„მიხეილ სააკაშვილმა მცირეწლოვნებზე სექსუალური ძალადობის განმახორციელებლები და მკვლელები შეიწყალა” – გიგა ბუკია

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, გიგა ბუკიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ოპოზიციის მხრიდან გამოთქმულ ურთიერთგამომრიცხავ მოსაზრებებზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც პრეზიდენტის მიერ შეწყალებულ პატიმრებს ეხება.

დეპუტატის ვერ ხედავს საჭიროებას, საგამოძიებო კომისიის შექმნის, როცა “შეწყალების საქმეზე” პროკურატურას გამოძიება დაწყებული აქვს.

„მიხეილ სააკაშვილმა 30 000-ზე მეტი მსჯავრდებული შეიწყალა, მათ შორის, მცირეწლოვნებზე სექსუალური ძალადობის განმახორციელებლები და მკვლელები; ბატონმა მარგველაშვილმა 4000-მდე მსჯავრდებული შეიწყალა. როცა კითხვები გაჩნდა ჩვენი მხრიდან შეწყალების აქტთან დაკავშირებით, მათი პოზიცია იყო, რომ ჩვენ კონსტიტუციურ უფლებას ვუზღუდავთ პრეზიდენტს. დღეს კი ასე აქტიურად ითხოვენ საგამოძიებო კომისიის შექმნას, მაშინ, როცა უკვე პრეცედენტი დაშვებულია და პროკურატურა იძიებს, რა კითხვებიც არსებობს. ჩამოყალიბდით, ბატონებო“, –  განაცხადა გიგა ბუკიამ. 

მსგავსი თემები