“კარგია, რომ ამჯერად, უკანონობა სისხლის ღვრისა და ზედმეტი ცემა-ტყეპის გარეშე აილაგმა” – გია აბაშიძე

ანალიტიკოსმა გია აბაშიძემ, პარლამენტის წინ მიმდინარე პროცესები და აქციის მონაწილეთა დაშლა “მედიაცენტრ მთავარში“ შეაფასა. როგორც რესპონდენტმა აღნიშნა, მომიტინგეებმა ქართული, სახელმწიფო დროშაც კი წაბილწეს და სამართალდამცველებმა სათანადოდ იმოქმედეს.

„პარლამენტის ბლოკირება, აშკარა კანონდარღვევა იყო. ნებისმიერი ადმინისტრაციული შენობის, აეროპორტის, თუ სადგურის ბლოკირება იკრძალება კანონმდებლობით. 20 მეტრის რადიუსში დგომაც კი არ შეიძლება. იყო ერთობლივი განცხადებები ევროკავშირის და ამერიკის საელჩოების, რომ კანონის ფარგლებში ყოფილიყო პროტესტი. პოლიციამ იმოქმედა ისე, როგორც იმოქმედა. კარგია, რომ ამჯერად სისხლისღვრის გარეშე და ზედმეტი ცემა-ტყეპის გარეშე უკანონობა აილაგმა. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ამ ოპერაციის შემდეგ, გამოხატვის თავისუფლება შენარჩუნდა პარლამენტის კიბესთან და ის ადამიანები, რომლებსაც ჰყოფნიდათ ტროტუარის სივრცის დაკავება, დარჩნენ იქ“ –  განაცხადა ანალიტიკოსმა “მედიაცენტრ მთავარში.”

მისი თქმით, ასევე კატეგორიულად მიუღებელია, რაც აქციის მონაწილეებმა პარლამენტის ჭიშკარზე გააკეთეს.

“მომიტინგეებმა მოახდინეს პარლამენტის შესასვლელი ჭიშკრის ბლოკირება ჯაჭვებით, ბლოქლომებით, წაბილწეს ქართული სახელმწფო დროშა, რომელიც ბაწრად გამოიყენეს. ცოტა ხსნის უკან, 250 ათას კაციანი დემონსტრაცია იყო პრაღაში, გაებედათ და ჩეხეთის პარლამენტი დაებლოკათ ან ბლოქლომები ჩამოედოთ და ნახავდით, როგორ იმოქმედებდა პოლიცია,” – განაცხადა გია აბაშიძემ “მედიაცენტრ მთავარში”

მსგავსი თემები