კონკურსი – „ცხოვრება მშვენიერია“ გაიხსნა, მონაწილეობა 6-დან 18 წლამდე ყველას შეუძლია

საერთაშორისო მიგრაციისა და განვითარების ცენტრის (CIM), Kin Top საგანმანათლებლო სკოლისა(დიუსელდორფი, გერმანია) და GNNT ჯგუფის (თბილისი, საქართველო) ინიცატივით, თბილისში პროექტის -„ხელოვნება ყველასთვის“ (“Art4All”) განხორციელება დაიწყო.

პროეტი, თბილისის ხელოვნების ცენტრებშიინკლუზიური სახვითი ხელოვნების ხელშეყობას ითვალისწინებს და პარალელურად, 6-დან 18 წლამდე მსურველებს სპეციალურ კონკურსში ჩართვას სთავაზობს. რაც შეეხება კონკურსს, ნამუშევრების – „ცხოვრება მშვენიერია“, შეგროვება უკვე დაიწყო.

სახვითი ხელოვნების გამოფენა-კონკურსში ჩართვა 6-დან 18 წლამდე საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ, რომელთაც სპეციალური სასწავლო საჭიროება გააჩნიათ. დაინტერესებულმა პირებმა განაცხადი 2019 წლის 30 მაისის ჩათვლით, უნდა გაგზავნონ შემდეგ ელექტრონულმისამართზე: art4all@kin-top.de

გამარჯვებულთა დაჯილდოვება თბილისში გაიმართება. ყველა მონაწილეს გადაეცემა გამოფენის კატალოგი დასპეციალური სერტიფიკატით. 6-10 და 11-18 წლის ჯგუფების საუკეთესო ნაშრომის ავტორებს კი სპეციალური ჯილდო გადაეცემა. გამარჯვებულებს დამთვალიერებლები გამოფენის მსვლელობისას გამოავლენენ.

მსგავსი თემები