, როდესაც დამთავრდება 2019 წელი, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია შემდეგი 2020 წელიც, იმიტომ რომ გამონაბოლქვის მიმართ რეგულაციები მომავალ წელს საკმაოდ მკაცრდება. თუ დღეს გვაქვს ოდნავ შერბილებული პარამეტრები ამ კუთხით, მომავალ წელს მოთხოვნები გაიზრდება“,- აღნიშნა ვაჟა იორდანიშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ ბრიფინგზე.

მსგავსი თემები