„როცა მეუფე პეტრე პატრიარქს მიუახლოვდა და უყვიროდა, პატრიარქის კვერთხი წაიქცა“ – მეუფე სინოდის დეტალებზე

ახალქალაქის მიტროპოლიტი მეუფე ნიკოლოზი წმინდა სინოდის დეტალებზე საუბრობს და აცხადებს, რომ პატრიარქის კვერთხი, რომელიც არ უნდა წაიქცეს, სინოდის სხდომაზე წაიქცა. მეუფეს განცხადებით, ეს მაშინ მოხდა, როცა აწ უკვე ჭყონდიდელი მიტროპოლიტი პატრიარქს მიუახოვდა და უყვიროდა.

“პერე ცააცა ხელით არ შეხებია პატრიარქს, რა თქმა უნდა, ვერც შეეხებოდა, იმიტომ რომ იქ სხვა მღვდელმთავრებიც იყვნენ, მაგრამ, როდესაც იგი ძალიან ახლო მანძილზე მივიდა პატრიარქთან და ძალიან ხმამაღლა, არ ვიცი, რა სიტყვა ვიხმარო,  გამოხატავდა, ადამიანური, ჩვეულებრივი ყვირილის ზღვარს მიღმა იყო მისი საქციელი, პატრიარქის კვერთხი, რომელიც იყო მიყუდებული, წაიქცა. არ ვიცი, თვითონ გაკრა ხელი თუ ფეხი თუ ყვირილისგან. არ ვიცი, ეს როგორ მოხდა.  პატრიარქის კვერთხი არ უნდა წაიქცეს. ეს უკვე გადასული იყო ზღვარს. როდესაც ადამიანთან ახლოს მიხვალ და მთელი ძალით დაუყვირებ, არის ეს ფიზიკური შეხება?  ეს ჰაერის ტალღები, რომელსაც შენ წარმოქმნი, ხომ ზემოქმედებას ახდენს, ხელით არ შეხებია  პატრარქა და ვერც შეეხებოდა. ხელით არა, მხრით არა, ფეხით არა – მაგრამ ხმით კი,”- განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

მსგავსი თემები