მშენებარე ობიექტზე, საიდანაც გუშინ სამი მუშა გადმოვარდა, მშენებლობა შეაჩერეს

გუშინ ორთაჭალაში მომხდარი უბედური შემთხვევის შემდეგ, რა დროსაც მშენებარე ობიექტიდან სამი მუშა გადმოვარდა, შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტმა რეაგირება დაუყონებლივ მოახდინა და უბედური შემთხვევის მოკვლევის მიზნით, ობიექტის შემოწმება დაიწყო. შედეგად, ინსპექტირების პროცესში გამოვლენილი კრიტიკული შეუსაბამობების გამო, ობიექტზე დასაქმებულთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, დეპარტამენტმა სამშენებლო პროცესი შეაჩერა.

„2019 წლის 16 მარტს უბედური შემთხვევა მოხდა ორთაჭალაში, რის შედეგადაც 2 დასაქმებული დაიღუპა. საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობაზე დასაქმებული პირები შენობის გარე სარემონტო სამუშაოებს ახორციელებდნენ დაკიდული ხარაჩოს მეშვეობით, რა დროსაც მოწყდა ბაგირი და მასზე მდგომი სამი დასაქმებული სიმაღლიდან ჩამოვარდა. მომხდარზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტმა აღნიშნულ შემთხვევაზე დაუყონებლივ მოახდინა რეაგირება და უბედური შემთხვევის მოკვლევის მიზნით, დაიწყო ობიექტის შემოწმება. დღის განმავლობაში ჩატარებული ინსპექტირების პროცესში გამოვლენილი კრიტიკული შეუსაბამობების გამო, ობიექტზე დასაქმებულთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, დეპარტამენტმა შეაჩერა სამშენებლო პროცესი”- აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელბულ განცხადებაში.

მათივე განმარტებით, დეპარტამენტის მხრიდან, შრომის უსაფრთხოების ნორმების თითოეულ დარღვევას, რომელიც ზიანს აყენებს ადამიანის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, უმკაცრესი რეაგირება მოჰყვება.  

„შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი დამსაქმებლებს მოუწოდებს, უზრუნველყონ დასაქმებულთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონითა და საქართველოს მთავრობის ტექნიკური რეგლამენტებით განსაზღვრული ვალდებულებების ჯეროვანი შესრულება.

შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის მხრიდან, შრომის უსაფრთხოების ნორმების თითოეულ დარღვევას, განსაკუთრებით რომელიც ზიანს აყენებს ადამიანის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, უმკაცრესი რეაგირება მოჰყვება”, – აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ორთაჭალაში მშენებარე ობიექტიდან სამი მამაკაცი გადმოვარდა, ორი მათგანი გარდაიცვალა, ერთის მდგომარეობა კი მძიმეა. ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება.  

მსგავსი თემები