“ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გაიმართა

საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის შოთა ხაბარელის მონაწილეობით, საქართველოს პარლამენტში სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მიზანი სკოლებში ფიზიკური აღზრდისა და სპორტის განვითარების მოდელია.

როგორც პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის აპარატიდან „მედიაცენტრ მთავარს აცნობეს“ ეს იყო შეხვედრა “ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში ფიზიკური აღზრდისა და სპორტის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, რომელიც რეგიონების წარმომადგენლებთან გაიმართა. შეხვედრაზე, ეროვნული სასწავლო გეგმიდან გამომდინარე, ფორმალური და არაფორმალური განათლების ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები განიხილეს.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ: საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე შოთა ხაბარელი, კომიტეტის აპარატის უფროსი ედიშერ მაჩაიძე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენელი გია ბეგიაშვილი, საქართველოს სპორტის ფიტნესისა და ფიზიკური განათლების ეროვნული ასოციაციის წარმომადგენელი, სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრის წარმომადგენელი გიგა გაბელაია, სპორტის უნივერსიტეტის წარმომადგენელი მერაბ მეტრეველი, თბილისისა და საქართველოს 10 რეგიონის წარმომადგენლები.

შეხვედრაზე, ხელი მოაეწერეს მემორანდუმს სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრს, სპორტის უნივერსიტეტსა და საქართველოს სპორტის, ფიტნესისა და ფიზიკური განათლების ეროვნულ ასოციაციას შორის.




მსგავსი თემები