“პოლიცია თითოეულ მოქალაქეს ეკუთვნის და მის რეპუტაციას უნდა გავუფრთხილდეთ”-შს მინისტრი

“ყველას უნდა გვესმოდეს, რომ პოლიცია არის ყველასი. პოლიციის, რეფორმების ძირითადი მიზანი არის, რომ პოლიცია იყოს აპოლიტიკური”, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფარგლებში გამოსვლისას განაცხადა.

როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, პოლიციის და პოლიციელების დისკრედიტაციების მცდელობამ სისტემატური ხასიათი მიიღო.

„ ჩვენი საზოგადოების პოლიტიზების ხარისხი არის საკმაოდ მაღალი, საკმაოდ მაღალი რადიკალიზაციის პირობებში ხორციელდება ჩვენი პოლიტიკური და სოციალური ცხოვრება. სამწუხაროდ, ზოგიერთ მხარეს აქვს მცდელობა, რომ ამ პროცესში პოლიცია გახადოს მხარე. შსს-ს პოზიციაა, რომ პოლიცია არის სრულიად აპოლიტიკური და ეფექტური ორგანო, შესაბამისად, როდესაც ასეთ მცდელობებს აქვს ადგილი, ყველას უნდა გვესმოდეს, პოლიცია არის ყველასი, პოლიციის რეფორმების ძირითადი მიზანი არის, რომ პოლიცია იყოს აპოლიტიკური. თითოეული პოლიციელისთვის მნიშვნელოვანი საკითხია გახლავთ ის, რომ სისტემატური ხასიათი მიიღო პოლიციისა და პოლიციელების დისკრედიტაციის მცდელობამ. ამ საკითხში, კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ ეს იღებს კამპანიის ხასიათს და აქაც ყველამ ერთად უნდა გავიხსენოთ, რომ პოლიცია ეკუთვნის თითოეულ მოქალაქეს და პოლიციის რეპუტაციას უნდა გავუფრთხილდეთ ყველა, რამეთუ, ეფექტური პოლიცია და მართლწესრიგი არის თითოეული მოქალაქის ინტერესში“, – განაცხადა გახარიამ.

მსგავსი თემები