სამგორის რაიონში, აუტიზმის ცენტრი აშენდება

საქართველოში,თბილისში, სამგორის რაიონში, 31-ე ქარხნის აეროდრომის მომიჯნავე ნაკვეთში, აუტიზმის ეროვნული ცენტრი აშენდება. რეგიონული მნიშვნელობის ცენტრი მოემსახურება 16 წლის ასაკის ზემოთ აუტიზმის მქონე ადამიანებს. 

საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს განცხადებით, აუტიზმის ეროვნული ცენტრი მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს აუტისტური სპექტრის მქონე ადამიანების ცხოვრებას და მათ ინტეგრაციას საზოგადოებაში.

„მსურს დიდი მადლობა გადავუხადო კერძო სექტორის წარმომადგენლებს, რომლებიც აქტიურად არიან ჩართული ამ ეროვნულ საქმეში. მინდა მოვუწოდო სხვა კომპანიებსაც და ქართველ მეწარმეებსაც, მეტად იაქტიურონ ამ მიმართულებით“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

აუტიზმის ეროვნული ცენტრს „აუტიზმის კვლევისა და ხელის შეწყობის ფონდი“ ააშენებს. ცენტრში არსებული სერვისები მათ დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის საჭირო უნარ-ჩვევებისა და მათი უნიკალური უნარების განვითარებაში დაეხმარება. 

გუგლ მეფში უკვე ასახულია, როგორც აუტიზმის ეროვნული ცენტრი.

მსგავსი თემები