გარდაცვლილმა ჟურნალისტმა “იმედის კლინიკაში” იმშობიარა

ნინი ჯაფარიძე, საყვარელი, თბილი, გულიანი, ბედნიერი გოგო, რომელმაც 31 წელი იცხოვრა ამ ქვეყანაზე. მოავლინა ერთი ახალი სიცოცხლე და ყველას დაგვემშვიდობა.

როგორც ოჯახის ახლობლებმა “მედიაცენტრ მთავარს” აცნობეს, სწორედ „იმედის კლინიკაში“ იმშობიარა ნინი ჯაფარიძემ, რომელიც მშობიარობის შემდგომი გართულებებით “ღუდუშაურის კლინიკაში” გადაიყვანეს, შედეგ კი “ჯო ენის ცენტრში” გადაიყვანეს და გული მშობიარობიდან მეექვსე დღეს გაუჩერდა.

„მედიაცენტრი მთავარი“ ამ დრომდე, კლინიკას არ ასახელებდა იმ მარტივი მიზეზით რომ სწორედ მათგან მოვისმენდით განმარტებებსა და მიზეზს, თუ რა გახდა მშობიარე გოგოს გარდაცვალების მიზეზი.

მიუხედავად არაერთი ზარისა და სმს შეტყობინებებისა, „იმედის კლინიკიდან“ ვერანაირი პასუხი მოვისმინეთ. მოგვიანებით, კი გვითხრეს, რომ მათ კლინიკაში პაციენტი არ გარდაცვლილა.

როგორც “მედიაცენტრ მთავარს” კლინიკიდან აცნობეს, ოფიციალურ განცხადებას მოგვიანებით გააკეთებენ.

მსგავსი თემები