„მივმართავ ევროპარლამენტარებს, ნუ ერევიან ჩვენს შინაურ საქმეებში“

„მინდა მივმართო ევროპარლამენტარებს, რომლებიც საქართველოში „გეი აღლუმზე“ დასასწრებად აპირებენ ჩამოსვლას. დიდი პატივს ვცემ ევროპარლამენტს და ევროპარლამენტარებს, მაგრამ მათ უნდა გაითვალისწინონ ერთი რამ – ჩვენ არ ვერევით მათ შინაურ სააქმეებში, მითუმეტეს, ასეთი სახით და ნურც ისინი ჩაერევიან“, – აღნიშნული განცხადება „ქართული მარშის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სანდრო ბრეგაძემ „მედიაცენტრ მთავრში“ გააკეთა.

„ქართული მარში“ დიპლომატიურ კორპუსსაც მიმართავს, რომ თუ ისინი დაგეგმილ „გეი აღლუმს“ მხარს დაუჭერენ, პროვოკაციაში ჩართულები აღმოჩნდებიან.

„ასევე, მივმართავ დიპლომატებს. მათი აქ ჩამოსვლა და „გეი აღლუმის“ სათავეში ჩადგომა, აღიქმება როგორც პროვოკაცია. ყველას ვთხოვ, არ მიიღონ მონაწილეობა ამ პროვოკაციაში, რადგან, რა ქმედებებიც შემდგომ განხორციელდება, ამაზე პასუხიმგებლობა მათაც დაეიკსრებათ“ – აღნიშნა ბრეგაძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

მსგავსი თემები