რამაზ დევაძე, თარაშ მუკბანიანის სახელზე ეკლესიას აშენებს

ვარკეთილში, თარაშ მუკბანიანის სულის საპატივცემლოდ, მოჭიდავე რამაზ დევაძე ეკლესიას აშენებს. ტაძრის მშენებლობა უკვე დაწყებულია. კედლები ამოყვანილია და მისი გადახურვა დაიწყო. ტაძარი გარდაცვლილი თარაშ მუკბანიანის სახელობის იქნება და „ყოველთა წმიდა“ ერქმევა.

როგორც რამაზ დევაძის ადვოკატმა „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადა, რამაზ დევაძე მტკივნეულად განიცდის მომხდარ უბედურ შემთხვევას და მომხდარს ინანიებს.

შეგახსენებთ, 2014 წელს ბათუმში, ერთ-ერთი კლუბში მომხდარ დაპირისპირებას თარაშ მუკბანიანი ემსხვერპლა. მას, საკუთარი იარაღიდან გავარდნილი ტყვია მოხვდა, რომელიც მას ცნობილმა და წარმატებულმა მოჭიდავე, რამაზ დევაძემ მაშინ წაართვა, როცა მუკბანიანი კლუბში უმისამართოდ ისროდა. რამაზ დევაძე, საქართველოს პრეზიდენტმა 28 აგვისტოს შეიწყალა.

რამაზ დევაძე აპირებს ისევ სპორტს დაუბრუნდეს და სურვილი აქვს, მსოფლიო ჩემპიონობისთვის მოემზადოს.

რამაზ დევაძე არის მსოფლიო ჩემპიონი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში; მსოფლიო ვიცე-ჩემპიონი ჭაბუკებში; ევროპის პრიზიორი ჭაბუკებში და მოგებული აქვს არაერთი საერთაშორისო ტურნირი.

მსგავსი თემები