რუსთავში პატრიარქისთვის „ვარდების ბაღი“ შენდება

რუსთავში, კულტურისა და ახალგაზრდობის ცენტრალურ პარკში, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორისთვის „ვარდების ბაღი“ შენდება.

მშენებლობა რუსთაველი მეუფის – იოანეს კურთხევით და მერიის მხარდაჭერით დაიწყო. სამუშაოები სპონსორების ძიების პარალელურად მიმდინარეობს. გაკეთდა ე.წ შავი კარკასი, ჩაისხა ბეტონის კედელი, დამონტაჟდა რკინის რიკულებიანი არკა.

„ვარდების ბაღის“ გახსნა შემოწირულობებზე და მოსახლეობის აქტიურობაზეა დამოკიდებული. შემოწირულობებში აქტიურად არიან ჩართულები ემიგრატები. სამუშაოების დასრულების შემდეგ, სპეციალური ალბომიც დამზადდება, რომელშიც ყველა შემომწირველის სახელი და გვარი ჩაიწერება და მას პატრიარქს საჩუქრად გადასცემენ.

როგორც იდეის ავტორი ნანა ბეღელაძე აცხადებს, „ვარდების ბაღის“ იდეა პატრიარქის მხრიდან თეთრ ვარდების დიდ სიყვარულს უკავშირდება.   

მსგავსი თემები