„თვითონ ფაქტია ცუდი, რომ შენი ქცევის საკითხი ეთიკის საბჭოზე განიხილება“ – გურამ მაჭარაშილი

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გურამ მაჭარაშვილის შეფასებით, ეთიკის საბჭომ, დეპუტატებს რა სანქციაც არ უნდა გამოუტანოს, თავად ფაქტია ცუდი, რომ „ის“ ისე მოიქცა, რომ მისი საკითხი განიხილეს. ეს შეფასება გურამ მაჭარაშილმა „მედიაცენტრ მთავართან“ საუბრისას გააკეთა.

„ბუნებრივია, მიუღებელია როცა კოლეგა კოლეგას შეურაცხმყოფელ სიტყვებს ეძახის, ლანძღვაზე აღარ ვსაუბრობ. ყველა ქვეყნის პარლამენტშია გარკვეული ემოციების გამოხატვები, ემოციები იცლება პარლამენტში. ჯობია, პარლამენტში იყოს ემოციები, ვიდრე გარეთ. მაგრამ, როდესაც პარლამენტის წევრი ხარ, აუცილებელია, შენს ამომრჩეველს არ მიაყენო შეურაცხყოფა პირველ რიგში შენი გამონათქვამებით. ჟესტიკულაციასაც კი აქვს მნიშვნელობა. სანქცია სიმბოლურია. პარლამენტარმა საკუთარი აზრი უნდა გამოთქვას, მაგრამ არა ისე, რომ შეურაცხყოფა მიაყენოს სხვას“ – განუცხადა „მაჭარაშვილმა „მედიაცენტრ მთავარს“.

მისი შეფასებით, სანქცია არ არის მთავარი. უფრო მნიშვნელოვანის თვითშეგნება: „ეთიკის საბჭოს სანქციები, ეს არ არის ყველაზე მთავარი. მთავარი ის არის, რომ იქ რომელიმე პიროვნების საკითხი განიხილება, თემა უკვე ეგ არის. მთავარია ფაქტი, რომ შენი ქცევის საკითხი განიხილება და საზოგადოებაც გაიგებს მას“.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის ეთიკის საბჭო დღეს პირველად შეიკრიბება და და იმ დეპუტატების ქმედებებს შეაფასებს, რომლებიც ბილწსიტყვაობით გამოირჩევიან.

მსგავსი თემები