ირანის სამხედრო ლიდერის ქალიშვილი აშშ-ს და ისრაელს „ბნელ დღეს“ ჰპირდება

ირანის სამხედრო ლიდერის, „ქუდსის ძალების“ ხელმძღვანელის  ყასემ სოლეიმანის  მოკვლის გამო ირანი შურისძიებით იმუქრება. სამხედრო ლიდერის ქალიშვილი ამერიკას უთვლის, რომ მას სიკვდილი ემუქრება.   

სოლეიმანის ქალიშვილმა ზეინაბმა განცხადება დღეს გააკეთა და ტრამპსა და ისრაელს დაემუქრა.

„შეშლილო ტრამპ, არ იფიქრო, რომ ყველაფერი დასრულდა მამაჩემის მოკვლით. შუა აღმოსავლეთში ამერიკელი ჯარისკაცები თავიანთ დღეებს საკუთარი შვილების სიკვდილის მოლოდინში გაატარებენ“, – ასეთია ზეინაბის გზავნილი.

ირანის დედაქალაქში გლოვაა გამოცხადებული. გამოფენილია მოკლული სამხედრო ლიდერის ფოტოები და წარწერები: „სიკვდილი ამერიკას“, „სიკვდილი ისრაელს“.

შეგახსენებთ, აშშ-ს მხრიდან ბაღდადის აეროპორტის მიმდებარედ მიტანილ საჰაერო დარტყმას ირანის სამხედრო ლიდერი შეეწირა.

მსგავსი თემები