ბიზნესომბუცმენი მერიას მიმართავს, მიწის მესაკუთრეებს ალტერნატივა შესთავაზოს

ბიზნესომბუდსმენის შეფასებით, თბილისის მერიამ მიწის მესაკუთრეების პრობლემის გადაჭრის სხვადასხვა ალტერნატივა უნდა შესათავაზოს. როგორც ირაკლი ლექვინაძე აცხადებს, ბიზნესის ინტერესების დაცვის თვალსაზრისით, მას ყველაზე ხშირად ახალი საბანკო რეგულაციების მიზეზებით მიმართავენ.

ბიზნესომბუდსმენის განცხადებით, კრიტიკულ საკითხებს შორისაა თბილისის ახალი გენერალური გეგმით განსაზღვრული ზონირების ფარგლებში მიწის მესაკუთრეების უფლებების შეზღუდვის შემთხვევები.

„მიგვაჩნია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ მიწის მესაკუთრეებს პრობლემის გადაჭრის სხვადასხვა ალტერნატივა, უნდა შესთავაზოს. მათ შორის, მიწის ნაკვეთების მონაცვლეობის გამოყენება, რათა არ შეილახოს მათი სამეწარმეო ინტერესები და შეუფერხებლად მოახერხონ ბიზნეს საქმიანობის გაგრძელება“- განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

ბიზნესომბუდსმენის შეფასებით, ასევე, პრობლემად რჩება ადმინისტრაციული ორგანოების მხრიდან პასუხგაუცემელი და დაგვიანებული პასუხები სხვადასხვა მიმდინარე საკითხებზე. ირაკლი ლექვინაძემ მედიას ბიზნესომბუდსმენის აპარატის საქმიანობის სტატისტიკა წარუდგინა.

მსგავსი თემები