მოსწავლის გაუპატიურებისთვის მისივე ნათესავი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 40 წლის მამაკაცი დააკავა, რომელიც 16 წლის ნათესავის გაუპატიურება ედება ბრალად. უფრო მეტიც, გოგონას მშობიარობა სკოლაში ისე დაეწყო, რომ ფეხმძიმობის შესახებ არაფერი იცოდა. მოძალადე ფაქტს არ აღიარებდა, თუმცა, ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ არასრულწლოვანს ბავშვი მისგან გაუჩნდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ლაგოდეხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 1979 წელს დაბადებული ი. ბ. წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს. შს სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 10-დან 13 წლამდე პატიმრობას ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ი.ბ.-მ 2018 წლის სექტემბერში, სოფელ კაბალში 16 წლის არასრულწლოვან გოგონასთან, მისი ნების საწინააღმდეგოდ, ძალადობის მუქარის გამოყენებით, დაამყარა სქესობრივი კავშირი. არასრულწლოვანი დაორსულდა, რომელმაც მიმდინარე წლის მაისში იმშობიარა. შესაბამისად, პოლიციას მას შემდეგ მიმართეს, როდესაც არასრუწლოვანმა ბავშვი გააჩინა. გამოძიების ფარგლებში ჩატარებული გენეტიკური ექსპერტიზის დასკვნის შედეგად დადგინდა, რომ ი. ბ. ახლად დაბადებული ბავშვის მამაა. გამოძიება არასრულწლოვნის მიმართ წინასწარი შეცნობით გაუპატიურების ფაქტზე მიმდინარეობს, სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-3 ნაწილის “დ” ქვეპუნქტით“, – ვკითხულობთ ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

გოგონა მე-11 კლასის მოსწავლეა. მან ორსულობის შესახებ მხოლოდ მაშინ გაიგო, როცა მშობიარობა სკოლაში დაეწყო.

მსგავსი თემები