ვეტერანი სპორტსმენი რომან რურუა ზურა დათუნაშვილს ბრძოლისკენ მოუწოდებს

ვეტერანი სპორტსმენი, ოლიმპიური ჩემპიონი, მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი, ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდიუმის წევრი რომან რურუა მოჭიდავე ზურა დათნაშვილს ურჩევს, ფარ-ხმალი არ დაყაროს და იბრძოლოს. აღნიშნული განცხადებს რურუამ „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა.

კითხვაზე, რა გამოსავალი არსებობს, როცა მოჭიდავე აცხადებს, რომ ან ჭიდაობას თავი უნდა დაანებოს, ან სხვა ქვეყანაში წავიდეს, რურუამ უპასუხა: „მე რომ იმ ბავშვის ადგილას ვიყო, სხვანაირად მოვიქცეოდი. რადგან ასე მექცევიან, მე ამას დავუდგებოდი წინ და დავამარცხებდი ყველას. დავამარცხებდი ჩემი მოქმედებით, ჩემი ქცევით. შეჯიბრია ეს ცხოვრება და რადგან შეჯიბრზე ხარ, ეს შეგიძლია მოიპოვო ყველგან და გახვიდე ასპარეზზე – მსოფლიო ასოპარეზზე. აქ მოიპოვებ თუ იქ, მაინც მოგიწევს ერთ ადგილამდე – მსოფლიო ჩემპიონობამდე მისვლა“.

შეგახსენებთ, რომ მოჭიდავე ზურა დათუნაშვილი ჭიდაობის პედერაციის პრეზიდენტთან ფიზიკური დაპირისპირების გამო, გეგა გეგეშიძის პრეზიდენტობიდან გადადგომას ითხოვს.

მსგავსი თემები