“ამერიკამ, გენერლის ლიკვიდაციით საკუთარი ამოცანა გადაწყვიტა” – ბრიგადის გენერალი

ბრიგადის გენერალმა, ანალიტიკოსმა ამირან სალუქვაძემ, „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე, აშშ-ს მხრიდან ბაღდადის აეროპორტის მიმდებარედ მიტანილი საჰაერო დარტყმისას ირანის სამხედრო ლიდერის ყასემ სოლეიმანის ლიკვიდაციის შემდეგ განვითარებული პროცესები შეაფასა.

ამირან სალუქვაძის განცხადებით, ამერიკის ამოცანა, ირანის სამხედრო ლიდერის ლიკვიდაცია იყო. მისი თქმით, ირანისთვის ამერიკასთან ომის დაწყება განაჩენის გამოტანის ტოლფასია.

„ისეთი  გავლენიანი პირის ლიკვიდაცია, როგორიც ყასემ სოლეიმანი იყო, აუცილებლად მოიტანდა ომს. როგორც თვითმკვლელობა, ასეც კი  შეიძლება შეფასდეს ირანის მხრიდან ამერიკასთან ომში ჩაბმა. არც ერთ მხარეს ჰქონდა განწყობა საომარი მოქმედებების დაწყების. მნიშვნელოვანი იყო, ორივე მხარეს შეენარჩუნებინა სახე. ერთი მხირვ, ირანს უნდა ეპასუხა სულეიმანის ლიკვიდაციაზე და მეორე მხრივ, როგორი პასუხიც იქნებოდა ირანის მხრიდან, ამაზე იქნებოდა დამოკიდებული ტრამპის გადაწყვეტილება” – განაცხადა ამირან სალუქვაძემ “მედიაცენტრ მთავარში”.

მისივე შეასებით, სულეიმანი საკმაოდ გავლენიანი ფიგურა იყო და ამერიკამ ამოცანა შეასრულა.

“ბევრი საუბრობს, რამდენად არის პროპორციული  სულეიმანის ლიკვიდაცია და ეს სარაკეტო შეტევა, რომელიც, საპასუხოდ, ირანმა მიიტანა ამერიკის ბაზაზე ერაყში. გავლენიანი ფიგურა იყო სულეიმანი და ამერიკამ, მისი ლიკვიდაციით თავისი ამოცანა, რაც უნდოდა, გადაწყვიტა. დანარჩენი ყველაფერი არის ლირიკა,“ – განაცხადა ამირან სალუქვაძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

მსგავსი თემები