„აზებაიჯანში ანტიქართულ კამპანიას ეწევიან“ – ლევან ჩხეიძე

ახალი პოლიტიკური ორგანიზაცია „ქრისტიან დემოკრატების“ ლიდერი და ადვოკატი ლევან ჩხეიძე აზერბაიჯანში მიმდინარე ანტიქართულ კამპანიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. კერძოდ, როგორც ჩხეიძე ამბობს, გარკვეული ძალები აზერბაიჯანში საქართველოს საწინააღმდეგოდ მოქმედებენ.

„აზერბაიჯანში, რუსეთის სპეცსამსახურებთან ასოცირებული საეჭვო ჯგუფები, იგივე აგრესიულ, ანტიქართულ კამპანიას ეწევიან, როგორსაც საქართველოში ზოგიერთი საეჭვო, ვითომ პატრიოტული დაჯგუფება ანტიაზერბაჯანულ კამპანიას. რაც გვაფიქრებინებს, რომ ეს მართვადი პროცესია ჩვენი არაკეთილი მეზობლის მიერ. ჩემო ძვირფასო თანამოქალაქეებო, მოდით, გავიხსენოთ უახლოესი ისტორიიდან მსგავსი ქსენოფობიური განცხადებები და კამპანიები როგორ დასრულდა, გამოვიტანოთ დასკვნები. აღვიჭურვოთ მოთმინებით. შევწყვიტოთ ანტიაზერბაიჯანული, ქსენოფობიური განცხადებები და მივცეთ ჩვენს ხელისუფლებას საშუალება დიპლომატიური, კეთილმეგობრული ურთიერთობების ფარგლებში გადაწყვიტოს ეს საკითხი“ – აცხადებს ლევან ჩხეიძე.

მსგავსი თემები